სურვილები

ადამიანის მოვლინება ამქვეყნად მისი ნება-სურვილის გარეშე ხდება. ასევეა მისი ამქვეყნიდან წასვლაც, თუ   სუიციდს არ მიმართავს ან ვინმე არ წაეშველება, ან ცხოვრების ისეთ წესს არ ირჩევს, რომ დაახლოებით სუიციდის ტოლფასი იყოს. დანარჩენი ყველაფერი მის ნება-სურვილზეა.მივყვებით გზას და ვაგროვებთ სურვილებს, მცირეს, დიდს, კარგს, ცუდს, მისაღებს, მიუღებელს, ადვილს, რთულს. ზოგს ვისრულებთ და ზოგსაც- ვერა. ვერასრულებულის სიმრავლე ისევ ჩვენს ადამიანობაზე, აზროვნებაზე, ფინანსებზეა დამოკიდებული(თუმცა, კაცმა რომ თქვას, ასრულებულისაც).

გამონაკლისი არ ვიქნები ალბათ, თუ ვიტყვი, რომ გაცილებით მეტი მაქვს ვერასრულებული სურვილი. ჰოდა, აი მომინდა ჩამოვწერო ის ყველაფერი, რისი გაკეთებაც მომინდებოდა მომესწრო , რომ მცოდნოდა, რომ მხოლოდ გარკვეული დროღა დამრჩენია.

რა თქმა უნდა, ისევ და ისევ საჰაერო ბურთით დავიწყებდი. ამაზე იმდენჯერ დავწერე, რომ აღარ შევჩერდები და სხვაზე გადავალ.

მოგზაურობა:

აფრიკა თავისი ლომ-ჟირაფ-ზებრებით, საჰარა, ეგვიპტე.

ამერიკა-შტატებიდან სამყაროს ვაშლი და ლას-ვეგასი, სამხრეთით კი რიო და ბუენოს-აირესი.

კუბა, დიდი ხნით და აუცილებლად.

ევროპა- პარიზი,რომი, ვენეცია, ფლორენცია,მადრიდი( დიდი ხნით და კორიდითაც კი),ვენა( აუცილებლად სიმფონიური ორკესტრის კონცერტის ჩათვლით), გერმანია შემოვლით და აუცილებლად ლუდი ბარში ჩახრჩობით,ვარშავა, პრაღა, ბელგრადი, ბუდაპეშტი,პეტერბურგი( თეთრი ღამეების დროს), ხო, ალპებით შვეიცარიაში გადასვლა გამომრჩა.

ქმედებები, რომელიც არასდროს ჩამიდენია:

აქედან პირველი ისევ მოგზაურობას უკავშირდება. ევროპის ქალაქებში მანქანით მივდივარ, არანაირი თვითმფრინავი. ვჯდები თავახდილ მანქანაში( უნდა ცხელოდეს აუცილებლად), გვერდით ჩემი დარტყმული დაქალი უნდა მეჯდეს, რადგან მაგის მეტი ვერავინ ამყვება და მივდივარ აწყვეტილი. ერთმანეთს ვენაცვლებით, გზადაგზა ვჩერდებით, ვყიდულობთ სწრაფი კვების საჭმელს პარკებით, ვაგრძელებთ გზას და გზადაგზა ვჭამთ, უწესოდ ვილუკმებით, ვსვამთ » კოკა-კოლასაც» კი( არადა ვერ ვიტან 🙂 ). გადავდივართ ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში, ღამით შემხვედრ სასტუმროებში ვჩერდებით. თუ საინტერესო ადგილას ვართ, მეორე დღეს ვუთმობთ ამ ადგილის ნახვას და ათვისებას. შემდეგ ისევ ვაგრძელებთ გზას. არანაირი შეზღუდვა დროში არ არსებობს, გინდა ერთი საათით დარჩი იმ ადგილას სადაც ხარ, გინდა ერთი კვირით და იცხოვრე იმ ცხოვრებით, რაც აქ გხვდება… და ასე დაუსრულებლად, სანამ ყველას არ ამოვწურავ ჩემი სიიდან…

მეორე ასეთი საქციელი- უნდა დავბოლდე გონის დაკარგვამდე.

მორალისტებმა თვალებზე ხელი აიფარონ- ალბათ ვსინჯავდი სექსს ორ მამაკაცთან, ოღონდ ორივე ჰეტერო  უნდა იყოს, ოღონდ ერთხელ და მორჩა, ესეც ინტერესის ამბავია და არ დამიწყოთ ახლა ასეო და ისეო, ყველას გექნებათ მსგავსი რამე გაფიქრებული.თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ უცებ კიდეც აღარ მომინდეს ამის გაკეთება.

მინდა შევიდე ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში( როგორც ვატყობ, ესეც მოგზაურობას უკავშირდება)და ვიყიდო ყველაფერი, რაც მომეწონება, დაუზოგავად, დაუთვლელად…

მინდა ვინც ძალიან გამაბრაზებს და იმსახურებს, აი ასე ვცემო

მინდა სადმე მზიან კუნძულზე პატარა ხის კოტეჯი დიდი მაცივრით, რომელიც გამოტენილი იქნება ტროპიკული ხილით, წვენებით და ათასნაირი ნაყინით, საუკეთესო ლუდის ქილებით, მარტინით და , რასაკვირველია, ვისკითაც. და ამ კუნძულზე ვიქნები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომეპრიანება და სანამ არ მომბეზრდება.მარა შეზღუდული რომ ვარ დროში?  ეგ სულ დამავიწყდა ხო იცი! 🙂

რაღაცა ნამეტანი ბევრი რამე მდომებია! ის დროა, მგონი, ახლავე დავიწყო ამაზე ზრუნვა, თორემ ამ ყველაფერს რას მოასწრებ კაცი, დღეები თუ დათვლილი გაქვს? 🙂

სასაცილოა, ახლა რომ ვკითხულობ, თვითონ მიკვირს ეს ყველაფერი. როგორც ჩანს ეს იმ   კატერინას სურვილებია, ამ კატერინაში რომაა დამალული და ვერასდროს ვერ იჩინა თავი. აღმოვაჩინე, რომ სასურველ ქმედებებში დიდი მოსაწონი ვერაფერი მქონია. თუმცა ამაში არის ლოგიკა. კარგად ხომ ისედაც ვიქცევი, იმაზე ხშირადაც, ვიდრე საჭიროა… სხვებზე ხომ ისედაც ვფიქრობ, იმაზე მეტადაც, ვიდრე საჭიროა. ჰოდა როდესმე ალბათ ის უყურადღებობით განაწყენებულ-მივიწყებული «მეც» უნდა გავათავისუფლო. ეგებ მაშინ მაინც გავიგო, რა მჭირდება და რას ვეძებ ასე გამწარებული და რა მდგომარეობაა ჩემთვის ისეთი, ბოლომდე კარგად რომ მაგრძნობინოს თავი და კმაყოფილად. თუმცა ასეთი მდგომარეობა ალბათ არც არსებობს, ან თუ არსებობს, ამას აქ ვერ მივაგნებ…

სასაცილოა, რომ უმეტესობა, რაც ასე აუხდენელია, ძირითადად ფულთანაა დაკავშირებული. ეს  რომ მქონოდა, აქამდეც ხომ ავისრულებდი. დაფეხვილს და მომაკვდავს კიდევ საიდან გამიჩნდება? 🙂 რაც ფულთან არაა დაკავშირებული, იმას კი ვიზამ ვითომ? მეტი არაა ჩემი მტერი! ალბათ ისე გაივლის ცხოვრება, მცდელობაც არ მექნება ამ სურვილებიდან რომელიმეს ასრულების, მაგრამ ასე მგონია, რომ არ დავწერო, კიდევ უფრო სასაცილო იქნება.

აი, ახლა ვამთავრებ წერას და ვნერვიულობ, რომ ხვალ დილით ვერ ავდგები საჭირო დროს და ვერ მოვასწრებ იმ საქმეს, რაც სჭირდებათ იმათ, ვისითაც განისაზღვრება ყველაფერი ჩემთვის. მაგარია 🙂

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «სურვილები»

  1. თეგ-თამაში იყო ამაზე, თუ გახსოვს. სანამ ცოცხალი ვარ…

    მშვენიერი სურვილებია, კატერინა.

  2. ხოო? ან არ მახსოვს, ან როგორც ყოველთვის არ ჩავები. რა ვიცი, მე ახლა დავფიქრდი მაგაზე. მადლობა მოლი.

  3. ძალიან ძველია, კატერინა. შარშანდელი თამაშია. თითქმის ერთი წლის წინანდელი. მეც დავწერე.

    შენი უფრო ფასეული გამოდის 🙂 ექსკლუზიურია 🙂

  4. ბევრი ნაცნობი სურვილი აღმოვაჩინე , ისე, ,,მეს» განთავისუფლებით სურვილების რაღაც ნაწილი ასრულდება თავისუფლად :):)

  5. იმედი მაქვს და იქნებ მანამდეც, სანამ დრო იქნება დათვლილი 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s