გააფერადე

რამდენი სასაცილო ფრაზაა ამქვეყნად. გაუთავებლად იმეორებენ ადამიანები ამ ფრაზებს, ან გიმეორებენ და ვერც ხვდებიან, რომ თავს იტყუებენ, ან გატყუებენ…ან ხვდებიან, მაგრამ მაინც იმეორებენ, რაკი თავის მოტყუება ერთგვარი გამოსავალია…

ყველაზე პოპულარული და საინტერესო ამ ფრაზათაგან «ცხოვრება მშვენიერიაა» და კიდევ «ცხოვრებაში უამრავი ფერია»… არადა, რომ დაფიქრდე, არც ერთია სიმართლე და არც მეორე. ორივე ისევ შენი სურვილიდან გამომდინარეობს, იყოს ასე.

რაღაც ასაკამდე გჯერა ამის, კიდეც წარმოგიდგენია, როგორია ეს «მშვენიერი ცხოვრება» შენთვის, ან რომელი ფერებია ამ «უამრავში». აკოწიწებ ფიქრებში და ოცნებებში, აფერადებ, აი, ჩემს ბავშვობაში «გააფერადე» წიგნები რომ იყო, ისე…

მერე ამჩნევ, რომ დროდადრო რაღაც ფერები ჯერ გახუნებას იწყებს, შემდეგ იდღაბნება, ბოლოს კი ქრება,თან ისე, გეგონება ლაქის ამომყვანი სითხე დაასხა ვინმემ… მერე ატყობ, რომ  ამ წაშლილ-გამქრალი ფერის ადგილს მოშავ-მონაცრისფრო ფერი იკავებს და შენი ფერადი სურათი თანდათან გაფუჭებულ ნეგატივს ემსგავსება… ყოველდღე აკვირდები გულის კანკალით, არ იცი, ყოველ ჯერზე რომელი ფერი დაგხვდება აორთქლებულ-ჩაშავებული და იწყებ ბრძოლას… გამალებული ცდილობ დაასწრო უხილავ «მშლელს» და სანამ ამოუმუქებია ცარიელი ადგილი, ისევ აღადგინო ის ფერი, რაც იყო წაშლამდე. იქნებ ზოგჯერ ვეღარც გაიხსენო, რომელი იყო ის ფერი, მაგრამ რამეს არჩევ, ან სულაც გამოიგონებ, ოღონდ კი გაფერადდეს.

და ასე გრძელდება დაუსრულებლად… იხსენებ ფერებს, იგონებ ახალს, აკვეხებ, წვალობ და მერე ხედავ, რომ ამათაც იგივე ბედი ელით, რაც ადრინდელ ფერებს… არ ნებდები, რაკი საშინლად არ გინდა, თვალწინ ეს საზიზღარი ნეგატივი გეკიდოს…უკვე გადასარევად იცი, რომ არანაირი ფერადოვნება არაა ცხოვრებაში, რომ ეს ფერები შენ თვითონ უნდა გამოჩიჩქნო, რომ დროთა განმავლობაში თანდათან გაგიჭირდება მათი მოძიება, რომ, რასაც ასე სიმწრით მოიძევ, იმათაც წაგიშლიან, მაგრამ მაინც არ ჩერდები… რადგან ზუსტად იცი, რომ თუ გაჩერდი, დიდი შანსი გაქვს იმის, რომ უკვე ნეგატივს კი არა, მალევიჩის შავ ყუთს დაემსგავსოს შენი ცხოვრება…

მაშ, ასე, მოიმარჯვე სურვილები და ფიქრები და იჩქარე, თორემ » მშლელს» არ სძინავს… არც არასდროს ბეზრდება ჩალიჩი, რომ საზიზღარ შავ ყუთში გამოგამწყვდიოს…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «გააფერადე»

  1. თუ გაჩერდი, მართლა გაშავდები.

    ისე, მალევიჩს წითელი კვადრატიც აქვს და თუ მაინცდამაინც, ჯობია იმას დავემსგავსოთ. თუმცა, თუ არჩევანზე მიდგა საქმე, კანდინსკის ფერებში ცხოვრება ჯობია 🙂

  2. კი, მასეა, მე ვან გოგის ფერებში მინდა ოღონდ 🙂

  3. ძალიან ახლობელი პოსტი იყო ჩემთვის 🙂 ბოლო პერიოდში ფერები მაქვს აკვიატებული და სათაურიდანვე მივხვდი რომ ჩემთვის ახლობელ განწყობაზე წერდი. ბოლო პერიოდში მგონია რომ გავხუნდი, შავზე უარესი ალბათ გახუნებული ფერებია.
    ძალიან მომეწონა 🙂

  4. კანდინსკის ფერების წარმოდგენისას გავთბი და გავმხიარულდი 🙂

  5. ფერები და სუნი ჩემთვის ძალიან ახლობელი და მნიშვნელოვანია, ყველაფერს ამით აღვიქვამ, ემოციასაც, ხასიათსაც, ამინდსაც და ადამიანებსაც… ჩემთანაც ხუნდება მუდამ და რომ იცოდე, როგორი ხელჩართული ბრძოლა მაქვს და როგორ ხშირად ვმარცხდები ამ ბრძოლაში… მადლობა, გამახარე :*

  6. ხო, ჩემი ფერებია, ცხელი… ისე ფერთა გამა წააგავს ვან გოგისას, უბრალოდ ვან გოგის ყვითელი უფრო ცხელია და ჩემეული

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s