აკვანი კატისათვის

ორუელის უტოპიურ ოკეანიასთან გაცნობის მერე არ მეგონა კიდევ ერთი უტოპიის ნახვა თუ გამაკვირვებდა.შევცდი. სან-ლორენცოს სახელმწიფომაც საკმაოდ გამაოცა და დამაფიქრა. მიხვდით ალბათ, რომ ვონეგუტის წიგნზე ვსაუბრობ-«აკვანი კატისათვის».

თასმებით და რეზინებით მეც ბევრჯერ მითამაშია ბავშვობაში, თითებზე სხვადასხვა კომბინაციებით რომბები და სხვადასხვა ხლართები რომ გამოგყავს, მაგრამ თუ სადმე ამას ასეთი უცნაური სახელწოდებით მონათლულს ვნახავდი, რას ვიფიქრებდი. აკვანი კატისათვის-ეს ორი სიტყვა გამუდმებით ტრიალებს წიგნში და მხოლოდ ბოლოს ხვდები, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ცხოვრება: გამუდმებით ვხლართავთ ილუზიებს და წარმატებით ვიტყუებთ თავს…

მთელ ამბავს, რაც აქაა, ერთი ადამიანი იწყებს და იკვლევს იმ მიზნით, რომ დაიწეროს წიგნი საყაროს დასასრულზე, რაშიც რატომღაც ატომური ბომბის აფეთქებას მოიაზრებს. სინამდვილეში კი ამ წიგნს არ უწერია დაწერა, რადგან ის, რაც ბოლოს ხდება, ნამდვილი სამყაროს დასასრულია…

რომ ეს დასასრული ყინულს უკავშირდება, ლოგიკურია, რადგან თუ ბოკონონს დავუჯერებთ( ეს ახალი, ვონეგუტისეული რელიგიაა), დასაწყისი ასეთი იყო:

«Вначале бог создал землю и посмотрел на нее из своего космического одиночества.

И бог сказал:

«Создадим живые существа из глины, пусть глина взглянет, что сотворено нами».

И бог создал все живые существа, какие до сих пор двигаются по земле, и одно из них былo человеком. И только этот ком глины,ставший человеком, умел говорить.

И бог наклонился поближе,когда созданный из глины человек привстал, оглянулся и заговорил.

Человек подмигнул и вежливо спросил: «А в чем смыслвсего этого?

— Разве у всего должен быть смысл?- спросил бог.

— Конечно,- сказал человек

— Тогда предоставляю тебе найти этот смысл!- сказал бог и

удалился».

და ადამიანმა ვერ იპოვა…პოვნას ვინ ჩივის, რაც ჰქონდა, ისიც დაკარგა:სიყვარულის, თანაგრძნობის უნარი, თავისუფლების სურვილი…მოიგონა უამრავი რამ საკუთარი მარცხის თუ გამარჯვების გასამართლებლად. წლებმა, საუკუნეებმა ვერაფერი ასწავლა მას და მის შემხედვარეს ერთადერთი დასკვნა გრჩება ხელში:

«Может ли разумный человек, учитывая опыт прошедших веков,питать хоть малейшую надежду на светлое будущее человечества?»

Прочесть Четырнадцатый том недолго. Он состоит всего из одного слова и точки: «Нет».

ტყუილი-ეს ადამიანების ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია. ხან სხვა გატყუებს, ხან თვითონ იტყუებ თავს და ისე ეჩვევი ამას, აღარც გაწუხებს, ის კი არა, ვეღარც შეგიძლია უამისოდ…რელიგიაც(ან იდეოლოგია) ერთი ამ ტყუილთაგანია და ისინი, ვინც ამას აღიარებენ, პოულობენ ახალ რელიგიას-ბოკონონიზმს. საინტერესო ისაა, რომ აქ გაცილებით მეტი ტყუილია, უბრალოდ თავიდანვე გამცნობს, რომ ყველაფერი, რასაც გაზიარებს, სიცრუეა. თუმცა მკითხველი ხედავს, რომ დიდი სხვაობა არაა. რა მნიშვნელობა აქვს, თავიდანვე მეტყვი, რომ ტყუილია ეს ყველაფერი, თუ არა, თუკი მაინც მაიძულებ ვირწმუნო?! მოკლედ, ვერ გამოვა ჩემგან ბოკონონისტი, თანაც ეს -სტი სუფიქსი არ მიყვარს და რა ვქნა!

კითხულობ და კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ დიქტატურა არ კვდება, რომ ის სხვადასხვა სახით იჩენს თავს, სხვადასხვა მეთოდებით აზომბებს ხალხს და ამ საქმეს ერთად აკეთებენ ხმაშეწყობილად ძლიერნი ამა ქვეყნისანი და სულიერების მამამთავრები. მთელი მათი დაპირისპირება და მტრობა ისევ და ისევ დიდი ტყუილია ისევ და ისევ ხალხის დასამონებ-დასაბოლებლად.სინამდვილეში ისინი ურთიერთთანამშრომლობენ…

სწორედ მათ და მათნაირებს, მათნაირებს დამონებულებს მოჰყავთ სამყაროს დასასრული და როცა ეს ხდება, ის, ვისი მცნებებითაც ცდილობდნენ უხილავი ღმერთის ხილულყოფას, ირონიული ღიმილით გვიტოვებს ბოლო ფრაზას:

_Будь я помоложе,я написал бы историю человеческой глупости,

взобрался бы на гору Маккэйб и лег на спину,подложив под голову

эту рукопись.И я взял бы с земли сине-белую отраву,превращающую людей в статуи.

И я стал бы статуей,и лежал бы на спине,жутко скаля зубы и показывая длинный нос САМИ_ЗНАЕТЕ_КОМУ!

ჩემთვის საინტერესო წიგნების სიას კიდევ ერთი მიემატა. ეს კურტ ვონეგუტის «აკვანი კატისათვისაა». მას აქვს ყველაფერი, რაც მე მხიბლავს: საინტერესო ტიპაჟები, დინამიკურობა, მარტივი თხრობა და ამ სიმარტივეში ჩამალული სირთულე სათქმელის, ადვილკითხვადობა. მენდეთ, რომ დაიწყებთ, ვეღარ გაუშვებთ ხელიდან. ეს იმ წიგნთაგანია, რომელსაც, ზუსტად ვიცი, კიდევ მივუბრუნდები.

ჩემთვის კი სახელმძღვანელოდ ამ ფრაზას დავიტოვებ განსაკუთრებულად:

«Зрелость- это горькое разочарование, и  ничем его не излечить, если только смех не считать лекарством от всего на свете».


													
Запись опубликована в рубрике წიგნები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «აკვანი კატისათვის»

  1. Meme:

    საინტერესო იქნება უდავოდ.

  2. კი, ნამდვილად მასეა. ამ ბოლო დროს იშვიათად ვიხიბლები რატომღაც, ამან მომხიბლა

  3. ბოლო ფრაზა განსაკუთრებით მომეწონა… «საჩემო» ნაწარმოები ჩანს…

  4. მოგეწონება, ვგრძნობ 🙂

  5. საერთოდ, მომწონს მე ვონეგუტი.

  6. ახლა უკვე მეც 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s