უცნაური ანფაზი

ჩემი მეგობრის გვერდით არ მოიწყენ. სულ კურიოზები ემართება. ეს ბოლო შემთხვევა ვირტუალურს და , კერძოდ, skype-ს უკავშირდება.

არავისთვისაა უცხო და ახალი ის, რომ ამ ქსელში ხშირად ხდება ხოლმე არამკითხეების და უცნაური სუბიექტების შემოჭრა. ხოდა ამ ჩემს მეგობარსაც ასე უცერემონიოდ შემოეჭრა უცნობი უცხოელი. ამანაც, როგორც ჭეშმარიტ ქართველს შეეფერება, მთელი თავისი სტუმართმოყვარეობით მიიღო და გაუბა საუბარი. თან გულში იმას ფიქრობდა, კაია, ცოტა ინგლისურს გავივარჯიშებო. მოკლედ ფინ-ფა- ფუ საუბრების მერე, ვიდეო ზარიც გაიჩითა.

მე ამ დროს სამზარეულოში ვიჯექი და გულიანად ვაკნატუნებდი თხილს, თან თაფლსაც ვასხამდი ზედ და თან ამ გულღია ქართველ სკაიპოსანს ვაშაყირებდი.

წამებში შეცხადების ხმა მომესმა: -დედა, რას ჰგავსო!

მე დამაინტერესა და ოთახში შევედი. ჩემი შესვლა და ჩემი მეგობრის  დაკივლება ერთი იყო. დამდუღრულივით წამოხტა  და ლეპტოპი ძირს გადმოუვარდა. მე კი მაშინვე მივვარდი მონიტორს, მაგრამ ის უცნაური მოსაუბრე აღარსად იყო.

ეს კიდევ დაბნეული იდგა და ხელებს ასავსავებდა. ბოლოს სული მოითქვა და ამოღერღა…

ახლა რაში იყო საქმე.

მოკლედ, კამერა ჩაირთო თუ არა, ეკრანზე გამოჩნდა რაღაც გაურკვეველი არსება, რომელსაც, ჩემი მეგობრის დახასიათებით, ძალიან შავი ხუჭუჭა თმა და ძალიან გრძელი ცხვირი ჰქონდა,  სახე თითქმის არ უჩანდა. მერე კარგად რომ დააკვირდა, აღმოაჩინა, რომ თვალწინ სახე სულაც არ იყო. მის ეკრანზე  უსირცხვილოდ ყელყელაობდა ფალოსი :დდდდდ.

არ ვიცი, გქონიათ თუ არა განცდა, რომ სიცილისგან თითქოს გული გისკდება და კვდები. აი ეს დამემართა. თან ერთი ამბავი გამახსენდა ჩემს უმცროს შვილთან დაკავშირებით( ეგ საერთოდ ძალიან სასაცილო ვინმეა და საოცრებებს თხრიდა ყოველთვის). მოკლედ ერთხელ გიგი შემოდის ქუჩიდან და მეკითხება:-ქეთი, სამში გრძელი რა არის? ჩვენ უსაქციელობა დაგვემართა და გავიხიეთ სიცილით. მისმა ძმამ უსინდისოდ დასცინა. ხოდა უცებ დაქაჩა თვალები და ამბობს:- აააა, მივხვდი!!! ცხვირი ხო?… ნუ ალბათ ხვდებით, რაც მოგვივიდოდა! აი დაახლოებით ეგ დამემართა ახლაც.

მოკლედ, ჩემმა სასაცილო მეგობარმა, გიგის ლექსიკონით, ცხვირი იხილა მონიტორსა შინა :დდდდდდ

მას მერე ახლოსაც არ ეკარება  skype-ს.

ნათოოოო, რა მეშველებოდა, შენ რომ არ მყავდე? :დდდდდ

Запись опубликована в рубрике მიძღვნა :) с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

13 комментариев на «უცნაური ანფაზი»

  1. ხო, მართალი ხარ შენ, სხვა კომენტარს ვერც გააკეთებ 🙂

  2. ნამდვილად! 😀 😀 😀

  3. გულიანად ვიცინე 🙂

  4. ასეც იყო ჩაფიქრებული. ამ შემთხვევას ვერ გავუშვებდი ხელიდან, რომ თქვენც არ მეხალისებინეთ 🙂

  5. თავხედი უცხოელი 😀 😀

  6. აბაააა, თან მახინჯი, ხუჭუჭა და გრძელცხვირა :დდდდ

  7. გადავყირავდი 😀

  8. კარგა ხანია ასე არ მიცინია :)))))))))))) მე მეგონა ყველა დეგენარტს მე ვიზიდავდი და აქ ნახე კაცო რა ამბებია . . .

  9. მარტო არ ხარ, თაია 🙂 . მეც მაგ სიაში ვარ, მაგრამ სხვისი ამბის დაწერა უფრო ადვილია :დდდ

  10. რაღაც მსგავსი ცემს მეგობარსაც დაემართა, მეზობლად ცხოვრობს და გიჟივით შემომივარდა ოთახში ეს რა ვნახე მიშველეო. ეგეთი დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია სკაიპში : ))))))))))))))

  11. აჰა, ანუ იმანაც ცხვირი ნახა 🙂 .რა არის მოკლედ ეს ანფაზი რა :დდდდდ

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s