პოზიტივი

ჩემს ოთახს ახალი ბინადარი შეემატა- პატარა ჩარლი. ეს ხელნაკეთი თოჯინა-ჩარლია თავისი განუყრელი ხელჯოხით, შლაპით და ასე შემდეგ.

ჩემი  ჩარლისადმი სიყვარული უკვე კაი ხანია საყოველთაო ამბავია ყველა ჩემი ახლობლისთვის  და ეს საშობაო საჩუქარიც ამის დასტურია.

ჩარლი ჩემი კუმირია…

ჩარლი ყველაზე, ყველაზე მაღლა დგას, ყველაზე, ყველაზე დიდია.

მსოფლიოს ყველაზე დიდი «ხულიგანი», ყველაზე დიდი ინტრიგანი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, პატარა, სასაცილო მაწანწალას გულუბრყვილო სახით და სევდიანი თვალებით…

ეს ჩინჩრიკა, კალიასავით მოხტუნავე ერთი ბეწო ადამიანი გაცილებით ვაჟკაცურია  მუდამ, ვიდრე კუნთებდაბერილი მუტრუკები… ეს ღატაკი, ძველმანებში გამოწყობილი კაცუნა  გაცილებით ხელგაშლილია და სხვებზე მოამაგე, ვიდრე ძვირფასქურქიანი და ღიპიანი ფულის ტომრები…ის ისეთი დახვეწილი ჯენტლმენია, რომ თვით ჯენტლმენთა კლუბის წევრებსაც კი შეშურდებოდათ… ალბათ ამიტომაცაა, რომ შეიძლება არ აქვს ფული, სახლი და ასე შემდეგ, მაგრამ ქალები  სწყალობენ და მის გვერდით ყოველთვის ყველაზე ლამაზები და მომხიბვლელები არიან…

ჩარლიმ პირველმა აიგდო სამყარო მასხრად. შემდეგ ბევრმა გააკეთა ეს, მაგრამ პირველი მაინც სხვაა და ყველაზე დიდიცაა.

უსიტყვოდ, თვალებით, ჟესტებით, მოძრაობებით, მიმიკით მან გვითხრა ის ყველაფერი, რასაც აწ უკვე სახელოვანი და ტიტულოვანი რეჟისორები მილიონებს ახმარენ და თავიანთი ფილმებით იხვეჭენ პოპულარობასაც და აღიარებასაც.


მე არ ვიცი იმაზე კარგი პროტესტი დიქტატურის და იმპერიალისტური სურვილების წინააღმდეგ, რაც ამ სასაცილო კაცმა ერთი მოხატული ბურთით გვაჩვენა.

არასდროს მინახავს ამაზე ამაღელვებელი და ადამიანური ფილმი და დღემდე ვერ ვუყურებ ცრემლების გარეშე

ბევრი გახსოვთ ასეთი მუსიკით და ასეთი ტრაგიზმით, ამ ფილმში რომაა?!მგონი მარტო ეს იქნებოდა საკმარისი მისი გენიოსად აღიარებისთვის.
მე არ ვაპირებ მისი შემოქმედების ანალიზს და არც მგონია, რომ მაქვს ამის უფლება. უბრალოდ მე, ერთობ ემოციური და ცვალებადი გუნება-განწყობის ადამიანი, ვცდილობ გადმოვცე, რაა ჩემთვის ჩარლი და რატომ მიყვარს. ის მარტივად გენიალურია და ამ გენიალურ სიმარტივეში არის უამრავი ქვეტექსტი, გრძნობა, ემოცია და, რაც მთავარია, სიკეთე… ხოდა, აბა, როგორ შეიძლება, არ მიყვარდეს ეს კაცი, როცა ყველაზე მტკივნეულად ცხოვრებაში სწორედ გრძნობების და სიკეთის ნაკლებობა მტკენს გულს და მიფუჭებს ხასიათს. ამიტომაცაა ჩარლი ჩემთვის პოზიტივი… ვუყურებ მას და განწყობა მიკეთდება…
მე არ მჯერა ზეციური სასწაულების, მაგრამ მჯერა სამყაროს საწაულების, ოღონდ იშვიათად. ჩემი ჩარლი სამყაროს სასწაულია…

 ჩარლი ჩაპლინი „წერილი ჯერალდინას“

Запись опубликована в рубрике ადამიანები-სამყაროს სასწაულები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «პოზიტივი»

  1. არ იცი, როგორ მომეწონა შენი ახალი თოჯინა 🙂 დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი მეც. მშვიდობაში 🙂

    ჩარლი როგორ მიყვარს, კი იცი… ჩემთვის კინო ჩარლით იწყება. ეს — ყოველგვარი პათეტიკის და გადაჭარბების გარეშე.

  2. ვიცი ეგ ამბავი მე 🙂 მეც მასე ვფიქრობ

  3. შესაშური ექსპონატი – ჩემი თოჯინების კოლექციისთვის 😀 ❤

  4. ხო მაგარია ძალიან! ჩარლი! ❤ 🙂

  5. tami:

    კატერინა მიხარია ორივე ჩარლის თაყვანისმცემლები რომ ვართ, ამ პოსტში ის სიტყვებია, რომელსაც სიამოვნებით მივისაკუთრებდი.

  6. 🙂 კი, ჩარლი ჩემი ფავორიტების სიაში ერთ-ერთი პირველია.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s