ბუენდიები და მე

ბუენდია ერთადერთი გვარია ია-ზე დაბოლოებული, რომელიც მიყვარს და არ მძაბავს. ხო, მეც იმ კატეგორიას მივეკუთვნები, -ია, -ვა და-უა დაბოლოებები რომ არ მოსწონთ და გაგონებისთანავე უკვე განეწყობიან სიფრთხილით 🙂 . ეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი კატეგორიაა. ასევე მეც იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ბუენდია რომ სამარადისოდ დასამახსოვრებელ და შინაურ გვარად ქცევიათ. თუმცა ჩემთვის ამ გვარს კიდევ განსხვავებული დატვირთვა აქვს და ის მარტოობასთან ასოცირდება, ტყუილად ხომ არ ეტყობოდა ყველა ბუენდიას თვალებზე მარტოობის დაღი.

ხოდა ასეა, როცა მორიგი შემოტევა მაქვს მიზანთროპობის და მარტოობაში ჩაძირვის, ასეც ვამბობ: ბუენდიებმა შემომიტიეს…

მსტუმრობენ, ვფიქრობთ, ვწვალობთ… ხან დიდხანს გრძელდება ეს პროცესი, ხან მცირე ხანს. დავბორიალობთ ჩემს ტკივილებში, შეცდომებში, ვაანალიზებთ ყველაფერს.

ბოლოს დგება ის მომენტიც, როცა ისევ თავიდან ვიმეორებთ, რომ არც არაფერი მომხდარა ისეთი, აქამდე რომ არ მომხდარიყო… არც არაფერი გტკენია ისეთი, აქამდე რომ არ გტკენია… რომ ახლა უფრო ცოტა ხანი გჭირდება ამის მოსანელებლად და არაფერია დასათრგუნ-ჩასაძირი, რაკი თვითონვე ეძებდი ამ ყველაფერს და თავიდანვე გააზრებულიც კი გქონდა, რომ სიახლის ძიება გარანტირებული ასპროცენტიანი გამარჯვებით იქნებ ვერც დამთავრებულიყო, მაგრამ შენთვის შედეგი არ იყო ისე მთავარი, როგორც პროცესი ძიების.

შემდეგ დგება მომენტი, როცა ისევ მსუბუქდები, გრძნობ, როგორ გამოდის გარეთ შენი ბრაზდარდნარევი ემოციები… გრძნობ მზად ხარ ახალი ძიებისთვის…

ბუენდიები გემშვიდობებიან, მაგრამ არა სამუდამოდ, დროებით…

შენ კი რჩები ამომძვრალი საკუთარი ფიქრების მორევიდან, მართალია თვალებზე ბუენდიური დაღით და, ინანიშვილის არ იყოს, გულზე კიდევ ერთი ნაწიბურით, მაგრამ მაინც კმაყოფილი საკუთარი თავით და გზა გრძელდება…

მე მივყვები გზას… სადღაც ისევ შემხვდებიან ბუენდიები და ჩვენ ისევ ვისაუბრებთ…

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «ბუენდიები და მე»

  1. კატერინა ბუენდიების დინასტიიდან ყველაზე მეტად ვინ მოგწონს?

  2. მშვენიერი რემედეოსი და რა ვქნა, აურელიანოც, ოღონდ სანამ გასუქდებოდა 🙂

  3. მიუხედავად იმისა, რომ ბუენდიები მეც მსტუმრობენ ხოლმე, მათ შესაძლო მეგრულ წარმოშობაზე არასდროს მიფიქრია 😀

  4. მეც რომ არ ვაკავშირებ,ეგაა საქმე 🙂 საერთო სტუმრები გვყოლია, ჩემიანი ყოფილხარ

  5. რემედიოსი ბუენდიების რძალია და არა ბუენდია. რემედიოსი ნამდვილად ერთადერთი უსაყვარლესი პერსონაჟია ჩემთვის. 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s