ვიცით თუ არა მიუზიკლის შეფასება

«ქეთო და კოტეს» ახალმა ვარიანტმა იმდენი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რომ როგორც კი წავიკითხე აფიშაზე, მაშინვე გავემართე. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთობ კრიტიკულად განწყობილიც. თავიდანვე გაგიმხელთ, რომ სულაც არ დამრჩა ცუდი აზრი, ის კი არა, ვერაფრით მესმის, რატომ ლანძღავდნენ მარჯვნივ და მარცხნივ.

დავიწყებ იმით, რომ ეს მიუზიკლია, ამიტომ როცა მის სანახავად მიდიხარ, ცოტაოდენი განათლება მაინც უნდა გქონდეს მუსიკალური და ზოგადად მუსიკა უნდა გიყვარდეს.  მიუზიკლის შეფასება, როგორც დრამის, უკვე შეცდომაა. აქ აქცენტი გადატანილია მუსიკაზე, ქორეოგრაფიაზე. რეჟისურას მუსიკალური სპექტაკლის შემთხვევაში განსხვავებული როლი აქვს, რაც ძირითადად ამ ყველაფრის მოქმედებაში აკინძვაა და ტექნიკურად გამართვა. ასე რომ, ამ მხრივ კიდეც რომ იყოს რამე ნაკლი, საპატიებელია, თუკი მუსიკალურად კარგად არის საქმე. ეს კი ამ სპექტაკლში უნაკლოა. რატომ, ამასაც გეტყვით.

ვიქტორ დოლიძე ნამდვილად ვერ ჩაითვლება იმ მნიშვნელობის კომპოზიტორად, როგორებიც არიან ფალიაშვილი, თაქთაქიშვილი, ლაღიძე. ის კი არა, მე რომ მკითხო, ერთობ მდარე, გოიმურიც კია და ერთი ავლაბრული ზურნა-დუდუკია და მეტი არაფერი. ხოდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, ამის ნაცვლად ის თუ დამხვდებოდა, რაც მოვისმინე.

შესავალშივე ენა ჩამივარდა, ჭიანჭველებმა დამიარა და როცა მუსიკას ქათამაძის ხმაც დაემატა, მთლად გავფუჭდი და როგორც ჩემი და მაშაყირებს ხოლმე» ტუფლმა» მომიჭირა»-ანუ ცრემლი წამომივიდა.

თუ რამე დამავიწყებდა ბათუ კრავეიშვილის საშინელ ხმას და ნამღერს იმ  გულისამრევტექსტიანი სიმღერის, რას ვიფიქრებდი? არადა აქ ისეთი ინტერპრეტაციით და შესულებით მოვისმინე, რომ კიდეც დამავიწყდა, რომელი სიმღერა იყო.და არა მარტო ამ სიმღერაზე დამემართა ეს. აი ამ ნაფტალინიანი ოპერიდან მემანიშვილმა საოცარი მუსიკა გააკეთა. არ ვიცი, არსებობს თუ არა რამე კონკურსი უკვე დაწერილი მუსიკის საუკეთესო გადაკეთების, მაგრამ თუ არის, ეს ბიჭი ნამდვილად გამარჯვებულია.ხოდა არაფრით არ მესმის, ასეთი მუსიკის მსმენელს როგორ შეეძლება თქვას, რომ სპექტაკლი არ გამოვიდა.

გადავირიე საკოზე და სიკოზე, ამ სტეფანეს დაფარული ნიჭი ჰქონია და არ ვიცოდი.და მათი «ჯან-აია» ხო საერთოდ, ისეთი ნომერი იყო, ნებისმიერ კონცერტს რომ მოუხდებოდა.

კიდევ ერთხელ ვაღიარე, რომ ნიჭი არ ბერდება და გაყეყეჩებული ვუსმენდი ნანის, რომლის ფანიც ნამდვილად არ ვარ. თურმე როცა  იმიტომ ირჩევ მომღერლობას, რომ ეს შენი ცხოვრების საქმეა და არა იმიტომ, რომ მოდურია და ტელევიზორის ხამი ხარ, ასაკი ვერ აქრობს ვერც შენ პროფესიონალიზმს და ვერც შენ სცენიურ ხიბლს. არის ეს ქალი ლეგენდა და რა გინდა, რომ ქნა! ამ სოფო ნიჟარაძეზეც არის ამბავი ატეხილი. არც მე მეხატება გულზე და არც მისი ხმა მომწონს, მაგრამ აი რომ ვუყურებდი, მივხვდი, რომ სხვა ვერც ვერავინ ივარგებდა მოქმედი მომღერლებიდან. ჯერ ერთი, შესახედად ნორმალურია, ფორმაშია ფიზიკურადაც და ვოკალურადაც, ცეკვავს, ყური კარგი აქვს და არ იტყუება. ხოდა ეს ყველაფერი ერთად მგონი ბევრს არ აქვს ხო?ამიტომაც არ გამაღიზიანა.

ქორეოგრაფიის თვალსაზრისით ყველაფერი აწყობილი და კარგი იყო. სუხიშვილებიც გადასარევად ეფექტური და ლამაზი საყურებელი იყო.

ახლა რა არ მომეწონა: ვერაფრით გავიგე ჩანაფიქრი კოსტიუმებზე წინ და უკან მიმაგრებული სახეების, რა შუაში იყო, კაცმა არ იცის. თვითონ კოსტიუმების ავანგარდულობა სადღაც გავიგე. მე ასე ავხსენი, რომ ალბათ რეჟისორს უნდოდა თოჯინების თეატრის ეფექტი და ეს უცნაური ჩაცმულობებიც ამის გამო გამოიყენა. ცოტა ზედმეტად გადრამატულებული მეჩვენა ადგილები, რაც არაფრით შეესაბამება სიუჟეტს და საშინლად არ მომეწონა ქეთოს ვერტმფრენით ჩამოსვლის ეპიზოდი, რაღაცა მეგოიმა. დანარჩენი მგონია, რომ ნორმალურად იყო, ან მუსიკამ იმდენად დამადნო, რომ ზედმეტად კეთილი და მიმტევებელი გავხდი. თუმცა ერთიცაა. მიუზიკლი ახალი ხილია ჩვენთვის. ხოდა როცა ახალს ჰკიდებ ხელს, დიდი შანსია, რამე გაგეპაროს ან ზედმეტი მოგივიდეს, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ არ გეშინია საიხლის და ცდილობ შეცვალო რამე, უკვე კარგია. კი, შეიძლება ზედმეტი მოგივიდეს დეკორაციაც, კოსტიუმიც, სანახაობაც, მაგრამ აბა როდემდე შეიძლება სტატიკური  და ტრადიციული სპექტაკლების დადგმა? მით უმეტეს, თუ ეს მუიზიკლია.

მოკლედ იმით დავამთავრებ, რითაც დავიწყე. თუ წასვლას დააპირებთ, ჯერ მოუსმინეთ ძველ, დოლიძისეულ ოპერას და ისე წადით, ასე უფრო დაინახავთ, რომ ინტერპრეტაციის ავტორი უნიჭიერესია, უბრალოდ არ გაუმართლა და საქართველოში დაიბადა, სადაც არ უყვართ აღიარება ნიჭიერების, თუ მოკვდები, ბაზარი არაა, ყველა აყაყანდება, ისე კი…

ეს არის ერთი კეთილი, მხიარული სპექტაკლი, რომელიც გადასარევ განწყობაზე გაყენებს არაჩვეულებრივი მუსიკით, ქორეოგრაფიით, ფერადოვნებით და ასეთივე ფერად ხასიათზე გიშვებს ფერებსმოკლებულ გარემოში…ვითომ ცუდია ეს?!.

Запись опубликована в рубрике თეატრი, კინო, მუსიკა с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «ვიცით თუ არა მიუზიკლის შეფასება»

  1. ჩემი მოკრძალებული არაპროფესიონალური აზრით, მშვენიერი მიუზიკლია და საერთოდაც არ არის აუცილებელი ყველაფრის ძველთან შედარება (არადა, გვიყვარს ხოლმე , იმ პირობით, რომ ახალი უარესია)…

  2. +1 ! ზუსტადაც. არადა, ეგ მიდგომა ხელს უშლის განვითარებას.

  3. მე მარტო ტელევიზორში ვნახე და ახლა უფრო დავინტერესდი. რა ჯობია თუ მართლა კარგი მიუზიკლია! უბრალოდ საწყენია, რომ ზოგიერთებს ყველაფრის ლანძღვა პროფესიად აქვს უკვე! 😦

  4. კი, მასეა და რაც მეტს გალანძღვენ და რაც მეტად, ამით საკუთარ «ნიჭიერებას» ამტკიცებენ ჰგონიათ და ზე-გემოვნებიანობას 🙂

  5. აჰამ, მაგრამ მარტო მუსიკალურობაც ხომ არ არის. კარგია, რომ მიუზიკლი დაიდგა, მართლა კარგად იმუშავეს, მაგრამ აღვნიშნე რა ასოციაციებიც გამოიწვია- ის ფილმიც (ლურმანის) და მიუზიკლიც ძალიან მიყვარს და ამისგან მსგავსობა ვეღარ მოვიწონე მათთან. არ აღმინიშნავს, რომ ცუდი იყო — თანაც მუსიკაში მოვიკოჭლებ მე და მხოლოდ მსმენელის სტატუსს ვჯერდები 😀

  6. მესმის 🙂 სჯობდა ტელევიზიით არ გენახა, მაშინ უფრო კარგად მოისმენდი ჰარმონიულ ამბებს და სხვა ეფექტი ექნებოდა. ისიც მესმის, რამაც გაგაღიზიანა და გეთანხმები 🙂

  7. «ვიქტორ დოლიძე ნამდვილად ვერ ჩაითვლება იმ მნიშვნელობის კომპოზიტორად, როგორებიც არიან ფალიაშვილი, თაქთაქიშვილი, დოლიძე.» ერთი კითხვა მაქვს, ეს მეორე დოლიძე ვინაა თუ არა ისევ ვიქტორ დოლიძე?
    რაც შეეხება დანარჩენს, ჩემი სუბიექტური აზრი ასეთია: არ მომეწონა. ვაღიარებ, მუსიკალურად კარგი ნაშრომი იყო (მუსიკაში გაუნათლებელი არ ვარ და მეტ-ნაკლებად მესმის და «ყურიც მაქვს»), თუმცა ის რაც სცენაზე ხდებოდა დოლიძის ქეთო და კოტეს ნამდვილად არ უხდებოდა. როგორც შენ ამბობ ოპერის ორიგინალური ვერსია «ერთობ მდარე, გოიმურიც კია და ერთი ავლაბრული ზურნა-დუდუკია და მეტი არაფერი», ნუ დაგავიწყდება რა ეპოქაშია დაწერილი, მაშინ სწორედ ეს «ავლაბრული ზურნა-დუდუკი» იყო მოდაში, ეს გასდევს იმ ეპოქას და მის ხელოვნებას ლენტასავით და არამგონია ასეთი აღმაშფოთებელი და «გულისამრევი» იყოს. ეს დღევანდელი თბილისის წარსულია და ასე უბრალოდ ვერ გააქრობ. ჯან-აიას კი ნამდვილად არ უხდებოდა smooth-jazz ელემენტები. კოსტუმებს რაც შეეხება, სპექტაკლი «ალთას» იყო და კოსტუმები «ბალთას» და ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე ამ ყველაფერს. რაც შეეხება რეჟისორის როლს, რეჟისორი ყველგან მამოძრავებელი ძალაა. რაც არ უნდა კარგი მუსიკა იყოს, რაც არ უნდა კარგი მომეღერალი თუ მსახიობი, ქორეოგრაფია… თუ რეჟისორმა არ შეკრა ყველაფერი ერთად და სათანადოდ არ მოიტანა ჩვენამდე, ის მუსიკაც ფერს კარგავს, ვოკალური მონაცემებიც და ქორეოგრაფიაც. სამწუხაროდ დოიმ ვერ შეძლო… ეს ჩემი სუბიექტური აზრია. საერთოდაც არ ვეთანხმები სხვა ეპოქაში და დაწერილი პიესის თუ ოპერის ასე «გათანამედროვებას», უბრალოდ არ უხდება, მეტი არაფერი.

  8. მე ჩემი აზრი მაქვს, თქვენ-თქვენი 🙂 ვითომ აუცილებელია თქვენსავით ვიფიქრო მე ან თქვენ იფიქროთ ჩემსავით? მგონი, რომ არა. ეს ჩემი ბლოგია და ვწერ ჩემს აზრებს, თქვენ თქვენი შეფასებები დაწერეთ თქვენთვის 🙂 ხო, ერთ შენიშვნას ვიღებ, შეცდომა გამპარვია, თორემ ორი დოლიძე რომ არ გვყავს ვიცი 🙂 მადლობა 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s