რომანტიკული «პოლიგონი»

ცხოვრებაში ბევრი რამაა რთული, მაგრამ ამ სირთულეთაგან მაინცაა ერთი, გამორჩეული, რაკი ყველაზე მტკივნეული მისი სირთულის ვერგამკლავებაა. ეს ადამიანური ურთიერთობებია. ამ ურთიერთობათაგან კი  გამორჩეულსირთულიანი M & W ურთიერთობებია, რაც მუდმივი სალაპარაკო-გასარჩევი თემაა ორივე მხარისთვის.

სქესთა შორის ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში «პოლიგონს» ემსგავსება, თავისი სტრატეგიებით, ბრძოლის მეთოდებით, შეტევებით, ტერიტორიების დაპყრობა-დათმობით, ზავით, მარცხით, «ტრაფეით», ომიდან გამოყოლილი ფსიქოლოგიური ტრავმებით, რეაბილიტაციის  მძიმე და ხანგრძლივი პერიოდებით და ახალი ტაქტიკის და სამიზნეების შერჩევით. ორივე მხარე ამაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

«ყველა ერთია»-ესაა მათი ამოსავალ-დასაყრდენი და ყველა  სირთულის თუ გაუგებრობის ასახსნელი. სადღაც არის ლოგიკა ამ დებულებაში, თუკი იმ საერთოს გავითვალისწინებთ, რაც სქესის დამახასიათებელი და სქესიდან გამომდინარეა თავისი თავისებურებით, მაგრამ მარტო ამით განსაზღვრო ყველაფერი, არც ესაა სწორი. მაშინ რა ვუყოთ ინდივიდუალიზმს, პიროვნულ თვისებებს, ღირსებებსა თუ ნაკლს? ქალისა თუ მამაკაცის ღირსებაც იქიდან გამომდინარეობს, რამდენად შეუძლია ამ სქესური ერთფეროვნების და მსგავსების მიღმა შენი ინდივიდუალიზმის და ღირსებების დანახვა-დაფასება.

მას შემდეგ, რაც დიადი გარდაქმნები დავიწყე, ამ თემასაც დავუფიქრდი, რაღაც-რაღაცებს გადავხედე, რაღაც-რაღაცები გავამარტივე და მივხვდი, რომ ასე უკეთესია და ამით არა თუ არ ზარალდება ვინმე, პირიქით, ყველა კმაყოფილია და ურთიერთობებიც გაცილებით არადამძაბველი და კომფორტული ხდება. რა მოვიმოქმედე? ისეთი არაფერი, უბრალოდ ვისწავლე საპირისპირო სქესის თვალით შევხედო ყველაფერს. ვისწავლე, ვცადე, შევძელი და ვაღიარე, რომ ბევრი რამ გვქონია მათთგან სასწავლი…

არ გეგონოთ, რომ ახლა დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ მამაკაცი უფრო ჭკვიანია და უფრო ნიჭიერი და რომ ქალი ვერ მოვა მასთან. ეს «თეორია» ძალიან სასაცილოდ მიმაჩნია და საუკუნეეებით უკან გადავყავარ თავისი ჩამორჩენილობით. სულაც არ  ვთვლი, რომ სქესი განაპირობებს ან ნიჭიერებას,ან შესაძლებლობებს( ნუ, ფიზიკურს არ ვგულისხმობ).

ადამიანი რომ ეგოისტია თავისი ბუნებით, ეს უდავოა. თუმცა ეს ეგო გაცილებით მეტია მამაკაცებში და ამას არ უნდა მტკიცება, ეს ჩვილ ბავშვსაც კი ეტყობა და განასხვავებს გოგოსგან( ორი ცალი მყავს და კაი ხანია ვაკვირდები :დდ ). ამიტომაცაა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები  ყველა ურთიერთობას საკუთარი თავიდან და ეგოდან, საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე აწყობენ თუ ამთავრებენ. და თუ კარგად დავუკვირდებით, ცუდი ამაში არაფერია.

ისინი გაცილებით ადრე  ემშვიდობებიან რომანტიზმს, ვიდრე ქალები. შეიძლება არანაკლებ მტკივნეულად, მაგრამ წარმატებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათში საბოლოოდ კვდება რომანტიკა ან სურვილი ამის შეგრძნების. უბრალოდ მათი რომანტიკა უფრო მოგებულია რეალობას, ვიდრე ქალების და ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სწორედ ამის გამო შინაგანად ლტოლვა რომანტიკისკენ კაცს უფრო შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე ევას ნაშიერს.

ისინი, ქალებისგან განსხვავებით, არ სახავენ შორეულ გეგმებს და არც გლობალურ შედეგებზე ფიქრობენ ურთიერთობის დასაწყისშივე. არც ამაშია რამე ცუდი. ხომ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ წუთისოდენა წუთისოფელში სასაცილოა სულ მომავალზე ფიქრი, რომ უმჯობესია დღევანდელი დღით იცხოვრო და თუ ეს დღევანდელი დღე კარგი გამოვიდა შენთვის და ხვალინდელი დღის დასაწყებად ხალისი შეგმატა, რაღა გინდა მეტი? ზეგის ამბავს ხვალინდელი გამოაჩენს და ასე შემდეგ. და თუ ასე მიჰყვები, ეგებ  გაისისაც კი დაგანახოს და თუ არ დაგანახებს, არც ეგაა ტრაგედია. რაც იყო და რამდენ ხანსაც, ის მაინც იქნება ისეთი, რომ სატანჯველივით გასახსენებელი არ გექნება და ეგებ კიდეც გაგეღიმოს, მასზე ფიქრისას.

ჩვენ ძალიან ცოტა ხანს ვცხოვრობთ იმისთვის, რომ ბრძოლის ველად ვაქციოთ ურთიერთობა. ალბათ, გაცილებით სწორი და მომგებიანიც იქნება, იმას მივაქციოთ ყურადღება და იმას გავუფრთხილდეთ, რაც მოგვწონს ამ ურთიერთობაში და არასდროს ვეცადოთ ერთმანეთის გადაკეთებას. ასე გაცილებით ადვილია ტანჯვას არ დაემგვანოს ყველაფერი და ამ ექსპერიმენტულ-დოკუმენტურ სამყაროში მცირე შვება და სიამოვნება, ადამიანური სითბო და გაგება მოვუტანოთ ერთმანეთს. ეს კი  არავის არაფრით დააზარალებს. ის კი არა ვინ იცის, ეგებ სწორედ ასეთი მიდგომით უფრო მყარი და სასიამოვნო იყოს ურთიერთობა?!. თუ არადა, დაწყება-დამთავრებაშიც ხომ ერთგვარი რომანტიკაა?!.

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

13 комментариев на «რომანტიკული «პოლიგონი»»

  1. სერიოზულად გიმუშავია, კატერინა.

  2. მიხარია, თუ შევასრულე დანაპირები 🙂

  3. საინტერესო მიდგომაა. თუმცა ჩემტვის მისაღები არაა. მაგალითად მომავალზე არ იფიქრო 🙂 ნუ რომანტიკა მაშინ როცა შესაძლებელია. მომავალზე რომ არ ვიფიქრო არ შემიძლია, გაურკვევკლად ცხოვრება არ შემიძლია, უნდა ვიცოდე მისი იმედი უნდა მქონდეს ტუ არა. რომანტიკა კი ცხოვრებას ალამაზებს, მე ვერ ვცხოვრობ ისე როგორც ის ადამიანები რომლებიც ტავს ბევრი რამის უფლებას აზლევენ, თუნდაც ფულით, ამიტომ მე ერთადერთი რომანტიკული ჟესტებით შემიძლია გავილამაზო ჩემი პირადი ცხოვრება, და ესეც რეალობას თუ მოვარგე სულ გვერდით დამრჩება რომანტიკა 🙂 უამრავი პრობლემაა, ასე გრძნობაც უფერულდება. თუმცა ვინც ამას გადალახავს მერე ყველაფერს მოერევა 🙂 კატერინა წარმატებას გისურვებ. კიდევ რა მინდა ვთქვა შენი ბლოგი ძაიან ნელა იხსნება, თანაც სხვადასხვა კომპიდან ვცადე, ინტერნეტიც არაა ნელი, რამე სჭირს? იქნებ უშველო ჰა? 🙂

  4. კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ კარგია ტუ შეგიძლია საპირისპირო სქესის მხრიდან დაინახო შენი თავი და ურთიერთობა, ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია.

  5. არ ვიცი, რა ვუშველო, თითქოს ყველაფერი ვცადე. თუ რამე იცი, მირჩიე, მეც გამაწვალა 😦

  6. ხო, მეც ასე მგონია 🙂

  7. ჩემი ვერსია რატომაც ჭედავს არის ის, რომ პირველ გვერდზე არის ბევრი პოსტი და ინფორმაცია. აბა სხვა არ ვიცი რა შეიძლება იყოს, იქნებ 5 პოსტი დაგედო პირველ გვერდზე და გენახა რა მოხდება?

  8. გამოვხშირე და მგონი გაჭრა. მადლობა :*

  9. ხოოდა შემოვიპარე მეც. პოსტიც და მიდგომაც მშვენიერია. აი რომანტიკას რაც შეეხება ოოო… საკმაოდ სადაოაა 🙂 ძაალიან ხშირად, ურთიერთობის დასაწყისშივეც ქალები ნაკლებად რომანტიულებია არიან ვიდრე მამაკაცები. უფრო სწოედ უფრო პრაქტიკულები. ეგოისტები? ჩვენ ( თქვენ და ჩვენ) ჭადრაკის დაფასავით ვართ. სადაც თქვენ არ ხართ ეგოისტები ჩვენ ვიჩენთ მას და პირიქით. გააჩნია ფიგურას — ამ დაფაზე ვინ როგორ დადის 🙂

    და აქვე ეს დაობებული ლინკი 🙂
    http://www.mtvarisklubi.com/2009/09/blog-post_27.html

  10. არა, არ ვიდაოთ, შენ თვითონ არ თქვი, ვინ როგორ დადის, გააჩნია ფიგურასო? ხოდა მეც მაგას ვამბობ, გამონაკლისები ყველგანაა 🙂

  11. 😉 კააი მაშინ ! 🙂

  12. ძლივს შემოგიტყუე ძამა აქ და რავა შეგედავები? ისედაც, გურული კი ვარ, მარა არ მიყვარს დავა და დავიდარაბა 🙂

  13. უფ როგორ გეთანხმები : )

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s