სიმდიდრე

უმეტესად ის გადის ხოლმე სახლიდან და მე ვრჩები, დღეს პირიქით იყო. გასვლისას შევხედე და ისე მიყურებდა, გულში სითბო ჩამექცა…ჩავეხუტე და ბევრი ვკოცნე, თან კიდეც ამეტირა (ჩემს ატირებას რა უნდა) და ასე აქსუტუნებული. ცხვირგაწითლებული და გულგამთბარი გავედი გარეთ.

მთელი დღე მეფიქრებოდა და რაც მეტად ვფიქრობდი, მეტად ვგრძნობდი სისავსის და სიხარულის განცდას. რა კარგია, რომ მყავს! რა კარგია, რომ ეს მაინც გამიკეთეს ჩემმა მშობლებმა! რა კარგია, რომ ეს ადამიანი მაჩუქეს…

ხუთი წელია განსხვავება. მე უფროსი ვარ. ისე გავიზარდეთ, არასდროს გვიჩხუბია და დღემდე ვერ მივეჩვიე და მიკვირს, ჩემი შვილები რომ გადაებმებიან ხოლმე ერთმანეთს და აქვთ გამიშვი-გამატარე.

გარკვეულ დრომდე ის და იყო ჩემთვის და ისეც აღვიქვამდი, როგორც ყველა საკუთარ დედმამიშვილს. მერე  მოხდა რაღაც ისეთი, რამაც ყველასაგან განსხვავებული და განსაკუთრებული გახადა ჩვენი ურთიერთობა.თურმე  შესაძლებელია, რომ დიდმა ტკივილმა და უბედურებამ სხვა თვალით დაგანახოს ყველაფერი და გრძნობები კი არ გაგიუხეშოს, პირიქით, უფრო გააადამიანუროს და გასწავლოს საყვარელი ადამიანების ფასიც და მოფრთხილებაც.

მე 16-ის ვიყავი, ის-11-ის… იდგა იანვრის ცივი ღამე და დედა კვდებოდა. ჩვენ, უფროსები და მეც, რაკი უფროსებში გავდიოდი, იქ ვტრიალებდით, აბსოლუტურ ეიფორიაში და სასოწარკვეთილებაში მყოფები, ის კი აქეთ-იქით დარბოდა და, მგონი, ვერც ბედავდა იმ ოთახში შემოსვლას.  თითქოს კიდეც დაგვავიწყდა მისი არსებობა, ყველა სათითაოდ ჩვენ-ჩვენ წილ უბედურებას ვიაზრებდით… მე ოთახიდან გამოვვარდი, რომ კიდევ ერთხელ დამერეკა სასწრაფოში, რადგან აგვიანებდნენ.  ვიდექი, ჩემი და მოვიდა, შემომხედა და ჩუმად მითხრა: » ჩემი დედიკო ხომ იქნები…» მე მოვკვდი და დავიბადე… წარმოვიდგინე, რას ფიქრობდა მანამდე, სანამ ამას მეტყოდა…

მას მერე ბევრი წელი გავიდა. ჩვენ გავიზარდეთ, ამოვიზარდეთ  დიდ ტკივილში, დანაკლისში, გაჭირვებაშიც. დღემდე ხუმრობით მედროგე პავლეს გოგოებს ვუძახით ერთმანეთს. თუმცა ერთი რამით ყოველთვის მდიდრები ვიყავით- ერთმანეთის სიყვარულით და ბებიას ზრუნვით და სითბოთი… ის იყო ჩვენთვის დედაც, მამაც და ბებიაც. მისი ბრალია, თუ  არ გავქვავდით და ადამიანებად დავრჩით, მისი კეთილშობილების და დიდი სიყვარულის.

იმ დღიდან  ვეღარ ვიყავი მარტო უფროსი და, თუმცა ვერც მშობლობას დავიბრალებ.   ვეცადე არ ვყოფილიყავი ტრადიცული უფროსი და, სიმკაცრით და საყვედურებით. მერჩია მეგობარი ვყოფილიყავი და ჩუმად მშობელივითაც გავფრთხილებოდი და მეზრუნა. მე მინდოდა მას ჰქონოდა ის ყველაფერი, რის მიღებაშიც მე გადატანილმა ამბებმა და მომდევნო შედეგებმა შემიშალა ხელი. ისიც ვიცი, მე რომ მიმეცა ეგოიზმისთვის გასაქანი და ჯერ საკუთარ თავზე მეფიქრა, ის ორმაგად დაიჩაგრებოდა და დაზარალდებოდა. ახლა ის თავის საქმეში საკმაოდ წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს და მე მახარებს ეს. ყველაზე მეტად კი აი ისეთი წუთები მაბედნიერებს, დღეს დილით რომ იყო…

ხშირად ვფიქრობ ხოლმე სიკვდილზე და იმაზეც, რომ დიდად არ მაშინებს ეს ამბავი, მაგრამ თუ დიდხანს შევყევი ფიქრს, შფოთი მეწყება. ჩემმა შვილებმა იციან ხოლმე თქმა, შენ რომ არ იყო, რა გვეშველებაო. მე კი ამაზე ფიქრის დროს ჩემი და მედარდება და გული მიკვდება, რომ წარმოვიდგენ, როგორ იქნება უჩემოდ…

ხო, ასე გამოვიდა, რომ  მშობლებმა ვერ მოგვცეს  ქონება, ვერც უზრუნველყოფილი ცხოვრება დაგვიტოვეს, სამაგიეროდ ერთმანეთი გვაჩუქეს და ჩემთვის ეს ყველა სიმდიდრეზე მეტია…

მე ისე ცოტა რამე მაბედნიერებს, ისე იშვიათად მახარებს რამე, შენ კი მიხარიხარ, დაიკო…

22102015527

რა კარგია, რომ მყავხარ!!!

ნეტა რატომ ვწერ ახლა ამას ასე სახალხოდ?.. თუმცა რატომაც არა. ვინც მე მკითხულობს, კი მიცნობს უკვე იმდენად, რომ ამ განცდის გაზიარებაც არ მომერიდოს მისთვის…

მე მდიდარი ვარ!

Запись опубликована в рубрике მიძღვნა :) с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

19 комментариев на «სიმდიდრე»

  1. კი, ნამდვილად მდიდარი ხარ, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი რაღაცის დაწერა შეგიძლია.

    და იმიტომ, რომ ასეთი და გყავს.

    გული მომეწურას, რომ ვკითხულობდი 😦

  2. და ეს სიმდიდრე მე მაამაყებს, მოლი, მადლობა ❤

  3. ყველაზე დიდი, მნიშვნელოვანი და ძვირფასი რამ, რომლითაც შეგიძლია, იამაყო და სრული უფლებაც გაქვს — ზუსტად ეს არის.

  4. Tamara:

    კატერინა, მეც და მყავს და ზუსტად იგივე სხვაობის და ურთიერთობის,,,,მიხარია, რომ მარტო არ ვარ და ჩემნარიად ეს სასიამოვნო
    და მძიმე ტვირთი სხვასაც დააქვს…

  5. ამ პოსტში ერდროულად იყო სევდაც და ძალიან დიდი სითბოც. ძალიან კარგია ასეთი სიყვარული, ასეთი დედმამიშვილობა დ ა ასეთი მეგობრობა. ერთმანეთის იმედი მუდამ გქონოდეთ. : *

  6. აუ აუ აუ! საღოლ თქვენ! მართლაც მდიდარი ხარ! » ჩემი დედიკო ხომ იქნები…» — კინაღამ ავტირდი. მაგარი ხარ! 🙂 🙂 🙂 ეჰ! მიყვარს რა კაი ხალხი! 🙂

  7. გავსკდი ტირილით . . .
    «ცემი დედიკო ხომ იქნებიო» 🙂

  8. maka:

    vitire qeti. miyvarxart oriveni, gaufrtxildit ertmanets.

  9. ხო, მართალი ხარ, სასიამოვნოა ეს ტვირთი 🙂

  10. მადლობა, ცოტნე… ვიცი მე შენ ბაჯაღლო გულის რომ ხარ!!! ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გაფასებ და ,მეგობრად გთვლი, ესაა :*

  11. ხო, მაშინ პატარა ჩერჩეტა ბავშვი იყო, ახლა აქეთ მარიგებს ჭკუას და ბევრი რამე ვისწავლე მისგან 🙂

  12. მადლობა… ვეცდებით, ეს უკვე სამუდამოა და ამას ვერაფერი შეცვლის

  13. სიყვარული ხო ისედაც ორივეს შეიცავს, სევდასაც და სითბოსაც. მადლობა

  14. დიდ წარმატებას გისურვებთ ორივე დაიკოს ❤

  15. Meme:

    ძალიან ემოციური წასაკითხია:(.. მეც მხოლოდ უფროსი და მყავს, და კარგად ვიცი, რა სიმდიდრეცაა.

  16. მაშინ გამიგებ კარგად 🙂 *:

  17. მადლობა ნინი :*

  18. yvelas aqvs tavis sanukvari ram mteli cxovreba rom atarebs, chemtvisac es sanukvari chemi debi arian. titqos chemi fiqrebi amovikitxe aq. dalian emociuria da dalian tkbili.
    madloba rom gagviziare sheni gancdebi..:*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s