სხვანაირი

-რატო არ დამირეკე, არც მომწერე. მე რომ არ მოგიკითხო, შენ არც უნდა შემეხმიანო? ეგებ მოვკვდი?

-და რა მოგკლავდა? მშვენივრად ჯანმრთელ ვიდზე ხარ. ან რა საჭიროა? თუ მოგინდება ნახვა, ხო დარეკავ ისედაც. თუ არ დარეკავ და ესე იგი არც ვხვდებით, მარტივია.

-რა ცუდად იცი თქმა!

-მოდი მოვწიოთ, კაი? გაჩუმდი ცოტა ხანს და დაისვენე.  კაცებს აქტის მერე შესვენება და დაძინება უყვართო და შენ რა ლაპარაკად იქეცი? თუ არ ისვენებ, მაშინ დროს ნუ კარგავ და გავაგრძელოთ, მე მზად ვარ!

-შენთან ხო შეუძლებელია ლაპარაკი.

-აჰა, იმიტომ რომ სისულეეებს ამბობ და თვითონაც კარგად იცი, რომ ასეა. გინდა რომანტიკად დამანახო ის, რაც გვაქვს? ხომ კარგად იცი, რომ ასე არაა და რა საჭიროა თამაში. ვეღარ გაიგე, რომ სხვაგან ხარ, სხვაგან მოხვდი, სხვასთან…

-მაგ ვიცი, კი. რატო იქცევი ასე, რატო ფიქრობ ასე? ქალები ასე არ იქცვიან ძირითადად, არა, ძირითადად კი არა უმრავლესობა.

-ჩათვალე, რომ უმცირესობასთან შეხების ბედნიერება გხვდა წილად. და გაწუხებს ეს? არ მოგწონს?

-რა ვიცი, უნდა მომწონდეს ალბათ. სხვა დროს სწორედ ის შემაწუხებდა, ასე რომ არ იფიქრებდნენ და ტვინს მოტყნავდნენ რაღაც უაზრობებით. აი, შენს შემთხვევაში კი რაღაცნაირად ვბრაზდები, შეურაცხყოფილადაც ვგრძნობ რაღაც პონტში თავს.

— ალაპარაკდა დიდი ეგო ხო? როგორ მოხდა, რომ ვინმესთვის არ ხარ მთავარი ადამიანი და როგორ მოხდა, რომ არ გიჟდებიან შენზე არა? ჰაჰ… არადა ზუსტად ვიცი, ასეთი რომ არ ვიყო და ასე რომ არ ვიქცეოდე, რასაც იფიქრებდი და იტყოდი.

-მაინც?

— თუ რეკვას დაგიწყებდი ან მოწერას და თან ხშირად და შეხვედრას მოგთხოვდი და მომენატრეთი გაგბურღავდი, ტყუილებს მომიმიზეზებდი. მერე გათიშავდი და ამან ხო შემცაო, იტყოდი.

-რა აუტანელი ხარ და რა საყვარელი…

-კი ხო, გავარტყი არა?

-მგონი მიყვარდები…

-შენ იცი, გირჩევ არ შეყვე მაგას, თორემ გულდაწყვეტილი დამირჩები, მე კიდე ტყუილი არ მიყვარს და არც თამაში.

-ვგიჟდები შენზე, აი აქ წევხარ ჩემს გვერდით და უკვე მენატრები.

-ნუ მე მაგას ცოტა სხვა რამეს დავარქმევდი, მაგრამ რაკი ასე მოგწონს, იყოს მასე.

-შეეშვი მაგ სიგარეტს… მოდი…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «სხვანაირი»

  1. მადლობა 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s