სტუმარ-მასპინძელი ანუ მე და ვირუსი :)

ტრადიციების ერთგულებით და დაცვით ნამდვილად არ გამოვირჩევი, მაგრამ ერთს არასდროს ვღალატობ — ყოველთვის ხელგაშლილი ვეგებები გრიპის ნაირსახეობებს. გულგრილად გვერდს ვერ მივლიან და მეც ჩემს სტუმართმოყვარეობას, რაც ვერაფრით ვერ გამომდის რეალობაში, მათთვის გულუხვად ვიმეტებ.

აი, ახლაც ამ ტრადიციულ ყოფასა შინა ვიმყოფები. აგერ უკვე ერთი კვირაა სულმნათი გურამიშვილის კვალდაკვალ «მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს». სიცხე ისევ და ისევ ტრადიციულად 37,5, რაც გამძლე იმუნიტეტის და ჯანმრთელობის უტყუარი ნიშანია.  მდგომარეობა ტრანსული მოჭარბებული ნალექიანობით თვალებსა და ცხვირში. ანუ მორიგი ხალისობაა :).

რაკი ვერასდროს ვეღარ გამოვედი ამ მდგომარეობიდან, საქმეში ექიმები ჩაებნენ. აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო და მხირული ამბები.

გართულების თავიდან აცილების მიზნით  დამინიშნეს ძლიერი ანტიბიოტიკი. შედეგი სწრაფია და ეფექტური: ჩემი სხეულის ტემპერატურა სულ მცირედით განსხვავდება ზესთასოფელში მიმავალთაგან,  პულსი მარათონგამოვლილისას უტოლდება, მეწყება ალერგიული კონიუქტივიტი და «მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად» (აშკარად «ჩამოვალაბორანტე» ტარიელი). მტკივდება შინაგანი ორგანოები( ნუ ამ შემთხვევაში დიდი ვანო არაფერ შუაშია), სამაგიეროდ, ვირუსი ხელუხლებელია და აგრძელებს თავის საქმიანობას. აბა, რას იტყვით? ხომაა საოცარი შედეგი? კიდევ იტყვიან, რომ თვითმკურნალობას არ უნდა მიმართო.

ამ ყველაფერს დაემატა ისევ ტრადიციული დისკოზ-წელკავური ამბავი და ორმაგად სახალისო გახდა სიტუაცია. ლოგინიდან ყოველი წამოდგომა ისეთი საინტერესო პროცესია, ცქერით ვერ გაძღება ადამიანი. უკვე დავამუღამე, საიდან და რა მიმართულებით უნდა წამოვიწიო, როგორ გადმოვაბიჯო, როგორ ავდგე, ნუ ავდგე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც…მერე აი ასე, ქალურად, ტაატით ვირხევი «ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა», და ლუარსაბის ნალიასავით გვერდზე გადახრილი მივიწევ იმ ადგილისკენ, რომელიც უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია ხანგრძლივი თავშეკავების მერე.  აღარ დავაკონკრეტებ იმ ილეთებს და მოძრაობებს, რაც იქ შესულს მჭირდება და არც იმას აღვწერ, რა წვალების ფასადაა იქ მიღებული სიამოვნება, მთავარი ეს არაა. ჯერ ხომ მწარე უნდა ჭამო და მერე ტკბილი? და ბედნიერება ხომ განსაცდელით მიიღწევა? ვერც მარგალიტს მიიღებ «უსასყიდლოდ, უვაჭრელად» და ვერც ვარდს მოკრეფ უეკლოდ.

მოკლედ ამ რთული და განსაცდელებით სავსე გზით ბედნიერებას ნაზიარევი, ვუბრუნდები სარეცელს და ვემზადები ახალი სიამოვნებისთვის. ვიწყებ ნემსების გაკეთებას? გგონიათ სხვა მიკეთებს? რა მოიგონეთ? მე და მხოლოდ მე!!! ეს ბოლო აკორდია სრული განწმენდისთვის და გაბედნიერებისთვის. ვერ წარმოიდგენთ, რა სასიამოვნოა! აი დააკვირდით: იღებ შპრიცს,(სასურველია შპრიცი 5 მილიგრამიანი იყოს, უფრო ძნელად მოძრაობს დგუში და განწმენდისთვის და თვითგვემისთვის უებარია), აცმევ თავზე ნემსს, მერე ამპულას წაატეხ თავს, ამოწრუპავ წამალს, ცოტას გამოუშვებ,  მერე ბრუნდები გვერდზე, ისე, რომ მეორე თეძო ბოლომდე უნდა გადმოიტანო, რომ კარგად დაინახო საკუთარი უკანალი( აქ ცოტა ელასტიურობაცაა საჭირო), რუდუნებით გაწმენდ შეთვალთვალებულ ადგილს, დაუმიზნებ ნემსს და ჩაკრავ, მერე დააჭერ ხელს დგუშს და წამალსაც ჩაიყვან. ისეთი კი არაფერია, მერე ამოიძრობ და ეგაა რა. დიდი ამბავი ახლა, ცოტა კაპილარში თუ მოხვდები და სისხლი წამოგივა, ხომ გითხრეს უკვე, რომ ადვილად არაფერია ქვეყნად.

მერე  აგრძელებ წოლას და რაკი ვერც კითხულობ და ვერც წერ მოჭარბებული ცრემლიანობის გამო, რთავ უაზრო ფილმებს და თერაპიის ახალ ეტაპზე გადადიხარ. წარმატებით ავითვისე ჰაუსი, უკვე მერამდენედ და ახლა ჯერი «ბანდიტურ პეტერბურგზეა», რატომ მეც არ ვიცი, მაგრამ  ამქვეყნად ხომ ბევრი რამაა გაურკვეველი და მეც ჰორაციულ-შექსპირულად მივყვები ამ შეუცნობელს…

ავად? ვინ თქვა ეგ ამბავი? გადასარევად ვარ, გადასარევად!!!

«ღვაწლსა დიდსა შესვლად» ვარ და ვგრძნობ, როგორ ვმაღლდები 🙂

სულ არ ვარ ცუდად 🙂

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на «სტუმარ-მასპინძელი ანუ მე და ვირუსი :)»

  1. აუუუ! ძალიან კარგი იყო! მალე გამოკეთებას გისურვებ! შენ მართლაც არ ყოფილხარ ცუდად! 🙂 ხო იცი ძლიერია ის ვინც იცის რომ სუსტია, შენნაირი ძლიერ ადამინებზე დგას ეს ქვეყანა. თქვენ არ უნდა კავდებოდეთ ამ სტუმარ-მასპინძლობის უხსოვარი ტრადიციით. არა რა ამ სტუმრებსაც ხო სინდისი არ აქვთ! კაი იყავი ერთი კვირა, კაი ორი მარა მესამეც? ოხ რა უნამუსობაა! 😉

  2. ვერ მელევიან :დდდდ. დიდი ხნის სიყვარული გვაკავშირებს 🙂

  3. ეჰ, არ იციან ვირუსებმა მოსვლის და წასვლის დრო. მაგრამ ამ პოსტმა ისე გამამხიარულა, როგორმე ავიტან 1-2 დღეც მათ სტუმრობას 🙂

  4. თუ გესტუმრნენ, გაიხსენებ და იოლად შეხედავ ხო? ამათ ისე გაუტკბათ ჩემთან ყოფნა, კაი ხანს მოგიწევს ლოდინი :). მე ისე შევუშინაურდი, რომ უკვე იუმორით ვცდილობ შევხედო ამ მდგომარეობას 🙂

  5. რა დღეში ყოფილხარ, კატარინა…

    ნემსს შენით როგორ იკეთებ 😦 მე ვერაფრით მოვახერხებდი 😦

    აბა, გამოჯანმრთელებას გისურვებ. ყველაფერი კარგად იქნება 🙂

  6. მადლობა, მოლი. ხო, აი რა ვიცი, ასე გამოვიდა, რომ მთელი ცხოვრება სამოობსლუჟივანიე მაქვს და თვითონ ვშველი საკუთარ თავს, დავოსტატდი 🙂

  7. მტერს და ავს ეგეთი სამააბსლუჟივანიე და ეგეთი დაოსტატებაც 😦

    ჯერ ნემსის გაგონებაზე და წარმოდგენაზე მისკდება გული და ახლა ჩემით როგორ უნდა გავიკეთო 😦

    იმედია, კარგად ხარ, კატერინა.

  8. like-ს კი მივაჭირე, მაგრამ ეგ პოსტისთვის იყო, ძაან unlike შენი მდგომარეობა 😀 მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ 🙂

  9. მადლობა, ნინი, გაიხარე 🙂

  10. როგორ ხარ კატერინა? მე რაღაც გვიან გავიგე ეს ამბავი, იმედია უკვე კარგად ხარ 🙂 მაოცებს შენი სიმამაცის ამბავი, ნემსის ჩემით გაკეთება კი არა რომ წავიკითხე ტანში გამაჟრიალა ისე მეშინია :დ :დ :დ

  11. მგონი გამოვკეთდი. ანუ თვითგვემამ უშედეგოდ არ ჩაიარა 🙂

  12. მიხარია 🙂 ასეც უნდა ყოფილიყო ასეთი თვითგვემის შემდეგ 🙂

  13. კი მივაlike, მაგრამ, ეგ პოსტს. საკუთარი ხელით ნემსების კეთებაღა ეკლდა შენი ზოგადმკურნალობის პროცესებს. : |

  14. სრულყოფისკენ ვისწრაფვი 🙂

  15. კარგად კი მაცინე მაგრამ ეს ნემისის საკუთარი ხელით კეთება რაღაცა ნამეტანია .. არა??/ :))))))
    ვაიმე, ერთ-ორჯერ დამჭირდა გაკეთება და დედაჩემს 15 წუთიანი შესავალი დაჭირდა რომ წყნარად ვწოლილიყავი და საშუალება მიმეცა ეჩხვლიტა :)))

  16. ხო, აი ასეთი ყოჩაღი ვარ 🙂 მაგრამ ნემსის გაკეთებაზე მეტად სიყოჩაღე ის მგონია, ამ ყველაფერზე სიცილი რომ შემიძლია 🙂

  17. nika:

    ნემსს როგორ იკეთებ არ გტკივააა? მეც მასწავლე აბა როგორ გავიკეთო ხოლმე უმტკვნეულოდდ…:*

  18. უმტკივნეულოდ არაფერი ხდება ქვეყანაზე :დდ

  19. nika:

    seriozulad geubnebi mchirdeba da sxvas ver davanaxeb chem trakss:D albat jobia tan davwve da ise xoo? amixseni raa 😐

  20. ლუკა:

    სურათებბი დადე აბა როგორ იკეთებ ნემსს შენით…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s