ფიქრები ვერანდასთან

დროდადრო ყველას გვიტევს ალბათ მიზანთროპობა. დროდადრო ყველას გვიყვარს ალბათ საკუთარ ნაჭუჭში შეძრომა და ფიქრებში ჩაძირვა. მერე, როცა ამოვყვინთავთ ამ ბლანტი მორევიდან, ისევ ვაღებთ კარს და ვაგრძელებთ ძიებას. რის? თუ ვის?თუმცა ეს ერთი და იგივეა, რადგან ეს ურთიერთობების ძიებაა, ურთიერთობები კი ადამიანებს შორის ჩნდება, ვითარდება და გრძელდება ან მთავრდება.
და ამ ყველაფერს საფუძვლად მაინც კომფორტი უდევს. ამ შემთხვევაში ეს სიტყვა, რა თქმა უნდა, არ არის კეთილმოწყობის სინონიმი. ურთიერთობების კომფორტი არავიზუალური და სუბიექტურია.

ჩვენ ვეძებთ  ადამიანებს, რომლებთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობთ და ამ კომფორტის შეგრძნებას შეხედულებები განაპირობებენ, მერე რა, თუ ისინი ზოგჯერ ან ხშირად განსხვავდებიან.ერთსულ-ერთაზროვნება სულაც არაა კომფორტულობის საზომი და არც გარანტია. ზოგჯერ განსხვავებულობა გაცილებით უკეთ გაგრძნობინებს  შინაგან კომფორტს, ვიდრე მოსაწყენი ერთფეროვნება.

ადამიანები ქმნიან დაჯგუფებებსაც, ზოგჯერ პირდაპირი მნიშვნელობით, ზოგჯერ გადატანითით. აქაც ზუსტად ისაა მნიშვნელოვანი, რამდენად შეუძლიათ აქ  გაერთიანებულთ საკუთარი აზრის ქონა და სხვების განსხვავებული აზრის ატანა-შეგუება. იმიტომ რომ თუ ეს არ არის, მაშინ ნებისმიერი დაჯგუფება თუ ალიანსი  «კუტოკს» ემსგავსება და ირონიული ღიმილის მომგვრელია.

ბლოგოსფეროში არის დაჯგუფება, შეიძლება არც ისე ხალხმრავალი, როგორც სხვებია, მაგრამ ის ნამდვილად დაჯგუფებაა და არა «კუტოკი». აქ არ საუბრობენ პოლიტიკაზე, სექსზე, არ ჭორაობენ. ეს იმიტომ კი არა, რომ არც პოლიტიკა აღელვებთ და სექსის მიმართაც გულგრილები არიან, უბრალოდ თვლიან, რომ ამაზე უმათოდაც ბევრს ხმაურობენ, ზოგჯერ ნიჭიერად და უფრო ხშირად უნიჭოდ. ამიტომაც ცდილობენ ისაუბრონ იმაზე, რაზე საუბარიც არაა ხშირი სხვაგან. აქ საუბრობენ და კამათობენ ფილმებზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და ასეთ თემებზე. მაგრამ დომინანტ თემად მაინც წიგნი რჩება. ამ დაჯგუფებაში ძველი წიგნების სუნი დგას( ეს ჩემი სუბიექტური აღქმაა, რადგან ვგიჟდები ძველი წიგნების სუნზე) და შემომატებულებზე მაგიურ გავლენას ახდენს ეს სუნი. ისინი ავადდებიან და რაკი უმეტესობა არც თუ ისე დიდი ასაკისაა, საბოლოოდ განწირული ხდებიან ვერასდროს  დააღწიონ თავი წიგნების ტყვეობას, ისინიც იწამლებიან ამ სენით და თანდათან ტკბებიან საკუთარი უპირატესობით «მისალოცებთან» …

არ ვიტყვი, რომ ყველა ერთნაირად მომწონს, ვინც აქაა. არც იმას ვიტყვი, რომ მათი ნაწერებითაც ერთნაირად ვიხიბლები და ყველა გენიალურად მეჩვენება, რაკი მაგნუმელები არიან. ეს რომ ვთქვა, ყალბი იქნება ყველაფერი, მე კი სიყალბეს სხვას ვერ ვპატიობ და საკუთარ თავს როგორ ვაპატიებ?

მოკლედ სად ვიყავი? ხო, ყველა ერთნაირად სულაც არ მომწონს-მეთქი და არც მაგნუმელობა მგონია ნიჭიერების და ინტელექტის საზომი, მაგრამ ერთი ნამდვილადაა. აქ კარგი გარემოა და მცდელობა წიგნებისმიერი იდილიის შექმნის. შეიძლება ეს ილუზიაა, მაგრამ ძალიან კეთილი ილუზია და ეს სიკეთე გადადის აქ მყოფებზე, თუმცა გამონაკლისები აქაც ხდება ხოლმე, მაგრამ არა იმ დოზით და იმ ხარისხით, როგორც სხვაგან. აქ ცდილობენ არ დაიკარგოს ერთობ მნიშვნელოვანი რამ-ესთეტიკა წერის, კითხვის და ურთიერთობების. ეს კი, ვფიქრობ, არაა ცოტა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ქვეყანა მიაქვს უვიცობის, უკულტურობის, ფამილარობის და ხეპრეობის წარღვნას.

მე ხშირად ვიცი საკუთარ ნაჭუჭში შეძრომა, რადგან არასდროს მბეზრდება საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა. დიდად არც ზედმეტი აქტიურობით გამოვირჩევი, ვერც ყველასთან მაქვს ახლო და მეგობრული ურთიერთობა. ჩემგან გამოსული იმპულსები მათაც აგრძნობინებს, რომ მე არ ვწერივარ ზედმეტად გასაშინაურებელ ადამიანთა სიაში, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. ეს ბუნებრივია და სწორედ ამითაა აქაურობა გამორჩეული. ყველაფერი ბუნებრივია და აქ ყოფნა არაფერს გავალდებულებს, გარდა იმისა, რომ არ იყო ბრიყვი, გოიმი და უხამსი.

დასაწყისში კომფორტი ვახსენე არა? ხოდა მე ერთობ კომფორტულად ვარ აქ. ამ კომფორტულ ყოფნაში კი მეგობრებიც მყავს აქ, რომლებთან დაახლოებაც ნელ-ნელა და თავისთავად მოხდა. მე არ ვიტყვი, ვინ არიან ისინი.მინდა და იმედი მაქვს, თვითონ მიხვდებიან, ვისაც ვგულისხმობ 🙂 .

მოკლედ, არის ბლოგოსფეროსა შინა ერთი პატარა ვერანდიანი დაჯგუფება, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობს მასში შესულ-გადაბიჯებულს საზღვარს გარეთ დაატოვებინოს მთელი ბლოგინგის მტვერი და ქაოსი, ბოღმა და სიკაპასე და ღიმილიანი შეუშვას წიგნების და მუსიკის გარემოცვაში.

 

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

18 комментариев на «ფიქრები ვერანდასთან»

  1. ვაააააიმე 🙂

    მოვიდეს მოლი, წაიკითხოს 🙂
    ძალიან კარგი პოსტია და ძალიან კარგი და ზუსტი დახასიათება «მაგნუმის»…

  2. Meme:

    ძალიან მომეწონა 🙂 ოდესმე მეც დავწერ ამაზე. იმის მიუხედავად, რომ ვერა და ვერ ვაქტიურობ, მშვენივრად მესმის, რა არის მაგნუმი…

  3. მადლობა, თამარა, დიდი ხანია ვუტრიალებ ამ პოსტს და დღეს იმ ვიდეოს ნახვამ კიდეც ამაწყობინ-დამაბოლოებინა 🙂

  4. მართლაც ძალიან კარგი გარემოა, სიკეთით სავსე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.,,,,

  5. მეც ვერ გამოვირჩევი მაინცდამაინც დიდი აქტიურობით, ცქერა და დაკვირვება უფრო მომწონს 🙂

  6. მეც ასე მგონია.

  7. აი, ასეთი შესრულება უნდა სიტყვას 🙂 და ეს ვიდეოც ძალიან უხდება პოსტს.

    ჯგუფის ამაზე უკეთესი დახასიათება არსად წამიკითხავს. ზედმეტი გაიდეალების გარეშე. ზუსტად ის აღწერე, რაც არის. გაიხარე, კატერინა!

    მეც მაგნუმელი ვარ!

  8. ხომ იცი, რომ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ 🙂 და გაიდეალებაც არ მიყვარს. ვეცადე ზუსტი და რეალობის ამსახველი ყოფილიყო. მიხარია, თუ გამოვიდა.

  9. არც არის გაიდეალება საჭირო. ყველაფერს კარგი თუ დაარქვი, კარგს ფასი დაეკარგება. მანდ უამრავი სამუშაოა ჯერ.

    ნამდვილად რეალური სურათი დახატე.

  10. არც მე გამოვირჩევი აქტიურობით, მაგრამ ეს ის ჯგუფია, სადაც მხოლოდ «შერბენაც» კი სასიამოვნოა და, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, უკან სასარგებლო ინფორმაციის გარეშე არასდროს გამოვდივარ…

  11. მაგნუმი და მაგნუმელები! — ❤
    "არ ვიტყვი, რომ ყველა ერთნაირად მომწონს, ვინც აქაა." — ნამდვილად! არც მაგნუმია იდეალური, თუმცა იდეალურთან მიახლოების ყველაზე კარგი, მაგარი, სასიამოვნო, კომფორტული და საინტერესო გაერთიანებაა!
    აი კეჟერაძემ მუდმივად ვიგებ ახალ საინტერესო ამბებსო და მე მით უმეტეს! 🙂
    ხო, მეც მაგნუმელი ვარ!

  12. დაჯგუფება მეათე სართულის ბლოგერები ვართ :დ :დ :დ

  13. კი, მასეა ნამდვილად 🙂

  14. სხვანაირად ვერც იქნებოდა 🙂

  15. სართულმა დაგლიჯა, მომეწონა 🙂

  16. სურათი თუ ნახატი …. გამოვიცანი? 🙂

  17. დუმილისსმაილი გურუსეულად 🙂

  18. მე მგონია რომ მაგნუმში აქტიურობა სულაც არაა მთავარი. კომპიუტერთან როგორც კი ვჯდები, ყოველთვის ვამოწმებ მაგნუმს. რა ითქვა, რა დაიწერა, რა დაიპოსტა 🙂 ყველაფერზე კომენტარი შეიძლება ვერ გავაკეთო მაგრამ ბევრ ახალს ყოველთვის ვიგებ 🙂 საინტერესო კამათებს ვაწყდები ხოლმე და მარტო იმათი კითხვაა ცალკე სიამოვნება.
    მეც მაგნუმელი ვარ და მიყვარს!

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s