გენია მეზღაპრის ნიღბით

სანამ იმას დავწერ, რისი დაწერაც მინდა, მანამდე ისევ  სამწუხარო რეალობას შევეხები. ჩვენი სასკოლო პროგრამაც და ისინიც, ვისაც ამის სწავლება ევალება, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საშვილიშვილოდ შეაძულონ მოსწავლეს ის, რასაც ასწავლიან და შანსიც არ დაუტოვონ იმის, რომ როდესმე სურვილი გაუჩნდეს ამ ყველაფერს სხვა თვალით შეხედოს( გამონაკლისები არის, მაგრამ იმდენად ცოტა, რომ ეს ფონს ვერ ქმნის).

ამ  საძულველ ნაწარმოებთა სიაში პირველი რუსთაველია და მთელი ეს გულისამრევი დემაგოგია მისი განუმეორებლობის, საუკეთესოობის  და ქართველთა სიამაყის შესახებ, პირიქით, ამძაფრებს ამ უარყოფით დამოკიდებულებას. და ეს ბუნებრივია. რასაც გაძალებენ და გტენიან, ის არც მოგწონს და პროტესტიც გიჩნდება. აბა რა სასიამოვნოა სადო-მაზოხისტურად დაზეპირება უამრავი სტროფის და ასევე დაზუთხული  ობმოკიდებული კრიტიკის «მარგალიტების» მოსმენა. ასე ხომ მარტო პოემის შინაარსის ამარა რჩები და ის კი ერთი სასაცილო ზღაპარია შეჰერეზადასი.

რუსთაველი ყველაზე დიდია. ამას თუნდაც ის ამტკიცებს, რომ აბა მიჰყევით ნებისმიერ მწერალს, ნებისმიერ ნაწარმოებს- საბოლოოდ  ძაფის გორგალი აუცილებლად რუსთაველთან მიგიყვანთ.

ეს არის წიგნი სიკეთესა და ბოროტებაზე, სულის და ხორცის ბრძოლაზე, წარმავლობაზე და მარადისობაზე, ადამიანურ გრძნობებზე, ვნებებზე და ეს ყველაფერი ამ უბრალო ზღაპრის იქით იმალება. ეს ზღაპარიც ხომ იმიტომ აირჩია, რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო ყველაფერი და ადვილად მისაღები ყველა კატეგორიის მკითხველისთვის. კაცი ამბობდა » ბოროტსა სძლიან კეთილმაო» და თუ ზღაპარს არ მოიშველიებდა, იქნებოდა კი დამაჯერებელი? განა თვითონ არ იცოდა, რომ ეს დებულება ამქვეყნიურში არ ამართლებს?!. ის იდეალური სამყარო, რომელიც  ამ დიდმა იდეალისტმა და მეოცნებემ დახატა, სამწუხაროდ, ხომ მხოლოდ ზღაპარშია შესაძლებელი.

მე მგონია, რაც კი კაცობრიობას სიბრძნე დაუგროვებია, ყველაფერია აქ: პლატონი და არისტოტელე გინდა, ეზრა , სუფიზმი, არეოპაგეტიკა, ასტროლოგია, მითოლოგია, იმ დროისთვის, და საერთოდაც, გამორჩეული და არაჩვეულებრივი სპარსული რობაიები, თავიანთი ფილოსოფიური სევდით და ტკივილით, ეკლესისიასტე და სახარებისეული სიბრძნე და ვინ მოსთვლის კიდევ, რამდენი რამ. რა მისი ბრალია, რომ  ის,ვისაც ამ ყველაფრის ჩვენება ევალება წესით ბავშვისთვის, სრული უვიცია, ბეცი და ბარამიძის ნაშრომის იქით არაფერი გაუგია ქვეყნად.

რუსთაველი არაა  მარტო ქართველი, ის სამყაროს მოქალაქეა და მისი პოემა მთელი დედამიწაა. ის პირველი კოსმოპოლიტია, ჩემი აზრით. ამაზე ის შეუსაბამობებიც გაფიქრებს, აქ რომ მრავლადაა: აქ ზოგი არაბია, ზოგი-ინდოელი, ზოგი-ხატაელი, ზოგიც- რაღაც გაურკვეველი ქვეყნიდან და ისე გადად-გადმოდიან ერთმანეთში,  აგერ მეზობელ ეზოში რომ გადახვალ. ისე საუბრობენ ერთმანეთში, თარჯიმანი სულაც არ სჭირდებათ. არც ერთი არაა ქრისტიანი, უფრო მეტიც, მაჰმადის აღმსარებლები არიან, მაგრამ ეს სულაც არაფერს ვნებს მათ ადამიანობას და სულიერებას.ინდოეთში ყურანზე იფიცებენ, რატომ, კაცმა არ იცის!.. როგორც წეღან ვთქვი, მაჰმადიანები არიან და სახარების ფრაზებს ამბობენ… აქ მთავარი ადამიანური ღირებულებებია და სულის სიმშვენიერე და არა ყველაფერი დანარჩენი, რაც ადამიანების მონაგონ-მონაჩმახია.

აქ დაინახავ, რომ ვაჟკაცობა გამორიცხავს სისასტიკეს, ღალატს, სიტყვის არშესრულებას, ქალის უპატივცემლობას. რომ პიროვნების სიძლიერე იმით ფასდება, რამდენად შეუძლია გაუძლოს განსაცდელს, შეებრძოლოს სირთულეს და დაბრკოლებას, მოძებნოს გამოსავალი. რომ დანებება და დეპრესია მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის გამოვლინებაა. ისწავლი, რომ ცხოვრება დაუნდობელია, რომ ბოროტება სულ თან გდევს და მუდმივად გიწევს მასთან ბრძოლა და თუ გვერდით არ გყავს ერთგული ადამიანები, ძალიან ძნელია გადარჩე…

რუსთაველი არ არის დემაგოგი. მას სულაც არ ჰგონია, რომ ასეთი იდეალურია სამყარო, ასეთი იდეალური ადამიანები და ასეთივე იდეალური ურთიერთობები და გრძნობები არსებობს. ის დიდი ჰუმანისტია და მეოცნებეც. მან დახატა ისეთი დედამიწა, ისეთი მსოფლიო, როგორიც თავის ოცნებებში წარმოედგინა იდეალურად და ჩვენც ამით გვაჩვენა, ასე რომ იყოს, რა კარგი იქნებოდაო…

სულ მინდა დავჯდე და მივყვე თავიდან და მისხალ-მისხალ გავქექ-ჩამოვაყალიბო ყველაფერი, მაგრამ ხან სიზარმაცე მძალავს და ხან ის, რომ ვის სჭირდება ეს ყველაფერი… თუმცა ერთს კი ვახერხებ-ჩემთან ვინც ხვდება, ისინი საბოლოოდ ემშვიდობებიან «ვეფხისტყაოსნის» ფობიას და სიძულვილს და აღიარებენ, რომ მართლა ყველაზე მაგარი წიგნია.ეგეც რამეა…

მოკლედ, ასეა. ჩვენ სადღაც 9 საუკუნის წინ გვყავდა მსოფლიო მოაზროვნე და, ჩვენდა სამარცხვინოდ, მოცლილ, შეყვარებულ, შეშლილ მეზღაპრემდე დავიყვანეთ… თუმცა რაა გასაკვირი:» ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს…» 🙂

რუსთაველი მსოფლიო მოაზროვნეა. ის ჩემთვის სამყაროს სასწაულია.

Запись опубликована в рубрике ადამიანები-სამყაროს სასწაულები, წიგნები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

26 комментариев на «გენია მეზღაპრის ნიღბით»

  1. ვერ იტან შოთას! ამ პოეტმა სკოლის საკეთსო წლები მომიწამლა 🙂

  2. აი მეც მაგას ვამბობ, თაია… არაა მისი ბრალი და აპატიე, გთხოვ 🙂

  3. მისი ბრალი ნამდვილად არაა და 4 წელიწადშ ვაპატიებ 🙂

  4. :)))) ეს ოთხი რაა? ძალიან ვიცინე, გაიხარე.

  5. 4 წელში სკოლას ვამთავრებ . . . 🙂

  6. ოოოოო, მყარი არგუმენტია. მეკონტაქტე ხსირად და უფრო მალე აპატიებ :*

  7. ამ წუთს დამირეკეს გამომცემელებმა დამირეკეს სულ თავში იცემენ ხელს რას ქვია თაია არ პატიობსო 🙂

  8. შოთა არაა ის მწერალი რომელიც ადრეულ ასაკში უნდა დააზეპირებინო ბავშვს და შეაძულო ამით 😦 მე ვიცი რომ გენიოსი იყო, მაგრამ იმდენად შემაძულა სკოლის მასწავლებელმა რომ დღემდე ვერ მოვიბრუნმასზე გული 😦

  9. სანდრო:

    მეც მასე ვარ ვაღიარებ რომ გენიალურია მაგრამ სახლში ვეფხისტყაოსნის ყველა გამოცემა კარადაში მაქვს «შეჩურთული» (რა ვქნა აღარ მიყვარს … ) 🙂

  10. მესმის შენი, მეც მასე ვიყავი 🙂

  11. ამიტომაც დავიწყე ეს პოსტი ისე, როგორც დავიწყე :). ეგ მეც გავიარე. რა შოთას ბრალია, სკოლაში რომ უაზროდ გასწავლიან და გაზუთხინებენ? ეგ ვერ გაითვალისწინა :დდდდ

  12. დროში ავცდით და რა გინდა რო ქნა 🙂
    კლასიკა ისაა — ყველამ რომ იცის და არვინ კითხულობსო ეგეთი პონტია.

    ახლა რასაც დავწერ, ამაზე ერთ დროს კაი ამბავი დამაწიეს საკუთარ ბლოგზე, მაგრამ თუ ახალგაზრდა არ კითხულობს ჯავახიშვილს და არ აქვს წაკითხული ვაზის ყვავილობა, მაგრამ ხსნადი კაფკა აქვს წაკითხული… ყველაფერი კარგადაა 🙂

  13. «ვაზის ყვავილობა» საერთოდაც აკრძალულია წასაკითხად 🙂 . დრო არა მგონია აქ რაიმე კავშირში იყოს. რაც შეეხება კითხვას, ეგრე მეც კაფკა მირჩევნია წავიკითხო, ვიდრე რუსთაველი ან თუნდაც ილია. მაგრამ ეს არ მიშლის ხელს დავინახო ამ ადამიანის ნიჭიერება 🙂

  14. სკოლაში საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ უნდა მომწონებოდა «ვეფხისტყაოსანი» (ან სხვა პროგრამული ნაწარმოებები). მერე (ჯერ კიდევ აბიტურიენტობის დროს) შოთას არა, მაგრამ ჩემს თავს «ვაპატიე» მისდამი უსამართლო დამოკიდებულება 🙂

  15. Meme:

    კარგად ვარ გადარჩენილი, ჩემი მასწავლებელი რომ არაფერს გვაზუთხინებდა და ყველანაირ განსხვავებულ აზრს სცემდა პატივს. თუმცა მაინც ბევრი გამოვტოვე ამ პოემაში, ეჭვი არაა. შენს მოსწავლეებს კიდევ ვულოცავ! (:

  16. ეგ სხვა ამბავია. ნიჭიერების დაფასება და აღიარება კიბატონო… მაგრამ დროს მაინც აქვს მნიშვნელობა.
    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ — ენის ფაქტორია. ამ მხრივ უცხოურ ლიტერატურას ის პრივილეგია აქვსრომ კარგი თარჯიმნის ხელში ეს დრო ქრება… მაგრამ ახლა ვეფხისტყაოსანს ქართულიდან ქართულზე ხომ არ ვთარგმნით… უფრო სიღრმეებში რომ არ წავიდეთ — ჰაგიოგრაფიაში და etc. 🙂

  17. ეგ კაფკაც რა თქმა უნდა 🙂 მაგრამ მე სხვა კაფკას ვგულისხმობდი 🙂
    «ხსნად კაფკას»»

  18. რამდენიმე წლის წინ, მასზე გამწარებულს რამდენჯერ გამიფიქრებია: ჩვენთვის თუ რამე კარგი უნდოდათქო საერთოდაც არაფერს დაწერდათქო. +1 უკმაყოფილო.

  19. მართალია, სკოლა ზემოქმედებას ახდენს «ვფხისტყაოსნისადმი» ბავშვის დამოკიდებულებაზე, მაგრამ ბოლო-ბოლო ინტერსის საგანი უნდა იყოს ნებისმიერი კითხვის მოყვარული ადამიანისთვის იმის გაგება, რატომ აქებს ყველა განათლებული ადამიანი ამ ნაწარმოებს 🙂

    რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას: მასწავლებლის დამსახურებით, სკოლაში არ შემძულებია, მაგრამ სტუდენტობისას წავიკითხე ჩაჯდომით და იმდენად დიდი და ლამაზია, რომ მას შემდეგაც ხშირად ვკითხულობ. ხანდახან მენატრება ხოლმე მისი სილამაზის თავიდან შერძნება 🙂

  20. აბსოლუტურად გეთანხმები. ინტერესის გამო მაინც უნდა სცადო გაიგო, ღირს რამედ ეს წიგნი თუ არა.

  21. მეც უნდა შევუერთდე საყოველთაო დათანხმებას ამ საკითხზე: )))
    საერთოდ, ვეფხისტყაოსანს მაშინ უნდა გავწოდებდნენ, როცა საკმარისად მომწიფებულები ვიქნებით მის გასაგებად. 13-14-15 წლის ასაკში, იქ მართლა ვერაფერს დავინახავთ და ვერც ვხედავდით ბანალური სიყვარულის ისტორიის გარდა. ტარიელს ყოველწუთიერი «ბნედვა» და «გულის წასვლები» ცალკე სასაცილო თემად გვქონდა…

  22. «ვეფხისტყაოსანი» საბავშვო წიგნი სულაც არაა და 17–18 წლის მაინც უნდა იყო, რომ წაიკითხო და გაიაზრო ის სიბრძნე და ფილოსოფია, რომელიც მასში დევს. სხვანაირად, ის ერთ რთულ და გაუგებარ ზღაპრად მოგეჩვენება, რომელსაც რატომღაც ძალით გაზეპირებენ.
    ჩემი ერთი–ერთი ლექტორი ლაპარაკობდა ამ ბავშვების ერთგვარ ზიზღზე და გვითხრა, რომ შექსპირს ბრიტანულ სკოლაში დედანით არ ასწავლიან და თანამედროვე ენაზე გადაკეთებული ნაწარმოებებია სკოლაში შეტანილი და რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო უახლოვდება დედანს. ჩვენთან ამას ალბათ კაი ხანი ვერ მოიფიქრებენ.

  23. მეც მაგას ვამბობდი მეგონა პოსტში 🙂 თუმცა კომენტარების უმრავლესობამ ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს პროპაგანდას ვეწეოდე და ვსაყვედურობდე საწყალ ბავშვებს :).გეთანხმები.

  24. ტარიელის ბნედვა და თვალთაგან ცრემლთა ღვარღვარება მეც მაგრად მომწონს და კიდევ ის — ”როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე?!…”, — დავარი რომ ნესტანდარეჯანს ალილავებს და ალებებს…კიდევ, ასმათს რომ მიეჭრა ავთანდილი და ტარიელზე ეკითხებოდა, იქ ისეა აღწერილი ასმათისა და ავთანდილის ურთიერთპოზიცია, რომ მეგონა, 15 წლის ბავშვების წიგნში წუთიწუთზე რაღაცა ეროტიკული მოხდებოდა,მეგონა, რომ ავთანდილი ჯიუტ ასმათს იქვე… რამე უხერხულს უზამდა… ეს როგორ დაუშვეს-მეთქი, — ვფიქრობდი.

  25. natia:

    მადლობა შენ, რომ სხვებს რაც სძულთ , მე მიყვარს ❤

  26. მე კი შენ მიყვარხარ ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s