შვიდი პატარა სიცილ-ტირილიანი პიესა

ძალიან გამიტკბა თეატრალური შთაბეჭდილებების ჩაწერ-დაპოსტვა. დღეს ისევ თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთ სპექტაკლზე ვწერ.ვიცი, მიკერძოებად შეიძლება ჩამეთვალოს, ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ არც ვმალავ. რა ვქნა, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ თეატრის მიმართ. შესვლისთანავე მეუფლება განცდა, რომ სახლში ვარ. აქ რაღაც სხვანაირი გარემოა, არაპომპეზური, არაგატყლარჭული, არაბუმბულგაკვეხებული…

როგორც წესი, ადრე მივდივარ, ვჯდები კაფეში, ვიღებ ჭიქა თურქულ ყავას, რომელიც ალბათ ისეთივე ნაგავია, როგორც ყველგან, მაგრამ მაინც მომწონს, ვაბოლებ და ვისვენებ მომქანცველი დღის ბოლოს… აი დღესაც ასეა, დილიდან ნამოსწავლარი და ნაჩიჩინები ვზივარ და ველი მესამე ზარს. ამჯერად ბუღაძის «შვიდი პატარა პიესაა».

ტრადიციული მობილურის გამორთვის მოთხოვნის მაგივრად მთელი მონოლოგი ისმის რეჟისორის და მთელი ეს ტექსტი უკვე განწყობას გიქმნის და გამზადებს იმისთვის, რაც აწი უნდა იყოს. ეს, გარდა იმისა, რომ ორიგინალურია, სადღაც დაცინვაცაა უზნეო მაყურებლის, არასდროს რომ არ თიშავს მობილურს და შუა სპექტაკლში ურცხვად პასუხობს ზარებს ან მესიჯობს. ეს დამოკიდებულება კი გრძელდება შვიდ პატარა პიესაში, ან, უფრო ზუსტად, შვიდ პატარა სიტუაციაში.

ყოველი ახალი სიტუაცია «სტოპ-კადრის» პრინციპით იწყება და გაცოცხლებული სურათის ეფექტს ქმნის. ვერც ერთს ვერ გამოვყოფ, შვიდივე კარგია. ყოველ მათგანში ჩვენი ცხოვრების, წესების თუ დამოკიდებულებების თითო სამარცხვინო მხარეა ნაჩვენები, ოღონდ ისე, რომ ირღვევი სიცილით.

რბილი «ლ» და ამის ირგვლივ ატეხილი ამბავი, ძიძების თემა, ტრადიციული აღზრდის მავნე შედეგები, ასევე ტრადიციულ-ქართული ოჯახური სიტუაციები და მისი სიმახინჯეები, ვაჟის დედის ქართულ-ტრადიციული ამბები და ასევე ტრადიციულ-ქართველი ოჯახის სიამაყის, გვარის გამგრძლებელის საქმენი საგმირონი… მოკლედ, მთელი «ბუკეტია». ოღონდ ეს ყველაფერი სიცილის და ირონიის ხელითაა მოწოდებული და, რაც მთავრია, გემოვნებით. შიგადაშიგ უნებურად მახსენდებოდა «მოტირალი და მოცინარი»… რატომღაც მგონია, რომ პიესის ავტორსაც ეს ახსენდებოდა, როცა ამ სასაცილო ამბებში ამდენ სატირალს აქსოვდა. და როცა მეშვიდე პიესა დამთავრდა, ვიგრძენი, რომ საშინლად არ მინდოდა ადგომა და წასვლა, რომ სიამოვნებით მოვისმენდი და ვნახავდი ამ ყველაფერს თავიდან და სხვა დროს კი არა, ახლავე.

რაც შეეხებათ მსახიობებს,  კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ისინი ნამდვილად ღირსეულად ითვლებიან დიდი მაესტროს სახელის მქონე თეატრის დასის წევრებად და ამდენი ნიჭიერი და პროფესიონალი მსახიობი ერთად ნამდვილად არ მგონია სხვა თეატრში იყოს.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ უყვართ სიახლეები და მუდმივად ეძიებენ, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია.

გარეთ მშვენიერი საღამო დამხვდა. გავუყევი ფეხით პლეხანოვს და როცა მარჯანიშვილზე მარშრუტკაში ავედი, პოსტი უკვე დაწერილი იყო გონებაში, მარტო კლავიშების აკაკუნებაღა რჩებოდა.

ვზივარ ახლა კმაყოფილი, ემოციით სავსე და მადლიერი…

პ.ს. ბუღაძე კარგი დრამატურგია!

Запись опубликована в рубрике თეატრი, კინო, მუსიკა с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «შვიდი პატარა სიცილ-ტირილიანი პიესა»

  1. analogiuri gancdebit davtove 7pps premiera da dzalian bednieri var am postis agmochenit :* :*

  2. გამახარე ძალიან. მადლობა შეფასებისთვის :*

  3. ნამდვილად ასეა 🙂 ლაშა კარგი დრამატურგი და კარგი მწერალია.

  4. ხო, ამაში არც აქამდე მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდი

  5. ბუღაძე როგორც მწერალი ნამდვილად არ გლიჯავს ყველაფერს. აი, დრამატურგის ამპლუაშ ერ არ მინახავს 🙂

  6. როგორ ძალიან მომინდა თეატრში წასვლა. აუცილებლად წავალ, ძალიან ჩამითრია უაზრო რუტინამ.

  7. ნუ გლეჯას რაც შეეხება, ძალიან ცოტა გლეჯს :). დრამატურგი კი ნამდვილად კარგია.

  8. ხო, მეც მასე ვიყავი მთელი წელი და ახლა ვინაზღაურებ, თურმე რამდენი რამე გამომრჩენია…არადა ვერსად ისე ვერ ვისვენებ და ვერ ვიღებ სიამოვნებას, როგორც თეატრში. არ ინანებ, კარგი სპექტაკლია.

  9. ტურაშვილი გლეჯს 🙂 ოღონდ ჯინსების თობა ძალინა სუბიექტური გამოუვისდა 🙂

  10. ტურაშვილი პიროვნულად უფრო მხიბლავს. ჩემი აზრით არ გლეჯს, მაგრამ ყველაფერი ხომ სუბიექტურია.გლეჯას რაც შეეხება, მე მყავს ჩემი მგლეჯავი მწერლები და ამ სიაში არც ერთი თანამედროვე ქართველი მწერალი არაა, სამწუხროდ. ჯერ, ყოველშემთხვევაში 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s