სამუდამო არდადეგები

ფიქრმა ადამიანივით იცის თავის მობეზრებაც, თავის შეყვარებაც, შეჩვევაც, ატორღიალებაც, თავის შეძულებაც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის თავში ჩნდება ეს ფიქრები და რაა მისი საგანი…
სხვადასხვა ფიქრი სხვადასხვა თვისებას ავლენს. არის ისეთიც, შიშის მომგვრელი რომაა. ასეთების კატეგორიაში ალბათ ხმათა უმრავლესობით მარტოობაზე  და სიკვდილზე ფიქრებია. აქედან პირველის რომ არასდროს მეშინოდა და არც მეშინია, ზუსტად ვიცი. ახლა მეორეს რაც შეეხება:

ბავშვობაში ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ მოვკვდი, მერე დედ-მამის, ბებია-ბაბუის რეაქციას და გულდათუთქული ვბზუოდი დაოსებამდე. წლებმა ბევრი რამე შეცვალა და გამონაკლისი არც ესაა. არა, ფიქრი არ შემიწყვეტია, შეიძლება ითქვას, ეს ჩემი ფიქრებიდან ყველაზე მუდმივი და აკვიატებული ფიქრია, მგონი, უკვე მშობლიურიც. დამოკიდებულება შემეცვალა. ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ საერთოდაც არ მეშინია. თუ ჩნდება კიდეც რაღაც დოზით შიშის მაგვარი რამ, ეს უფრო თვითონ პროცესის  შიშია, ვიდრე ცხოვრებასთან გამომშვიდობების.

ხანდახან მგონია, რომ მეგობრადაც კი მექცა სიკვდილი, თან დაუკითხავ მეგობრად, აი თავხედურად რომ შემოგეჭრება და არასდროს არ გაცლის მარტო დარჩენას, თან იმაზეც გამალებული ზრუნავს, ირგვლივ მყოფები შემოგიფანტოს და მათ ხარჯზე თვითონ გაიმყაროს შენს გვერდით ადგილი. ხოდა, აბა აბეზარი მეგობარი ვითომ საშიშია? თანაც, კაცმა რომ თქვას, რას აკეთებს ცუდს? არაფერს გთხოვს დასვენების გარდა. უვადოდ გიშვებს შვებულებაში ან  სამუდამო არდადეგებზე. შედეგი ერთია და სახელწოდება-შენ რომელიც გირჩევნია. მე ბოლო ვარიანტი მომწონს-არდადეგები.

თუ დააკვირდები, გაჩენა, ამქვეყნად მოვლინება  უფროა საშიშიც და საწვალებელიც, უამრავი დარდის, პრობლემის, ჯაფის და ასეთების მომტანი. შიგადაშიგ პატარა სიხარულებიცაა, მაგრამ რომ გადათვალო, რას მოვა ჩამოთვლილებთან…აქ კი გარანტიებია: წადი, ბატონო, და დაისვენე. არც საქმის გაკეთება გევალება, არც საჭმელ-სასმელზე ფიქრი, არც ჩასაცმელ-დასახურზე ზრუნვა,არც ხორციელი  სურვილები ასრულება-აუსრულებლობა გაწუხებს და დიდად არც სულიერი შიმშილი. იქ რა ხდება კი არავინ იცის…

სამოთხე-ჯოჯოხეთის არსებობა მეც, როგორც ყველას, ხან მჯერა და უფრო ხშირად არ მჯერა. თუმცა როცა მჯერა, მაშინაც არ მჯერა, რომ გადახარისხება-განაწილება იმ წესებით ხდება, რასაც ამბობენ. როცა არ მჯერა იმქვეყნიურობის, არც ეგ მთრგუნავს, სადღაც პირიქითაცაა-ხარ-აღარ ხარ და მორჩა. აქ დარჩა შენი სურვილები, დარდები, განცდები, ნაკლი თუ ღირსება, აქ დარჩი შენ და იქ არაფერი ხარ, არაფერი გახსოვს, სუფთა, წაშლილი ფურცელია. ცუდი არც ამაშია რამე, კაცმა რომ თქვას…

რამდენიმე დღეა ნანახი ფილმიდან ფრაგმენტი ამეკვიატა:

ძველ ეგვიპტეში სჯეროდათ, რომ სამოთხეს შესასვლელთან ორ კითხვას უსვამდნენ მისულებს:იპოვე თუ არა ცხოვრებაში სიხარული და მოუტანე თუ არა შენი ყოფნით ვინმეს სიხარული.

მეორე კითხვაზე პასუხის გასაცემად დაფიქრებაც არ მჭირდება- მე მყავს ადამიანები, რომლებისთვისაც ჩემი ყოფნა, ზუსტად ვიცი, სიხარულის მომტანია. აი პირველი ცოტა ძნელი საპასუხოა. ალბათ გააჩნია ვინ რას თვლის სიხარულად. თუმცა პატარ-პატარა სიხარულებს ალბათ ყველა ვპოულობთ ამ ცხოვრებაში…

არის მდგომარეობა, როცა არ იცი რა გინდა, რას ეძებ, რა გჭირდება და რა მოგიტანდა სრულყოფილების განცდას. ეს არაა იოლი მდგომარეობა. რას მოვა ამასთან არყოფნაზე ფიქრი…

თუმცა იმ ორ კითხვაზე დადებითი პასუხი მაქვს, ესეც რამეა, მერე რა, რომ სამოთხეზე პრეტენზია არასდროს მქონია 🙂

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «სამუდამო არდადეგები»

  1. უუუუუფ, გული გამიჩერდა…

  2. ზუსტად ისაა, რაზეც ყველაზე ხშირად ვფიქრობ და მეფიქრება 🙂

  3. ორივე კითხვაზე შემიძლია კი-ს თქმა. ნუ, დიდი იმედი მაქვს, რომ არ ვცდები და შემიძლია.

  4. მეც მასე, ჰოდა ერთხელაც დავწერე. მარტო არ ვყოფილვარ 🙂

  5. მაგაში ვერ შეცდები,განსაკუთრებით მეორეში,აი პირველზე შეიძლება ცოტა იყოყმანო, მე ასე დამემართა 🙂

  6. მეც სულ მინდოდა მაგდაგვარი რამ დამეწერა მაგრამ ვერ დამეწერა :):)

  7. იშვიათად მაგრამ მეც მიფიქრია, მაგრამ საბოლოოდ დიდად საერთოდ არ მაშინებს სიკვდილი. 😉 კითხვებს რაც შეეხება, პირველზე პასუხი მართლაც რომ ძნელია, გააჩნია რას ჩავთვლით სიხარულად და მეორეზე — კი. 🙂

  8. შენც ხო? მეც ვიჭედები მაგ კითხვაზე 🙂

  9. ხო. ძალიან ინდივიდუალურია. ვერ ვიტყვი უბედური და გაუხარელი ვარ თქო, მაგრამ ასე ხმამაღლა თქმა რომ სიხარული ვიპოვე მაინც ჯერ ვერა. 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s