ნიჭიერი თაღლითის რომანტიკული ეგოიზმი

დღეს ბეგბედერზე და მის წიგნ «რომანტიკულ ეგოისტზე» ვსაუბრობ.

კარგა ხანია, მინდა ამ მწერალზე რამე ვთქვა, მაგრამ რატომღაც ვიწყებ და ვჩერდები. და ისედაც, ეს დაწყება და არდამთავრება რაღაცნაირად ტრადიციული გახდა ჩემი  და ფრედერიკ ბეგბედერის ურთიერთობისთვის. ასეთი რამე არც ერთ მწერალზე არ მომსვლია. ვიწყებ კითხვას, ვიხიბლები, მომწონს, ფრაზებსაც კი ვიწერ დასამახსოვრებელს და როგორც კი სადღაც შუა ნაწილს ვუახლოვდები, მწყინდება და თავს ვანებებ. რაც ეს აღმოვაჩინე, მას მერე ვიკვლევ ამის მიზეზს და, მგონი, ამ ბოლო წიგნის წაკითხვისას მივხვდი.

როგორც უკვე ვთქვი, ასეთი უცნაურობა დამჩემდა ამ ადამიანის მიმართ. ვკითხულობ და გავდივარ გზას აღფრთოვანებიდან გულაცრუებამდე და მობეზრებამდე. გამონაკლისი «ექსტაზია» და «სიყვარული ცოცხლობს სამი წელი». პირველი იმიტომ, რომ ერთი სულის ამოთქმით წავიკითხე და სრული შოკის მდგომარეობა მქონდა, მისხალიც კი ვერსად ვნახე სიყალბის და ყველაფერი დავიჯერე და მივიღე, რასაც მეუბნებოდა ამ მართლაც გამორჩეული(როგორც სტილით, ასევე იდეით და ამ იდეის განხორციელებით) წიგნით. მეორეს რაც შეეხება, თემატიკა იყო დამაინტრიგებელი. თუმცა, მინდა გითხრათ, ცოტა იმედი გამიცრუვდა აქაც. ისე კარგად იწყებს, ისე კარგად ავითარებს სიუჟეტს, სიტუაციებს, მაგრამ ბოლოს ბანალური ბულვარული რომანის ფინალით ამთავრებს…

ახლა რაც შეეხება წიგნს, რომელზეც ვაპირებ საუბარს-«რომანტიკული ეგოისტი».

მთავარი გმირი თავად ავტორია. ნაწარმოები ფაქტობრივად დღიურია და ამიტომ წიგნი მემუარულ ჟანრს უფრო განეკუთვნება. თუმცა ეს მას ნაკლად ვერ ჩაეთვლება. აქ გადასარევადაა წარმოჩენილი პერსონაჟის გაცდები, ფიქრები, შეფასებები ამა თუ იმ თემის შესახებ.

ბეგბედერი არ ღალატობს ტრადიციას და მწარედ დასცინის სნობებს, ბურჟუაზიას და მის «მოკრძალებულ ხიბლს». შენ, მკითხველს, გეღიმება მის მოსწრებულ გამონათქვამებზე, ირონიულ შეფასებებზე. ვერაფერს იტყვი, გემრიელად წერს, ნიჭიერად დასცინის ყველას და ყველაფერს. დაუნდობლად ააშკარავებს სულიერებაზე უარისმთქმელ დაავადებულ საზოგადოებას, რომელმაც გააკეთა არჩევანი და უპირატესობა ფიზიოლოგიას და ინსტინქტებს მიანიჭა. მაგრამ კითხვის მომენტში უცებ ამომიტივტივდა ავტორის ფიზიონომია, მისი იმიჯი, ცხოვრების წესი და მაშინვე მივხვდი, რომ მატყუებდნენ… როგორ შეიძლება დასცინოდე სხვებს და თვითონ ზუსტად ისეთივე ცხოვრების წესით ცხოვრობდე?!

რა წუთშიც ეს კითხვა გამიჩნდა, იმ წუთიდანვე დამეკარგა ნდობა მის, როგორც მწერლის, მიმართ, რადგან ვერაფრით ამოვიგდე თავიდან აზრი, რომ საქმე ტიპიურ პოპულისტთან მაქვს. მისი ყოველი სიტყვა, ფრაზა გათვლილია მკითხველის დასაბოლებ-მისაზიდად და, არ დავმალავ, ეს მშვენივრად გამოსდის.

ნიჭიერი კაცია, ეს უდავოა. მას შეუძლია არაფრისგან გააკეთოს წიგნი. მას შეუძლია ყველაფერი ის, რაც მანამდე სხვებს გაცილებით ღრმად და მრავალფეროვნად უთქვამთ, გადაამღეროს და ახლებურად აკინძოს, თან ისე, რომ მოგაწონოს და დაგამახსოვროს.

კითხულობ,როგორ ოსტატურად დასცინის ელიტას, შოუბიზნესს, გეღიმება და გული გეფხანება… მაგრამ მერე უცებ გახსენდება, რომ ამის  ავტორი თვითონაა ყველაზე დიდი ნიანგი ლიტბიზნესში და ისე გადასანსლავს კონკურენტს, უკან არ მოიხედავს, «ნიანგის ცრემლსაც» კი არ დაღვრის…

» Чем лучше с бабками, тем хуже со вкусом, не так ли? Большие деньги – это горы шмоток и брюликов, уродские яхты и ванны с кранами из литого золота. Бедняки теперь элегантнее богачей. Благодаря новым маркам вроде «Зары» или «Н&М» блонды без гроша в кармане выглядят гораздо сексуальнее, чем навороченные телки при деньгах. Бабки – это верх пошлости, потому что их хотят все. Моя консьержка будет пошикарнее Иваны Трамп. Что мне омерзительнее всего на свете? Запах кожи в крутых английских тачках. Что может быть тошнотворнее «роллса», «бентли» или «ягуара»?»-ვგიჟდები ამ ნაწყვეტზე და მეც ვეთანხმები. მაგრამ როგორ შევათავსო და როგორ დავუჯერო იმას, ვისთვისაც სწორედ ეს ყველაფერია მთავარი და მოსაპოვებელი?

«Счастлив бываешь только в преддверии счастья; потом выливается бурный поток говна.»- გენიალური ნათქვამია და აქ ვერც ვერაფერზე მოვედავები, რადგან მელანქოლია ყველაზე პირველად უზრუნველყოფილებს ეწვევა ხოლმე.

«Одиночество – логическое следствие индивидуализма»-ეს ჩემი ცხოვრების ფრაზაა 🙂

«Быть влюбленным значит удивляться. Когда удивление проходит, наступает конец. Любовь состоит на 90 % из любопытства и только на 10 % из страха, что умрешь в одиночестве, как последнее дерьмо.»- ესეც ისეთია, სამკურნალოდ რომ შეიძლება გამოიყენო.

«Бог дает человеку не поэтический талант, а талант плохой жизни.»- საოცრად ჭკვიანურადაა ნათქვამი. კიდეც დავიჯერებ, თუ ამაში საკუთარ თავს გულისხმობს და მგონი ასეცაა. მაგრამ თუკი ასე აფასებს საკუთარ ცხოვრებას, მაშინ როგორ დავაკავშიროთ ეს შეფასება იმასთან, რომ სულაც არ აპირებს ცხოვრების წესის შეცვლას. როგორ დავაკავშირო სნობების კრიტიკა იმასთან, რომ თავად ყველაზე დიდი სნობია?

ისე არ გამიგოს ვინმემ, რომ  ცუდ მწერლად ვთვლი ამ ადამიანს და მის წიგნებს არაფრისმომცემად. სულაც არა. უბრალოდ ვცდილობ ავხსნა, რატომ მწყინდება და რატომ ვერ ვახერხებ მისი წიგნების ბოლომდე ჩაკითხვას( ზემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისების გარდა).

თუმცა არც ის მავიწყდება, რომ ბოლომდე მაინც არ მატყუებს ეს კაცი და თავს ზუსტადაც ეგოიტს უწოდებს, მაგრამ აი რომანტიკულობის კი რა მოგახსენოთ…ვფიქრობ, ის პრაგმატია. რელისტიცაა, თუმცა მისი სინამდვილე ვერ მოვა უილბეკის სინამდვილესთან. მართალია, მე მისეულ სინამდვილის სურათს უფრო ადვილად და ესთეტიკურად ვიღებ, ვიდრე უილბეკისას, მაგრამ ნდობა ამ უკანსაკნელის უფრო მაქვს.

ნუ გამინაწყენდებიან, ვისაც უყვარს ბეგბედერი. ეს ერთი რიგითი მკითხველის სუბიექტური შეფასებაა.

და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ვიტყვი, რომ ჩვენი ფრედერიკი ნამდვილად ფიგურაა თანამედროვე მწერლობაში. «ნიჭიერი თაღლითი»-ასე დავარქვი ჩემთვის, «ნიჭიერი თაღლითი ეგოისტი» 🙂

პოსტის ბოლოს კი ისევ ციტატას მოვიყვან და იმათ, ვინც შეუპყრია განსხვავებული აზრის გამოთქმის შიშს და დუმილს არჩევს ყველაფერზე, ამ ნიჭიერი თაღლითის სიტყვებს დავუტოვებ:

«Понтий Пилат – властитель дум нашего времени. Трусы, избегающие ответственности, умывающие руки, чтобы не принимать решения, – вот вы кто. Мы все – покорные замороченные Понтии Пилаты, приходящие в ужас при мысли о том, что надо усомниться в этом мире, который выше нашего понимания, и в его тайнах, поскольку мы уже даже не делаем вид, что они – наших рук дело. Ролан Барт говорил: «Понтий Пилат – это не человек, который не говорит ни да, ни нет, а человек, который говорит „да“». Мы считаем, что негодуем, а на самом деле молча киваем. И к тому же надеемся держать руки в чистоте.»- დამეთანხმეთ, რომ ერთი წიგნის ფასად ღირს ეს სიტყვები…

Запись опубликована в рубрике წიგნები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

13 комментариев на «ნიჭიერი თაღლითის რომანტიკული ეგოიზმი»

  1. მე არ მიყვარს, როცა მატყუებენ. გინდა, ნიჭიერად, გინდა — უნიჭოდ. ბეგბედერიც არ მიყვარს. ზუსტად შენი ნახსენები მიზეზების გამო. ეს წიგნი მეც რუსულად მაქვს. 99 ფრანკზე (უფრო სწორად, 14,99 ევროზე) უკეთესი კია, მაგრამ მაინც თაღლითის დაწერილია.

  2. გამიხარდა შენი თანამოაზრეობა, თორემ ერთი-ორგან კინაღამ ჩამქოლეს :). მეც ვერა და ვერ შევიყვარე. არცაა პრინციპში შესაყვარებელი.

  3. ასეთ საქმეში ჩაქოლვის პრინციპი მომკალი და არ მესმის… წიგნია, ეს ოხერი, მათემატიკური განტოლება ხომ არ არის, ერთადერთი სწორი პასუხი ჰქონდეს. ზოგს მოსწონს, ზოგს — არა. ორი აზრი ბეგბედერზე კი არა, «ვეფხისტყაოსანზე» და «ჰამლეტზე» არსებობს… მოგწონს? ღმერთმა შეგარგოს, მაგრამ სავალდებულოა, მეც მომწონდეს?

    დანარჩენს თამარა იტყვის 🙂 ისიც ჩვენი თანამოაზრეა.

  4. დაველოდები იმასაც. 🙂
    ისე ბეგბედერის კაი კაცობა მაშინ გამოჩნდა სელინჯერით რომ უნდოდა სპეკულირება, მარა იმანაც რა ჩაუტარა? ზედ რომ არ შეხედა და არც მიიღო. მაგარი კაცი იყო. აი იმის მჯერა და მიყვარს 🙂

  5. ახალს ვერაფერს ვიტყვი მე აქ, უბრალოდ, გიერთდებით 🙂

    მე ერთს დავამატებ: ერთი მოსაზრება წავიკითხე, რომ ბეგბედერი კი არ ებრძვის ყოველივე იმას, რისი ნაწილიც თვითონაა, არამედ მისი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ დაგანახოსო. გმადლობთ, მაგრამ:
    1. პატ. ფრედერიკს ახალი და რევოლუციური ნამდვილად არაფერი უთქვამს;
    2. მე, რადგან არც მილიონერი და არც ბურჟუაზიის ნაწილი ვარ, გული უნდა მერეოდეს თურმე ამ ყველაფერზე და პირიქით, რომ იყოს, მშვიდი სინდისით უნდა დავტკბე ცხოვრებით, როგორც ამას პატ. ფრედერიკი აკეთებს?
    სიყალბეა, აბა რა არის?

  6. არის და მერე როგორი! აი ამიტომაც ვერ მივიღე ეს კაცი. სიყალბეს კილომეტრიდან ვგრძნობ, განსაკუთრებით მწერლობაში.

  7. პირველად ვარ ამ ბლოგზე და მოვიხიბლე 🙂 პირადად მე ბეგბედერს კომერციული ჩათლახი დავარქვი (Lord Vader — ი ჩთლახი მწერლების ისას ადგენდა და . . .) ვერ უარვყოფ, უდავოდ ჭკვიანი კაცია. გვთავაზობს სიგარეტს, რომელსაც დიდი ხანია ეწევა, მაგრამ ამავე დროს გვაფრთხილებს , რომ ის საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისვის. მისი ყოველი სიტყვა კარგადაა გათვლილი ხალხის ფართო მასებზე. მე მგონი ფრედრიკს ყველაზე კარგად ეს ფრაზების შეესაბამება «არ არის საჭირო მთელი სიმართლის თქმა, მაგრამ მხოლოდ სიმართლე უნდა ითქვას»
    ის სიმართლეს ამბობს როცა ამ ყალბ ცხოვრებას აძაგებს. უბრალოდ იმის თქმა » ავიწყდება » რომ თვიონაც ასე ცხოვრობს 🙂

  8. შევიკრიბეთ ანტიბეგბედერისტები :). ველ ქამ კატერინასთან. მეც პირველად შემოვედი შენს ბლოგზე და გეცნობი. დაგიმეგობრე უკვე.კიდევ მეწვიე. სტუმართმოყვარეა კატერინა 🙂

  9. მე კი მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ იგიც მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობს,საკუტარ თავს დასცინის.
    მშვენიერი ბლოგია,წარმატებები კატერინა)

  10. გაიხარე. შენც ასევე.

  11. ანტიბეგბედერისტების ჯგუფს მეც ვუერთდები 🙂 ახალს უბრალოდ ვერაფერს ვიტყვი, კატერინა მშვენივრად მიმოიხილე პოსტში ყველაფერი და კომენტარებიც ისეთია….
    არ მომწონს ეს ფრედერიკი და რა ვქნა…

  12. ხოდა ძალიანაც კარგი! დროულად შემოგვიერთდი 🙂

  13. ჟანა:

    ეს კი მაინც სიმართლეა: ჩვენ ყველანი პილატეები ვართო, ხანდახან იუდებიც ვართ ყველანი… ყველა, მთელი კაცობრიობა… ხანდახან ასე მგონია და რა ვქნა…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s