გზა, ვნება და «მერსედესი»

ღამეა. ცივა. 

შუქნიშანთან გოგო აბუზულა. თავზე «კაპიუშონი» წამოუმხია. ხელებს იორთქლავს. ფეხებს ინაცვლებს და ხტუნავს. შიგადაშიგ მობილურს იღებს. ალბათ, საათს თუ ამოწმებს.

შავი «მერსედესი» ჩერდება. შიგნიდან კარს აღებენ და გოგო სწრაფად ხტება შიგ.

-დაგაგვიანდა, გავიყინე.

-მომენატრე, ხო იცი?

-ხო? მაშინ მეც.

-მე მართლა გეუბნები.

-ხოდა მეც ისე მომენატრე, როგორც შენ.

-ანუ?

-ანუ და თუ მართლა მოგენატრე, მაშინ მეც მართლა მომენატრე, თუ ისე ამბობ, ტყუილად, მაშინ მეც ისე გეუბნები სიაფანდზე.

— ოხერი ხარ.

-ეგღა მაკლია, არ ვიყო. და სად მივდივართ?

-ფული ვერ ვიშოვე. მამაჩემმაც არ მომცა. აი, მანქანაც ძლივს დავითრიე, დაიძინა და ჩუმად გამოვიყვანე.სასტუმრო გამოირიცხა. ბაითის პონტიც ვერ გავჩითე ვერსად.

-აბა, რას გამომახეთქე ამ სიცივეში გარეთ?

-და მანქანაში არა?

-შენ არ იცი, სად ცხოვრობ? აბა სად? ეგრევე გაგსკვანჩავენ, დაგადგებიან თავზე და მერე, იცოდე, ჩემს ჯარიმასაც შენ გადაიხდი.

-რავი, ვსინჯოთ რა, ეგებ მოვნახოთ რამე ისეთი ადგილი. წამო თბილისის ზღვაზე.

-გეუბნები, არ გამოვა მაგ ამბავი-მეთქი და არ გჯერა, და ჰა, წავიდეთ.

თბილისი მართლაც სინათლის ქალაქია.

-რა უბედურებაა, ტო, ერთი ჩაბნელებული ადგილი არაა ამხელა გზაზე. აი, იქით რაღაც სიბნელეა.

ღვედების მოხსნა და პატრულის გამოჩენა ერთია:

 -დაძარით მანქანა!- თან სიტუაციას აკვირდებიან.

-არა, უკვე მივდივართ, უბრალოდ ვლაპარაკობდით.

გზა გრძელდება, ძიებაც…

გზის მარჯვნივ რაღაც გადასახვევია, გადაღობილი ტერიტორიაა, ბნელი და ხეივნით. იმდემოცემულია წყვილი. უახლოვდებიან შესასვლელს. ბიჭი დაძაბულია. გოგოს ხარხარი უტყდება და სულს ვეღარ ითქვამს.

— რა გჭირს ე, გააფრინე?

-გაფრენა ახლა ნახე. იცი, სად მიდიხარ?-თან იხევა სიცილით-ვაიმე ცუდად ვარ, აუ რა მაგარია, კაი ხანია ასე არ მიცინია.

-რა იყო, არ იტყვი?

-ვერ დაინახე წარწერა?მოატრიალე სანამ რისხვა არ დაგცემია თავზე.

-რა რისხვა ტო, რას ამბობ?

-იცი რა ეწერა? «წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი»… აააააა…ცუდად ვარ…მუცელი მტკივა…

მანქანა მუხრუჭდება და სწრაფად ტრიალდება.

-ეეეეე, რა გვჭირს ტო?

-რა გინდა, დალოცვილია ზეციდან ეგ ამბავი, ხო ხედავ, მირონცხებული…ღვთაებრივი ნიშანი იყო…

-რა გაცინებს!

-ვაიმე, რა გაცინებსო…. არაა სასაცილო? აუ, რა გავერთეეეეეე.

გოგოს სიცილი გადამდებია. ბიჭსაც ეღიმება, მერე ხარხარი უტყდება და საჭე გაურბის.

— აუ, სად დაინახე ტო, მე ვერ შევამჩნიე. აზრზე ხარ, რომ შევსულიყავით და  ამბავი ერთი მეორე?

— ცისკრის ლოცვაზე გავათავებდით და წირვაც მოგვესწრებოდა.

-აუ, ცუდად ვარ…. ყველაფერი ჩვენ რატო გვემართება ტო…

     მანქანა სიცილით და ფლუიდებითაა სავსე… ხარხარი და ვნება აზელილია          ერთმანეთში…გზა გრძელდება…

განათებულ ტრასას მიუყვება ერთი ჩვეულებრივი, გერმანიიდან გადმოყვანილი  ნამკურნალევი შავი «მერსედესი». ჩაწეული შუშებიდან გამოდის სიგარეტის ბოლი და გულიანი სიცილი. ღამის სიცივეში იფრქვევა ვნება, ლტოლვა, რომელიც გზის გაზრდასთან ერთად ძლიერდება…

სადღაც ალბათ გაჩერდებიან…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

13 комментариев на «გზა, ვნება და «მერსედესი»»

  1. ბიჭი რამდენი წლისაა?

  2. რა ვიცი აბა! მაგაზე არ მიფიქრია. ზოგადად, რამდენი წლისაც შეიძლება ამ სიტუაციაში აღმოჩნდეს :), გოგოც შესაბამისად.თანაც მაგას მგონი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამბავი სულ სხვა რამეზეა 🙂

  3. ჰო, ამბავი ალბათ სულ სხვა რამეზეა, ოღონდ ეს «ფული ვერ ვიშოვნე, მამაჩემმაც არ მომცა, ჟმოტია რა» ამ ბიჭს ყველაზე კარგად ახასიათებს.

  4. ნუ ეგეც იმ სხვა რამის ნაწილია, ჩემო მოლი 🙂

  5. ჰქონია მაშინ რაღაც მნიშვნელობა ასაკს.

    ერთია, ამას 18 წლის ბიჭი რომ ამბობს და მეორე — 25. ან 23.

    ენივეი. ასეთ ტიპებს ვერასოდეს თანავუგრძნობ, რაც არ უნდა დაჩაგრულები ჩანდნენ.

  6. მე რომ მკითხო, არც 18-ის უნდა ამბობდეს მაგას და ძალიან სწორია, რომ არ თანაუგრძნობ.ესე იგი მიზნისთვის მიმიღწევია :). თუმცა მანდ კიდევ სხვა თემაც იყო, ცუდია, თუ ის არაა შესამჩნევი.

  7. მართალი ხარ, არ უნდა ამბობდეს. კაცს (და ქალსაც, პრინციპში) ელემენტარული რაღაცების უზრუნველყოფა უნდა შეეძლოს.

    სხვა თემა პურიტანი საზოგადოებაა, პატრული და ეკლესია ერთ ფლაკონში, თავისუფლების შეზღუდვა, უაზრო აკრძალვები, ფსევდო მორალი და «ბავშვებს ერთმანეთისთვის ვერ უკოცნიათ ამათი შიშით»? ეს მეც საშინლად არ მომწონს, მაგრამ კიდევ უფრო გამაღიზიანებელია, როდესაც თავისუფლების არარსებობაზე «ფული-ვერ-გავჩითე-ჟმოტმა-მამაჩემმა-არ-მომცა» ტიპები მსჯელობენ.

  8. გაიხარე, ყველაფერი ჩამოაყალიბე, რისი ჩვენებაც მინდოდა. კმაყოფილი ვარ 🙂 :*

  9. კარგად გაქვს გადმოცემული ის, რისი თქმაც გინდოდა. მომეწონა. 🙂

  10. მომეწონა 🙂 კომენტარები რომ ჩამოვიკითხე მივხვდი ვეღარაფერ სხვას ვერ დავამატებდი 🙂

  11. გაიხარე, გრაფინია, კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩემს სახელმწიფოში. მადლობა 🙂

  12. ხო, მოლიმ, როგორც გამორჩეულმა მკითხველმა და შემფასებელმაც, ბოლომდე მიიყვანა საქმე 🙂

  13. აი,აი, ათიანში ხაარ!!! ეგეთები არ უნდა საუბრობდნენ; თითქოს რამეში კომპეტენტურები იყვნენო, ისე მოჰყვებიან-ხოლმე ტლიკინს.
    მოიცაა, აბა ეკლესიის ეზოში უნდა ეჟიმავააათ?! შენ ეთანხმები ამას? ისე, პრინციპში, თუ აკეთებ და თან მაინც ფიქრობ, რომ სირცხვილია და ცუდია, მაშინ რატომ აკეთებ?! მაგრამ, ეგრე ნებისმიერ ადგილას ხომ არ გააჩაღეებ?! მაინც უხერხულია ეკლესიასთან ვიღაცები რომ იკოტრიალებენ ცისკრის ზარების თანხლებით…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s