ექსპერიმენტატორ-ექსტრემალი :)

უკვე კაი ხანია, ექსპერიმენტებს ვატარებ საკუთარ თავზე. ყოველ მათგანს, იმის მიუხედავად, წარმატებულია თუ არა, სასიამოვნო შედეგით დასრულდა თუ არა, მე მაინც წარმატებულად და შედეგიანად ვთვლი. ყოველი მათგანის დამთავრების შემდეგ რაღაც ახალს ვპოულობ საკუთარ თავში, ისეთს, აქამდე რომ არც ვიეჭვებდი… ამაზე კარგი შედეგი რაღა გინდა.

ვიცვლი ტყავს და, ჩემდა გასაოცრად, ძალიან მომწონს განახლებული «მე».

უკან დავტოვე წარსულზე და მის თანმდევ შეცდომებზე მოფიქრალ-მოტირალი, უარყოფითი ემოციების ტყვეობაში მყოფი, მუდმივად საკუთარი თავით უკმაყოფილო, გადაწყვეტილების სისწორე-გამართლებულობა-მორალურობაზე  შეშლილი «მე».

თურმე ექსტრემალი ვყოფილვარ. მერე რა, რომ სიმაღლის მეშინია, გაშლილი სივრცეებისაც… შინაგანად ვყოფილვარ ექსტრემალი და გადასარევად შემძლებია გიჟური გადაწყვეტილებების მიღება. შემძლებია დაკიდება რაღაც-რაღაცების, ვიღაც-ვიღაცების, შემძლებია, ვინც მატკენს გულს, უკვალოდ გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან, თან ისე, რომ ვერასდროს ვეღარ გამოჩნდეს და ისე, რომ არც ვიდარდო.  დიდი- დიდი ერთი-ორი დღე და რამდენიმეწუთიანი სეანსი საცრემლე ჯირკვლის ამუშავების და მორჩა- ვითომ არც არაფერი ყოფილა.

კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის. ოხ, გოგონია, როგორ მომწონხარ ასეთი, თავდაჯერებული, ამაყი, საკუთარი თავის ფასის კარგად მცოდნე, ზოგჯერ გიჟი და ზოგჯერ მშვიდი, ყველასთვის იმ მონეტით გადამხდელი, რომლითაც მათი ადამიანობა და შენთან დამოკიდებულება ფასდება. ოღონდ ეს გადახდა მშვიდია, უხმაურო, ზოგჯერ დუმილიანიც და საკმაოდ შედეგიანიც.

აი ვფიქრობ, ვფიქრობ და ფრენა მინდება, გგონიათ ფრთები და რამე ასეთი ბანალურ-რომანტიკული? სულაც არა. პირდაპირი გაგებით-გაფრენა მინდა საჰაერო ბურთით!!!

კიდეც წარმოვიდგინე…

ვზივარ და ვიყურები ქვემოთ, თან მეშინია და მუხლები მიკანკალებს, თან გული მიხტის აღტაცებისგან… ასე მგონია, ძარღვებში სისხლის მაგივრად ადრენალინი მაქვს. ქარი სახეში მცემს… ტანზე დავიხორკლე სიცივისგან( ნუ ჯანდაბას, გვერდით მყოფმა მომცეს თავისი ქურთუკი ჰა, თუ არა და ისედაც იოლად გავალ 🙂  ), ჰაერის ტალღა სუნთქვას მიკრავს, მზე თვალებს მჭრის, მე კი სათვალეს არ ვიკეთებ….

ქვევით მიწაა, პატარა ადამიანები, პატარა სახლები, ქინდერის მანქანები…

მე მივფრინავ…

მე მივფრინავ შორს, არა მომავალში, არა წარსულში…

მე მივფრინავ აწმყოში… იქნებ ისეც მოვახერხო, ამ აწმყოში ძირს არ დაეშვას ჩემი საჰაერო ბურთი..

იქნებ…

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

18 комментариев на «ექსპერიმენტატორ-ექსტრემალი :)»

  1. ერთხელ როგორ არ გავფრინდები 😦

  2. შენც ხო, მოლი? დამტანჯა ამაზე ფიქრმა 🙂 მინდა მინდა მინდა 🙂

  3. რა მაგარიაა, იდეა ისე მხიბლაავს!!! მაგრამ ალბათ შიშისგან ჩავიფსავ ზევით :)))

  4. 🙂 აუ აუ აუ, ეს ყველაზე მაგარი ადგილია 🙂 ვერანაირი სიტყვიერი კომენტარი ვერ შეედრებოდა ამას…:*

  5. რა უჭირს მერე, მეც შეიძლება ჩავიფსა, მარა იქ ვინ გაიგებს :)))

  6. ექსტრემალი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ გაფრენა… 🙂 უარს ნამდვილად არ ვიტყოდი 🙂

  7. მეც მასე ვარ 🙂

  8. ეე რა მაგარია! თან რა საყვარელი საჰაერო ბუშტია! 😉

  9. ერთხელ ვიფრინე , ზღვის პარაშუტუთ. მეტი ჯერ არ მიცდია, ზაფხულში ვგეგმავ პარაპლანს და ვნახოთ როგორ გამოვა. წინასწარი გეგმები და დაპირებები მიფლავდება ყოველთვის : ( იმედია ამ შემთხვეაში ასე არ იქნება

  10. მე რომ ვიჯდე შიგ, კიდევ უფრო საყვარელი იქნებოდა 🙂

  11. წარმატებებს გისურვებ,ჩემი ექსტრემალობა მაგდენს ვერ ქაჩავს, მე მარტო ასეთი ბურთით გაფრენა მინდა

  12. დარწმუნებული ვარ! 😉

  13. ერთხელ მაინც უნდა ავფრინდე . . .

  14. რა თქმა უნდა საჰაერო ბურთი ვიგულისხმე ჯერ-ჯერობით ფრთებიანი ანგელოზი არ ვარ 🙂

  15. რა თქმა უნდა, მეც ეგ ვიფიქრე 🙂

  16. ფრენა საჰაერო ბურთით..
    და ფრენა აწმყოში 🙂
    ერთი მეორეს არ გამორიცხავს და… ძალიან ძალიან მაგარია! 🙂
    პოსტიც, ფრენაც.! : )

  17. მადლობა, მეც მგონია, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ის კი არა პირიქითაც 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s