მილოცვა მარტში

აზრზე არ ვარ როდისაა. უფრო სწორად ცოტათი ვარ აზრზე, ისიც ჩემით გამოვთვალე ხასიათიდან გამომდინარე და დედუქციის მეთოდით. ვიცი, რომ მარტშია ის დღე, ძალიან რომ არ უყვარს, ისიც გამოვთვალე, რომ მარტის ბოლოსკენაა, ოღონდ ზუსტად როდის, მაგდენს ვეღარ მივხვდი. ამიტომ რაკი გადასცდა 15-ს, ვიწყებ წერას.

როცა პირველად დადგა ის დღე, დარწმუნებული ვარ, ვერც კი ფიქრობდი, რა მოჰყვებოდა ამას. ვერც იმას დაინახავდი, რა იყო წინ და ყოველი ამ დღის მოსვლა რას შეცვლიდა,  რიცხვების გარდა.

ალბათ ის დროც იყო, როცა სულაც არ იყო ასე, რომ არ გყვარებოდა ეს დღე.

ისიც ვიცი, რომ რაღაც დრომდე წელიწადში ერთხელ ციფრის მატება გაგახარებდა და მომავალი წლის ამ დღის დადგომას მოუთმენლად დაელოდებოდი, რომ კიდევ უფრო დიდად და ზრდასრულად გეგრძნო თავი.

მერე ესეც შეიცვლებოდა და ყოველი ამ დღის დადგომა დაგაფიქრებდა, რომ ეს მატება კლებაა შენთვის და მატება ტკივილის და ფიქრის.

წლიდან წლამდე მოდიოდნენ და მიდიოდნენ ადამიანები… წლიდან წლამდე იყო მცდელობა ქაოსის დალაგების… წლიდან წლამდე იყო ბორიალი ტკივილის და იმედგაცრუების ლაბირინთში…

მერე ერთხელაც ამოაგდე ეს დღე… სულ ვერა, კი გახსოვს, მაგრამ ისე, რომ არც აქცევ ყურადღებას, ვითომც არ ყოფილა და არც სხვებს აძლევ უფლებას გაიხსენ-გაგახსენონ. ზუსტად ისე, როგორც წარსული გადაშალე და არასდროს  იხედები უკან.

და მიდიხარ ასე შენს აწმყოში, უცნაურად, უკანმოუხედავად…

აი, მე კი მაინც ვცდილობ მოლოცვას…მე ფერებს ავარჩევ და ავკინძავ.

ეს ჩემი ფერებია და მგონია, რომ მოგეწონება. სამაჯურიც თვითონ ავაკოწიწე.  მე გავიკეთებ, შენ კი ფერებს დაგიტოვებ საჩუქრად.

ამას კი ჩემებური კრიალოსანი ჰქვია, გაზაფხულურ-ზაფხულური და  ეს შენია. მიაკიდე სადმე  და ჩემს სახელზე იქნება.

გილოცავ, მეგობარო!!!

Запись опубликована в рубрике მიძღვნა :) с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

13 комментариев на «მილოცვა მარტში»

  1. მეგობარს როგორ გაუხარდება 🙂

  2. მეც დიდი იმედი მაქვს, სიურპრიზია, რომ ნახავს, მჯერა, გაუხარდება 🙂 ვეცადე მთელი გულით.

  3. nick:

    ლამაზია, მომეწონა!

  4. მადლობა, მიხარია 🙂

  5. მხიარულ განწყობას მიქმნის 🙂

  6. ჩემი მიზანიც ეგ იყო 🙂

  7. რამდენი მწვანე ურევია, მიყვარს მწვანე! 🙂

  8. მწვანე საუკეთესო ფერია 🙂
    სიმშვიდის და იმედის. ჩემთვის ასეა

  9. ჩემთვისაც, თან დედას თვალებს მახსენებს… თან ჩემს თვალებს ამწვანებს ხოლმე 🙂

  10. მაგარია. მიყვარს როცა თვალი რამე კონკრეტულ ფერზე ფერს იცვლის 🙂 ჩემ მამიდაშვილს აქვს ასეთი თვალები, ძალიან მაგარია

  11. საინტერესოდ მოგზაურობს შენი მეგობარი — “…აწმყოში, უცნაურად, უკანმოუხედავად…“ — მშვენიერია, რომ შენი სახით კარგი მეგობარი ჰყავს, რომელმაც ასეთი საჩუქარი გაუკეთა ….

  12. ძნელია არ დაგეთანხმო 🙂 მშვენიერია ისიც, რომ მე მყავს ისეთი მეგობარი, რომლისთვისაც ასეთი საჩუქრის გაკეთება მინდება. ის ამას იმსახურებს…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s