სამყაროს «მოლეკულები»

უცნაური არსებაა ადამიანი. მის ამ უცნაურობას უცნაური თვისება-აჩემებები განაპირობებს. ასეთები კი უამრავია. ერთ-ერთი ამათგანი საკუთარი მარცხის თუ წარუმატებლობის ვერატანა, ვერგადახარშვა და სხვებზე გადაბრალების სურვილია

რა თქმა უნდა, ასე უფრო ადვილია. არ გაგიმართლა? იძახე გაუთავებლად, რომ დაუნდობელია წუთისოფელი და ბოროტია სამყარო, რომ ყველაფერი შენს წინააღმდეგაა! დაირქვი უიღბლო! ასე უფრო მარტივია შეეგუო იმას, რაც გაწუხებს. არადა ეს სამყარო არის თავისთვის და შენ მისთვის მოლეკულაზე მცირე, მოღოღიალე არსება ხარ, რომლისთვისაც თავსაც არ შეიწუხებს და სულაც ცალ ფეხზე ჰკიდია, გაგიმართლებს თუ არა, გამოგივა რამე თუ არა.

ცხოვრებისეულ  კანონზომიერებებს რაც შეეხება და წუთისოფლის ამაოება-სიმუხთლეს, აქ ახალი და თავიდან აღმოსაჩენი არაფერია. რაც მეტია ადამიანობის ხარისხი, რაც მეტია სულიერება, მით მეტია  სირთულე, წინააღმდეგობა და შანსიც, წარმატებით აუარო გვერდი წარმატებებს. გასაკვირი აქ არაფერია. ის, ვისაც ადამიანობაში არ აქვს გარღვევა, დაუნანებლად გასცემს სიმდიდრეს საკუთარი სულისას, გასცემს სითბოს და ხარჯავს ენერგიას. უკან კი სამყაროში მარტო ბოროტება და ცუდი ბრუნდება, კარგი უბრალოდ გზას აგრძელებს. ენერგია კი მარტო ფიზიკის კანონებშია მუდმივი. ხოდა, ეტყობა ხარჯავ და ვეღარ ივსებ, ამიტომაც რაღაც სუსტდება, არ ვიცი რა ქვია ამას, ბიოველი თუ აურა, თუ კიდევ სხვა რამ, მაგრამ ერთი აშკარაა-ადამიანობის ხარისხის სიდიდე უკუპროპორციულია კეთილდღეობის და წარმატების  და რუსთაველისეული «ბოროტსა სძლიან კეთილმან» მხოლოდ სურვილია იმის, რომ ეგებ და იმ სხვა სამყაროში, რომლის არსებობაშიც ხან ხარ და ხან არა დარწმუნებული, იყოს ასე.

მოკლედ ასეა. კანონზომიერებაა ეს და ამას არაფერი შეცვლის. ამიტომ ამ არგუმენტის გამო ჭკუიდან შეშლა და დეპრესიულ ყოფამდე მისვლა არ იქნება ალბათ სწორი. აბა რა აზრი აქვს ამაზე დარდს, თუკი მაინც ვერ შეიცვლები? და თუ შეიცვლები და აჰყვები სურვილს მოერგო ამ კანონზომიერებას, მაშინ ვერც ყოფილხარ ისეთი, რომ უფლება გქონოდა თავი მაღალი სულიერების ადამიანთა სიაში მოგეაზრებინა. ხოდა, აბა, რაღაა საწუხარი? არჩევანს ხომ ყველა თვითონ ვაკეთებთ?!

ახლა რაც შეეხება  სხვებზე გადაბრალებას. ესეც უნებისყოფოთა და სუსტთა მეთოდია. კარგი, ვთქვათ, დააბრალე მუდმივად სხვას, ამით იცვლება შენი მდგომარეობა? ამით უბრალოდ თავს იტყუებ,  ხედვას იბრმავებ, რომ გული დაიმშვიდო. ძნელია საკუთარი მარცხის ან შეცდომის აღიარება. არადა ყველაზე სწორი გზა ესაა.

გამოსავალი მაინც ეს მგონია. არ გამოვიდა რაღაც, არ შედგა, დამარცხდი? დაფიქრდი, გადახედე საკუთარ გზას და დაინახე, რომ რაღაც შეგეშალა, რაღაც დააკელი მცდელობას, რაღაც ზედმეტი მოგივიდა, ვიღაც შეცდომით აარჩიე ცხოვრებაში შემოსაშვებად. აღიარე, რომ ყველაფერში თვითონ ხარ დამნაშავე, ოღონდ ისე კი არა, რომ ახლა თვითგვემას მიეცე და ამან ჩაგძიროს.  ამ აღიარებას ხანგრძლივი პროცესი უნდა მოჰყვეს აზროვნების , დასკვნების  და საბოლოოდ ცვლილებებით უნდა დამთავრდეს. ამ ყველაფერმა ვერ უნდა ჩაგძიროს, ვერც უნდა გაგაბოროტოს. უნდა გააგრძელო გზა გამოტანილი დასკვნებით და შენს აზროვნებაში მომხდარი ცვლილებებით გაძლიერებულმა და არ შეგეშინდეს ახალი შეცდომების დაშვების, რადგან  ეს რაღაც განსაკუთრებულ საინტერესოობას და ფერებს აძლევს ცხოვრებას. ალბათ ადამიანად ყოფნის პრივილეგიაც ესაა-შეგეშალოს-გააანალიზო-განაგრძო. შეუმცდარები მიცვალებულები არიან 🙂

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «სამყაროს «მოლეკულები»»

  1. საკუთარი წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალება მეტად იოლი და ღრმად სასიამოვნო პროცესია — რა ჯობია, დამნაშავეს რომ იპოვნი და ჯერ თავს, მერე სხვებს რომ დაარწმუნებ — მე კარგი, ფუმფულა, ჭკვიანი და ყოველმხრივ მოწესრიგებული ვარ და ის ბოროტი ბუა რომ არა, ყველაფერი კარგად მექნებოდაო.

    ოღონდ, ამ ტკბილმა სიროფმა ისეთი შეტყუება იცის, რომ ბოდვას (და ეს ბოდვაა, რა თქმა უნდა) ძალიან იოლად დაიჯერებ და იქნები სულ ასე… არც არაფერი შეგეცვლება. წარმატებულიც ვერ გახდები. უბრალოდ, ზუსტად გეცოდინება, რომ შენი ბრალი არ არის.

  2. და ამ დროს მაინც შენი ბრალი იქნება 🙂 . და ეს ბოდვა ზოგჯერ პარანოიად იქცევა 🙂

  3. ჰო, აბა არა… მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალი.

    ზოგჯერ კი არა, თითქმის ყოველთვის, კატერინა.

  4. როგორც ყოველთვის, მიმიხვდი, რისი თქმაც მინდოდა 🙂

  5. » რაც მეტია ადამიანობის ხარისხი, რაც მეტია სულიერება, მით მეტია სირთულე, წინააღმდეგობა და შანსიც, წარმატებით აუარო გვერდი წარმატებებს. გასაკვირი აქ არაფერია.» — არც მიკვირს! რაც ჩემი ბრალია სხვას რატომ უნდა დავაბრალო?! არ მინდა ასეთი სიმშვიდე!

  6. ჭეშმარიტად ძლიერი მამაკაცის პასუხია, ჩემო ცოტნე 🙂 *:

  7. Meme:

    როგორ მიჭირს ხოლმე საკუთარი შეცდომის გააზრების მომენტიდან დაწყებული თვითგვემის ზვირთების შეკავება:) ნამეტანი არაფერი ვარგა, თან რომ ასეთი ადამიანური მომენტია და პლუს კიდევ, უფრო საინტერესოს ხდის ცხოვრებას, შენი თქმის არ იყოს.

  8. ალბათ თვითგვემად არ უნდა ვაქციოთ და იმაზე ვიფიქროთ, რაც სასარგებლოა მასში 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s