სიტუაცია-ჭიქა ჩაი, ლიმონი, კოკა-კოლა და მონიტორი

ვიღაც თაიგულს არჩევს იმისთვის, ვინც მისთვის მთელი ცხოვრებაა.

-საინტერესოა,როგორ ფერებშია თაიგული, როცა მისთვისაა, ვინც მთელი ცხოვრებაა?

— ალბათ, თვითონ ის წყვეტს, ვინც არჩევს.

-ეგ გასაგებია, მაგრამ შენი აზრით?შენს წარმოდგენაში?

— აზრი მანდ არაფერ შუაშია . ალბათ, ეგ თვითონ იმ პიროვნებაზეა დამოკიდებული, ვისთვისაცაა განკუთვნილი …. მე ასე მგონია.

-მე კი მგონია, იმაზე, ვინც არჩევს, იმიტომ, რომ მის წარმოდგენაში რომელი ფერებიც ჰგავს მთელ ცხოვრებას, ის უნდა აარჩიოს. ყველას ხომ სხვადასხვა აღქმა აქვს ფერების და ემოციაც…

-კი მაგრამ…

-ჩემთვის მე ვიცი ეგ ფერები, მართალია თაიგულს არ ავარჩევდი, მაგრამ ფერები ვიცი.

-ეგ ვაჟას და კოტეს პონტია 🙂  როცა წინასწარ იცი, რომ ვაჟა მაგარია

-ვერ გაიგე შენ. მე თაიგული არ მაინტერესებდა , მე მაინტერესებდა შენთვის რომელი ფერები იყო საინტერესო, მარტივად, ფერწერულად 🙂 თორემ მე არ მიყვარს ყვავილები.

-მესმის 🙂 რაა? არ გიყვარს?

-ხო, არ მიყვარს.მოწყვეტილი და აკინძული ყვავილები მბეზრდება, არ მომწონს…ყვავილი კაია მინდორში, ბაღში, ლარნაკში-არა.

-ეგეცაა ისე… ბადრიჯანი გიყვარს? 🙂

-:) კი, შემწვარი მაიონეზში. ერთმა ვითომ ძაან ქალურმა და კდემამოსილმა გოგჩომ ისიც კი მითხრა ერთხელ, შენ ქალი არ ხარო 🙂 მე კი სულაც არ ვთვლი, რომ თაიგულით ტკბობა და მისი ჩუქებისას განაზება ქალურობაა, მით უმეტეს, ზუსტად ვიცი, ამ განაზებულთაგან უმეტესობა იტყუება და გულში სულ სხვა რამეს ფიქრობს. მე კი  ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.და ძალიანაც მომწონს, რომ ასეთი ვარ 🙂

-ყველამ თავის კლდეებს მოუაროს… კი, აბა რა, ხარ ისეთი, როგორიც ხარ, მშვენიერია.

-შეიძლება ქალისგან არაა ეს კარგი მოსასმენი.გავრცელებული ხომ ისაა, რომ მდედრს უნდა ხიბლავდეს ყვავილები და კაცების უმეტესობაც, მდედრების მსგავსად, დაკანონებულ შტამპებს მიჰყვება და როცა ან ერთია განსხვავებული, ან მეორე, გაოცებას საზღვარი არ აქვს და არამარტო გაოცებას 🙂

-კი, შეიძლება მასეცაა. ისე მე უფრო ნათელ ფერებს ავარჩევდი ალბათ, ფერწერულად 🙂

-მე პირადად თაიგულს მირჩევნია ლამაზი ბლოკნოტი მაჩუქონ ან ლამაზი პასტა, ფერადი საშლელები, ვგიჟდები საკანცელარიო საქონელზე 🙂

-კარგი პასტა  მართლაც კარგი საჩუქარია.

-ან პატარა ლამაზი საფულე, ან ხის ან ამდაგვარი რამის გულსაკიდი, თოკზე ჩამოკონწოიალებული,ან რამე ასეთივე მაჯაზე შემოსახვევი.

-:) გაარძელე

-გაერთე ხო?

-არა, რატომ, გისმენ.

-კარგი. თმის სამაგრი, ლამაზი და რაც მთავარია, ჩემს თმას რომ გაუძლოს, ისეთი. ფერადი საყურე ზაფხულური,კარგია თუ ერევა შიგნით ლურჯი ან ცისფერი, შაბიამნისფერი, ჯინსს უხდება.თასმებიანი სამაჯური, სხვადასხვა ფერის თასმებით.

-მოკლედ, ყველაფერია ყვავილების გარდა 🙂

-რაც ჩამოვთვალე, ამ ყველაფერს კი გასწვდება ერთი თაიგულის თანხა.

-:) კი, მასეა.

-ადვილად დასასაჩუქრებელი ვარ. და პოსტიც გამოცხვა 🙂

-ხო? მშვენიერია.

-ჩაი კარგი იყო?

-უარომატულესი, მაგრამ მე კოკა-კოლა მირჩევნია, ან მარტო ლიმონი.

-გავითვალისწინებ შემდეგისთვის. ისე, მომეწონა მე შენი ფერები.

-პოსტს რა ჰქვია?საჩუქარი?

-არა, «სიტუაცია-ჭიქა ჩაი, ლიმონი, კოკა-კოლა და მონიტორი»

-:)))

Запись опубликована в рубрике მიძღვნა :) с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «სიტუაცია-ჭიქა ჩაი, ლიმონი, კოკა-კოლა და მონიტორი»

  1. მე ფერებით ვცხოვრობ 🙂 განწყობას ხშირად ფერების მიხედვით აღვიქვამ, სასიამოვნო ფერების დანახვისას სასიამოვნო ხასიეთზე ვდგები 🙂 ყვავილები მომწონს ქოთნებში და ბაღში :))))

  2. მეც ფერებით აღვიქვამ ყველაფერს, ემოციას ფერები აქვს… აი მანდ არის ჩემი ფერები 🙂

  3. ფერები… ოხ ეს ფერები… 🙂

  4. 🙂 და განსაკუთრებით წითელი 🙂 http://wp.me/p1MT1L-4R http://wp.me/p1MT1L-54

  5. Meme:

    არც მე მიყვარს დაკრეფილი ყვავილები, წუთი წუთზე რომ უნდა ჩამოსცვივდეს ფურცლები…

  6. «ზაფხულური» მომეწონა!!!

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s