მომწყინდა

რუხი, ლორწოვანი, საცეცებიანი, მრავალსახსრიანი, მახინჯი და მყრალი…ამეწება და მგონი, არც აპირებს მოშორებას. ვგრძნობ მის სისველეს და ლორწო ცივად ჩამომდის სხეულზე- ეს არის მდგომარეობა სახელად მომწყინდა…

მომწყინდა ზამთარი, სიცივე, უმზეობა. მომწყინდა, რომ გაუთავებლად ველოდები ზაფხულს, თითქოს ეს რამეს არსებითად ცვლიდეს გარდა იმისა, რომ შედარებით კომფორტულად ვარ ფიზიკურად მაინც.

მომწყინდა უფულობა. მომწყინდა პრობლემები. ისიც მომწყინდა, რომ მათთან ბრძოლა მომწყინდა.

მომწყინდა ურთიერთობები.

მომწყინდა ინტერნეტი თავის ფეისბუკ-გოოგლეიანად. თვითონ კომპიუტერიც მომწყინდა და ძირითადად კინოთეატრის ფუნქცია დავუტოვე.

მომწყინდა კითხვა და ისიც, რომ წიგნები და მათი კითხვა თავის გამოსაჩენი ამბავია ზოგჯერ. მომწყინდა  შეგრძნება, რომელიც წაკითხვის მერე მიჩნდება-არაფერი ისეთი ახალი და განსაკუთრებული არ გამიგია, რაც არ ვიცოდი და რაც ვიცი, კიდევ ეს დიდად არც არაფერს ცვლის უკეთესობისკენ, თუ არ აფუჭებს…

მომწყინდა წერა. მომწყინდა ბლოგიც და ისიც, რომ მინდა- არ მინდა გასაჯაროოვდა ის, რასაც ვწერ და ეს ზოგჯერ მზღუდავს. მომწყინდა, რომ ვერ ველევი მაინც ამ ყველაფერს. ამ მოწყენის გამო უკვე მივიწყებულ-მონაწყენ ძველ ბლოგს მივმალავ და იქ,  რაც მომადგება ენაზე და ტვინზე, იმას დავწერ, თუნდაც ეს «ტ» «ყ» ჰარმონიული თანხმოვნების კომბინაციები იყოს მარტო.

მომწყინდა, რომ მოსაწყენ-მოსაბეზრებლად მრავლად მარტო ის მაქვს, რაც მწყინდება და არ მომწონს.  რაც არასდროს არ მომწყინდება და მსიამოვნებს, ის მუდამ მოსაწყენად ცოტაა და იშვიათი და მისი მუდმივი მოლოდინიც ისეთივე მოსაბეზრებელ-მოსაწყენია, როგორც იმის კეთება, რაც არ მიყვარს და მწყინდება.

მომწყინდნენ ადამიანები და მათი საუბრები, ზოგჯერ სულელური, ზოგჯერ ჭკვიანური, თუმცა ეს ჭკვიანურიც უფრო მცდელობაა და მონდომება სისულელის ჭკვიანურად წარმოჩენის…

რუხი ლორწო მეღვრება სხეულზე.

მომწყინდა…

ისიც მომწყინდა, რომ მომწყინდა…

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «მომწყინდა»

  1. ეს რომ მხოლოდ ჩანახატი იყოს, რა კარგად დაწერე მეთქი, გეტყოდი, მაგრამ მეშინია, რომ მხოლოდ ჩანახატი არ არის ;( 😦

    ესეც გაივლის, კატერინა 😦

  2. ყველაფერი ჩანახატი არაა? ჩა-ნახატი… :*

  3. ყველას თავისი გზა აქვს ცხოვრებაში — ცხოვრების საზრისამდე მისვლის …
    თუ ეს „მომწყინდაც“ ჩაივლის, როგორც არაერთმა ჩაიარა მომავალ „მომწყინდამდე“ … კიდევ ახალი „მომწყინდა“ …
    მიხარია თუ მოგწინდა … 🙂

  4. ანუ საზრისამდე გზა «მომწყინდაზე» გადის? ალბათ ასეა… დავფიქრდი და ასეა… გამოდის, რომ მე ტრადიციულად კვლავ გეთანხმები, 🙂

  5. დათანხმება-არდათანხმების საკითხი კი არაა …
    მთავარია ისე მაგრად მოგწყინდეს, რომ სადმე, რაიმე (http://wp.me/pNlTr-EO) შეიცვალოს … ფაქტობრივად ეგ „მომწყინდა“ შანსია 🙂 ცვლილებისთვის (http://wp.me/pNlTr-15D) …

  6. Meme:

    მოწყენა რომ მოგწყინდა, კარგია, იქნებ მდგომარეობის შეცვლის საწყისი იყოს:)

  7. კარგი ხართ მაესტრო )

  8. 🙂 ყველაზე სასიამოვნო და საპატიო კომენტარი იყო 🙂 მადლობა

  9. მეც ძალიან, ძალინ მომწყინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს: უნდა ავიტანო.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s