მხიარული ზაზუნას დღე

უკვე რამდენიმე დღეა დიდთოვლობასა შინა ვარ მოყოლილი და იმ ჩვენი ყბადასაღები თუ ყბადაღებული ნესტან-დარეჯანივით ციხეს( უფრო სწორად «ბელეტაჟიან» სახლში) ვზი ეზომ მაღალსა( ოღონდ არა ქაჯეთისაში, თუმცა არც დიდი განსხვავებაა მასა და ლოტკინს შორის).
თეთრი საყელოს სინდრომი მჭირს და თავს დავდებ, ბარად ჩამოსვლა ასე თვით ამ მოთხრობის გმირსაც არ უნდოდა.

ყოველ დილით ვიღვიძებ იმედით, რომ ფარდას გადავწევ და თეთრი ფერი არ მომჭრის თვალს. შენც არ მომიკვდე!

ყოველ დილით ვდგები, მივდივარ ფანჯარასთან, ვწევ ფარდას, ვიწყებ ჭუჭყუნს და აყლოჭინებული ტირილნარევი ხმით ვმღერი: «თოვლის ფიფქი თავნებაააა ტუჩებზე რომ მადნებააააა… დილდილაოდელაა დილდილაოდელაა დეეელააა…» თან მეტირება.შვილები იხევიან სიცილით, მეც მეცინება.მერე  მაშინვე ვასწორებ ლოგინს(ჩვევა მაქვს ასეთი), მერე გავდივარ და ვადგამ ჩაიდანს, სანამ ადუღდება, თუ გამიმართლა და არის ცხელი წყალი, აბაზანაში შევდივარ, თუ არა და ვიცვამ.არა, თუ ვიბანავე, მერეც ვიცვამ 🙂 . მერე ვსვამ ყავას, მერე ვიწყებ ხორციელ საზრდოზე ზრუნვას, ერთობ ამაღლებულ რიტუალს ჭურჭლის რეცხვა-სახლის მილაგების. მერე ვრთავ კომპიუტერს. მერე მოდიან მოსწავლეები, მერე ისევ საჭმელ-ჭურჭელ-ლაგება, მერე ისევ კომპიუტერი, მერე გვიანობამდე ფილმების ყურება და მერე ძილში დაცემა, ოღონდ არა ძილსა შინა დაცემით 🙂 .

მერე ისევ თენდება, ისევ ვდგები, ისევ ფარდას ვწევ და ასე შემდეგ.

ასე მგონია, დრო გაჩერდა და ერთ დღეზე გავიყინე. ზაზუნას დღე მჭირს.

დღეს ერთობ გამართეს მოსწავლეებმა. კიდევ ერთხელ ვუმადლი საგანმანათლებლო სისტემას, რომ მაძლევს ამის საშუალებას, რომ ამდენი მარგალიტია ჩვენს სკოლებში და სახალისო თემა არასდროს ილევა. მაგალითად,  ღვაწლმოსილი, მხცოვანი პედაგოგი ერთ-ერთს ჩემი მრევლიდან, რომელსაც ნერვის ანთება აქვს, არიგებს, რომ ამისთვის ძალიან კარგია შარდი. და საერთოდ, თუ დალევს, ეს ხომ ყველაფრისთვის საუკეთესოა და რომ თვითონ კაი ხანია სვამს. უკვე ხვდებით ხო, რა რეაქცია მოყვებოდა ამას დამამთავრებელ კლასში? რა თქმა უნდა, ჩამიკენჭეს ყველაფერი, აბა მაგას როგორ გაუშვებდნენ ხელიდან! თემა გაიშალა, განივრცო და რაციონიც კი შევუდგინეთ ექსკრემენტების მოყვარულ გურმანს 🙂

ახლა არგუმენტირებული ესეს ჯერია. თემა ეხება ეკოლოგიას და ეკოლოგიურ საფრთხეს. მე ვკითხულობ საყვარელი, ჩერჩეტა ბიჭის ნაწერს და ვიგლიჯები სიცილით. » აუ აუ მააასწ რა, წაგვიკითხეეეეთ»,-მახვეწებიან ყელგამოგლეჯით. რად უნდათ ხვეწნა, ისედაც წავიკითხავ, აბა რას ვიზამ? ამას გავმაზავ? თანაც გამომსახველობით, საჭირო პაუზებით, მეტი ეფექტისთვის.

მოკლედ ვიწყებ:

დასაწყისი ისეთი არაფერია, თუ არ ჩავთვლით, რომ მართლწერას დედა აღარ ჰყავს და ლექსიკა ცხარე ცრემლებით მოთქვამს. გადავდივარ მაგალითებზე:

» ჩვენი გარემო ძალიან დაბინძურებულია. არის ნაგავსაყრელები, სადაც ხშირად არიან მსხვილფეხა პირუტყვები. ისინი ჭამენ ნაგავს, ინფიცირდებიან, მერე აქედან ხვდებიან საძეხვეში ან სასუსათოში და იქიდან ჩვენს პირში» 🙂 🙂 🙂 მე უცებ ვიღებ ფანქარს და ქვევით ვუხატავ სქემას ისრებით და  რგოლებით, შიგნით წარწერებით: » ნაგავსაყრელი», «პირუტყვი», » საძეხვე», «ჩვენი პირი».

გავერთეთ.

ახლა გადავდივართ მეორე მაგალითზე: » იმ დღეს პარკში წყვილი მოვიდა და ჩემს წინ დაჯდა სკამზე»,- აქ ვჩერდები და პაუზას ვჭიმავ.-» ლაპარაკობდნენ. როცა წავიდნენ, ვნახე, რომ მათ გარშემო სულ სავსე იყო ყველაფერი სიგარეტის ნამწვავებით, ცელოფნის პარკებით და მზესუმზირის ნარჩენებით». აქ  უკვე ვეღარ ვითმენ და ვერთვები:- კი, მარა, თუ ლაპარაკობდნენ, ეს ამდენი სურსათ-სანოვაგე როდისღა შეჭამეს? მარა აი ხო ხედავთ? ეს ყველაფერი იმის ბრალია, პარკებში «ზასაობა» რომ აკრძალეს, თორემ ხომ დაკავდებოდნენ და გარემოც გადარჩებოდა დაბინძურებას?

ოთახი ინგრევა ხარხარით და ჩვენ ერთიანი ძალებით  ვწერთ ესეს დასკვნას:» პარკებსა და სკვერებში «ზასაობის» უფლების აღდგენა რეალური გზაა ეკოლოგიური საფრთხისგან გადარჩენის».  ყველას ცრემლები გვდის, გვტკივა სახის კუნთები სიცილით, მუცელიც.

ვსერიოზულდებით და ვაკეთებთ ტესტებს. პერიოდულად ხან ერთს გვახსენდება და გვიტყდება სიცილი, ხან მეორეს და ასე  ყლოჭინ-სიცილ-ძაგძაგში ჩავკალით გამსახურდია.

დღეს მხიარული ზაზუნას დღე იყო 🙂

Запись опубликована в рубрике რეპეტიტორული ამბები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «მხიარული ზაზუნას დღე»

  1. მშვენიერი დღე გქონია 🙂
    ისე, თოვლი მეც მომბეზრდა 😦

  2. პერიოდულად ვურეკავ და ციტატებს ვუკითხავ :დდდდდ

  3. ra satauri aqvs 😀 😀

  4. მეც ვიმხიარულე თქვენთან ერთად 🙂 რაც შეეხება შარდის დალევასმ მე მაგ თემაზე ვიღაც ექიმ-მეცნიერის წიგნი მაქვს წაკითხული, სამწუხაროდ არ მახსოვს გვარი, დეტალურად ხსნის შარდის სამკურნალო »თვისებებს», რამდენიმე გადადებული პაციენტის გამოჯამრთელებას შარდით დაზილვასადა დალევის მერე. ალბად მაგ პატივცემულმა პედაგოგმა ეგ წაიკითხა 🙂

  5. აუუუ რამდენი ვიცინე! 🙂 🙂 🙂 კარგი იყო! რა ჯობია მხიარულობას. იმ რჩევამ მთლად «დაგლიჯა»! 🙂

  6. რა კარგი იყო 😀 სიამოვნებით დავუბრუნდებოდი აბიტურიენტობას 😀

  7. ჰაჰა :))))
    გაგიჟდები საიდან მოსდის ამ ხალხს ასეთი აზრები თავში… ისე შარდის სამკურნალო თვისებებზე მეც მსმენია, აი ჩემი მეზობელი აქტიურად იყენებდა თვალში ჩასაწვეთებლად : ))) კატარაქტას შველისო…

  8. არ თქვა 🙂 თან ასეთი დარტყმული აუცილებლად სკოლაში უნდა იყოს 🙂

  9. მაკა:

    „…. კარგია, კარგი, ჩრდილში, ხანდახან დიკენსი… ს„ თემაზე __ კარგია, კარგი ხანდახან სიცილი მეცადინეობის დროს ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s