მეზობლები ან სამეზობლო თემი

ბლოგის თემატიკას გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ აქამდე რატომღაც არაფერი მითქვამს მეზობლებზე და ზოგადად მეზობლების თემაზე. მგონი თამარას გუშინდელმა პოსტმა შთამაგონა თუ რას მივაწერო, არ ვიცი.

თავიდანვე ვიტყვი, ნამდვილად არ გამოვირჩევი დიდი კონტაქტურობითა  და კოლექტივიზმის გრძნობით, გაუგებარ ანდაზებზე დამყარებული ან ამ ანდაზებით გამართლებული ტრადიციად ქცეული ურთიერთობების აღიარება-სიყვარულით (რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ეს ყველა ანდაზას ეხება, მათშიც არის ისეთები, ნამდვილად ყურდასაგდებ-გასათვალისწინებელი რომაა).

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დიდად არ მჯერა » მეზობელო კარისაო» და » მეზობელი იმედია» და ასეთების. არც დიდი მისვლა-მოსვლის მომხრე ვარ. ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, ეს მისვლა ან არ მომინდება, ან დამეზარება და ჰა, ჰა, ერთი-ორჯერ მომიცდეს ფეხი და ამ ორ ფეხის მოცდენაში მოსვლა იმდენი იქნება, რომ ეგებ თავბედი ვიწყევლო მერე. არც უანგაროდ გაკეთებული მეზობლური სიკეთეების მჯერა. ბებიაჩემმა იცოდა ხოლმე თქმა: იმდენს არ ჩაგაკერებენ, რამდენსაც ჩაგახევენო :). ჭკვიანი ქალი იყო ჩემი ქეთო ბებო, ტყუილად კი არ ვეძახდი არისტოტელოვნას.

ჩემი სამეზობლო მაღალმთიანი გარეუბნის შესატყვისია, გამონაკლისების გარდა, რასაკვირველია, თუმცა ეს გამონაკლისი იმდენად ცოტაა, ფონს არ ცვლის. ხოდა მეც ამ გამონაკლისებზე არ ვისაუბრებ, აქცენტს «კოლორიტებზე» გავაკეთებ.

ჩემს სახლს ქვემოდან ორი ეზო ესაზღვრება, ორივე იმსახურებს ყურადღებას:

აქედან ერთში დიდი ქართული ოჯახია. ყოველ ზაფხულს იწყებენ რემონტს და ყოველ ცისმარე დღეს ზედ ჩემი ფანჯრის წინ დილის 7 საათზე ისეთი საამო ხრილ-ღრიალია ხან ბურღის და ხან «ბარგალკის», ხანაც მორზეს ანბანის მსგავსი კაკუნის, რომ შანსი არაა ძილი მოახერხო, ან ფანჯარა უნდა ჩასასპო და მიენდო მეტალო-პლასტმასის ხმაურგაუმტარობას. რამდენიმე თვის წინ ოჯახის უფროსი გარდაიცვალა და, სულო ცოდვილო, პირველი, რაც გავიფიქრე, მეშველა, წელს მაინც დავიძინებ დილაობით-მეთქი, მაგრამ «კვიცი რომ გვარზე ხტის», დამავიწყდა. ხოდა ეს «კვიცი» წარმატებით აგრძელებს მხცოვანი მამის გზას და  ამ «კვიცის» გადარეული შვილი გადასარევ ფონს უკეთებს თავისი გამკივანი ხმით და ჯღავილით…

მეორე კიდევ უფრო ტრადიციული ქართული ოჯახია-შოთა და მაია!!! რომელი რომეო და ჯულიეტა, რომელი ტრისტანი და იზოლდა! აი, ვინაა ჭეშმარიტად აღსაწერი! მე რაკი მოსწავლეებს ჩემს ოთახში ვამეცადინებ, ყველა იცნობს მათ,  უკვე ლეგენდებიც კი დადის და ძალიან ვერთობით ამ თემაზე. მოკლედ ვახალისებ ყველას. შოთა- უშველებელი მელოტი თავით, რომელიც მუდამ წითელია რატომღაც. ამ თავის პატრონი კი ან მთვრალია, ან «პახმელიაზეა», ან  სმის პროცესშია, ან ვერ სვამს და განიცდის. ნუ აბა რა ქნას, დარდს იქარვებს, უსაქმურობის დარდს! თან ისე ხმამაღლაა დაწერილი, ხანდახან მეშინია არ გაიხეს ამდენი ყვირილით. წესიერი ხმით კი ვერ საუბრობს, იჭინთება, აგერ ძლიერი შეკრულობა რომ გექნება ისე, ან სამშობიარო ჭინთვები რომ  გეწყება, იმის მსგავსად.»ტ,ყ,შ,ც,»-მისი საყვარელი ბგერებია. აგინებს ყველას და ყველაფერს»კედელს, კომპიუტერს, ცოლს, შვილებს, დედას, პომიდვრის ჩითილებს, ძაღლს და ასე შემდეგ. ეს ერთგვარი ხელოვნებაა! მსგავსი კომბინაციები არსად გამიგია. ნეტავი გინესის წიგნში არ არის შესატყვისი ადგილი?ხან მკლავის ძალას ამოწმებს და ამ დროს ისმის ხმები: «მოკლა! ვაიმე! წადი შენი!» თავისი გაქცევ-გამოქცევებით და მეზობლების ჩარევებით. ასეთი ღამის მერე შთაგონებული მაია(ცოლი) დილაუთენია შილიფად ჩაცმული «შლანგით» რწყავს ნარგავებს, დაჰხარის ბოსტანს და ღიღინებს.მე ამ დროს ვდგავარ ფანჯარასთან, ფულეს ხალათით, რადგან მცივა, ყავის ჭიქით, და ვაფორმებ მუსიკალურად მაიკოს ქმედებას:» ჩემო პატარა ბოსტანო, გულჩათხრობილი ნუ ხააარ…» ან » მოოოდით დახედეთ, ეს თესლია რაც არის, ვააშლისოდენა, მოვა თითო მარცვალიიი…»(მულტფილმიდანაა «გოგონა და ბატი») აქ სულ ხმაურია. ოჯახში არავინ იცის ხმადაბლა ლაპარაკი და ყველა გაჰყვირის დიდიანპატარიანად. ცხოველებიც კი განსაკუთრებულ ხმებს გამოსცემენ. ასე მაგალითად: მე და ჩემი მოსწავლეები მთელი წელი ვერთობოდით მათ მამალზე, რომელიც გგონიათ «ყიყლიყოს» ან რამე მსგავს ყიოდა? არც მეტი, არც ნაკლები, ტარზანივით ყვიროდა, ოღონდ მართლა: » ა-ა-ა-ა-ა…», ცხვარი კიდევ ადამიანის ხმით ამბობდა მშვიდად:»მე… მე… მე» 🙂

ახლა წინა მეზობლებზე გადავინაცვლებ. ჩემს მოპირდაპირედ ცხოვრობს ქალი, მეტსახელად «ოსტრიი გლაზ»,»ოსტრიი კლიკ». მის უკითხავ-დაუნახველად დედამიწაზე ჭიანჭველა ვერ გაიარს და ცაზე ფრინველი ვერ გადაიფრენს!მისი ფანჯრის მინები, ქუჩას რომელიც უყურებს, ელვარებს მეტი წმენდით, რადგან ყოველ ჯერზე, როცა ვინმეა გასაკონტროლებელი, მათ წმენდას იწყებს. ამდენი წელია ცხოვრების მიზნად ექცა ჩემზეც მიეცეს რამე საინტერესო ინფორმაცია, ხელჩასავლები, მაგრამ მე ხო ადამიანი არ ვარ! არა და არ გავახარე ეს საწყალი. აი, თუ მოხვალთ და სახლში არ ვიქნები, აუცილებლად გეტყვით, რამდენი ხანია, რაც წავედი, აქვე ახლოს ვარ თუ მოშორებით, ანუ «ქალაქში». მოკლედ ქუჩის მეთვალყურეა, მაგას ვენაცვალე!

მარცხნივ ჩემი ლეგენდარული მხცოვანი ოსიკოა, რომელსაც ბიჭები ოსოს ეძახიან, მე კიდევ «სოსიკო და შარვალი»-ს(ეს «ქეთო და კოტედანაა» ოღონდ ძველიდან , ახალს რავა ვახსენებ კიდევ, ჩემი ნინაკას შიშით :)), შესაბამისი ინტონაციით 🙂 და რომელიც შეუპოვრად ებრძვის ჩემს კაკლის ხეს და რაკი ვერაფრით ვერ გაახმო ლიტრობით ნავთის გადასხმით, ოცნებას მიენდო და ელის იმ დღეს, როცა ეს ოცნება აუსრულდება.

ქუჩის მამრების უმრავლესობა ტრადიციულად არ მუშაობს და დიდ გულზეა მაინც. შთამბეჭდავი თავყრილობები აქვთ და ბჭობენ ქვეყნის ბედ-იღბალზე დამწუხრებულები, ტაო-კლარჯეთის დაბრუნების მოსურნეები, კომუნისტების დროების ნოსტალგიით ცრემლმორეულები. თან არაფერი გამორჩებათ. ამას წინ ერთი მოსწავლე მოვიდა, პატარაა, ბუთქუჩა ბიჭი, რომელსაც შუა გაკვეთილზე კარლსონივით ხელებზე ვკბენ და ვბურჯღნი და რომელსაც, რასაკვირველია, ვუყვარვარ ძალიან.ხოდა, მოვიდა გაბერილი, გაბრაზებული. რა გჭირს- მეთქი. ჯერ იხნეშა და არ თქვა. მერე ვეღარ მოითმინა და რომ შემოვდიოდიო, კაცებმა ასე თქვეს, ნახე, რა მუშაობა აქვსო?! 🙂 ანუ, რამდენი შემოვიდა, დადო ფული! ასე ჰგონიათ! მარშრუტკის პრინციპია რა! 🙂

ასეთები ოხრადაა. ახლა კიდევ ერთი კოლორიტი-ეს ლეილაა. ლეილა ჩემი აზერბაიჯანელი მეზობლების ოჯახის წევრია. გიჟია საწყალი. ჩემი ძვირფასი მეზობლების ნაწილი ამას სისხლის აღრევას აბრალებს, ნაწილი იმას, რომ ძაღლმა შეაშინა ბავშვობაში, მე კი თანდაყოლილი ტრავმა მგონია. ასაკით უკვე დიდია, ვერ გაიგებ, ქალია თუ კაცი, დიდი ულვაშებით, აგრესიულია, ღმუის და ეწევა. რა თქმა უნდა სიგარეტს არავინ ყიდულობს. ჩუმად იპარება და ქუჩაში ეძებს ნამწვავებს. თუ ვინმე დაინახა სიგარეტიანი, დაღუპულია მისი საქმე, აღარ მოეშვება, არადა ძალა აქვს ტახივით. ხოდა ერთხელაც ჩემგან გასულმა მოსწავლემ რომ მოუკიდა და გააბოლა, ეცა და გულში ჩაიკრა. ეს შეშინებული გაიქცა, ლეილა გაეკიდა. ნუ სცენა იყო, უკეთესს ვერ ინატრებ. მე ავიტაცე და მეორე გაკვეთილზე ბიჭები რომ მოვიდნენ, მოვყევი, როგორ კინაღამ გაგვიბახეს ეს ჩვენი ვაკო. მერე ვაკოს გადავეცი, ლეილამ ხალხი მომიგზავნა, ეგ ბიჭი ჩემთვინ მინდაო! 🙂 ხოდა ეს ამბავი მთელი წელი ჰქონდათ საღადაოდ. ხო, კიდევ ლეილას ფერადი სარჭები უყვარს, სარეცხის სარჭები. ჩუმად იპარება ჩემს ეზოში, ხსნის და მათ მაგივრად ხეებისგან შეკრულ თვითნაკეთ სარჭებს ამაგრებს სარეცხზე. ერთხელ სახლშიც ამოვიდა და ჩემი კივილი აქცევდა აქაურობას, თოფივით მეშინია მისი. დავიიღლიავე გაგა-ტოჟე მოსწავლე, ამოვეფარე და ვაიმე მიშველე-მეთქი. მგონი გაგას ჩემზე მეტად ეშინოდა, მაგრამ ივაჟკაცა, არ შეიმჩნია და ასე მატროსოვივით გადამეფარა, სანამ ჩვენი ლეილა არ გავიდა. როცა დამწყვდეული ჰყავთ ოჯახის წევრებს, ლეილა მღერის, მღერის, არც მეტი, არც ნაკლები, ბაიათებს ლეილაზე:» ა ლეილააა ლეილააა, ა ლეილააა ლეილააა»…

ალბათ, ახლა ფიქრობთ,  სად ყოფილა, ეს საწყალიო… სადღაც ასეცააა, თუმცა აქაც არიან ისეთები, ჩემთან ერთად რომ ხალისობენ ამ ყველაფერზე. ახლა ამ პოსტს წაიკითხავენ და ვიცი, კარგად გაერთობიან 🙂

მოკლედ, აი, ასეთი კარგი და საუკეთესო მეზობელი ვარ!!!ისე, არ დაფიქრებულხართ, როდიდან გაჩნდა სიტყვა მეზობელი და ნათესავი? გაიხსენეთ აბა! სამეზობლო თემი და გვაროვნული თემი… ხოდა დანარჩენი თქვენ იფიქრეთ 🙂

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «მეზობლები ან სამეზობლო თემი»

  1. თითქმის არ ვიცნობ მეზობლებს. რამდენიმე წლის წინ, პოლიკლინიკაში ექიმი გამომეცნაურა, მომიკითხა და დაბნეულმა რომ გადავუხადე მადლობა, მეხუთე სართულზე ვცხოვრობო.

    ლეილა შემეცოდა 😦

  2. მეც მეცოდება, მაგრამ მაინც მეშინია.

  3. ჭეშმარიტად კოლორიტული სამეზობლო გყავს! :დ მგონი ყველგან არსებობენ რემონტის მოყვარული მეზობლები! ჩემს გარშემო სამი სახლია და ერთგან 7 წელი მეორეგან 4 და მესამეგან 2 წელია რემონტი მიდის! პირველ სახლშ 7 წლის განმავლობაში 4 ოჯახი შეიცვალა!

  4. კიიი, მაგათ ვენაცვალე, მაგრამ შოთა მაინც სხვაა :დდდ

  5. შოთა 4 ევერ! :დ

  6. maka:

    qeti shen rom ar dagewera, daaxloebit am shinaarsis ragac iqneb mec damewera. magram guruli da rachveli koloritebi xom ar gamogrcha?… ise dzalian ar gagimartla, epicentrshi agmochndi. me cota uketesi pozicia mikavia, leilas tu gamovricxavt, danarchenebi saertod ar mawuxebs. gisurveb gamdzleobas.

  7. გელოდი და არც დაახანე. ვიცი ისიამოვნებდი. ნუ გურული და რაჭველი გამონაკლისებში არიან და იმიტომ არ დავწერე დაია 🙂

  8. შენზე ცალკე უნდა დავწერო, უნდა ჩავიწერო ყველაფერი და ისე 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s