ბასტიონი და შეგონება კატერინასთვის

უნდა მოვახერხო შევეშვა ადამიანებში კარგის აღმოჩენის მცდელობებს და პირველ რიგში დავინახო ის, რაც ცუდია მათში. ეს იმიტომ, რომ თავიდანვე მომზადებული ვიყო მათი ცუდადამიანობის გამოვლენისთვის.

უნდა შევინარჩუნო ჩემებური კარჩაკეტილობა და იზოლირება ჰომო საპიენსებისგან, რათა აღვკვეთო და თავი დავიზღვიო არამკითხეთა და ქურდ-ბაცაცათა შემოსევებისაგან, რომ შემოგეჭრებიან უცერემონიოდ და მანამდე გიტრიალებენ ცხვირწინ, სანამ რამეს არ წაგგლეჯენ და გაიტაცებენ…

არავის არასდროს არ უნდა მივცე უფლება ჩაიხედოს ჩემს აზრებში, გრძნობებში, ცხოვრებაში, გამონაკლისი მხოლოდ იმათთვის დავუშვა, ვინც ლამის მთელი ცხოვრებაა  მიცნობს, თუმცა არც ამათგანაა ყველა ღირსი და ესეც დიდი სიფრთხილით გასაკეთებელია.

უნდა მოვახერხო, არასდროს ავყვე სხვებს და დავიმახსოვრო, რომ არავინ იცის ჩემზე კარგად, ვინ ვარ მე, რა მჭირდება და როგორ სჯობს მოვიქცე, არც ჩემზე მეტად შესტკივა ვინმეს გული ჩემზე…

უნდა დავარწმუნო თავი, რომ ყველაზე დიდი სისულელე, რაც ადამიანების გამოსათაყვანებლად მოუგონებიათ, ეს ადამიანური თანაგრძნობის და მოყვასის სიყვარულის ზღაპრებია…

არასდროს ჩავერთო მოდურ თემებზე კამათში: სარწმუნოება, სექსუალური ორიენტაცია. არ მაინტერესებს სხვების პოზიცია და აზრი, მე მაქვს საკუთარი ერთზეც და მეორეზეც.

ყველაფერი რომ დამავიწყდეს ან დავივიწყო სახარებიდან, ეს ერთი მუდამ უნდა მახსოვდეს: » ნუ დაუფენ მარგალიტთა შენთა ღორთა», თორემ როდემდე შეიძლება თელონ და თელონ?

უნდა შევეგუო იმას, რომ არ მაქვს სამშობლო, რადგან რაც მაქვს, ის ვერაა ჩემთვის მშობლიური და სულაც ვერ მაბედნიერებს…

მეტსახელად რომ სიზიფე მომიხდებოდა, ესეც უნდა ვაღიარო და არ აღვიქვა ეს ტრაგედიად…

ჩვეულებრივ ამბად უნდა ჩავთვალო ის, რომ არასდროს არ ვიღებ იმას, რასაც ველი და რასაც ვთვლი, რომ ვიმსახურებ( ან  იქნებ ყოველთვის ვიღებ იმას, რასაც ვიმსახურებ?!.)

უნდა ვაღიარო ერთხელ და საბოლოოდ, რომ მიზანთროპობა ზედგამოჭრილია ჩემთვის და სრულიად ზედმეტია ეს გულუბრყვილო მცდელობები კაცთმოყვარეობის შენარჩუნების…

უნდა  შევეგუო იმას, რომ სადღაც, როდესღაც ისე დავკარგე სიყვარულის უნარი, როგორც გროში გახვრეტილი ჯიბიდან და ახლა მისი პოვნის მცდელობა  ილუზიაა, უფრო სწორად, სისულელე… ან რა საჭიროა?! მცირე რაოდენობის კონკრეტული ადამიანებისთვის ხომ მაქვს ეს შემორჩენილი, თუ ჩვევაში გამჯდარი, და რაღა საჭიროა მეტი?

ვაგებ ბასტიონს!!!

ადამიანებო, იცით, რომ საერთოდ აღარ მინდიხართ? მაპატიეთ, მაგრამ ვერ გიტანთ!!!

პ.ს. ჩემს ბასტიონში სიმშვიდეა და უსაფრთხოობა.

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

11 комментариев на «ბასტიონი და შეგონება კატერინასთვის»

  1. საინტერესოა
    ჩვენ ისედაც მასეთ ბასტიონებში ვართ და ვერ გამოვდივართ ხოლმე ….
    ალბათ, უკეთესია ბასტიონს ერთი კარი მაინც გაუკეთო — იქნებ და ოდესღაც გამოსვლა მოგინდეს ….

  2. კარი აქვს, აბა ისე როგორ იქნება, გამოსვლითაც ხშირად გამოვდივარ, უბრალოდ შიგნით არ ვუშვებ ყველას, ის კი არა იმ კარზე დიდი «გლაზოკიც» მიყენია 🙂 .ხოდა ასე, პერიოდულად გამოვდივარ და მერე უკან ვბრუნდები

  3. თავიდანვე ცუდის ძებნა იქნებ არც იყოს კარგი აზრი. ასე შეიძლება მცდარი შეხედულება ჩამოყალიბდესდა მერე ვეღარ მოიშორო… მე ასე ვარ, თავიდანვე თუ ავითვალწუნე ვიღაც მერე მიჭირს ცუდი ემოციების მოშორება. ბასტიონები მგონი არ გვაკლია….უბრალოდ ზომიერი სისქის აჯობებს იყოს 🙂

  4. კი შევურჩიე სისქე და კარიც დავაყოლე ყოველი შემთხვევისთვის

  5. Meme:

    მე მგონია, რომ კარგი უფროა მოსაძებნი. ცუდი უფრო თვალშისაცემია და, რომც გინდოდეს, არ გამოგრჩება:) დროდადრო ყველას გვაქვს სიზიფეობის მომენტები, ისე..

  6. გეთანხმები

  7. inga khorbaladze:

    ზუსტად ამ განწყობაზე ვარ ახლა მე !

  8. იცის ხოლმე. ბასტიონის აგების წესებს ხომ გაზიარე? ვიცი, რომ არ შეგეშლება 🙂 :*

  9. inga khorbaladze:

    კი, კარგად ვიცი ეგენი 🙂

  10. 🙂 ჩემს ბასტიონში შენ ყოველთვის შემოგესვლება, ეგეც იცი :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s