სამყარო კუბიდან და სამყარო კუბში

   უდაბნოში ოაზისს ეძებს ადამიანი, ქაოსში- სიმშვიდის ნაგლეჯს. ცხოვრება კი ხან ერთია და ხან მეორე, ამიტომაც ყველას გვჭირდება ჩვენ-ჩვენი ნავსაყუდელი, ადგილი, სადაც მარტო შენს თავს ეკუთვნი და სამყაროს ემიჯნები…მეც მაქვს ასეთი ადგილი, ეს ჩემი ოთახია.

მე და ის თითქმის ტოლები ვართ. ერთად მოგვემატა წლები. ერთად გავიარეთ მთელი ჩემი ცხოვრება. ერთად გვყვარებია და გაგვითენებია ფიქრებში ღამე, ერთად გავსიებულვართ მოჭარბებული სიძულვილით, ერთად გვიტირია და გვიცინია სულელებივით და არასდროს გაგვითქვამს ერთმანეთი.

პატარა, მშვიდი, მზიანი კუბი, რომელშიც მთელი ჩემი განცდებით და ემოციებით ამოვიზარდე მე-კატერინა.ისინი, ვინც მე ეს ოთახი მაჩუქა და ამიშენა, უკვე კარგა ხანია, აღარ არიან. მათ ამ კედლებთან ერთად საკუთრი თავის მონატრება და არყოფნის ტკივილი დამიტოვეს და ამით ორმაგად გამიძვირფასეს აქაურობა.

არ ვიცი, სხვები გრძნობენ ამას თუ არა, მაგრამ აქ სხვა ჰაერია. აქ ჩემი სუნია და სულიც.

ერთ კუთხეში პატარა მაგიდა დგას სამი სკამით და ერთი სავარძლით. აქ მოსწავლეებს ვამეცადინებ. მაგიდა მუდამ არეულია და წიგნები უწესრიგოდაა ახოლიხებული, აი ისე, ერთს რომ გამოაძრობ ნელა და თან რომ ცდილობ, ისე ქნა, რომ არ გადმოცვივდეს, მაგრამ მაინც აუცილებლად რომ გადმობღრიალდება ყველაფერი ძირს.

მეორე კუთხეში ტანსაცმლის კარადაა, რომელშიც მუდამ ისეთი ამბავია, სპილოს ვერ იპოვი.

პატარა სარკეც მაქვს. მართალია უწესო ვარ დალაგებაში, მაგრამ მატრაკვეცა ვარ და ხანდახან გაპრანჭვაც მიყვარს.

უზარმაზარი ფანჯარა აქვს ჩემს ოთახს, ლამის კედლისხელა და მზიან ამინდში ჩახჩახი გააქვს. ფანჯრის წინ კარალიოკის( ნეტა ქართულად რა ჰქვია?)ხეა, რომელსაც ვერავინ კრეფს და ახლაც მოჩანს თოვლდადებული პატარა ნარინჯისფერი ბურთები. დამშეული ჩიტების თავშესაყრელია ეს ხე და მე სერიოზულად ვნერვიულობ, ამდენი კარალიოკის ჭამით არ დაიავადონ ნაღვლის ბუშტი.

ზედ ფანჯარასთან საწოლი დგას, უფრო სწორად ტახტი.თუ მცივა, გამოვყოფ ფეხებს ლოგინიდან, მივაწყობ ბატარეას და ისე ვიძინებ. ზაფხულობით კი თუ ბოლომდე გავაღებ ფანჯარას და ფარდასაც გადავწევ, მშვენიერი მინიპლაჟი გამოდის და გემრიელად ვეფიცხები მზეს.

საწოლზე დევს ჩემი ლეპტოპი. ხო, რაკი ძირითადად გაწოლილი ვმუშაობ კომპთან. ეს მეტიჩრობის გამო არა, ჩემს საწყალ ხერხემალს ვუფრთხილდები, ისედაც დიდი ჯაფა ადგას ამდენი ჯდომით.

იქვე ორი თაროა, სადაც ძირითადად პროფესიული ლიტერატურა მაქვს, ანუ ის წიგნები, რომლებიც მოსწავლეებთან მჭირდება. მეტი აქ ვერ დაეტევა, თორემ ისე ამ სახლში მარტო წიგნია ბევრი :).

ერთ კედელზე ეგზიუპერის «10 მცნება მშობელთათვის» მაქვს გაკრული და ყოველ დღე ვამოწმებ, ხომ არაფერი მეშლება და ხომ ისე ვიქცევი, როგორც კარგი მშობელი უნდა იქცეოდეს.

საწოლის წინ ორი ფოტოა: ერთზე გაკრეჭილი გოგოა, რომელიც თოვლშია დამხობილი და იქვე თხილამურები ყრია.ეს დედაა, რომელიც ჩემზე პატარაა…მეორეზე ბებიაა და ბაბუა, რომლებმაც გმირულად გადადეს გვერდზე დიდი ტკივილი და დიდ სიყვარულში ამოგვზარდეს მე და ჩემი და.

ფანჯარასთან ჰკიდია პატარა საათი, რომელსაც ისეთი უცნაური ისრები აქვს, ჩემ გარდა ვერავინ არკვევს დროს. აქვეა ჩარლის დიდი ფოტო, რომელიც ჩემმა ყველაზე საყვარელმა გოგომ-თამარმა მაჩუქა.

ერთ ნახატიცაა. ავტორი ჩემი მეგობარია, რომელსაც გადახატული ჰყავს მთელი სამეგობრო. ერთი  მე ვერ მომიხერხა ვერაფერი. რამდენი დაიწყო ხატვა, თვალებზე რომ მიდგება საქმე, იჭედება და ვეღარ აგრძელებს. თვითონაც ნერვები ეშლება საკუთარ თავზე. მეც ვერ გამიგია, რა მჭირს ასეთი. ხოდა ერთხელაც რომ გამწარდა, დადგა და დახატა ვან გოგის «მზესუმზირებით» შთაგონებული ნახატი( ეს იმიტომ, რომ იცის, მე მიყვარს ძალიან). არა, კოპიო არაა, უბრალოდ მზესუმზირებია თემა, მაგრამ სულ სხვანაირად, ქაოსურად და გაურკვევლად, თითქოს გარბიან… ხოდა მომიტანა, მომაჩეჩა და მითხრა, აჰა შენ შენი პორტრეტიო. ხოდა მას მერე ამ ნახატს ჩემი სახელი ჰქვია.

სულ ეს იყო…

ახლაც ვზივარ ამ ჩემს პატარა ნავსაყუდელში და გული მეწურება ისე მეძალება მისი სიყვარული…ალბათ გრძნობს, როგორ მომეჩქარება აქეთ, სადაც არ უნდა ვიყო. როგორც არ უნდა ვიყო, შემოვიხურავ კარებს და კარს მიღმა რჩება სამყარო. მე კი ვრჩები საკუთარ განცდებთან, ფიქრებთან მარტო და ეს უებარი წამალია ჩემთვის.

არავინ, არავინ, არავინ არ მიცნობს ისე, როგორც ეს ჩემი პატარა და კოხტა კუბი.

გავა დრო და ალბათ უჩემოდაც მოუწევს ყოფნა. ალბათ როგორ მოვენატრები…მაგრამ აქ ჩემი სული იტრიალებს და ვინც გადმოვა ამ ოთახში, იმას დავიმგვანებს :).

ჯერჯერობით კი ყოველ დილას ამ უზარმაზარ ფანჯარაში შემოდის მზე, თუ არის, რასაკვირველია, იწყება ახალი დღე და ამ ძველისძველი, ჭრიალა კარიდან ერთი უცნაურად დაჩოჩებული კატერინა გადის სამყაროში… მერე ისევ შემოდის აქ, თავის სამფლობელოში და საღამოობით ამავე სამფლობელოში კიდევ ერთ სამფლობელოს ესტუმრება ხოლმე-ქეთლანდია ამ ოთახის ფილიალია…

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на «სამყარო კუბიდან და სამყარო კუბში»

  1. საინტერესო და საყვარელი კუბი გაქვს. სულ სხვა კუბს ველოდებოდი მე 🙂
    ქაოსურად მიყრილ წიგნებზე ვგიჟდები. ოღონდ, ხშირად რომ ალაგებენ, და მაინც ისე აწყობენ, როგორც ადრე ეწყო თუ ეყარა 🙂 ანგრეული მაგიდა კი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია ოთახში 🙂

  2. დავემთხვიეთ გემოვნებაში, მეც მიყვარს წიგნთა ქაოსური წყობა 🙂

  3. როგორ მიყვარს მაგ «კუბის» სუნი, მსგავსი არ მიგრძვნია არსად!!!

  4. ხო, შენ გაქვს მაგის პრივილეგია 🙂 :*

  5. მეც ძალიან მიყვარს ჩემი ოთახი, ეჰ ჯოგჯერ უსულო საგანი უფრო ადამიანური და სულიერია. 🙂 🙂 🙂 წიგნები იყოს — ისიც კაი და წყობას რა მნიშვნელობა აქვს?! (აუ ჩემი მაგიდა რო ნახო, მართლაც გადავარდნაზეა ყველა წიგნი, მარა მე ასეთი მომწონს) 😉

  6. ალბათ ეგ ბუნებრივია, ვისაც წერა-კითხვა უყვარს, იმას ყოველთვის ასეთი მაგიდა აქვს 🙂

  7. ხო ნამდვილად! 🙂 🙂 🙂

  8. :დ :დ ჩემები რომ ბრაზობენ მასეთ არეულობაზე ვიძახი შემოქმედებითი გარემო მაქვსთქო შექმნილი 🙂 ოღონდ არაფერი შემიქმნია ამ გროვა წიგნებიდან :დ :დ და ძალიან მიყვარს დიდი ფანჯრები გაზაფხულზე დილით მზით გაჩახჩახებული 🙂 🙂 🙂 და მიყვარს შენი ოთახის ფილიალი 🙂

  9. აჰ, ჩემი კუბი კიდევ სრული ქაოსია. კარადა.. მაგიდა… წიგნები.. თაროები… დავალაგებ და მეორე დღეს უკაღმაა, თვითონაც ვერ ვიგებ როდის ირევა..
    მეც მიყვარს ჩემი ოთახი… ❤

  10. ჩემი ოთახის ფილიალი კი ძალიან გაათბო ახალი სახეების გამოჩენამ და მე მიხარია ეს, არა იმიტომ, რომ ვიზიტორებს ვითვლი, მიხარია, რომ კატერინას მეგობრები შეემატა.:)

  11. შევიკრიბეთ ქაოსიანები!!!ძირს დალაგებული კუბები 🙂

  12. როგორ მიხარია, რომ ამ პოსტის იდეა მაგნუმზე ქაქანის დროს მოგაწოდეთ 🙂 🙂

    უსაყვარლესი ოთახი გქონია. მართლაც რომ შენი ციხესიმაგრე.

  13. მეც მიხარია, მოლი, აი ასე უცებ მომეძალა სურვილი და წუხელვე ვაქციე პოსტად 🙂

  14. იმიტომ რომ ძალიან თბილი და მიმზიდველია ეს ფილიალი 🙂 და მე პირადად მომიხარია აქ სტუმრობა 🙂

  15. ვუერთდები მოწოდებას 😀 ძირს დალაგებული კუბები!!! თორე ისე არ მეშველება არაფერი 🙂 დალაგება თუ მომთხოვეს 😀 😀

  16. გაიხარე… არადა რამდენს ვგონივარ ცხვირაწეული და უჟმური… ტყუილად კი არ ვამბობ, აქ ყველაზე ნამდვილი ვარ-მეთქი და ყველაზე კარგად ამ ფილიალის სტუმრები მიცნობენ-მეთქი 🙂

  17. კუბშიო?! გამოდი მერე … 🙂
    ისე, ყველა სადღაც-რომელიღაც და სანუკვარ “კუბში“ ვართ 🙂 http://wp.me/pNlTr-14O

  18. კი გამოვდივარ 🙂 და მერე უფრო ვგრძნობ ისევ შესვლის გემოს.კუბამდე კი პირამიდაში ვიყავი და თანაც მარტო არა, ეს ქურუმობის დროს იყო 🙂

  19. ჩანაწერი-ფანტასტიურია.
    ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ-ჩარლის სურათი თამარ უგუზაშვილმა ხომ არ გაჩუქათ? : )

  20. კიიი, ეგ არის ის ჩემი თამარი სწორედ :). იცნობ შენ?

  21. კი, ვიცნობ: ) პიონერფილმიდან.
    როგორ გაუმართლა თქვენ რომ გიცნობთ და თან ასე….

  22. მეც გამიმართლა 🙂 . შეგიძლია შემოგვიერთდე «გამართლებულებს» 🙂

  23. არ იცით, როგორ მწყდება ხანდახან გული, თავის დროზე «პიონერფილმს» რომ ავცდი 😦

    ბევრი კარგი რამ მსმენია და ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ მანდ.

  24. ახლაც ასეა, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს «პიონერფილმი». მეც მასე ვარ, ხშირად მწყდება მაგაზე გული, რომ ავცდი ამ ამბავს 🙂

  25. ვაი… დიდი მადლობა. სიამოვნებით. აუცილებლად. დიდი სიამოვნებით 🙂

  26. ჩარლის სურათი თამარმა გაჩუქათ? ჩემი თამარი ❤ და ჩემი ჩარლი ❤

  27. მეც მასე ვარ 🙂 მე მიყვარს თამარი, მას ვუყვარვარ მე და იცის, რომ მიყვარს ჩარლი და სულ მიდოდა დიდი პლაკატი და მაჩუქა :). ხო, და კიდევ, თამარიანელებმა ნახეთ პოსტი თამარზე http://wp.me/p1MT1L-1O 🙂

  28. ვიცი, ვიცი: ) ადრე ვნახე და თამარსაც ვკითხე-შენზე ხომ არ წერია-თქო. უფრო სწორად, მისი ჩანაწერი მეგონა.
    ჯონათანი დავინახე თუარა…

  29. სასწაულია ჩვენი ოტახი ნამდვილად… და იცი რა უნდა გითხრა, ჩემი ოთახის ფანჯრიდან კარალიოკის უამრავი ხე ჩანდა ფართო ეზოში 🙂 სასამოვნო დამთხვევაა ფრიად 🙂

  30. მიხარია 🙂 პატარა ბავშვივით მახარებს ისეთი ადამიანების გამოჩენა, ვისაც ეცნობა ის, რასაც ვწერ ❤

  31. მეც… ნაცნობი გრძნობააა

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s