ნათეატრალი ფიქრები

როგორც იქნა მოვახერხე და თეატრში წავედი. მოვახერხე რა, მეგობარმა წამიყვანა, თორემ მე ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მოვაბამდი თავს. კიდევ ერთხელ განვიცადე ის არაჩვეულებრივი განცდა, რომ ზიხარ და ელოდები შუქის ჩაქრობას.

დილიდან გასულს სახლიდან გზაში დამეწია მეგობრის მესიჯი. უფრო სწორად სალონში, სადაც ფრჩხილებს ვიწესრიგებდი. ლაქის გაშრობას არც დაველოდე და გავქანდი. გზაში რვა თითზე გავიფუჭე ლაქი და სულ ტყუილად ვეცადე ენით მის გადასწორებას, ბოლოს ესეც დავიკიდე, მეტი რა გზა იყო და ასე გაქაფულ-თმაგაწეწილ-ჯინს-კედებიან-გათხაპნილლაქიაანი თითებით აღმოვჩნდი სათეატროდ მომზადებულ-გამოწყობილ საზოგადოებაში, თუმცა როდის იყო, ეს მანაღვლებდა!!!

მოკლედ ადგილზე ვარ.

თუმანიშვილის თეატრს ვსტუმრობთ და «ჰარალეთის» დაწყებას ველით.

მოთხრობა, რა თქმა უნდა, ვიცი და ორმაგად მაინტერესებს, რა მელის წინ. თუმცა აწი რაც გინდა იყოს, ერთი კარგი ემოცია უკვე არის-ჩემს მარცხნივ მოთხრობის ავტორი ზის და ძლივს აუდის ავტოგრაფ-ფოტოგადაღების მსურველთა შემოსევას. მეც კი მინდა მივიდე და ვუთხრა, რომ მისი ძალიან მადლიერი ვარ და რომ ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ ისეთი გადაღლილი სახე აქვს, მერიდება და ვჩერდები…

იწყება.

როგორც აღმოჩნდა, აქ მხოლოდ ეს მოთხრობა არაა, ზოგი პერსონაჟი და მომენტი «ხორუმი ქართული ცეკვიდანაა», თუმცა ეს სულ არ იგრძნობა და მშვენივრად ჯდება ერთმანეთში.მსახიობები თავს არ ზოგავენ, ალბათ დარბაზში მწერლის ყოფნა სტიმულია მათთვის. ვატყობ, რომ თანდათან მომწონს ის, რაც ხდება სცენაზე. ეს ნამდვილად არაა რეჟისორული ხელოვნების პიკი, თუმცა მასალა ისეთია, არც სჭირდება დიდი ფილოსოფოსობა და ტვინის ჭყლეტა, მთელი მისი აზრი და ღირსება ტექსტებშია და ამ ტექსტებს კი საკმაოდ კარგად მაწვდიან მსახიობები. მაინც დარჩენილა მაესტრო თუმანიშვილის კვალი და მისი «დუხი», როგორც ამბობენ, აქ ყველგან იგრძნობა.ერთი-ორი სცენა ვერაა ისეთი, როგორიც მომეწონებოდა, განსაკუთრებით ქორწილის ეპიზოდში ერთი საშინელი ქალის ცეკვის სცენა, ერთობ მეგოიმა, მაგრამ დანარჩენმა მაინც წაიღო და ეს კიდეც მიმავიწყა.ვუყურებ არხეინ «ჰარალეთელებს», ჭამა-სმის გარდა რომ არ ახსოვთ არაფერი, მეც მეცინება სხვებთან ერთად და ამ სიცილში თან მწარედ მხვდება გულზე ყველა ის ნაკლი, რაც ჩემს ქართველებს აქვთ და რამაც დღეს უკვე სიცილის და გართობის სურვილიც დააკარგვინა მათ…

მეორე მოქმედება უფრო კარგი აღმოჩნდა, ემოციურადაც და  სანახიობრივადაც. მომეწონა ორი მუსიკალური ნამუშევარი ხორუმის და სხვა ქართული ცეკვების მოტივებზე აგებული, საკმაოდ ეფექტური იყო. ასევე ძალიან მომეწონა ამ მუსიკაზე დადგმული ქორეოგრაფიული ნამუშევარი, განსაკუთრებით ბუჭუტასა და ტერეზაც ჩხუბის ეპიზოდი, საკმაოდ ლამაზი სანახავი იყო.

როცა ვისმენდი ტექსტს, რატომ გადაგვარდნენ ჰარალეთელები, მრისხანე ქალაქის თავის დაკარგული ბეჭდის მოსაძებნად დაჩოქებამ რომ მოუწიათ, არადა ბეჭედი ხელზე ეკეთა პატრონს, რა ვქნა, ვერ მოვერიე თავს, გულმა მომიჭირა, პულსი ამიჩქარდა და ცრემლმაც არ დაახანა… აი აქ კიდევ ერთხელ გამოვუტყდი თავს, რომ მთელი ის ბოდვა, რომ მკიდია ქვეყანა და არ მაქვს სამშობლო, სულ ტყუილი ლაპარაკია და  თავის მოტყუება…

ბუჭუტა წავიდა აქაც, ისევე როგორც მოთხრობაში, იმედგაცრუებული, რომ ვერაფერი შეასმინა ჰარალეთელებს… მოთხრობისგან განსხვავებით აქ არ ჩანს, რა შეცვალა მისმა გამოჩენამ და რა კვალი დატოვა აქაურობაზე, თუმცა სადღაც მაინც გრჩება იმედი, სულ ცოტა და ციცქნა, მაგრამ მაინც, რომ ეგებ ჰა?!.

სპექტაკლი დამთავრდა… მე და ჩემი მეგობარი გზას ვიხანგრძლივებთ და ფეხით ვბოდიალობთ… ვფიქრობ… და მივდივარ დასკვნამდე: რაც არ უნდა ბევრი ვიფაფხურო, რაც არ უნდა ნერვებს მიშლიდნენ ქართველები თავიანთი ტრადიციებით და ჩამორჩენილობით, მაინც მიყვარს ეს ქვეყანა, მტკივა და ძალიან მინდა ქვეყანას ჰგავდეს… რაც არ უნდა ვიხმაურო მიზანთროპობის შემოტევაზე, მაინც ვერ მოვიშორებ სიყვარულის და ადამიანური სითბოს გაცემის სურვილს…რაც არ უნდა გცემოს ცხოვრებამ, თუ ეს ყველაფერი გენეტიკურ კოდში არ გიდევს და სისხლით არ გაივლის შენს გულში, მაინც ვერ გადაკეთდები, ვერ გაქვავდები და პირიქით, თუ ეს არის შენს ქრომოსებში, მაშინ ვერანაირი შეგონება, ვერც  ხელოვნება ვერ გაგაადამიანებს…

ვწერ და უკვე აღარც ვიცი, რაზე გამოვიდა ეს ჩანაწერი, სპექტაკლზე, მოთხრობაზე თუ ჩემს ემოციაზე და განცდებზე, ალბათ სამივეზე. რამ გაყო ერთმანეთისგან…მაინც სპექტაკლს დავიბრუნდები: სულ არაა საჭირო ზეგენიალურობაზე პრეტენზია, მით უფრო, თუ ვერ ხარ გენიოსი. საკმარისია სწორად შეარჩიო, რას დგამ სცენაზე და სწორად დაინახო ის, რაც მწერალმა ჩადო თავის დაწერილში და მერე ეცადო ჩემამდე, მაყურებლამდე, მოიტანო ეს. მე თამამად ვიტყვი, რომ  დღეს ეს გამოუვიდათ რეჟისორსაც და მსახიობებსაც და მგონია, მათი მაესტრო არ იქნებოდა უკმაყოფილო.

ვწერ და ვფიქრობ, ამჯერად უკვე მწერლობაზე. შეგიმჩნევიათ, რომ თანამედროვე მწერლობას აღარ უყვარს ადამიანი?!. და როცა საწყისი ასეთია, შეიძლება მწერლობამ რამე სიკეთისკენ შეცვალოს?!არადა, წესით,ხელოვნების ფუნქციაა ესაა ხომ?არა, არ დამვიწყებია გენეტიკა. «თავსა ახლად რომ ვერვინ იშობს», ვიცი კარგად და »
ავსა რომ კარგით ვერვინ შეცვლის» ესეც არ მავიწყდება, მაგრამ ვისაც არ აქვს გარღვევა ადამიანობაში და მდგომარეობის გაიოლების გამო მიივიწყა რაღაც-რაღაცები, ის რომ შეაჯანჯღაროს და გამოაფხიზლოს, ეს ხომ შეუძლია?

მე დღეს გამომაფხიზლეს… დიდმა მაესტომ გამომაფხიზლა, კიდევ ერთხელ და როხასივით ფლეიტა არა, მაგრამ ერთი პატარა ამბავი ჩამჩარა ხელში იმის საღიარებლად, რომ მაინც ვერ გადავგვარდები…

Запись опубликована в рубрике თეატრი, კინო, მუსიკა с метками , , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s