წლის ბოლო

წლის დასასრულს მეც, ილიასი არ იყოს, მომინდა გადამეხედა მიმავალი წლისთვის და      მენახა, რა იყო ისეთი, რითაც შემიძლია კმაყოფილი ვიყო და რა -ისეთი, რითაც ვერაფრით ვერაფრით მოვიწონებ თავს.

ჯერ ბლოგიდან დავიწყებ.

83 პოსტი იქნებ არცაა დიდად თავმოსაწონარი აქტიური ბლოგერობისთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებ იმას, რომ  ამ ოჯახში ქალიც მე ვარ და კაციც ტრიფონიასავით, შინაგან და გარეგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრიც მე გახლავართ, მაშინ, მგონი, არ უნდა იყოს ცუდი მაჩვენებელი. მართალია, რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავს და არც მაქვს იმის პრეტენზია, რომ სულ ერთი მეორეზე უკეთეს პოსტებს ვაცხობ, მაგრამ არც მთლად უვარგისი უნდა იყოს ჩემი ჭკუით.

აგვისტოს ბოლოდან ვორდპრესელი გავხდი, მანამდე კატერინა ბლოგსპოტზე ბინადრობდა ერთ პატარა, კუწკუწა ბლოგზე ჩუმად, მორცხვად ახლობლების გარემოცვაშიhttp://qetlandia.blogspot.com/. თუმცა ამ მორცხვობა-მორცხვობაში იმ ერთი წლის მანძილზე, რაც იქ აიშენა ბინა, კი შემოიკრიბა მკითხველებიც და მეგობრებიც.

სწორედ იქ ყოფნისას შევიძინე ჩემი ყველაზე ობიექტური და კომპეტენტური შემფასებელი, ჩემთვის ყველაზე ავტორიტეტული მეგობარი http://interesi.wordpress.com/,  რომელსაც ხუმრობით დიდ გურუს ვეძახი, ის კი ქეთმუზას 🙂 . ეს მისტერ ლაკონიურობა და ქვეტექსტი, მისტერ ირონიაც ზოგჯერ, ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. ვორდზე გადმოსახლებაც სწორედ მისი დამსახურებაა. მასთან ჩატში ბაასი ერთი სიამოვნებაა, ყველა თემაზე ლინკი აქვს მზად და პასუხად გიგზავნის, ძალიან სახალისოა. მე ამას ერთგვარ ლინკოთერაპიას ვეძახი. ხოდა, მოკლედ, ჩამკიდა ხელი და ჩემი პოსტ-ბარგიბარხანიანად აქ გადმოვედი.

ბლოგს უკავშირდება ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანის გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში. ეს ჩემი მეგობარია, უკვე რეალური და არავირტუალური, ჩემი ნაგიჟარი ნათია, რომლის სახალისო ისტორიებზეც ბევრჯერ ვახალისე ჩემი მკითხველი. ეს ალბათ ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან მისმა გამოჩენამ ძალიან ბევრი რამე შეცვალა. მისი გამოჩენა დაემთხვა ჩემთვის ძალიან დიდ და მტკივნეულ დანაკარგს და ის სიმძიმე, რაც ამ დანაკარგმა დამიტოვა კარგა ხნის მანძილზე და ვერ ვიტყვი, რომ ახლაც არ მახსენებს ხოლმე თავს, სწორედ მან გადამატანინა. მისმა გამოჩენამ იოლად დამანახა ისიც, რომ იმდენი მეგობარი შემომეცალა და შემომეკარგა, რომ  უკვე ვეღარც ვითვლი და აღარც მინდა ჩავუღრმავდე, რაკი მაინც ვერაფერს ვარკვევ და ტყუილად ვიგრუზავ თავს.

აქ ყოფნამ მომახვედრა მაგნუმში და დაიწყო ახალი ურთიერთობები, ახალი მკითხველები, ახალი მეგობრები.აქედან ზოგი მაგნუმელია, ზოგიც არა, მაგრამ მათზე სწორედ ამ ჯგუფის წევრებმა გამიყვანეს. ხო, მე იოლად არ ვიცი ამ სიტყვის ხმარება. ეს ისინი არიან, ვისი შეხედულებებიც ჩემთვის არაა სულ ერთი, ვისი შეფასებაც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვისზეც დარწმუნებული ვარ, რომ ჩასაფრებული კი არ მსტუმრობს და ეცნობა ჩემს ნაწერებს, არამედ ინტერესით და არასდროს მოვალეობის მიზნით არ დააჭერს თითს მოწონების ღილაკს.ეს ისინი არიან, რომელთა ჩანაწერებსაც მეც ინტერესით ვათვალიერებ და გინდაც რამეში განსხვავდებოდეს ჩემი შეხედულებები, მაინც მესმის მათი. რამდენიმეს კიდეც ჩამოგითვლით:

http://mollybloomsday.com/ აქ მე ვნახულობ გემოვნებით დაწერილ ემოციურ შეფასებებს კარგ წიგნებზე, მუსიკაზე, გემოვნებას კი მე ძალიან ვაფასებ.

http://entocia.wordpress.com/აქ ერთი დონ კიხოტივით ბიჭი ცხოვრობს, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, არის აყლაყუდა და ცდილობს დაიმსახუროს იწოდებოდეს ადამიანად.

http://kejeradze.wordpress.com/-სულ რომ არაფერი ყოფილიყო საინეტერესო, მარტო სახელის გამო გახდებოდა ჩემი მეგობარი და, მით უმეტეს, რომ ბევრ საინტერესოს ვპოულობ აქ.

http://niksologi.wordpress.com/ აქ იმდენი საერთოა შეხედულებებში სხვადასხვა საკითხზე, რომ ხანდახან საუბრისას ხალისის თემაც კი არის ხოლმე და წინა ცხოვრების დეტალებზე გვაფიქრებს 🙂

http://mecmikvarkhar.wordpress.com/-აი აქ სულ ინტერესით შევდივარ და წინასწარ ვემზადები კარგი ფილმების სანახავად 🙂

http://glamtaia.wordpress.com/-პატარა გლამურული თაიას სამკვიდრო  🙂

http://gvirilaa.wordpress.com/-ერთი ნიღაბაყრილი ყვავილოსანი, რომელსაც ძალიან კარგად ეხერხება წამის შეჩერება და დაფიქსირება.

http://taledream.wordpress.com/-უცნაურსიზმრებიანი და ემოციებიანი გოგო, რომელიც სწორედ ამ ემოციურობის გამო მსტუმრობს ხოლმე.

http://coutness.wordpress.com/-ამ მეგობარს, ვფიქრობ, ყველაზე მეტად ჩემი მარტოობასთან თანაზიარება უნდა მოსწონდეს, რაკი თვითონაც ეზიარა ამას და ამის პრივილეგიას 🙂

http://dekemberiusi.wordpress.com/-აქ იმდენჯერ  წავაწყდი ნაცნობ ემოციას და ისიც ასევე ჩემთან, რომ უკვე კეფაზე ხალის ძებნის ამბავზე დავფიქრდით 🙂

http://www.mtvarisklubi.com/-ეს ჩემი ძამაა და გურიის სიო მახსენებს შორეულ წინაპრებს და სისხლის ყივილს 🙂

http://unacoccinella.wordpress.com/-ეს კი ჩემსავით საკუთარ გადაწყვეტილებებზე და ნაბიჯებზე მუდმივად მოფიქრალ-მოკამათეა საკუთარ «მე»სთან

http://nancygaladriel.wordpress.com/დაhttp://ninitoooo.wordpress.com/-რაღაცა ძალიან შემაყვარეს თავი ამ გოგუცუნებმა 🙂

უფ, მგონი ნამეტანი გამიგრძელდა…მოდი ახლა სხვა თემაზე გადავალ.მოკლედ, ვინც არ ჩამოვთვალე, იმედია, არ მიწყენენ და ჩემი კომენტარებით თავიანთ ბლოგებზე დარწმუნდებიან, რომ ისინიც ამ სიაში არიან 🙂

ახლა შევეშვები ბლოგის თემას და ცხოვრებაზე გადავინაცვლებ.

ამ წელიწადში, როგორც ფიქრისას გამოირკვა, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიმიღია. მაგალითად, წამოვედი სკოლიდან, სად მუშაობაც ისედაც წამება იყო ჩემი ნატურის ადამიანისთვის და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ამ წელიწადში კარგად ჩავუღრმავდი საკუთარ თავს და დავასკვენი, რომ ზედმეტად ბევრი მიფიქრია ისეთ რამეებზე, რაც არ ღირდა ამად და ზედმეტად სერიოზულად აღმიქვამს ბევრი ისეთი რამ, რაც არ ღირდა ამად.ხოდა, სწორედ ამ წელში მივიღე გადაწყვეტილება ცვლილების… ადვილი არ იყო, მაგრამ მე ეს შევძელი. მრავალი ექსპერიმენტის შედეგად გავარკვიე, რომ ბევრი დაფარული რამ მქონია აღმოსაჩენი და ამის შანსს არ ვაძლევდი თავს, ახლა კი გავთავისუფლდი… ამ წელიწადში დავაჯერე თავი, რომ ძალიანაც კარგად შეიძლება ლაითი ურთიერთობები და სულაც არაა საჭირო ლოდინი რაიმე განსაკუთრებულის, რომ დრო მიდის და უკან ვერ დააბრუნებ და რასაც გაფლანგავ, იმას ვერადროს ვეღარ აანაზღაურებ.დავრწმუნდი, რომ ყველაზე სწორი აწმყოთი, ახლანდელი წუთით ცხოვრებაა, რადგან ხვალინდელი უცებ შეიძლება არც იყოს…

საბოლოოდ, თუნდაც მხოლოდ ამ ბოლო მიზეზის გამო მე კმაყოფილი ვარ ამ წლით. კმაყოფილი ვარ იმ სიახლეებით, რაც მოხდა, თუ მოვახდინე, და მინდა ეს მეტამორფოზა არ შეჩერდეს და გაგრძელდეს იმ წელიწადშიც.

მინდა შევძლო ეს და უკან არ დავიხიო… მინდა ისევ თავი არ იჩინოს ზედმეტად კარგი აღზრდის მავნე შედეგებმა და არ მინდა გავხდე ისევ ზედმეტად წესიერი. არც გავხდები, რაკი აღმოვაჩინე, რომ სულაც არაა საინტერესო და ისედაც ნაცრისფერ ცხოვრებას სულ აუფერულებს. ცოტა უწესობა და უსაქციელობა საჭიროა და საინტერესოცაა 🙂

მოკლედ ველი ახალ წელს არა სიხარულით და დიდი იმედებით, არამედ მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ კიდევ უნდა გავაგრძელო ექსპერიმენტების სერია საკუთარ თავზე და კიდევ ბევრი რამ დაფარული უნდა ვიპოვო ჩემში 🙂

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

17 комментариев на «წლის ბოლო»

  1. თუ არ შეჩერდები და წინ სვლას განაგრძობ, კატერინა, რაღაც კარგი აუცილებლად მოხდება. მჯერა მე ამის,

    ჩემი ბლოგის მოხსენიებისთვის დიდი მადლობა 🙂 ვეცდები, მოლოდინი არასოდეს გაგიცრუო.

    ოცდათერთმეტამდე დროა ჯერ და კიდევ რამდენჯერმე მოგილოცავ, მაგრამ ახლაც გეტყვი, ბედნიერ დამდეგს გისურვებ, ისეთს, შენ რომ გაგიხარდება, ჯანმრთელობას, შვილების კარგად ყოფნას, წარმატებებს და ყველაფერ საუკეთესოს 🙂

  2. ფაქტი აღვნიშნე მე 🙂 მადლობა დაია, მეც გილოცავ და ბედნიერ წუთებს გისურვებ, რადგან ბედნიერება წუთიერ-წამიერი შეგრძნებაა ❤

  3. იფიქრე,იფიქრე მუდამ იფიქრე საკუთარ თავზე და სხვა ადმიანების ადგილასაც წარმოიდგინე ხოლმე შენი თავი და ერთხელაც საკუთარ თავში უზარმაზარ სასწაულს აღმოაჩენ.

  4. კი, მაგის დიდი გამოცდილება მაქვს და გავაგრძელებ 🙂

  5. ”მინდა ისევ თავი არ იჩინოს ზედმეტად კარგი აღზრდის მავნე შედეგებმა და არ მინდა გავხდე ისევ ზედმეტად წესიერი. არც გავხდები, რაკი აღმოვაჩინე, რომ სულაც არაა საინტერესო და ისედაც ნაცრისფერ ცხოვრებას სულ აუფერულებს. ცოტა უწესობა და უსაქციელობა საჭიროა და საინტერესოცაა ”
    — აბსოლუტურად ვიზიარებ ამ აზრს 😉

    ვაბშეტა, რაც უფრო ნაკლები ფიქრის შედეგად იღებ არც თუ ისე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, საინტერესოობაც მაშინ იწყება ზუსტად.
    მაგალითად: წამო რაჭაში ხვალ და ახალ წელს იქ შევხვდეთ ჩემ მარანში : ))

  6. ვაუ, რა წინადადებაა!!! ჭკუა აღარ დამიშლის 🙂 მაცდუნებელი შეთავაზებაა, მეგობარო

  7. ხოდა ჩემო, კატერინა, ასეთი რამეები უნდა მოხდეს ხოლმე და ყველაფერი ვიზეა დამოკიდებული?
    ისევ და ისევ ჩვენზე

  8. ხო! მოიცა, უცებ სხვა რამეებზე გადავერთე.
    ჩემ ბლოგს და ჩვენ საერთო აზრებს რაც შეეხება: მე პირადად მსიამოვნებს და მიხარია ეს ამბავი და ამაზე გვისაუბრია კიდეც : )

  9. კი, მასეა. როგორც ყოველთვის, თანხმობაა აქაც. მართალია ტრადიციების მიმართ გულგრილი ვარ, მაგრამ ეს თანხმობების ტრადიცია მომწონს 🙂 . საერთოდაც ხომ ყველაფერი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული ცხოვრებაში, ნუ სულ თუ არა ხშირად მაინც. ახლა გლობალურ და მასშტაბურ დამოკიდებულებებს ჩვენთან საქმე არ აქვს ზოგჯერ 🙂

  10. ნუუუ, ეგ ფაქტია და ვერსად წავუვალთ და სასიამოვნო რეალობა 🙂 :*

  11. დიდი დიდი მადლობა! 🙂 🙂 🙂
    კარგია, რომ საბოლოო ჯამში ამ წლით კმაყოფილი ხარ.
    ამ ქვეყანაზე კარგი ადამიანები ცოტანი არიან. ყველა კარგი ადამიანი იმსახურებს, რომ ბედნიერი იყოს. გისურვებ მომავალ წელს მოეტანოს შენთვის ისეთი ცვლილებები, რომ მიგეღოს დამსახურებული ბედნიერება. ❤

  12. მადლობა, გავწითლდი . . .
    პატარა გლსმურული თაია . . . 🙂

  13. დიდი მადლობა 🙂
    …და მე მაინც მგონია, რომ კარგი ადამიანები არც ისე ცოტანი არიან 🙂 მთავარია ვეძებოთ და აუცილებლად აღმოვაჩენთ 🙂 იმედია 2012-შიც ვიპოვით ასეთებს 😉

  14. რაკი აღმოჩენა სჭირდებათ, არ ყოფილან ბევრი, მაგრამ ზუსტად ამიტომაცაა მათი პოვნა სასიხარულო, აბა ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ იყონ, მაშინ კი არ გაგვიკვირდებოდა და გაგვიხარდებოდა. მეც დავიტოვებ მაგის იმედს 🙂

  15. საკუთარ თავს ამ სიაში , თანაც ასეთი აღწერით არ ველოდი 🙂
    ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა.
    სხვათაშორის, მაგ ბოლო აბზაცში სიამოვნებით შემოგიეთრდები. ექსპერიენტები საკუტარ თავზე, ყოველთვის უკანასკნელია ჩემ სიაში ხოლმე, მაგრამ ვატყობ რომ მომბეზრდა დადგენილი წესები 🙂 2012-ში სისულეებეი უნდა ვაკეთო, ოღOნდ ისეთი ცხოვრებას რომ ფერებს სძენს და მერე სანანენებლი არ ხდება 🙂

  16. ხოდა, ძალიანაც კარგი 🙂 ისე, გინდაც ინანო ცოტა, მაინც არა უშავს, ხო გაგიგია, ჩიტი ბდღვნად ღირსო 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s