საშინელი სამუშაო

ადამიანების უმეტესობა მტკივნეულად აღიქვამს ტყუილს. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ისედაც ყველა თავს ვიტყუებთ და კიდევ სხვისგან, დამატებით, მოტყუება უკვე მეტისმეტია.

მეც ასე ვარ.ვიგონებ, რომ ვცხოვრობ, ვიგონებ, რომ მიხარია, ვიგონებ, რომ მიყვარს, ვიგონებ, რომ საუკეთესოდაა ყველაფერი, ვიგონებ, რომ ძლიერი ვარ და ყველაფერს შევძლებ…ყველაფერს ვიგონებ გამოსავლის გარდა, ნამდვილი გამოსავლის გარდა… წერაც ხომ იმიტომ მოვიგონე, რომ სადმე მეთქვა, რასაც და როგორც ვფიქრობ საკუთარ ცხოვრებაზე, რაკი სხვასთან ამაზე საუბარი ან წუწუნად აღიქმება, ან თავის მოსაწყლებად და ერთადერთი, რასაც მოგცემს, თანაგრძნობაა, ესეც საუკეთესო ვარიანტში, ეს კი დიდი ვერაფერი ხეირია. მარტოობის სიყვარულიც ხომ თავდაცვის ხერხად მოვიგონე და ისე შევისისხლხორცე, რომ უკვე მართლა მიყვარს… მართალია, ზოგჯერ აუტანელი ხდება და საკუთარი კანიდან ამოხტომას მოგანდომებს, მაგრამ თუ მისგან გაქცევას მოიწადინებ და გაერევი ხალხში, სულ ცოტა ხანში კინწისკვრით დაგაბრუნებს უკან იქ დარჩენილი სიჩუმე და უხიფათობა…და ხარ ასე, ეხლები ამ ორ უკიდურესობას, თან ხვდები, რომ საბოლოოდ ვერც ერთგან ვერ ხარ სრულყოფილად კმაყოფილი და იმასაც ხვდები, რომ ეს ტვირთი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ზიდო, რადგან არჩევანში უკვე შეზღუდული ხარ, რაკი ერთხელვე აირჩიე ეს გზა…

ცხოვრება ცუდ სამსახურს ჰგავს, სადაც გამუშავებენ სულის ამოხდომამდე და ანაზღაურებას ვერადსროს იღებ შესატყვისს, არც პრემიას უნდა ელოდე, არც დაფასებას და არც დაწინაურებას. დიდი დიდი ფარატინა სიგელი მოგცენ თავის მოსატყუებლად და, იშვიათად, სიტყვიერი მადლობა, ისიც ყასიდად გადმოგდებული…

მე ვცხოვრობ ანუ მე ვმუშაობ, ხან დედად, ხან დად,, ხან კულინარად, ხან დამლაგებლად, ხან რეპეტიტორად, ხან ქალად…ვირგებ ყველა სამუშაოს  და პატიოსნად ვასრულებ, თუმცა ამ სიაში არასდროსაა ისეთი ვაკანსია, რომელიც მესიამოვნებოდა, გამახალისებდა და კმაყოფილების განცდას გამიჩენდა. ალბათ არც უნდა მიკვირდეს, განა ბევრია ისეთი სამსახური, სულიერ ნეტარებას რომ განიჭებდეს?!

ამ ყველაფერს თავისი პლუსიც აქვს. სულაც აღარ გეშინია დასასრულის, რაკი გულდასაწყვეტი არაფერი გრჩება აქეთ. ის კი არა, როცა ქანცგაწყვეტილი მიეგდები საკუთარ ფიქრებთან , კიდეც გაგიელვებს გულში: » როდის დამთავრდება ეს საშინელი სამუშაო?!» ასე რომ, ყველაფერ ცუდს კარგი მხარეც აქვს.

არც ის გაგაკვირვებს, თუ არ დაგზოგავენ, თუ პირიქით, დაგწიხლავენ, ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხომ ხოცავენ?!.

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

7 комментариев на «საშინელი სამუშაო»

  1. რაც შეიძლება გვიან უნდა დამთავრდეს ეს სამუშაო, კატერინა. და შანსიც მეტი იქნება, იქნებ და ისეთი რამ შემოგვთავაზოს ვინმემ, ჩვენ რომ მოგვეწონება და გვესიამოვნება…

  2. შენს პირს შაქარი, ჩემო მოლი… ჯერჯერობით მეც მაგით ვიტყუებ-ვიიმედებ თავს და თუ მარტო მოტყუებად არ დარჩება, მაგას რა სჯობს 🙂 :*

  3. ცხოვრების/სიცოცხლის აზრის ძიება, ვფიქრობ, საერთოდ უმადური საქმეა, რადგან ემპირიული ჭეშმარიტება, თუ რაში მდგომარეობს სიცოცხლის მიზანი არ უნდა არსებობდეს (ყოველ შემთხვევაში მე ვერ მივაგენი — ჯერ :). ერთი ბოსნიელ-ამერიკელი მწერალია — ალქსანდარ ჰემონი, მის «Lazarus project»-ში მივაგენი ძალიან მაგარ ანეკდოტს ამ თემაზე. ანეკდოტი კია მაგრამ მაინც ახლოა ჭკუასთან. ჩემი აზრით, რაიმე აზრის ძიებას საერთოდ არ აქვს აზრი. იმედია, თქვენც აღმოაჩენთ რაიმეს თქვენსას: http://watchingpanda.wordpress.com/2011/09/05/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95/

  4. ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოსტი უბრალოდ ცოტა არ იყოს და ,,ცუდ პერიოდში» დაიწერა და შენც წერით გინდოდა განთავისუფლებულიყავი, ტკივილისგან დაღლისგან ან იმედგაცრუებისგან :* მიყვარს შენს ბლოგზე ძრომიალი, რაღაცნაირი გემრიელი სითბოა ხოლმე აქ და ეხლა ცოტა გული დამწყდა :S იმედი მაქვს გულის სიღრმეში გჯერა, რომ ცხოვრება არც ეგეთი ცუდი სამუშაო არ არის 😉

  5. მიხარია, ასე რომ ფიქრობ. მადლობა თბილი შეფასებისთვის. აქ მეგობრებისთვის სითბო ყოველთვის იქნება :* ❤

  6. იქაც დაგიტოვე და აქაც დავწერ ამის პასუხად 🙂
    დღე ისე გადის,რომ არ ძალმიძს ვიღონო რამე,
    ყოფნა-არყოფნის საფიქრალში ილევა ღამე,
    გადის ცხოვრება,რომლის წამიც მთელ ქვეყნად ფასობს
    და მე ფიქრებში ფუჭად ვკარგავ ამ ძვირფას წამებს.

    აფსუს,ნანატრი ყრმობის ჟამი დაკარგულია,
    არც სურვილია ლხინისა და აღარც გულია,
    დამძინებია მდინარისპირს დაღლილს და მწყურვალს,
    ამასობაში ჩემი ყოფნის წყალს ჩაუვლია». -აბუ საიდი.

  7. ცხოვრება სირთულეებითაა სავსე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დრო პოზიტივებისთვისაც უნდა გამოვნახოთ და მაშინ ეს სამსახური გაცილებით სასიამოვნო გახდება…მოლის დავეთანხმები, სირთულის მიუხედავად ეს სამუშაო ისეთი რაც შეიძლება დიდხანს რომ უნდა გაგრძელდეს

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s