ადგილი

უკვე კაი ხანია, ერთი ფრაგმენტი ამეკვიატა ბავშვობიდან: დედა და მე თეატრში წავედით, რუსთაველში. აი, სპექტაკლი არ მახსოვს. დაგვაგვიანდა და არ ვიცი, ბილეთები აღარ იყო და იმიტომ, თუ რომ დავაგვიანეთ იმიტომ, დარბაზში ვეღარ მოვხვდით და მეოთხე იარუსის ბოლო რიგში მოგვიწია ჯდომამ. მთელი სპექტაკლის მანძილზე ფეხზე ვიდექი იმის გამომამჭინებულ მცდელობაში, რამისთვის მაინც მომეკრა თვალი და იქიდან ისეთი დაღლილი წამოვედი, არაფრის თავი აღარ მქონდა…

ჰოდა, აი ეს ეპიზოდი გამუდმებით მიტრიალებს თავში და ზუსტად ვიცი, რატომ…ამდენი წლის შემდეგ უცებ აღმოვაჩინე, რომ მთელი ჩემი ცხოვრებაც ასეა- რაღაცას ვგეგმავ, რაღაცას ვცდილობ, თითქოს გზასაც ვპოულობ და გადამწყვეტ მომენტში უადგილოდ ვრჩები…. ყველგან და ყოველთვის ჩემი ადგილი დაკავებულია და ასე მეოთხე იარუსზე, ფეხზე მდომს, მიწევს წვალება… უკვე აღარც ვიცი, იყო კი სადმე ეს ადგილი, საჩემო, ჩემთვის განკუთვნილი? ვითომ შეიძლება ადამიანი ისე მოევლინო ამ ქვეყანას, რომ მასში არ იყო გათვალისწინებული? თუ იყო ეს ადგილი, მაშინ ასე როგორ ვერასდროს ვერ მოვძებნე? ისიც ვერ გავარკვიე, სხვამ დაიკავა, თუ ისევ ცარიელია და მე მიცდის?..ვერც ვანებებ თავს ძებნას, რა ვქნა, არ მომწონს, არ მაკმაყოფილებს იარუსსზე ყოფნა…

თითქოს მცდელობას არ ვაკლებ, კიდეც ვშრომობ, კიდეც ვეძებ, კიდეც ვიკვლევ მიზეზებს და ვცდილობ გამოსწორებას, მაგრამ შენც არ მომიკვდე!

ხანდახან ვიტყვი ხოლმე ჩემთვის: ეგებ უკეთესია შევეგუო იმას, რაც არის და მოვრჩე თავის წვალებას, საწვალებელი ისედაც არ მაკლია ღვთის მადლით 🙂 . მაგრამ არ გამომდის და ვარ ასე გაკვეხებული შეუგუებლობასა და გარანტირებულ იარუსს შორის და ისე დამღალა ამ ყველაფერმა, მეშინია უკვე მონჯღრეულ ჯორკოზეც არ ვიყო თანახმა… არადა არ მინდა… არ მინდა მუდამ  კუთხეში მიკუნჭული ვეგდო ან სულ ბოლო რიგში ვიბრეცდე თვალებს რამის დანახვის მცდელობისას… არც ის მინდა, რომ თუკი არის ჩემი ადგილი სადმე და თუკი როდესმე გამიმართლა და მივაგენი, უკვე ისე ვიყო ან ისეთ ასაკში, რომ დაჯდომის და სარგებლობის თავი აღარ მქონდეს…

მეშინია… მეშინია არა სიკვდილის… მეშინია სიკვდილამდე უადგილოდ ყოფნის… მეშინია, სწორედ სიკვდილს იქით არ იყოს ის, რასაც აქ ვეძებ ასე გამწარებული…

არ მინდა მეოთხე იარუსზე ყოფნა… აღარ!!!

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

7 комментариев на «ადგილი»

  1. სიკვდილამდე უადგილოდ ყოფნის შიში, რაღაც ფობია უნდა იყოს, მეც მჭირს:)

  2. ფობია უძახე შენ და მე უკვე ფაქტი მგონია 🙂

  3. ფობია გადაიზარდა ფაქტში, კი, ეგრე გამოდიის :):)

  4. ან პირიქით- ფაქტი გადაიზარდა ფობიაში… ვინ იცის…

  5. ჩემი აზრით ცხოვრების აზრისა და ადგილის პოვნა- თავად ამ ადგილის ძებნაა. სულ და მუდამ უნდა ეძებო. რომ გონია, რომ მიაღწიე უნდა აღმოაჩინო, რომ უფრო წინ ყოფილა და ასე დაუსრულებლად. ხოდა ის უფრო მაშინებს, რომ როცა ერთ ადგილზე გავჩერდები, ვთქვათ და სასადვენებლად, არ აღმოვაჩინო, რომ ის აღარ ჩანს. 🙂

  6. აზრის კი და აი ადგილისაზე კი რა გითხრა… თუმცა რა გითხრა, ყველაფერი ინდივიდუალურია 🙂

  7. ადგილს ჩვენ თვითონ ვირჩეთ, მაგრამ არ გვახსოვს რატომ და რისთვის ავირჩიეთ ის, რაც ახლა არ მოგვწონს …. 🙂 არადა ….

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s