ცხოვრება და მისი მალები

ისე გამოვიდა, რომ ყველაზე ხშირად ცხოვრებასა და ხერხემალზე ვფიქრობ. ობიექტური მიზეზების გამო, ამ უკანასკნელზე კიდევ უფრო ხშირად, მაგრამ მაინც ასე შეიძლება ითქვას. ჰოდა, ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს :

რაც არ უნდა ეცადო, არ იფიქრო მათზე, არც ერთი არ გაძლევს ამის საშუალებას და მუდმივად გახსენებს თავს, გინდა ეს თუ არ გინდა.

ორივე ჯაჭვივითაა აწყობილი პატარა რგოლებისგან, ერთის შემთხვევაში ეს მალებია, მეორის-წლები, თვეები, დღეები, საათები… და იმის მიხედვით, რამდენად სწორია ამ რგოლების განლაგება და თანმიმდევრობა, რამდენად ბოლომდეა ათვისებულ-გამოყენებული, ფასდება მათი ხარისხიც და გამძლეობაც.

ორივეს შემთხვევაში შეიძლება იყოს პარადოქსები. მაგალითად, შეიძლება შენი პოტენციალი გაცილებით აღემატებოდეს იმას, რაც გაქვს ცხოვრებაში, მუდმივად გრძნობდე ამას, მაგრამ მაინც ვერ აწევდე შენს შესაძლებლობებს შენივე ცხოვრების მაკეტს.ასევე შეიძლება სრულიად ნეორიქირურგია იყოს გაოცებული შენი ხერხემლის და შენი პლასტიკურობის შეუსაბამობით და ვერაფრით წარმოედგინოს ამ  მდგომარეობაში როგორ შეგიძლია ფეხების თავს უკან გადატანა, ხიდზე გადასვლა და ასეთები. როცა ცეკვისას ვარდები მენჯებიდან, მაშინ არც შენ გახსოვს ეს, მაგრამ აი, როცა ტკივილი გჭედავს და ნემსებს ირჭობ, მაშინ იცოცხლე…

ოდესღაც მიღებული ტრავმა არც ერთის შემთხვევაში არ ქრება უკვალოდ და აუცილებლად იჩენს თავს, სულ მცირე პროვოცირების შემთხვევაშიც  კი.  ასეთ დროს ტკივილი გაუსაძლისია, კედლებზე გადიხარ, აღარ იცი, რა ხერხს მიმართო, ყველაფერს სცდი, ოღონდ კი მიაჩუმო , თუნდაც დროებით… თუ მოახერხე და გაიყუჩე, გიხარია, გგონია, ახლიდან დაიბადე. აღარც კი ფიქრობ, რომ ეს ბოლო შეტევა არაა და ამით არ დასრულებულა. ივიწყებ მის არსებობასაც კი და გახალისებული აგრძელებ გზას მომავალ ტკივილამდე… მხოლოდ რეციდივების დროს აცნობიერებ, რომ ამის საბოლოო საშველი არ არსებობს… რომ ეს შენი სატარებელია და ვერავინ შეგიცვლის. უნდა იარო ასე, მუდმივად დაფიქრებულმა და წინასწარ გაზომილი ნაბიჯებით, არადა არაფერი გირჩევნია თავაწყვეტილობას…

ვოცნებობ ხერხემლის და ცხოვრების გამოცვლაზე…ყველა სხვა დანარჩენი ამ ერთმა ოცნებამ გადაყლაპა… ოცნება კი იმის ოცნებაა, რომ არასდროს ხდება…

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «ცხოვრება და მისი მალები»

  1. იქნებ და ერთხელაც ახდეს, კატერინა… რა იცი…

  2. მომდევნო ცხოვრებაში მაინც… აქ ეგ უკვე ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, მგონი 🙂

  3. vivieni:

    რატომ გტკივა? სერიოზულადაა საქმე? არაფერი შველის რომ სამუდამოდ გაყუჩდეს?

  4. გაყუჩდება ალბათ, როცა ცხოვრებაც მიჩუმდება 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s