ჩემი ცხოვრების მამაკაცები

ახლა გაცილებით დიდები არიან, მაგრამ ეს ფოტო ძალიან მიყვარს 🙂

* * *

ჩემს ცხოვრებაში 2 მთავარი მამაკაცია. ისინი კონკურსგარეშე არიან და ვერც ვერავინ გაუწევთ ვერასდროს კონკურენციას- ეს ჩემი ბიჭებია, ჩემი კაცები: რატი და გიგი. ჩემი ორი ტკივილი და ორი სიხარული. ზოგჯერ არც მჯერა, რომ უკვე ამხელები არიან და რომ მე შევძელი ეს ყველაფერი და ამ დროს ყველაზე ამაყი ვარ მსოფლიოში, ყველაზე კმაყოფილი საკუთარი თავით. ამ დროს ისეთი პატივისცემა მეძალება ჩემი თავის მიმართ, ლამის ქედი მოვუხარო :).

არავის ეგონოს, რომ თავს ვიწონებ და ვიქებ, ან რამე ამდაგვარი. აი, ასე უცებ მომინდა ამაზე დაწერა. შთაგონება რატის კომპლიმენტი იყო.

დილით სახლიდან გასვლისას, როგორც წესი, აუცილებლად ვაკონტროლებინებ თავს და ვეკითხები:

-ჰე, ახლა თქვი, როგორ ვიდზე ვარ, წავიდე ასე და არ ვინანო?

უფ, ისე მწარედ იცის თქმა, მაგრამ ვენდობი მის გემოვნებას, თანაც კაცის თვალი სულ სხვაა 🙂 და უკვე იმ ასაკშია, ჭკუა რომ შეეკითხება ამ ამბავში. მოკლედ თუ მიწუნებს, ვიცვლი, არ მეზარება, თუ მიწონებს, ვეკითხები:

-ეს ობიექტურად თუ სიყვარული ბრმაას ამბავში?

აქ აუცილებლად მამხობს თავზე და მეც დაჯერებული და კმაყოფილი საკუთარი იერსახით ამაყად გავდივარ სახლიდან.

აი, დღესაც ისეთ მჟავე ხასიათზე ვიყავი, ძლივს ავეწყვე. გავიარე შემოწმება, განსაკუთრებით უკანახედის, რაკი სულ უკმაყოფილო ვარ ჩემი ფიზიონომიით. პასუხი მოკლე და ამომწურავი იყო:

-კარგად ხარ, კარგი ტრაკი გაქვს.

აი ასეთი უწესოა :). მაგრამ მე ძალიან კარგ გუნებაზე დავდექი. მერე მთელი გზა მეფიქრებოდა მასზე და მის ძმაზე, შევყევი და შევყევი…

მათი ყოველი სანტიმეტრი თუ კილოგრამი ჩემი ცხოვრების წლებია… შეიძლება ზოგს გაეცინოს, დიდი ამბავი, ყველა ასეაო. მე არც ვდებ თავს გამორჩეულობაზე. ის კი არა, არ დავმალავ და ბევრჯერ ისიც მიფიქრია, ღირდა კი საკუთარი ცხოვრების გვერდზე გადადება, უამრავ რამეზე უარის თქმა და ცხოვრების წესის მათ თარგზე გამოჭრა. განა არ ვიცი, ან არ ვიცოდი, რასაც სულ ამბობენ, რომ მსხვერპლი არაა გამართლებული და რომ ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს. მაგრამ რაკი ყოველი ადამიანი ინდივიდია და განსხვავებული, შესაბამისად ვერც ვერანაირი შეგონება გამოდგება ყველა შემთხვევისთვის.ბევრჯერ მეც, სხვა ქართველ დედათა მსგავსად, ისიც გამიფიქრებია, რომ ბევრ რამეში დამაზარალა შვილებმა და მათზე ზრუნვამ. ძნელია ამხელა ტვირთის ზიდვა, როცა დამხმარე არავინ გყავს, მაგრამ როცა სხვა გზა არაა, შენვე უნდა მიხედო შენს პრობლემას, საკუთარი შეცდომები სხვებს არ უნდა ასწორებინო და არც შვილებს უნდა აგებინო ამისთვის პასუხი… მართალი გითხრათ, არც ვნანობ იმ შეცდომებს, მაშინ ხომ ესენი არ მეყოლებოდნენ.

ხშირად ისეც ხდება, ისე შემომიტევს არშემდგარობის, ნაგავში გადაყრილი წლების კომპლექსი, რომ მათზე ფიქრი ვეღარ მაბედნიერებს. მაგრამ ბედნიერება ხომ არაა მუდმივი მდგომარეობა?! ის წამიერი შეგრძნებაა და თუ ამ წამს ასე ვგრძნობ თავს, მეორე წამს მათი არსებობა დიდი ნეტარებაა.

ჩვენ ერთად ვიზრდებით. როგორც თვითონ ამბობენ, დაჩოჩებული დედა ჰყავთ, რომელიც სულაც არაა ტრადიციული მშობელი და ზოგჯერ მათზე პატარასაც ჰგავს და, გავამხელ, ეს ძალიან მიხარია. ვგრძნობ, რომ მათთვის მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე დედა, განსაკუთრებით უფროსისთვის. არც ვცდილობ ვეუფროსო. იმასაც ვგრძნობ, რომ თავის მეგობრებთან ეამაყება ჩემი თავი, ისიც, რომ ყველა მისი ძმაკაცისთვის მე ქეთი ვარ და არა რატის დედა.

ცალყბად ეღიმებათ, როცა ყურებში «ნაუშნიკებ»გაჩხერილს მხედავენ სახლის საქმეების კეთებისას, როცა ჩემს ოთახში განტვირთვას ვიწყობ და ვცეკვავ დავარდნამდე…

მე მეღიმება, როცა ერთად მივდივართ და ყველას და-ძმა ვგონივართ. და ასეთ წუთებში სულ მავიწყდება, რის ფასადაა ეს ყველაფერი და გინდაც გამახსენდეს, კი არ «ვიგრუზები», წელში ვიმართები და სიხარულის განცდა მეუფლება, ტკივილნარევი, მაგრამ მაინც სიხარულის…

მამაკაცები მოდიან და მიდიან… ან შენ მოდიხარ მათგან( ჩემს შემთხვევაში მეორეა ყოველთვის), ეს კაცუნები კი რჩებიან…ვერავინ ვერასდროს ვერ გაბედავს მათზე წინ დადგომას…ხშირად უთქვამთ ჩემთვის საყვედურივით, რომ შეყვარება არ შემიძლია. როგორ არა. მე დიდი სიყვარული შემიძლია, მაგრამ ამ სიყვარულის 80% ამ არსებებითაა დაკავებული და დანარჩენი 20 იმდენად ძვირფასია ჩემთვის, ბოლომდე ვერავის დავუთმობ :).

ვიცი, რაღაც ძალიან პირადი პოსტი გამომივიდა… არ მიყვარს ასეთების წერა, მაგრამ დღეს ისე ამკვიატა ამაზე ფიქრი, რომ არ დამეწერა, გულს გამომიჭამდა. ხოდა დავწერე, ჩემთვის და მათთვისაც, ვინც მეგობრულად შემოირბენს კატერინასთან.

ამ პოსტს მხოლოდ ჩემს გვერდზე დავდებ… არ მინდა სხვები მოვაცდინო ჩემი პირადი განცდების და ბოდვების კითხვით… მეგობრები კი გამიგებენ და არ დამძრახავენ.

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

43 комментария на «ჩემი ცხოვრების მამაკაცები»

  1. საყვარელი ბავშვები 🙂 რამდენის არიან? 🙂

  2. უფ, დიდები, ისე დიდები, კიდეც მრცხვენია 🙂

  3. zura pirveli:

    am postis mixedvit, tamamad shemidzlia vtqva, rom Ratis da Gigis martla gaumartlat, rom aseti deda hkavt! 🙂
    dzalian visiamovne am postis cakitxvit! madloba!

  4. უი, მოლის უკითხავს უკვე! მეც ეგ უნდა მეკითხა! 🙂 🙂 🙂 მაგარია!

  5. 🙂 მიხარია. მადლობა თქვენ.გადავცემ აუცილებლად 🙂

  6. 🙂 მალვა რომ უნდა ისე ხო? :*

  7. tamara:

    Zalian nacnobi ShegrZnebaa da piqric…

  8. ძალიან კარგი პოსტი გამოვიდა და მიხარია რომ შემოვედი და წავიკითხე, ასეთი დადებითი ემოცია ნამდვილად მჭირდებოდა დღეს 🙂

  9. სწორად მითქვამს, მეგობრები გამიგებენ-მეთქი. 🙂 :*

  10. GIOGI:

    SITYVEBI AR MYOPNIS EMOCIA RO GAMOVXATO. MAGARIA QETI!

  11. ღმერთმა გაგიზარდოს! ძალიან ნაცნობი შეგრძნებაა, და სიტუაციაც

  12. კარგია შვილები რომ მეგობრებივით გიდგანან გვერდში და შენც ასე უყურებ და ზრდი,თუმცა საკუთარ თავზე ფიქრიც აუცილებელია. ბედნიერები და ჯანმრთელები გიმყოფოს ორივე ღმერთმა.

  13. ხო, ვიცი, მაგრამ სამაგისოდ ვერ ვიცლიდი, ახლა გამოვსწორდი ცოტათი და კიდევ უფრო გამოვსწორდები 🙂 მადლობა

  14. izzy:

    ვაიმე მიყვარხარ!

  15. tami:

    კარგი ტრაკი გაქვსო და გამეცინა. ჩემი შვილი ჯერ ძალიან პატარა, მაგრამ ძალიან მოსწონს მისი დედიკო რომ კარგ ფორმაშია, როცა ვმუშაობდი და საბავშვო ბაღში გამოპრანჭული, მაკიაჟით და ქუსლიანი ვაკითხავდი ისე უხაროდა დამავლებდა ხელს და მასწავლებელს ეუბნებოდა-ჩემი ლამაზი დედიკოა, მეორე ბავშვი რომ გავაცინე და მოვდუნდი, მეომებოდა ფრჩხილზე ლაქი რატომ არ გისვია და რამხელა ტრაკი და მუცელი გაქვს გახდიო. არ მინდა ჩამსუქანებული დედიკოო, მისი სიტყვებია.
    სახლიდანომ გავდივართ თუ კარგად გამოვიყურები სულ მეუბნება რა ლამაზი მყავხარო, თუ ფორმაში არ ვარ -არ გრცხვენია, ასე სად მიგყავარო.-ჩემი ცხოვრების მამაკაცია,უდავოდ.

    შენ პოსტს რაც შეეხება თვალზე ცრემლი მომადგა, გული ამიჩუყდა, ძნელია 2 შვილის მარტო აღზრდა, წარმომიდგენია ეს ყველაფერი რამხელა ნებისყოფის და სრომის ფასად.

  16. ხო, მართალია, შვილებს უყვართ, როცა დედა სხვაზე კარგ ფორმაშია. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი სტიმულია თავის მოსავლელად და ფორმაში ყოფნისთვის :). ისიც მართალია, რომ დიდი ნებისყოფის, შრომის, წლების, ჯანმრთელობის და საკუთარი ცხოვრების ფასად… მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომ არ ვნანობ, ის კი არა, რომ არ მექნა ასე, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი და შევიძულებდი.

  17. გაიხარე, მადლობა :*

  18. tami:

    რა თქმა უნდა სხვანაირ დედას ვერც აღვიქვამდი, თუმცა არსებობენ კი.
    არც დავძრახავდი …

  19. ჩემი ამ გადასახედიდან, ამ ეტაპისთვის 1 ბაიას ყოლაც გმირობაა, ორის კიდევ უფრო მეტი გმირობაა, მე სახეს ვიხოკავ ლამის ყოველდღე ისეთ დღეში მაგდებს ერთია და სულ ვამბობ ათს უდრისთქო (არ ვწუწუნებ). გულზე რაღაცნაირად ის მომხვდა, რომ ამ დედამიწაზე შეიძლება მართლაც ბევრი ქეთი დედიკოა ვისაც 1 რატი ბაია მაინც ყავს, მაგრამ მეც რომ ქეთი დედიკო ვარ და რატი ბაია მყავს ამ დამთხვევამ გამახარა და ამაცქმუტა 🙂 ❤

  20. ვააა, გამიხარდა ხო იცი 🙂 ორივე მიყვარხართ უკვე :). ჩემი ბაიები კაი ხანია აღარ არიან ბაიები, მე უფრო ვგავარ ბაიას მათ გვერდით, მაგრამ რომ იცოდე, ამით პრობლემები არ მცირდება 🙂 რა გითხრა, არაა ადვილი, მართალი ხარ… მაგრამ ადვილის კეთება ხომ ყველას შეუძლია, საქმე ისაა სწორედ ძნელს რომ შეძლებ და თან თავსაც შეინარჩუნებ :*

  21. როცა ვიღლები და ფარ-ხმალი თავისით იყრება, ვიღებ და ვაგრძელებ, ჯერ კიდევ ბევრი დაღლები მაქ წინ, ესაა ცხოვრების აზრი??? ალბათ..

  22. აჰა,ასე დაყრა აღებაში ვარ სულ 🙂 აბა აწი უკან ვეღარ შევიბრუნებ და :)))

  23. araa, sagandzuria es ❤

  24. ვახ… უცებ გამახსენდა ამხელა კაცი როგორ ვუხტები ხანდახან დედაჩემს კალთაში 😀 მიხარია ეს ნაწერი რომ წავიკითხე, იმას მაინც მივხვდი (უფრო სწორად უფრო ნათლად დამეხატა) რომ დედაჩემი ამაყობს ჩემით. კაცი ბუნება მაინც რა ეგოისტურია: ჯერ თავო და თავო მერე ცოლო და შვილოო და ქალი კი: ჯერ შვილო და შვილო მერე თავო და ქმაროო. როგორ მინდა ჩემ შემთხვევაში იყოს: ჯერ ოჯახო და ოჯახო მერე დანარჩენის კარგიც… 😀

  25. ხო, არაა ადვილი ეგ 🙂 წვალების და ფიქრის მერე მოდის. ეგოიზმს რაც შეეხება, ეგ არც თუ ისე ცუდია და არც ისაა ცუდი, მამაკაცს ტუ პრეტენზია აქვს ერთადერთობის, სადღაც კარგიცაა, აზარტია ერთგვარი, უბრალოდ უნდა იმსახურებდეს 🙂

  26. ერთადერთობის პრეტენზია აქვთ მაგრამ… მოდი ქალო ნასკი გამხადეს პრინციპით რაღაც მეეჭვება ეგ გამოვიდეს 😀

  27. 🙂 აი ხო, ეგ სრული კრახის გარანტიაა, რასაკვირველია, თუ ის, ვისთვისაც საკუთარ ერთადერთობას ითხოვენ ცალტვინა და უთავმოყვარეო ქათამი არაა 🙂 ეგ არც მიგულისხმია მე, ასეთი ანომალიური ამბები არცაა სათვალავში ჩასაგდები, მით უმეტეს, რომ არც შენ და არც მე( კი მიხვდი უკვე ისედაც 🙂 ) ამ ანომალიათა სიაში ვერ ვართ 🙂

  28. ხეზე მიაკაკუნე 😀

  29. ჰაჰ, რას ამბობ, მაგაზე თუ მიკაკუნება დამჭირდა, ბარემ კუბოზეც მიაკაკუნონ და შეკრან, სჯობია 🙂 გარანტირებულად აცილებულია ეგ საფრთხე 🙂 ჩემი ნებით, თუ მომანდომებს საკუთარი საქციელით ეგებ «ნასკიც» გავხადო და არა მარტო «ნასკი»( მეტაფორებითაა სავსე ცხოვრება 🙂 ), მოთხოვნით და ულტიმატუმით კი ახლოსაც ვერ გაიჭაჭანებს.

  30. მეტაფორულად იქნებ მოთხოვნითა და ულტიმატუმითაც გაგეხადა 😀 ნუ ეგ რა თქმა უნდა «არამარტო ნასკის გახდისას» 😀 ზოგსაც ასე უყვარს ზოგსაც ისეო 😀

  31. სადაც ულტიმატუმებია, იქ ურთიერთობა არ არსებობს.

  32. სხვანაირად მოგწერე კატერინა და სხვანაირად გაიგე როგორც ჩანს, შენს წინა კომენტარს ვუპასუხე მეტაფორულად 😀

  33. კი, მასე გავიგე, მეგობარო, სმაილი დამეზარა და 🙂

  34. არა სმაილი ამ წუთას არაფერ შუაში იყო სხვა მოგწერე და სხვა მიპასუხე და იმიტომ 😀 სმაილიც კაი ოხერია 😀

  35. 🙂 🙂 ნამეტანი თან. არ გავჭუჭნეთ ეს პოსტი დიალოგით? :დდდდდ დანარჩენებმა რა დააშავეს? :დდდ უი, კიდევ არ დამავიწყდეს — 🙂

  36. აბა ახალ პოსტს არ გვთავაზობ რომ იქაც დავაკომენტაროთ და რას ვიზამთ 😀

  37. ოკ, მიღებულია 🙂 გამოვსწორდები. ნამეტანი გაწამაწია მაქვს აბიტურიენტებთან და მიფუჩეჩებით არ მინდა. თავში კი იცოცხლე, რამდენიმე პოსტის ამბები ირევა და ირევა. პ.ს ისე, 220 პოსტია ბლოგზე. სიამოვნებით დაველოდები შენს ნაკვალევს 🙂

  38. ახლა ისევ შემოვიჭერი ბლოგ სივრცეში და ამიტომ ბევრ ბლოგს ვათვალიერებ საუკეთესოების შერჩევაში და ყველა პოსტის წაკითხვას ვერ შევძლებ. როგორც კი შევარჩევ კარგებს დავიწყებ მათი პოსტების კითხვას და შენი ბლოგიდანაც 220ივეს წავიკითხავ 😀 ისე და კატერინა, შვილებიო, აბიტურიენტებიო და რამდენი წლის ხარ?

  39. როცა ძალიან ადრე იწყებს ადამიანი რამეს, მალე ესწრება ხოლმე 🙂 თუმცა არც წლებს ვუჩივი 🙂 საბჭოური ჭაობის მონარჩენს გადარჩენილიც კი ვარ.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s