იონესკოს აბსურდი და ჩემი არააბსურდული საღამო

დათბა. დღემ მოიმატა და მიხარია, რომ ჯომოლუნგმადან( ეს ჩემი საცხოვრებლის სინონიმია) სადმე წასვლა და მოსვლა აღარ მიწევს შუაღამისას. მეც მოვუხშირე კულტურულ ღონისძიებებზე სიარულს. დღეს ისევ თეატრალური საღამო მქონდა. თუმანიშვილში ეჟენ იონესკოს «მელოტ მომღერალ ქალს» აჩვენებდნენ.

თავისთავად ავტორი უკვე დამაინტრიგებელი იყო, თუმცა ამ პიესას არ ვიცნობდი. არ  ვიცი, ეგებ კიდეც ყოფილა ქართულ სცენაზე აბსურდი, მაგრამ მე არ მინახავს და არც გამიგია. მოკლედ, ინტერესი დიდი იყო მენახა ქართულად ამეტყველებული პიესა აბსურდის დრამის უგვირგვინო მეფედ აღიარებული დრამატურგის. ჰოდა, დიდხანს არც მიფიქრია, დავკარი ფეხი და, წვიმის და უქოლგობის მიუხედავად, ცოტა ხანში თეატრში ვიყავი.

სპექტაკლი სულ 1საათსა და 20 წუთს გრძელდება. მეტი ალბათ არც შეიძლება, რადგან საკმაოდ დამღლელია. სცენაზე სრული აბდაუბდაა, ნამდვილი აბსურდი… აბსურდული ტექსტები, შეფასებები, ჟესტები, მიმიკები. შიგადაშიგ კიდეც გეცინება ამ ყველაფერზე, მაგრამ თან ხვდები, რომ შენც ერთი მათგანი ხარ და შენც იმავე აბსურდში ტრიალებ, რომელშიც ისინი…

უცნაურია, როცა უყურებ, გავიწყდება, რომ ეს პიესა, არც მეტი არც ნაკლები. 1950 წელს დაწერა  გაფრანგებულმა რუმინელმა… არადა ისე კარგად ერგება ჩვენს ყოფას, ისე კარგად დაგაცინინებს იმ რეალობისთვის, რომელშიც ხარ შენდაუნებურად, რომ რა გითხრათ…

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საზოგადოების უმრავლესობას შეფასების და აღქმის არაადეკვატურობა დასჩემდა. ისე ხარხარებდა ცრემლამდე ზოგიერთი აჟიტირებული მამრი მაყურებელი და კრინს აძლევდა მოკისკისე მდედრი საზოგადოება, რომ ცოტა არ იყოს, შევშინდი-ეგებ და მე გავშტერდი და ვერ ვიგებ რამეს-მეთქი. არ იქნა და არ დაადგა საშველი ამ ჩემს დაქვეითებულ თვითშეფასებას! ყოველთვის ჩემში რატომ ვეძებ მიზეზს, კაცმა არ იცის… არადა, ნამდვილად არაა კომედია, აი, დედას გეფიცებით, ბებიას გეფიცებით, ბაბუას გეფიცებით დ ასე შემდეგ. საკმაოდ სერიოზულად საფიქრალ-საყურებელი პიესაა. მაგრამ ამას დაეძებს ადამიანი? მე ძალიან გამახარა იმან, რომ ამ სახის სპექტაკლზე იყო მაყურებელი, თან თითქმის ყველა ასაკის. გამახარა იმიტომ, რომ ქართველებს, როგორც წესი, არ უყვართ, ან უჭირთ სიახლის მიღება და შეგუება. ეს კი ნამდვილად ახალია და ეს უკვე კარგია. თორემ კაი ხანია ქართულ თეატრს ნაფტალინის სუნი ასდის.

გამიხარდა, რომ აქ ვიგრძენი ძიების სურვილი და მგონია, რომ ეს ყველაფერი კარგის დასაწყისია.ძველი, რაც არ უნდა კარგი და იდეალური იყოს, მაინც უკვე წასულია და თუ არ შემატე რამე, კვდომაც დაიწყება.

მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ და  ახლავე ვცდილობ დავგეგმო მომავალი კვირა. მე მიყვარს წიგნები( პროფესიითაც და ისედაც) და გაუთავებლად ვკითხულობ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ბიბლიოფილი ვარ…მე მიყვარს კინო და გამუდმებით ვუყურებ, მაგრამ არ ვთვლი, რომ კინომანი ვარ…მე მიყვარს თეატრი და თუმცა ისეთი სიხშირით ვერ დავდივარ, როგორც მინდა და საჭიროდ მიმაჩნია ჩემთვის, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ თეატრომანი ვარ(  მელომანთან ერთად, რასაკვირველია)…

დიდი უძრაობის ხანა დამთავრდა. თეატრალური ნიჰილიზმი გაიფანტა. თეატრალი კატერინა უბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას.

Запись опубликована в рубрике თეატრი, კინო, მუსიკა с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на «იონესკოს აბსურდი და ჩემი არააბსურდული საღამო»

  1. ბეკეტის «გოდოს მოლოდინში» მახსოვს ქართულ სცენაზე. აბსურდის კლასიკა.

    არ მიყვარს თეატრი, არ ვარ თეატრალი, მაგრამ მაყურებელი ასე აქტიურად რომ დადის სპექტაკლებზე, ძალიან კარგია.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s