მე-უძლური ჭირისუფალი

ალბათ იყო დრო, როცა ხელისუფლება  ხელისუფლობდა და ეკლესია ეკლესიობდა. ორივე ერთად ქვეყნის საქმეს აკეთებდა. თუმცას ეს ისე დიდი ხნის წინ იყო, რომ მოწმეც აღარაა, თუ არ ჩავთვლით მწერლებისა და მემატიანეების  ნაწერებს, სადაც, არაა გამორიცხული, ამოკითხულიდან ზოგი რამ მათ მიერ შეთხზულ-გამოგონილი იყოს.

ახლაც ხელისუფლება ხელისუფლობს და ეკლესია ეკლესიობს, ოღონდ პირველიც და მეორეც მხოლოდ სათავისო საქმეს აკეთებს, ქვეყანა კი სადღაა, კაცმა არ იცის…თუმცა კი ვიცი-ერთი კბილისმიერი თანხმოვნით დაწყებული სიტყვით აღნიშნულ ადგილ-ში…

ერთი ძველი ლექსი ამეკვიატა:»სულ ყველაფერზე თავის კანტური საქციელია არაქართული». არადა, კანტურის კონკურსი რომ ტარდებოდეს, ვერავინ გვაჯობებდა…

წლები გადის, თაობები მიდიან და მოდიან და ქვეყანა მცირდება შაგრენის ტყავივით, ხელისუფლება და ეკლესია კი დიდდება და სუქდება…

ყველაფერი ფარსია და რაც კეთდება ვითომ, თვალში ნაცრის შეყრა და პირში ბურთის ჩაჩრაა… აბა რა ფასი აქვს შეღებილ ფასადებს და შადრევნებს, თუ ერთი დიდი წვიმა წალეკავს, არც მეტი, არც ნაკლები, დედაქალაქს, თანაც მხვერპლით… რა ფასი აქვს ყოველი ბუჩქის ძირას ეკლესიის აშენებას, თუ შიგნით აგრესიით და სიძულვილით მომართავ მრევლს…

ხანდახან მგონია, რომ ეს ვითომ დაპირისპირება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, გათამაშებული და მოგონილი სპექტაკლია ისევ და ისევ ხალხის დასაბოლებლად და თვალში ნაცრის შესაყრელად და სინამდვილეში, ორივე ერთი გუნდია და ერთ თამაშს თამაშობს ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ…

სულ ცოტა ხნის წინ ბაგრატის პროექტმა გამაოგნა, ახლა გარეჯის ამბავმა. კაი, ბატონო, გავიგეთ, რომ ხელისუფლება არაა ხალხისთვის და ასე შემდეგ და არც ველი არაფერს მისგან, მაგრამ შენ, ეკლესია რომ ხარ და თავი მოგაქვს უკეთესად, სად ხარ ამ დროს?ვითომ ისეთი სიმცირეა სამლოცველოების, რომ ბაგრატში თუ არ შემოჰკარი წირვის ზარი, ისე დაიღუპება ქვეყანა?და ამის მერე მეტყვი, რომ ქვეყანაზე ზრუნავ? ეს გარეჯი კიდევ, ვეღარც ვთვლი, რამდენი ხანია პრობლემური საკითხია და რით ვერ დაადგეს თავი?! თუ დაადგეს ისე, როგორც მათ აწყობდათ და ჩვენ გვაბოლებენ ისევ?!.აბა, წადი და გაიგე… შე დალოცვილო,  რომ მმოძღვრავ, შემოსულ კაცს ებრდღვენი და ფეხები დაბანეო, მაგის ლაპარაკს ამ საქმეებს რომ მიხედო არ სჯობია? რომელი უფრო საჭიროა და აუცილებელი?

ახლა უნებურად კიდევ ერთი ციტატა მახსენდება:»იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღობს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!» როცა ამას წერდა ამის დამწერი, იმ დროს არ იყო ინტერნეტი, თორემ ალბათ მიამატებდა, რომ ეს უძლური ჭირისუფალი დარდს კლავს და გულს იოხებს ფბ-ს სტატუსებში და ბლოგებზე სტატიების დადებით… მეც ერთი მათგანი ვარ…. თუმცა «ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა…»

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «მე-უძლური ჭირისუფალი»

  1. ეჰ, ყველამ უნდა თქვას, სულ ყველამ………..

  2. მარტო თქმაც არაა. რომ იტყვიან, საქმეც უნდა მიაყოლონ. ხალხს დიდი ძალა აქვს

  3. მართალია ხარ, ლაპარაკს საქმეც უნდა, მარტო ენის ფხანით არაფერი გამოდის

  4. და მერე ეგებ ვინმემ კიდეც მოუსმინოს…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s