წინასაახალწლო

ვერა და ვერ ავუწყვე ფეხი საყოველთაო საახალწლო განწყობას. თუმცა რა, სულ ასე არაა? არ ახალია, ძველია და უკვე ტრადიციად ქცეული ჩემთვის. წელიწადში ორი გამორჩეული დღესასწაულია, რომლებიც განსაკუთრებით არ მიყვარს, თუმცა არც დანარჩენებზე ვგიჟდები დიდად: ერთი საკუთარი დაბადების დღეა და მეორე ახალი წელი. არადა, ძირითადად ამ ორზე გიჟდება ყველა.

ამ დღეების მოახლოება და ჩემი ხასიათის გაფუჭება ერთია. დადგომამდე ერთი კვირა და მერეც, უკვე ინერციით, მეძალება უარყოფითი ემოციები, ყველაფერი შავ-ნაცრისფერ ტონებში წყდება და კბილებით მიჭირავს თავი დეპრესიის კარიბჭესთან. დაბადების დღის სიმძიმეს ზაფხული, მზე და სიცხე მილაითებს, რაკი აგვისტოში ვარ მოვლენილი, აი, ახალი წლისაზე კი რა მოგახსენოთ… ისედაც ვერ ვიტან ზამთარს და ახლა ესეც რომ ემატება, ისეთი განწყობა იქმნება, გული უკეთესს რომ ვერ ინატრებს. მიზეზი ალბათ ერთია- ამ დღეებში განსაკუთრებით მტკივნეულად ვგრძნობ საკუთარი ცხოვრების აწეწილ-აუწყობლობას. განსაკუთრებით კი ეს სწორედ ახალ წელს ეხება.

თუ მთელი წლის განმავლობაში თავს  მაგდანად აღვიქვამ, ხან ლურჯათი და ხანაც ლურჯას გარეშე, და ვახერხებ არ ჩავუღრმავდე ამას და მოვუგონო თავს რაღაც გასანიავებლად, ამ დროს  უკვე ჩემი თვითაღქმა ლურჯად ყოფნამდე დადის და უკვე ვეღარც  ვერაფერს ვუგონებ თავს მოსატყუებლად. ახალი წლის მოახლოება აღვიძებს ჩემში იმას, რასაც მთელი ცხოვრებაა ვებრძვი და გარკვეულწილად კიდეც მოვახერხე მისი გაქრობა თუ არა, სადღაც ღრმად მიჩქმალვა, თან ისე ღრმად, რომ ზოგჯერ აღარც კი მახსენდება, რომ მქონდა და ეს რომანტიკაა და მისი ნოსტალგია… მე კი ვერ ვიტან საკუთარ თავს, როცა ეს იღვიძებს ჩემში, რადგან ისევ მიახლებს  საკუთარი გულუბრყვილობისა და სისულელის მტკივნეულ განცდას. მე კი კაი ხანია, მოვიშორე ეს და სულაც არ მინდა კიდევ  შევიგრძნო.

წინასაახალწლოდ კიდევ უფრო ცხადად ვხედავ, რომ ჩემი ცხოვრება ხან მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სიუჟეტს ჰგავს, ხან ფსიქოლოგიური დრამის, ხანაც უბრალოდ დრამის ან ტრაგი-კომედიის, ხანაც თრილერის… მე კი ამ დღეებში მინდა რომ ის ერთ ბანალურ-სენტიმენტალურ ჰოლივუდურ მელოდრამას ჰგავდეს, კარგი მუსიკით,ლამაზი კადრებით და ჰეპი ენდით…ალბათ, ამიტომ მაყენებს ცუდ ხასიათზე მელოდრამების ყურება და იშვიათად ვუყურებ.

ამ დღეებში ისევ მინდება მოვიტყუო თავი და დავიჯერო, რომ რამე შეიცვლება. მე კი ეს არ მომწონს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ახალი წლის სიახლე მხოლოდ კალენდარს შეეტყობა და ცხოვრებისეულად ის დიდი-დიდი 2-3 სიახლეში აისახოს, ურომლისოდაც ისედაც არაფერი მიჭირდა.

ხოდა, მე მაპატიეთ… ყველამ მაპატიეთ, ვისაც გიხარიათ და გეიმედებათ ახალი წელი და ნუ ჩამითვლით ბოღმობაში, რომ ვერ აგყვებით სადღესასწაულო განწყობაში. საკმაოდ ბევრი მიზეზი მაქვს საამისოდ და საიმისოდაც, რომ ფუჭი უტოპიით არ მოვიტყუო თავი… მინდა დავიძინო და პირდაპირ ნაახალწლევს გავიღვიძო.

დღეს ვიცი, არ გამომივა, ამიტომ სხვა დროისთვის გადავდებ და  წლის გასვლამდე ერთხელ დავჯდები და ჩამოვწერ, რა იყო მნიშვნელოვანი ამ წელიწადში ჩემთვის და ღირდა თუ არა რამედ… ეგებ კიდეც ვცდები და ვერ ვაფასებ სწორად?! ეგებ მეც «აღუვსებელი საწყაულის» პონტი მჭირს?! დავფიქრდები.

მანამდე კი… სულ არ მეახალწლ-მეჯინგელება 🙂

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

25 комментариев на «წინასაახალწლო»

  1. არ იცი, როგორ მესმის შენი 😦

  2. უიმე დედა… შავი ფონი, ნაწრისფერი ბლოგი და ნაწრისფერი ახალი წელი… რატომ მერე?
    განა ახალი წლის გარეშე მოვა გაზაფხული? მაგრამ შენ არც გადაფხული გიყვარს მგონი… საოცარია…
    ადმაიანი რატომ ხდება ასე მოწყენილი, ასე დეპრესიული, ასეთი ემოციების მატარებელი…
    განა არა ლამაზი პატარა ბავშვი რომელიც დედის თითს ეჭიდება, განა არ უნდა გვიხაროდეს როცა ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ როგორც ადამიანების? მოკლედ საოცარია…
    მაპატიე, ვერ გეტყვი რომ არ მესმის შენი თუმცა გეტყვი — არ მინდა შენი გაგება…
    ჯერ ერთი იმიტომ რომ ახალი წელია!
    მეორეც იმიტომ რომ დეპრესია გაქვს რადგან მოდაშია…
    მესამეც იმიტომ რომ დეპრესია გაქვს…
    და მეოთხეც და დანარჩენების ამიტომ… 🙂 🙂 🙂
    მოკლედ გაიღიმე! ცხოვრება მართლაც მშვენიერია… :* და ნუ დაბნელებ კარგჩანაწერებიან ბლოგს… 🙂 :*

  3. ვხვდები, მოლი :*

  4. არა, რა დროს დეპრესიაა!!! ეგ მე არ მახასიათებს. მაგ ყოფაში რომ ვიყო, არც დავწერდი. უბრალოდ არ მიყვარს ახალი წელი, მეტი არაფერი. ისე მე კარგი ემოციებიც მაქვს და მიუხედავად ყველაფრის საკუთარ თავზე სიცილი შემიძლია და არასდროს ვკარგავ იუმორის გრძნობას 🙂 . თანაც მე არ მწყინს, როცა სხვებს უხარიათ ის, რაც ჩემთვის სულ ერთია, კაცია და გუნებაო, ხომ გაგიგია? 🙂

  5. კარგი, კარგი…
    მე ჩემი ვთქვი და… 🙂
    კარგი ბლოგი გაქვს… მაგრამ ეს მუქი ფერები მაინც აღამებს…. 🙂 🙂 🙂

  6. მადლობა, მიხარია, თუ მოგეწონა. ისე მეც გადავხედე შენს ბლოგს და დიდად მხიარული და ნათელი ფერები არც იქაა 🙂 ეს ისე, ნახევრადხუმრობით. ვიმეგობროთ ბლოგებით. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ბლოგზე. აქამდე ლურჯ-ცისფერში ვიყავი, ახლა რაღაც ასე მომინდა, თემის შეცვლამ მომანდომა. მერე ისევ გამოვცვლი, მე წარამარა ვცვლი დიზაინს, მალე მბეზრდება ერთი და იგივე 🙂

  7. ჰო… ნუ ბრდღვიალი არ მიყვარს…
    მეორე ბლოგიც მაქვს, საიტზე… დაბლა რომ ეწერა… იქ უფრო ხშირად ვწერ რამეებს და რავიცი… ბოლო ხანების wordpress_ზე გადმოვედი და ჯერ რავიცი, სიმპათია მაქვს … ვნახოთ რა იქნება…
    სასიამოვნო იყოს შენთან ჩემი დამეგობრება! და რაც მთავარია ფ ე რ ად ი ! ! ! 🙂 🙂 🙂

  8. იქნება. აქამდე ისეთი ვან გოგური ვარსკვლავები იყო.პირველად მაქვს შავი ფონი. ისე მე მომეწონა რაღაც თეთრის და შავის კომბინაცია. ასე რომ ბევრჯერ ნახავ აქაურობას სხვადასხვანაირს, მიყვარს მრავალფეროვნება, ალბათ პოსტებსაც შეატყობდი. მეც მოხარული ვარ.

  9. კი… მრავალთემას მოდებული სტატიები… ჩანახატები და ფიქრები… კარგია…
    მოკლედ შენია რა… და ეგ უკვე კარგია… 🙂
    წარმატებები

  10. ზუსტად ეგრე ვარ.მეც ვერ ვიტან ჩემს დაბ დღეს და ახალ წელს.

  11. ზუსტად ეს ორი დღესასწაული მიყვარს ყველაზე ნაკლებად…

  12. მარტო არ ვყოფილვარ…

  13. თანამოაზრეების ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა

  14. ე.ი მე ვკაკვავ თითს…
    ერთი გიჟი და «მუდამცდილობსმხიარული» ადამიანი, რომელმაც ეს სტატია წაიკითხა და უბრალოდ გაზაფხული მოენატრა… 🙂 🙂 🙂 🙂 😉
    მართლა ვკაკვავ თითს!

  15. არც მე მაქვს საახალწლო განწყობა მაგრამ აუცილებლად მექნება როცა :გრინჩს: ვუყურებ 🙂

  16. უფრო ზაფხული… მაგ დროს თითქოს თავიდან ვიბადები 🙂 ვგიჟდები მაგ გამოთქმაზე «ვკაკვავ თითს» 🙂

  17. ოოოო, გრინჩი ჩემი კაცია :დდდდ ხანდახან ისე მინდება, მეც გავგრინჩდე 🙂

  18. ჩემ შემთხვევაში პირიქითაა, დღესასწაულებზე არ ვგიჟდები მაგრამ სასიამოვნო საჩუქრების მიღება მიყვარს, ახალი წელი და დაბადების დღე საამისოდ მსვენიერი შესძსლებლობაა 🙂
    :ანგარებიანიჭიამაია: :)))

  19. აი არც მე მიყვარს ახალი წელი. თუმცა ერთი რამის გამო ვაფასებ, რასაც ამ დღეებში პოსტს მივუძღვნი. 🙂 🙂 🙂

  20. ძალიანაც კარგი, ჩემო ჭიამაია, სულაც არაა აუცილებელი, ყველა ჩემსავით იყოს 🙂

  21. დაველოდები მაგ პოსტს 🙂

  22. სადაა ოპტიმიზმი?

  23. ნუ არც პესიმიზმია, ანგელოზო, თუმცა, კაკ გოვორიატ, პესიმიზმ ეტო ხოროშო ოსვედომლიონნიი ოპტიმიზმ 🙂

  24. Tamara:

    ნეტავ რა უნდათ ამ «ოპტიმისტებს» შენგან კატარინა?! ძალიან გთხოვთ ყველამ თქვენს ბლოგებს მიხედეთ…კატარინა, შენ ძალიან საინეტერსო ბლოგი გაქვს და მე აქ ფერადი აზრების და ტაშფანდურის სანახავად არ შემოვდივარ,ძალიან საინტერესო ადამაინი ხარ და გამორჩეულად საინეტერსოდ წერ,,,,,ბევრს აქვს ლამაზი და ფერადოვანი ბლოგები, ნო ვ გოლოვე პუსტატა…..გოუ ონ,,,,,ველოდები ახალ პოსტებს…

  25. მადლობა, გამიხარდა ასეთი შეფასება. კატერინა ყოველთვის სიხარულით დაგხვდება თავის სამყოფელში 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s