არ უსმინო- ანუ იმღერონ თუ არ იმღერონ

რეალობაში თუ ვირტუალურში არის პოპულარული, გავრცელებული და ერთგვარი მოდური ფრაზები. ამათგან ზოგი მისაღებია ჩემთვის, ან ნაკლებად გამაღიზიანებელი, ზოგიც პირიქით. მაგალითად გამაღიზიანებელთა სიას მიეკუთვნება:» ქართულ წიგნებს არ ვკითხულობ» ან » ქართულ ფილმებს არ ვუყურებ», რადგან ვთვლი, რომ ლიტერატურა დიხაც გვაქვს თავის მოსაწონებელი და არავიზე ნაკლები, ფილმებიც საკმაოდ ბევრი ვიცი, გაცილებით განვითარებული და ძლიერი ქვეყნების კინომატოგრაფიას რომ დაამშვენებდა, მართალია, სამწუხაროდ, არათანამედროვე, მაგრამ მაინც…

ამ გავრცელებულ ფრაზებში მისაღებებიდან არის ერთი, რომელსაც მეც სიამოვნებით გავიმეორებდი: » არ ვუსმენ ქართულ ესტრადას». მე რომ მკითხო, დავამატებდი: » ვკრძალავ ქართულ ესტრადას».

არაა ეს ჩვენი საქმე. როცა ვუყურებ ან ვუსმენ, სულ ერთი რუსული გამოთქმა მახსენდება»не можешь срать, не мучай жопу». იმღერე, ბატონო, ეს «ჰასანბეგურა» და «მრავალჟამიერი», ისიც თუ შეგიძლია ხარისხიანად და ნუ ეტენები მსოფლიო ესტრადას, თუ მაინცდამაინც იმღერე აგერ უკვე ნამღერ-დაწერილი და ტრადიციად ქცეული, ესეც თუ შეგიძლია და ხმა და ყური გაქვს და არა ისე, წვალებ-წვალებით, თორემ მსოფლიო ტენდენციების აყოლისთვის მარტო სურვილი არ კმარა. გარდა იმისა, რომ ფული, ხმა, სმენა, ნიჭი უნდა ამას, ცოტა სისხლშიც უნდა გქონდეს. ვისაც აქვს, კიდევ მღერიან ფულის და პრომოუშენის გარეშე და გაცილებით უკეთ, ვიდრე ეს აქ გამოუვა, თუნდაც ფულით, ხმით ან სმენით ვინმეს.
აი, ასე მაგალითად:

გადარეულ-გაგიჟებული ქართველი მსმენელის რეაქციამ არ გაგაოცოთ, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი დაა და უემოციოდ ვერ მოიქცეოდა ვერც გენეტიკურად და ვერც პროფესიიდან გამომდინარე 🙂

ხოდა ამათია ეს საქმე, ხომ უნდა გავიგოთ, ბოლოს და ბოლოს, და ნუ ვეკვეხებით იქ, სადაც არაა ჩვენი ადგილი( აქ აკაკის «ღამურა» მახსენდება-პროფესიულია ესეც 🙂 ). და თუ რამის ერთი ადგილი გვაქვს,  ეს მაინც ვიმღეროთ ასე:

პ.ს. არ დავმალავ და მიყვარს ეს სიმღერა, იქნებ სუბიექტურობის გამო… სისხლი თავისას შვრება. ასეთი ტრაგიკული ამბის ასე ღურღულით სიმღერა მარტო გურულს შეუძლია ალბათ 🙂

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

7 комментариев на «არ უსმინო- ანუ იმღერონ თუ არ იმღერონ»

  1. maka:

    me mgoni unda vitiro. albat ase vizam. darwmunebuli var eqspromtad asrulebdnen. magaria…….

  2. იყივლა სისხლმა ხო? მეც წამიჭირა ყელში, რომ მოვუსმინე… 🙂

  3. ხასანბეგურას, ჩაკრულოს, გურულ კრიმანჭულს და საერთოდ, მთელ ქართულ ხალხურ პოლიფონიას ვერაფერს შევადარებ. ამაზე უკეთესი არაფერი გვიმღერია.

    ნინო ქათამაძე ესტრადაში ითვლება?

  4. ნუ ამ მდგომარეობით მე ეგ და ჩარკვიანი არ მიმაჩნია ქართულ ესტრადად 🙂

  5. ხო და იმიტომ არ ვთვლი ქართულ ესტრადად, რომ რასაც მღერიაან არაა მიმბაძველობა და სხვის ტყავში შეძრომის სურვილი . ამიტომაც არიან გამორჩეულები, ნიჭი, გემოვნება და ფესვები-ყველაფერი შენარჩუნებულია, ამიტომაცაა მაგარი

  6. ჩარკვიანი და ქათამაძე არც მე მიმაჩნია ქართულ ესტრადად. … აი, პოლიფონიაზე რაღა ვთქვა — რომ არ მომწონდეს, ის იქნება გასაკვირი (სუბიექტური მიზეზების გამო, გურული მიყვარს განსაკუთრებით 🙂 )

  7. პრინციპში ობიექტურადაც პოლიფონია მანდაა, თანაც ისეთი ლამის ბახის ფუგას რომ უტოლდება სირთულით. მომწონს მე ეგ სუბიექტური მიზეზი 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s