ყურსასმენთერაპია

არ ვიცი, რამდენად ნაცნობია სხვებისთვის ეს განცდა, ჩემთვის კი ერთობ შინაურია- განცდა ბერმუნდული, ანუ ისეთი, თითქოს ბერმუნდის სამკუთხედში მოყევი და აღარ ხარ. უფრო სწორად, კი ხარ, მაგრამ თან ხარ და თან არა. შენ კი იცი, რომ ხარ, მაგრამ თითქოს ირგვლივ ვერავინ ამჩნევს ამას და გუჩინარებულად აღიქვამ თავსაც და საკუთარ ცხოვრებასაც. თითქოს შედიხარ შენი ცხოვრების ლინკზე და იქ დიდი Error-ია, თავისი 404-ით და not found-ით…

ეს განცდა უცებ ჩნდება.შეიძლება კონკრეტული მიზეზი არც იყოს, ვერც მიხვდე, რატომ ხარ ასე. უფიქრდები ამ მდგომარეობას, ძრომიალობ საკუთარ ცხოვრებაში, აზრებში, ქმედებებში. მერე ხვდები, რომ წრეზე გიტრიალია და ყველაფერი, რაც გიკეთებია თითქოს copy-paste-ს კომბინაციაა და ამ კომბინაციაში რაც დაგიდილეითებია, სახეები და სახელებია…

შემპარავად მოდის ეს განცდა. მერე თანდათან უფრო გეძალება, გერევა და გრძნობ, როგორ პატარავდები, იგორგლები და სულ ერთი ბეწო ნაჭუჭში იკუჭები.

შემდეგ იწყებ ბრძოლას ამასთან. ჯერ მეგობრებს მოსინჯავ. სხვების არ ვიცი, მე კი არ მშველის. დროებით კი და სანამ მათთან ვარ, მაგრამ დავრჩები თუ არა მარტო, ისევ საწყის მდგომარეობას ვუბრუნდები და ეს ლოგიკურიცაა. კარგა ხანია მივხვდი, რომ თავს თვითონ უნდა უშველო და მოუგონო ამოსათრევ-გამოსაყვანი გზა და საშუალება. ამიტომაც არ მჯერა ფსიქოთერაპევტების და არასდროს გამოვიყენებ მათ დახმარებას. აბა როგორ მიშველის გატყლარჭული სიტყვებით მოლაპარაკე უცხო ადამიანი, რომელსაც კლავს ამბიცია, რომ შენზე მაგარია მხოლოდ იმით, რომ ფროიდი იცის შენზე უკეთ( და ესეც ან იცის და ან არა) და შენს სულიერ მდგომარეობას მისთვის ფულის სუნი ასდის…

მოკლედ, რამდენიმე დღის წვალების შემდეგ ვიწყებ ბრძოლას და შველას საკუთარი თავის. ამის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. დღეს ერთზე შევჩერდები- ყურსასმენთერაპია.

იცვამ და გადიხარ გარეთ, რაც შეიძლება გრძელი მარშრუტით, სასურველია ამინდი გიწყობდეს ხელს. ყურებში ირჭობ ყურსასმენებს. მუსიკას რთავ გასვლამდე, ანუ სანამ კარს გაიხურავ. აი ეს კარგი იქნება ტონუსისთვის და შემზადებისთვის:

ასე…კარგი დასაწყისია…
სანამ ტრანსპორტამდე მიხვალ, თუ დრო გაქვს, შეგიძლია გაარძელო ამით:

გამოფხიზლდი ხო? ვაგრძელებთ… ამასაც არა უშავს:

ეცადე გვიან მიმართო ტრანსპორტს, რაც მეტს ივლი, უკეთესია, ოღონდ ფეხით სასიარულო მუსიკა განსხვავდება სატრანსპორტოსგან. ეს აუცილებლად ჩქარი და ისეთი უნდა იყოს, რომ ძალაუნებურად აგიყოლიოს და გაჰყვე რიტმს…

ცოტა უფრო ემოციურიც არ იქნება ურიგო, ისევ მოგეძალება ის განცდა, რასაც ებრძვი ახლა, მაგრამ ამის ფონზე უკვე აგრესიულიად შეუტევ და ეგებ კიდეც წარმოიდგინო, როგორ გაიგდე წიხლქვეშ:

მერე ეს:

მოკლედ ,ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. შიგადაშიგ გაიხსენებ სახეებს, სახელებს, ვისგანაც გწყენია და მთელი შემართებით გაგაზავნი, სამ მხიარულ ასოზე:

თუ ტრანსპროტის გამოყენება აუცილებელი გახდა, მარშრუტკა სჯობს, ოღონდ როგორმე უნდა დაჯდე. თუ ეს მოახერხე, უკვე სხვადასხვა განწყობის მუსიკას არჩევ. ემოციების ცვალებადობა კარგად მოქმედებს.
აი, ეს სადღაც გადაგახვევინებს… გაგახსენებს რაღაცას და იქნებ ცრემლიც მოგადგეს:

რომ გამოფხიზლდე და არ დაკარგო სიბრაზის უნარი, ამით გაარძელებ:

და მაშინვე ეს:

ახლა ცოტა გახურების დროა, ამიტომ შეცვალე სტილი:

თანდათან ატყობ, რომ ბრაზსაც და იმ განცდასაც, ერორობას რომ გიჩიჩინებდა, ჩარჩოში აქცევ… ამარცხებ…სახელს არქმევ…ჩნდებიან სიტყვები…იკინძებიან ფრაზებად…ჯერ ნაგლეჯებად… შემდეგ გადაბმით…ბორიალობ ამ სიტყვების და ფრაზების ქაოსში და უცებ ხვდები, რომ მთელი შენი სიმძიმე გამოგიდღლეზია გულიდან და პოსტად გიქცევია…
ჩამოდიხარ და ისევ ფეხით მიდიხარ…ჩქარობ, ერთი სული გაქვს, როდის მიუჯდები კლავიტურას და აკრეფ ამ ყველაფერს ერთი სულის მოთქმით, კლავიშების ჩხაკუნში ჩატენი იმას, რაც გაწვალებდა და რაც იმშობიარე…
მერე გადახედავ თავიდან ბოლომდე და გრძნობ,გინდაც ახლაც გეფიქრებოდეს, რომ შენი ცხოვრების ლინკზე შესვლისაც ისევ Error-ია თავის 404-ით და not found-ით, მაგრად გკიდია ეს ამბავი…
ეს ჩემი თერაპიაა… ყურსასმენთერაპია 🙂

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «ყურსასმენთერაპია»

  1. Mari:

    მართალია, მუსიკალურ გემოვნებაში არ ვემთხვევით, მაგრამ ყველაფერში გეთანხმები. ყურსასმენებით სიარული ყველაზე კარგი გამოსავალია ჩემთვის. მიდიხარ და ყურებში ჩაგესმის, რისი გაგონებაც გინდა და რწმუნდები, რომ ყველაფერი კარგადაა… მოკლედ, თანამოაზრედ მიგულე 😀

  2. მთავარი ეგაა, თუმცა მე იმდენნაირს ვისმენ, რაღაც ალბათ დაემთხვევა :). განწყობის მიხედვით ვარჩევ 🙂

  3. ძალიან კარგი თერაპიაა! არც მე მჯერა ფსიქოთერეპევტების და მისთ ნაირების, მართო მათ მშვიდ და მუდამ კარგ და ღიმილიან განწყობას რომ ვხედავ ტელევიზორში ეგრევე ანტიპათია მიჩნდება მათ მიმართ. გატყუებს და თან ამ ტყუილში ფულს უხდი! მე თითქმის სულ ფეხით გადავაადგილდები და ხშირად მივმართავ ხოლმე ამ თერაპიას! მეც ეგრე ვარ განწყობას გააჩნია, თორემ ყველა ჯანრის მუსიკას ვუსმენ.

  4. ტყუილად კი არ გთვლი ჩემიანად :). ხო, ყველა თვითონ უნდა იყოს საკუთარი თავის ფსიქოთერაპევტი.

  5. ცხოვრება ვარდისფერი სათვალით …

  6. ძალიან კარგი თერაპიაა, მე ხშირად მივმართავ ხოლმე და მართალია ფეხით სიარულისას უკეთესია 🙂 🙂

  7. არა, შავი, პოლარიზებული შუშებიანი სათვალით 🙂

  8. 19001404:

    რაც მე არ მეცალა, ანუ აგვისტოს ბოლოდან, გაგიგიჟებია თავი და გიწერია და გიწერია 🙂 მეც ჩავჯექი ამ საღამოს და ვკითხულობ და ვკითხულობ … ტელეფონით ვარ და მხოლოდ აქ გავაკეთებ კომენტარს …
    თითქმის ყოველ დღე, სეზონის და ამინდის მიხედვით, ანუ სხვადასხვა დროს, ჩავდივარ და დავდივარ ფეხით, მაქსიმუმ 40 წუთი, მეტი არ შეიძლება ჩემი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მუსიკას ვერ ვუსმენ, ვკითხულობ ხმამაღლა, ყურებში მეც გავირჭობ ყურსასმენს, ვითომ ვინმეს ველაპარაკები, გიჟი რომ არ ვეგონო იტალიელებს და საკმაოდ ,,გრძნობით,, ვეფლობი ჩემს სტიქიაში … ღმერთმა არ ქნას ამ დროს ტელეფონმა დარეკოს ,,ქაქად,, ვიქცევი ეგრევე …
    პ.ს. დამავიწყდა მეთქვა ვკითხულობ ლექსებს, ჩანახატებს, მოკლედ რაც ჩემს ტვინშია …
    ეს არის ჩემი თერაპია

  9. გადასარევი თერაპიაა. მე მასე ვაკეთებ, ვსაუბრობ, ვკითხულობ, ვწერ, სიარულისას, ოღონდ მუსიკის თანხლებით. უმუსიკოდაც სულ ვწერ გონებაში :). მიხარია, რომ მკითხულობ 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s