მეგობარი

იყო  დრო, როცა არ ვიყავი, ან ვიყავი და არ ვიცი, ვინ ვიყავი…

დადგა დრო, როცა მოვედი, ჩემთვის გაუგებრად, დაუკითხავად…

იყო დრო, როცა უკვე ვიყავი და არც კი ვფიქრდებოდი, რა იყო ეს და რას მოიტანდა ეს ყოფნა…

იყო დრო, როცა დავფიქრდი და გამიხარდა, რომ ვიყავი…

დადგა დრო, როცა მეტკინა, რომ ვიყავი…

იყო დრო, როცა დავფიქრდი, რატომ ვიყავი და თუ ვიყავი, რატომ იყო ეს ასე ტკივილიანი ყოფნა…

დადგა დრო, როცა ვინანე, რომ ვიყავი და მინდოდა აღარ ვყოფილიყავი…

მოვიდა დრო, როცა გადავხედე ყველას და ყველაფერს, რაც კი ჩემს ყოფნას მოჰყვა…

დადგა დრო, როცა ძალა აღარ მქონდა ყოფნის, დამხმარე მჭირდებოდა და ვეძებდი ადამიანების ქაოსში…დიდხანს… გამწარებით… და მოვიდა …

დაიწყო დრო გაოცების და აღმოჩენების, ზოგჯერ ცხვირში მწარედ და დაუნდობლად გარტყმული  სიმართლის, სიბრაზის, მერე დაფიქრების და აღიარების, რომ დამსახურებულად მოგხვდა ეს სიმართლე…შეჩვევა, ისევ გაოცება, ნდობა და აღიარება იმის, რომ რაღაც შეიცვალა შენში,რაღაც ამოტრიალდა თუ პირიქით, გადატრიალდა…

დადგა დრო მხრებში გაშლის და სიხარულის, რომ სულაც აღარ გწყინს, რომ ხარ, ის კი არა, ხანდახან კიდეც გიხარია…

და დგას დრო სისავსეობის… ხარ სავსე, თითქოს არც არაფერი მიგმატებია საამისოდ, თითქოს დიდად არც არაფერი გამოცვლილა, მაგრამ მაინც გრძნობ ამ სავსეოობას სადღაც შიგნით და ხარ  მსუბუქი და ძლიერი… და ხვდები, რომ ეს განცდა სწორედ მაშინ გეუფლება ყველაზე მეტად, როცა ფიქრდები, რომ მარტო არ ხარ, რომ მოხდა ისე, ბოლოს და ბოლოს, რომ  ვიღაცამ მაინც შეძლო შენი ამოთრევა უაზრო ფიქრების ჭაობიდან… ამას კი მოსდევს ფიქრი: რა იქნებოდა, ასე რომ არ მომხდარიყო…

დადგა დრო ვთქვა: როგორ მიხარია, რომ საჭირო დროს საჭირო მეგობარი შემოვიდა ჩემს ყოფნაში! როგორ მიხარიხარ, აზრზეც არ ხარ! როგორ მინდა, მეც შევძლო რამის გაკეთება შენთვის!

ნეტა რატომ ეძებენ სასწაულებს ზეცაში? ყველაზე დიდი სასწაული ადამიანია…

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

11 комментариев на «მეგობარი»

  1. მართლა ყველაზე დიდი სასწაულია ადამიანი, კატერინა.

  2. ხო, არადა რა იშვიათად ვფიქრობთ ამაზე არა?

  3. იშვიათად ვფიქრობთ, იმიტომ, რომ ძალიან ჩვეულებრივი, მოსაწყენი და უინტერესო რამ გვგონია 😦 და სასწაულებს სხვაგან ვეძებთ.

  4. თურმე მაგასაც სწავლა ნდომებია… ვსწავლობ მე ნელ-ნელა და მიხარია. ყველა, ვინც რამეს წარმოადგენთ ჩემთვის, ჩემი პატარა სასწაულები ხართ… სუყველა!!!

  5. მე მიყვარხარ შენ ყველაზე ჩემებურად !!! : )

  6. ყველას ჩვენ-ჩვენებურად გვიყვარს 🙂 მეც მიყვარხარ და იცი ეგ ამბავი შენ

  7. რა პოზიტიური დასასრული აქვს პოსტს!
    ყველაზე დიდი ასწაული ადამიანია მართლაც, და სწორედ ორიოდ საათის წინ ვფიქრობდი ამაზე, თუმცა სხვა მიზეზით. ჩემი პატარა ნათლული მყავდა გულში ჩაკრული და აღფრთოვანებაში მოვყავდი მის თითოეულ ამოსუნთქვას და მოძრაობას… ის ადამიანია, პატარა სასწაულია.

  8. მეც მასე ვფიქრობდი, სასწაულად მხოლოდ პატარას აღვიქვამდი, მაგრამ ახლა ასე მგონია, რომ სასწაული მხოლოდ ზრდასრული ადამიანია, თუკი შეინარჩუნა უნარი ისეთი იყოს შენთვის, როგორიც აქაა აღწერილი 🙂

  9. ჰო ალბათ ასეცაა, ალბათ კი არა აუცილებლად ასე იქნება.

  10. არაჩვეულებრივი ფორმითაა დაწერილი 🙂
    მე->იმითვის, ის-> შენთვის, შენ -> … კიდევ სხვისთვის, ის სხვა-> …. და ასეთი უხილავი ძაფებითაა სამყარო და ადამიანების ურთიერთობა (http://wp.me/pNlTr-6V) ….
    კარგი ჩანაწერია ….

  11. ისეთი გულით ვწერდი, უნდა გამოსულიყო კარგი ვეჭვობდი, მაგრამ რაკი ასე აფასებ, დავიჯერე 🙂 გამიხარდა.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s