სად, სულაც არაა მთავარი

სულ ტყუილად დააყენა მაღვიძარა, მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.

მაინც დაელოდა და სანამ არ დარეკა, არ ადგა.

თან ეჩქარებოდა ადგომა, თან ფეხს ითრევდა.  დღეს რაღაც უნდა შეეცვალა, რაღაც კი არა, კონკრეტული რამ-შიში უნდა დაეძლია, პანიკური შიში და ამ შიშის დასაძლევად  სწორედ მის შესახვედრად უნდა წასულიყო…

ჯინსი, კედი, სვიტერი, ცხენის კუდად საგულდაგულოდ გამოკრული თმა, უზარმაზარი ჭიქა ყავა, ზედ მიყოლებული სიგარეტით( ამ ჭიქას ერთი ღერი არ ეყოფა), ზურგჩანთა, შიგ ჩაკუჭული ქურთუკით და ქუდით…

… რაც მეტად უჩქარდებოდა გული, მეტად აჩქარებდა ტაქსის მძღოლს…

გაშლილ მინდორში ყველაფერი გამზადებული დახვდა. მიხედეს, მოაწესრიგეს და სულ მალე კალათაშიც ჩადგა. მარტო არ იყო, კიდევ იყვნენ სხვებიც. ასე არჩია. ჯერ ერთი, ასე უფრო იაფი ჯდებოდა და მერეც სულ მარტო მაინც ეშინოდა გარისკვის. როგორი საქმეა ცაში ახვიდე, როცა აივნიდან და ხიდიდან გადახედვის გეშინია…მაგრამ ზოგჯერ აკვიატებული ოცნება შიშზე ძლიერია…

ამოვარდა ცეცხლი, ბურთმა გაბერვა დაიწყო,კალათამ- ყანყალი…გულმაც…

ერთი, ორი, სამი… თუ რამდენი? არ იცის…

დგას და ხელები ჩაფრენილი აქვს, მუხლები უკანკალებს. კვდება, ისე ეშინია…

მანქანა დალანდა, ჩქარა მოდიოდა. კიდეც მოუსწრო მათ აფრენას.  უყურებდა ზემოდან და გრძნობდა, ვინც მანქანაში იჯდა, ისიც თავის ოცნებას  თუ აჩემებას ისრულებდა, ისიც თავისი ილუზიებისკენ მიდიოდა.

ვინც მანქანაში იჯდა, მანაც იცოდა, რატომ იჯდა, ოღონდ რატომ იცოდა, ეს არ იცოდა…ორივემ იცოდა, რაც იყო ამაში მთავარი, ორივემ იცოდა, რას ფიქრობდა თითოეული მათგანი, ორივე მიქროდა: ერთი- ფერადი საჰაერო ბურთით, მეორე-შავი G კლასის მერსედესით. ორივეს ქარი სცემდა სახეში: ერთს-სიმაღლის  გამო, მეორეს-სიჩქარის… ორივესთვის მთავარი უფრო ეს სრბოლა და ფრენა იყო, ვიდრე ადგილი, სადაც მიდიოდნენ. და არ არსებობდა ფიქრი დაბრუნებაზე…

მიწა შორს დარჩა. სიმწვანე, გზები მიცურავდა ქვემოთ და ამ ყველაფერში გიჟივით მიქროდა შავი მანქანა. თითქოს აღარც ჩანდა და შეუძლებელიც იყო უკვე მისი გარჩევა, მაგრამ მაინც ხედავდა და თვითონ უკვირდა ეს. ისიც უკვირდა, რომ გრძნობდა, თანდათან ემშვიდობებოდა შიშს. გამართული იდგა, სახე ქარისთვის ჰქონდა მიშვერილი და ისიც ცივად აცლიდა თვალებიდან წამოსულ ცრემლს ისე, რომ ლოყაზე ვერც ასწრებდა ჩამოცურებას…

ვინ თქვა დრო არ ჩერდებაო?!.

ორივე მიფრინავდა უკანმოუხედავად და სად, ეს უკვე სულერთი იყო…

***

-აკი სისწრაფის მეშინიაო?

-აღარ…

-ანუ არ გეშინია?

-არა!

-არც ახლა? აბა? გაგიჩერო ხო?

-არა.

***

ფრენა სულის მდგომარეობაა და ადამიანები გამუდმებით ეძებენ ამ მდგომარეობას. ვისთვის რაა ფრენა და ვინ რაში ხედავს ამას…ფრენა ძილშიც შეიძლება… ზოგისთვის კმარა ეს, ზოგისთვის არა…

ჩვენ მივფრინავთ…

-უკან არ ვბრუნდებით ხო?!.

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «სად, სულაც არაა მთავარი»

  1. როგორ მინდა, როგორ მინდა მაგით აფრენა 😦

  2. მეც…ვერა და ვერ ველევი ამ აზრს… და ვერ უკანმოუხედაობას 🙂

  3. ერთხელ აუცილებლად გავფრინდები 🙂 … იმედია…

  4. „…მანაც იცოდა, რატომ იჯდა, ოღონდ რატომ იცოდა, ეს არ იცოდა…» 🙂

  5. აჰა 🙂 «რადგან ორივესთვის მთავარი ეს სრბოლა და ფრენა უფრო იყო, ვიდრე ადგილი, სადაც მიდიოდნენ. და არ არსებობდა ფიქრი უკან დაბრუნებაზე…» 🙂

  6. კატერინა, ერთი კითხვა მაქვს, შვილებმა თუ იციან რომ ბლოგი გაქვს? :»)

  7. კი, როგორ არა 🙂 თუმცა კითხვით იკლავენ თავს- მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ 🙂

  8. Meme:

    გიერთდებით, ფრენის მსურველებო! 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s