აუხდენელი ოცნებების გალერეა :)

ვუძღვნი ჩემს მეგობარს.

ბავშვობა გამორჩეული ნაწილია ჩვენი ცხოვრების-ეს ოცნებების შენების და ილუზიების ტყვეობაში ყოფნის ხანაა. ასაკის მატებასთან ერთად გზადაგზა ვკარგავთ ოცნებებსაც და იმის ილუზიასაც, რომ რომელიმე შეიძლება ახდეს. ვეჩვევით სიმართლისთვის თვალის გასწორებას და სულაც აღარ ველოდებით, რომ ყოფა ადრე წარმოსახულ ოცნებისეულ ცხოვრებას დაემსგავსება.

რეალობა კლავს ოცნებას. ის ცალკეა და ოცნება ცალკე და მათი გზები არასდროს გადაიკვეთება. აღარც ელი, სიმართლე რომ ვთქვათ, აღარც გწყინს ეს ამბავი და იღებ ამას, როგორც ჩვეულებრივ ამბავს.

ახლა მთავარი, რისთვისაც ეს შესავალი დამჭირდა.

ჩემი მეგობარი ძალიან სასაცილო გოგოა, ჯიუტი, თავისნათქვამა,საშინლად გაუწონასწორებელი და ზედმეტად ემოციური, რასაც თავისი გურული ფესვებით ხსნის.საჭესთან თუ ზის, წამით ვერ მოდუნდები და მუდმივად ადრენალინს გამოყოფ. აი, მაგალითად: თუ მას გადაუსწრო ვინმემ და მისი გზა დაიკავა, მაშინ ა-დან ჰ-მდე იწყება საალერსო სიტყვებისა და გამოთქმების ფრქვევა, რომელიც ,არც თუ ისე იშვიათად, რევანშის აღებით, გადასწრებით, გვერდის ავლისას ფანჯრიდან შემართული შუა თითის ჩვენებით მთავრდება და სიჩქარის მომატებით, რომ სახეაჭარხლებული და გაცოფებული მამრი არ დაგვეწიოს და არ გაგვხიოს ცემაში. თუ თვითონ ამან დაარღვია წესი და სხვას გადაუსწრო ან რამე ამდაგვარი, იქვე მზად აქვს არგუმენტები და მთელი სერიოზულობით ამტკიცებს თეთრზე შავს და ვერაფრით ვერ წამოაცდენინებთ, რომ რამე დააშავა.

ყველას თვალში ყოჩაღი, ყოვლისშემძლე ადამიანია, რომელსაც არაფერი გაუჭირდება. სინამდვილეში ერთი საწყალი გულის გოგოა, რომელსაც ჩემთანაც კი რცხვენია ცრემლის და სხვას ხომ არასდროს დაანახებს საკუთარ სისუსტეს.

ამ ერთი შეხედვით მთის გადამბრუნებელ და ქვის ქვაზე არ დამტოვებელ არსებაში პეპი ცხოვრობს. გიჟდება, ისე უყვარს საჩუქრების კეთება და თუ არ დაანებე, შეიძლება კიდეც მიგალანძღოს და ისეთი გულდაწყვეტილი რჩება, თითქოს რამე წაართვი.

ეხმარება ყველას, ღირსია თუ არა, ეკუთვნის თუ არა, შინაურია თუ გარეული, აქეთ კი არავისგან იღებს ამას. ისე დაუკანონდა, რომ ყველა იქით ელის ამისგან დახმარებას და თანადგომას, თითქოს კიდეც ავალდებულებენ, მის პრობლემებს კი არც არავინ ითვალისწინებს( მე გამონაკლისი ვარ და ჩემი დებიც).

ყველაფერ უცნაურობებთან ერთად კიდევ ერთი სენი სჭირს ამ გოგოს. აი, მოკალი და აკვიატებულად უნდა, რომ იყოს გამხდარი. რეალობა რომ ოცნებას არ შეესაბამება, ეს ხომ უკვე ვთქვით.ხოდა, გამონაკლისი არც ამ ოცნებისა და რეალობის შესაბამისობაა :). მაგრამ ეს  ჩემი მეგობარი ვერა და ვერ ეგუება ამას და არა და არ უნდა, თვალი გაუსწოროს სინამდვილეს.

აუხდენელი ოცნებების გალერეა-ასე დავარქვი მის ტანსაცმლის კარადას. რა ზომას არ ნახავთ აქ,  S-დან X-მდე, ხან S-ის ქვევითაც, აქა-იქ  L და XL-იც ჰკიდია. არადა პატრონის ზომა სწორედ ესაა 🙂 .ყიდულობს და ყიდულობს, იწერს და იწერს, მთავარია მოეწონოს, ზომას არ აქვს მნიშვნელობა. როგორც თვითონ ხსნის, გახდომის პერსპექტივით იძენს ამ ყველაფერს. მერე ბეზრდება. უცებ ფიქრდება, აღიარებს ოცნების აუხდენლობას და იწყება დიადი გაჩუქების ხანა…

შევდივართ თუ არა მასთან, მაშინვე დამდუღრულივით  შერბის საძინებელში და ტანსაცმლით დატვირთული გამოდის. თუ რამე არ ჩაგეტა ან არ მოგინდა, ისეთი ნაწყენია, რომ მის გულს ვერაფრით მოიგებთ და ვეღარ შემოირიგებთ. მე და ჩემი და უკვე წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ არაფერი არ უნდა გამოიტანოს, თორემ არ მივალთ მასთან და დაღვრემილი, კუთხეში დამდგარი ბავშვის სახით გვმორჩილდება.

მოკლედ, მის გალერეას აკლდება და აკლდება. მე და ჩემი და კი ვზრუნავთ იმაზე, რომ არ შეემატოს და თუ შეემატება რამე, ზომა შეესაბამებოდეს რეალობას.

საბურთალოს ერთ ქუჩაზე არის ერთი პატარა ბინა, სადაც ერთი სასაცილო და უცნაური გოგო ცხოვრობს და მის საძინებელში დგას ერთი არაფრით გამორჩეული, უბრალო ტანსაცმლის კარადა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხდვით… სინამდვილეში ეს მისი აუხდენელი ოცნებების სიმბოლოსავითაა და არა მარტო ტანსაცმლისა ზომის თუ წონის  ცვლილებების მხრივ…

ხოდა ახლა დავფიქრდი… ალბათ ყველას გვაქვს ასეთი კარადა, სადაც აუხდენელი ოცნებები გამოვამწყვდიეთ, მერე რა, თუ მათ ვერც დავინახავთ და ვერც ჩავიცვამთ…

და თუ ასე შევხედავთ, მაშინ გამოდის, რომ ეს ადამიანი საკუთარ ოცნებებს სხვებს უნაწილებს, არა?

ნათო, მე მინდა, რომ ერთხელაც შენი ოცნებების კარადა გაიღოს და ყველაფერი ახდეს, ნუ წონის ცვლილებაც იყოს, ჰა, რადგან არ იშლი 🙂

Запись опубликована в рубрике მიძღვნა :) с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «აუხდენელი ოცნებების გალერეა :)»

  1. ყველას გვაქვს ჩვენი ოცნებების კარადა, მართალია.

    ნათო უკარგესი გოგო ყოფილა, ოღონდ, საჭესთან მაინც ფრთხილად იყოს. გინება მორევაზეა 🙂

  2. აუ რა კარგი იყოს! დაე ახდენოდეს შენს მეგობარს ყველა სურვილი, გახდეს და ყველას ჩვენი ოცნების კარადის კარები ფართოდ გამოგვეღოს! 🙂 🙂 🙂

  3. გადავცემ 🙂 ოღონდ ისეთი ჯიუტია, მტრისას 🙂

  4. და ზომაც ჩაგვტეოდეს არა? 🙂 🙂 🙂

  5. ხო ეგ უპირველესად. 😀

  6. ჩემი ოცნებების გალერეას შეემატნენ ჩემი დები. რომ გამოვაღე გალერეის კარები, ახალი სახეები შეემატა — გამორჩეულები, ულამაზესები, კეთილშობილი ადამიანები — ქეთი, მანანიკო და კუწკუწა. ჰოდა, ჩემს სულს ისე მოერგნენ და ისე მოეფერნენ, რომ ,,ზომას” ხელი არ შეუშლია. მე ისინი გულში მიყვარს. ნეტა იცოდეთ ,, რასა გვანან” 😀

    რაც შეეხება ჩემს წონას — მაინც დავიკლებ, ხახახახახაააააააააა

  7. zura pirveli:

    dzalian mikvars aseti xalxi — mdzuls «ukarado» adamianebi (ara, ki ar mdzuls, ar vimegobreb!)

  8. ხო, აბა რა, თუ არ გაქვს ასეთი კარადა, ხომ ვერც გამოაღებ ხანდახან მაინც?რომ შეიხედავ ეგეც კაია, მერე რა, თუ ვერაფერი გამოიღე ამ კარადიდან 🙂

  9. ჩემი ოცნებების კარადაც გაიღება მალე 🙂 და თქვენც ყველას გისურვებთ ოცნებების ახდენას 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s