მზიანი დღე

ვზივარ ოთახში.

ჩემი უზარმაზარი ფანჯარა სავსეა მზით. ვეფიცხები. მცხელა. ზაფხული მგონია. მიხარია. ვივსები სიცოცხლით, სიყვარულით…

მე ვხედავ მზეს, ცხელს და ლამაზს, ესე იგი ვცოცხლობ… ყოველი უჯრედით შევიგრძნობ, როგორ შემოდის ჩემში და ვერაფრით  აღვწერ, რა მემართება ამ დროს…ეს იმ ნირვანული მდგომარეობებიდანაა, ძალიან იშვიათად რომ მაქვს ძალიან ცოტა რაღაცებზე…

და ამ დროს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები არაერთხელ ნაფიქრში: თუკი წინა ცხოვრება არსებობდა, აუცილებლად მზის ქურუმი ვიქნებოდი… და კიდევ, წარმართობა რომ ჩამორჩენილობად არ მიმაჩნდეს, ალბათ მზისთაყვანისმცემლობას ვეზიარებოდი…

და ვიცი, რომ მან, ათას სისულელეს რომ აბრალებენ, იცის, რასაც ვგძნობ, როგორც ველი, როგორც მიყვარს, როგორც ვესაუბრები, როგორც მენატრება და თვითონაც მიბრუნებს ამ ყველაფერს უკან… მთალ სხეულზე ვგრძნობ მისი ცხელი ხელების კვალს…თვალებს მიწვავს მისი ცხელი კოცნა, სახეზე კი ჭორფლს მიტოვებს…

ის ჩემშია… მე კი მასში…

არ დამტოვო, მოვკვდები უშენოდ…

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «მზიანი დღე»

  1. გვეღირსა გაზაფხული!

  2. იმედია, აღარ გადაიფიქრებს 🙂

  3. რას ამბობ 😦 გულიც გამისკდება 😦

  4. vivieni:

    აუცილებლად გვექნება თბილი და ღიმილიანი გაზაფხული 🙂 მიხარია ყვავილებმა ამოყო თავი ჩემს ეზოში

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s