«ევრიკა» ანუ ვინ იცის?!.

არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს საკრალური ვაშლის თავში დაცემას მივამგვანო, მაგრამ მაინც ვიყვირებ «ევრიკას». კარგახნიანი თვითძრომიალის და განსჯის შემდეგ მივედი დასკვნამდე: ყველაფერი ის, რასაც ვუფრთხილდებოდი და ვთვლიდი ჩემს პლუსად, ჩემსავე წინააღმდეგაა და ხელს მიშლის ცხოვრებაში, მიმძიმებს ხასიათს და მუდმივად შეწუხებულ მდგომარეობაში მამყოფებს. დროა დიადი გარდაქმნების დაწყების. გიგანტური საშლელით უნდა ვეცადო გადავუარო ამ ყველაფერს და შემდეგ ვცადო გაგრძელება.

ადამიანებთან ურთიერთობებს რაც შეეხება, აქ უკვე აღარც დარჩა რამე წასაშლელი, ისედაც გამოხშირულია და თითზე ჩამოსათვლელი დავიტოვე სიახლოვეს.  აქ წაშლის მაგივრად დასამატებელია, ოღონდ არა იმისთვის, რომ გადმოვაბიჯებინო სიახლოვეს მყოფებში, ისე, უბრალოდ, სიახლისთვის და ახალ-ახალი დაკვირვებისთვის.

არასდროს მინანია ის, რომ დროის და ენერგიის დიდი ნაწილი დავუთმე ცოდნის მიღებას და სულიერების დახვეწას, რომ წიგნი ჩემი განუყრელი მეგობარი და თანამგზავრი იყო და სწორედ ამ ყველაფერს ვუმადლი ჩემს ისეთად ჩამოყალიბებას, როგორიც ვარ და სულაც არ ვთვლი, რომ არ ვარ კარგი. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, დადგა დრო გავჩერდე…აღარ ვკითხულობ… მივხვდი, რომ ამის გაგრძელება აღარაფერს შეცვლის ჩემს აზროვნებაში, რაკი ის ისედაც ჩამოყალიბებულია, არც სულიერებაში, ვერც ისეთ რამეს აღმოვაჩენ, რაც აქამდე არ ამომიკითხავს და ერთადერთი, რაც შემრჩება ხელში, მორიგი ემოციური შემოტევა და დათრგუნვაა. ეს კი ნამდვილად აღარ მჭირდება.

ინფორმაცია? ესეც მეზედმეტება. ისედაც მრავლადაა ჩემი ტვინის უჯრედებში და ამას სულაც არ მოაქვს ბედნიერება. ისედაც ვიცი, რომ ვცხოვრობ სასტიკ სამყაროში, სადაც ბისეტის ერთი წიგნის სათაურის არ იყოს, ყველაფერი ყირამალაა, სადაც არ ფასობს ის, რაც უნდა ფასობდეს და სადაც ყველაფერი  ეგოიზმზე, ანგარიშზე და გათვლებზეა დამყარებული.

წარსული წაშლილია და არაფერი დარჩა გასახსენებელ-მოსაგონარი ბავშვობის მცირეოდენი ნაწყვეტების  და იმ ადამიანების გარდა, რომელთა სიყვარული და მონატრებაც დღემდე მაქვს გულში. დარჩა მხოლოდ გარკვეული ნაწილი შეხედულებების. დროა მეც ყველაფერი ამოვაყირაო.

სასაცილოა ბრძნული მტკიცება სიყვარულის და მსხვერპლგაღების შესახებ. რეალობა ისაა, რომ ასეთ სიტუაციებში ყოველთვის ერთია დაზარალებული და გულნატკენი. რეალობაში არასდროსაა ორმხრივი ეგოიზმისგან გაწმენდილი უანგარო მსხვერპლგაღება  და, შესაბამისად, გაბითურებული ყოველთვის ისაა, ვისაც ეს შეუძლია. ამიტომაც წავშალე სურვილიც და მოლოდინიც, უსაშველოდ გრძელი მათემატიკური მაგალითის მსგავსად,  ნელ-ნელა რომ უნდა შეკვეც-აბათილო  რაღაცები და ბოლოს გამარტივებულ-გამოხშირული დაიყვანო ერთ პასუხამდე: არ ელი, ესე იგი არც გწყინს; არ  იხარჯები ძველებურად, ესე იგი არც საპასუხოს ელი და არც გული გწყდება. თვალი თვალის წილ… და ყველაფერი მარტივადაა. გამონაკლისი მხოლოდ 2-3 ადამიანზე ვრცელდება, რომალთაგან არც არაფერი მეწყინება ისე, რომ ვერ ვაპატიო და ვერც შევცვლი ჩემს დამოკიდებულებას, რაკი ისინი ჩემი ნაწილი არიან, ჩემი სისხლის  ნაწილი…

წარსულს ვუტოვებ ჩემს მოლოდინს და გულუბრყვილობას, ცოდნას და ინფორმაციას და გზას ვაგრძელებ … წაშლილზე ახლის გადაწერა არ ივარგებს, რადგან უსუფთაო გამოვა. საშლელი მაინც ტოვებს ძველი  ნაწერის კვალს. მეც ამ კვალით გაძლიერებული სრულიად ახალ გზას დავადგები…

ვინ იცის, ეგებ მართლა სჯობდეს ნაგვის ურნაზე დაწერილი ლექსები ჩემთვის აქამდე მიღებულ პოეზიას?!. 🙂 ვინ იცის, ეგებ უფრო ადვილი გახდეს ყველაფერი?! ვინ იცის, ეგებ მართლა გენიალურია ის, რაც მარტივია?! ვინ იცის?!.

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на ««ევრიკა» ანუ ვინ იცის?!.»

  1. ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიურია, კატერინა. დროდადრო აუცილებელია რაღაცების შეცვლა. ასე რომ, წარმატებები!

  2. აზრი ცვლილებაზე თუ აზრში ცვლილება — უკვე ცვლილების დასაწყისია 🙂 გილოცავ ….

  3. Meme:

    პიროვნული დამოკიდებულებების საკითხში გიგანტური საშლელის მომხრე ვერ ვარ, არ გამოდის უბრალოდ, თუმცა, თუ ეს ასე მნიშვნელოვანია ცხოვრების უკეთ გასაგრძელებლად, დაე, გაუმარჯოს კოტეს! 🙂

  4. დაგლიჯა 🙂

  5. რომ ვკითხულობდი მივხვდი რომ ასეთ აზრამდე მხოლოდ ძალიან ბევრის მნახველი ადამიანი შეიძლებოდა მისულიყო, უზომოდ გამოცდილი და რაც მთავარია ჭკვიანი.
    ალბათ, ყველას ცხოვრებაში თუ არა, უმეტესობისთვის მაინც დგება ეს მომენტი და მთავარია მას ძალიან სწორად მივუდგეთ.
    ცვლილებების დროა!

  6. დიდმა სენსეიმ მიბიძგა 🙂

  7. ძალიან მოვინდომებ, მოლი… ვნახოთ რა გამოვა

  8. დავიმორცხვე :). მადლობა ასეთი შეფასებისთვის.ხო, დადგა მომენტი ესე და ვეცდები სწორად მივუდგე

  9. რევოლუცია?: )
    როგორ გითხრათ.. მგონია, ასე ხელაღებით ამდენ რამეს ვერ/არ შეცვლით.
    ეს ხომ არ არის: აღარ მომწონს ქერა თმა. მინდა ლურჯი 😀
    თქვენ ვერ გაძლებთ წიგნების გარეშე, ვერც ინფორმაციის… რადგან:
    -,,რა მოხდება, როცა ყველა კითხვაზე პასუხს მივიღებ?»
    -,,დაჭაობდება»

    წარსულს რაც შეეხება, გეთანხმებით.
    ,,ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს: გახდილსა და დაგდებულს.. როგორც ძველად იტყოდნენ..
    არჩიბალდ კიდევ ელის სიტყვას.
    ტაბა ტაბაჲ არ აყოვნებს:
    — სიცოცხლის ატანა ამ გზით თუ შეიძლება..»

    მე ძალიან მიყვარს კატერინა, ძალიან: )

  10. 🙂 ეჰ, ნინიტო, ასე ადვილია ყველა კითხვაზე პასუხის მიღება? ან რა საჭიროა, აზრი ხომ პასუხების ძებნაშია და წვალებაში. ვნახოთ… ეგებ მერე კიდევ შევცვალო დამოკიდებულება, ვინ იცის?!. 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s