აგონია

როდის დაიწყო არ ვიცი. არც ის ვიცი, იმიტომ არ ვიცი, რომ ვერ შევამჩნიე, თუ

შევამჩნიე, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება და აღარ ჩავუღრმავდი…

შიგადაშიგ კი ვგრძნობდი ტკივილს, მაგრამ არ ისეთს, რომ შევშინებულიყავი და განსაკუთრებულად ჩამეთვალა. თანაც იმდენჯერ მიგრძვნია ასეთი რამ, ცოტა კიდეც მივეჩვიე ეტყობა…ხანდახან კიდეც მაზიდებდა, მეგონა კიდეც ვარწყევდი, მაგრამ ესეც ჩერდებოდა და ჩერდებოდა თუ არა, ვივიწყებდი… ვცდილობდი კარგი გამეხსენებინა, ვცდილობდი თავი გადამერჩინა…მაგრამ რაც გარდაუვალია, ის მაინც ხდება და ამას ვერაფრით შეაჩერებ… ეტყობა, მართლა ყველაფერი წარმავალია. ადამიანი  მოკვდავია და რაა გასაკვირი, რომ მე ვკვდებოდე, მეც ხომ ადამიანში ვცოცხლობ…

ზოგჯერ ალბათ ისეც ხდება, რომ ჩემი სიკვდილი ადამიანის სიკვდილთან ერთად ხდება, ერთდროულად, შეთანხმებულად… ახლა სხვაგვარადაა…ის, ვისშიც მე ვარ და ახლა, ამ წუთას, სულს  ვღაფავ, არ მოკვდება. შეიძლება ვერც გრძნობს ჩემს აგონიას. მხოლოდ გული სტკივა ალბათ… ეგებ კიდეც ტიროდეს. თუმცა არა, მეშლება, ტირილი და გულისტკვილი გაცილებით ადრე იყო, სწორედ მაშინ, როცა იწყებოდა ჩემი კვდომა, ახლა კი ცრემლები სადღაა…ახლა მხოლოდ იმას გრძნობს, რომ დანახვა აღარ შეუძლია იმის, ვისი ნახვაც აქამდე ეჩქარებოდა… ახლა მხოლოდ იმას ხვდება, რომ მარტო დანახვა კი არა, ხმის გაგონებაც აღარ უნდა იმის, ვისთან საუბარსაც არაფერი ერჩია…ახლა მხოლოდ სიცივეს გრძნობს იმ ადგილას, სადაც ამ წუთას მე ვწევარ სასიკვდილო სარეცელზე…ახლა  სიმხურვალე მხოლოდ გონებაშია, მის ფიქრებში, დასკვნებში, გადაწყვეტილებებში…

დრო იწურება… მე ვკვდები, წამებიღა დამრჩენია…სუნთქვა მიჭირს, თითქოს ვეღარ ვთავსდები აქ, არადა აქამდე მშვენივრად ვეტეოდი… თითქოს გავდიდი, გავსივდი, კედლებს ვეხლები, გარეთ გაღწევას ვცდილობ და ამ დროს გულისცემა იმატებს იმის, ვისშიც მე ვკვდები… სული მეხუთება, ვხროტინებ, თვალებს ვხუჭავ და უკანასკნელად ვაწვები კედელს…

მე მოვკვდი, დავტოვე ჩემი სამყოფელი… ის, ვისშიც მე მოვკვდი, ზედმეტად მშვიდია. აღარაფერია საფორიაქო, ყველა კითხვა პასუხგაცემულია, ყველა დასკვნა გაკეთებულია…

ის მშვიდია… ადგილი, სადაც მე ვცოცხლობდი, ცარიელია. შეიძლება ისევ დავბრუნდე…

მე გარდავიცვალე, თავიდან დავიბადე და ვეძებ ახალ ადგილს დასაბინავებლად…

გრძნობები მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებში ვკვდებით, თორემ ისე სულ ვარსებობთ, ვარსებობთ და გაუთავებლად დავხეტიალობთ სამუდამო ადგილის დასამკვიდრებლად…

პ.ს. » მეზღაპრის ძაფი»

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

7 комментариев на «აგონია»

  1. vivieni:

    შემაჟრჟოლა 😦

  2. 🙂 მეც მაგას ველოდი, როცა ამას ერთი ამოსუნთქვით ვწერდი

  3. გრძნობები ვარსებობთ , ვსახლობთ ხან ადამიანში , ხან სულიერში ხან უსულოში. აი ამ ბოლო ხანს ადამინის გრძნობები ის გაცივდა , უსულოსას დაემსგავა .

  4. სამწუხაროდ მასეა, ელიოტი გახსოვს? » ფიტული ადამიანები»…

  5. I was inspired exactly by ellioth

  6. Lali Gogadze:

    კარგი იყო, მომეწონა. დიდი მადლობა, კატერინა.

  7. არაფრის, რის მადლობა, პირიქით. გაიხარე. მიხარია თუ მოსაწონია 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s