მეფომანია და მარაზმი

რამდენიმე დღეა მესმის სამეფო ოჯახის ორომტრიალის შესახებ. ჯერ ვიცინე და ვიცინე, რა დროს ეგაა-მეთქი, მაგრამ რომ აღარ დამთავრდა, ცოტა გავბრაზდი და უკვე ვეღარც ვიცინი.

ქართველების გამორჩეულობა უკუღმართობაში კი ვიცოდი, მაგრამ ასეც არ მეგონა.

კაცობრიობა ყოველთვის მიისწრაფის პროგრესისკენ. ერები ცდილობენ წინ წაიწიონ და განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდნენ. მარტო ჩვენ მოგვწონს დაღმა სიარული. აბა სხვა რა ჰქვია ამ მონდომებულ ვაი-სამეფო კამპანიას?!

დიდი დილემაა გადასაჭრელი: რა გვარზე უნდა იყოს უფლისწული- ბაგრატიონზე თუ ბაგრატიონზე? რომელია ნამდვილად ცისფერსისხლიანი მეფის მოდგმა, დედა თუ მამა?

ღმერთო ჩემო, არ მკიდია?

მოდი დავიწყებ იმით, რომ  ეს ჰიბრიდი, ანუ დაკვეთით და შეჯვარების  თუ სელექციის წესით გამოყვანილი ტახტის მემკვიდრე, მე, როგორც რიგით ადამიანს, ჩემი მწირი ცოდნით ბიოლოგია-ანატომიაში სისხლის აღრევის ნაყოფად მიმაჩნია და დიდად ვერ ვიჯერებ, რომ მისგან ნიჭით გაპენტილი მხსნელი გამოვა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მშობლებს და მათ ღირსებებს: მამა ზნედაცემული, გაურკვეველი სუბიექტი და დედა ერთუჯრედიანი არსება, რომელსაც უთხრეს, რომ ამ კაცისგან შვილი უნდა გაეჩინა და მერე პერსპექტივაში მეფის დედობა ექნებოდა. ხოდა მასწავლებლობას დედოფლობა არ სჯობდა? დაჯდება  უზრუნველად და თავისი ბაბუას შეთხზულ ლექსებზე დაწერილ სიმღერებს უღიღინებს პირმშოს.

ეს რაც შეეხება გენეტიკას… და ისედაც, ძალიანაც ნუ შემაწუხებენ ბაგრატიონობით. განა რამდენი იყო მათ შორის ღირსეული და საამაყო? გაცილებით მეტი სამარცხვინო იყო და წაისულელებდა, ამიტომაც იყო ქვეყანა კარგ დღეში.

ახლა ზოგადად მონარქიის ამბავს შევეხოთ.

სულ ტყუილად მოჰყავთ მაგალითად ევროპის ქვეყნები, სადაც კონსტიტუციური მონარქიაა. როდის იყო, სხვაგან რაც წესიერადაა, ის აქ ნორმალურად ყოფილიყო? იმ ქვეყნებისთვის ეს ჩვეული წესია ცხოვრების და ამით არავინ  ზარალდება, პირიქით, ხშირ შემთხვევაში სამეფო ოჯახი შემოსავლის წყაროცაა მათთვის ტურისტების მისაზიდად. თანაც მონარქი იქ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ახლა გადახედეთ რა ხდება დღეს, როგორ დაჭამეს ერთმანეთი ჯერ არარსებულ რეგალიებზე და როგორ გესახებათ, გამოვა აქ მონარქის გასიმბოლოება?

ჩვენი ქვეყნის შეუმდგარობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გამოვტოვეთ განვითარების საფეხური და მონარქიიდან პირდაპირ სოციალიზმზე გადავედით თუ გადაგვიყვანეს, ამას აღარ აქვს ახლა მნიშვნელობა. მაგრამ 21-ე საუკუნეში ისევ მეფის დასმა, ეს ქვის ხანაში დაბრუნებად მიმაჩნია.

ითქვა თუ არა ამის შესახებ, მაშინვე აჟივჟივდნენ ცისფერსისხლიანობაზე პრეტენზიის მქონეები. იქ თავად-აზნაურთა ლიგაო, საგვარეულო გერბებიო, თავად-აზნაურთა სკოლაო… რა სასაცილოა!!! სულაც არ ვთვლი, რომ რამით უკეთესები არიან ჩემზე, მიუხედავად ჩემი გლეხური წარმოშობისა( ისე, მე უფრო მაქვს საამაყო, ჩემი გვარი არასდროს არავის ყმა არ ყოფილა, ყოველთვის აზატები იყვნენ, ალბათ თავისი ჯიუტი და რთული ხასიათის გამო, რაც მეც მაქვს და ერთობ მეამაყება კიდეც). სიმართლე თუ გინდათ, სწორედ ეგენი იყვნენ გამყიდველებიც და მოღალატეებიც, აბა გლეხს სად ეცალა ინტრიგებისთვის და მაიმუნობისთვის, ან რა ჰქონდა ისეთი ძვირფასი, სამშობლოს გარდა, რომ იმისთვის ენაცვალებინა ღირსება და პატიოსნება? ასე რომ, ძალიანაც ნუ შემაწუხებენ.

ახლა თავად საზოგადოებას მინდა შევეხო. რომანტიკულობა? ინფანტილიზმი? თუ სულაც სიბეცე და სიჩლუნგე? რა დავარქვა ამას, რომ არიან ისეთები, რომლებსაც სჯერათ მეფის მხსნელობის, უნდათ და ელიან იმ დღეს, როცა ეს აღსრულდება. ისე ვითომ აკლიათ თავში ჩამჩაჩქუნებლები და ერთპიროვნული მმართველები, რომ ახლა კიდევ ერთი არ დაიმატონ. აქ პრეზიდენტსაც მეფობის ამბიცია აქვს და არც მალავს დავით აღმაშენებლის წარამარა ხსენებით და საკუთარ თავთან პარალელის გავლებით. ბრბო იღებს ამას, მუხლებშიც უვარდება  და კიდეც უგალობს. ანუ გამოდის, რომ მონარქია უკვე გვაქვს ისედაც, ოღონდ არაფორმალურად. ეს კიდევ არის შანსი იმის, თუნდაც მცირედი, მაგრამ მაინც, რომ როდესმე შეიცვლება და ცოტა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები მოვლენ სათავეში. მონაქრიის აღიარება კი სულ დაასამარებს ისედაც გაუბედურებულ ქვეყანას და ყველანაირ გზას მოსპობს პროგრესისას.

მოკლედ არ ვიცი, გინდა ბარგატიონი იყოს ეგ ბავშვი და გინდა ბაგრატიონი, ჩემთვის ერთი უბედური არსებაა, იდიოტი მშობლების და გაურკვეველი წარმომავლობის და სულაც არ მინდა თავზე დამაჯდეს გვირგვინოსანქმნილი.

როგორც ვატყობ, ყველა იმას ცდილობს ამ ქვეყანაში, კარგად დააჩმოროს და დაამონოს ხალხი, ხელისუფლებაც, ეკლესიაც და ახლა ესენი დაემატნენ კიდევ მსურველების სიას.

ანარქისტი ანანია მახსნედება 🙂

«ძირს მეფე! ძირს მღვდელი! გაუმარჯოს თავისუფლებას! »

თუ ასე გაგრძელდა, მეშინია, ისევ არ გამოჩნდეს ვინმე ნეო-ლენინი, აი მაშინ კი საბოლოოდ დაგვერხევა…

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

19 комментариев на «მეფომანია და მარაზმი»

  1. nick:

    ა, ვაბშე პირველად გავიგონე, ჭურიაში ვზივარ რა :დ ;დ :დ

  2. მოსალოცად გაქვს საქმე 🙂

  3. გული მომფხანე! მე არ შევწუხებულვარ ამ საოცარი და ზღვა ინფორმაციით, მაგრამ წარმომიდგენა, რა ხდება მანდ… სირცხვილი!!!

  4. ბარემ მეც კი მრცხვენია, მაგრამ ვისაც საჭიროა, იმას სულაც არ რცხვენია.

  5. მარაზმიც აღარ ჰქვია, რაც მანდ ხდება.

    თამარას არ იყოს, ჩემი სათქმელი გიწერია აქ.

  6. ვარ სამნიაშვილი და სამჯერ მაკოცონ გლეხურ ტრაკზე ბაგრატიკებმა ❤

  7. შენც ხო?:დდდდ რიგში ჩავაყენოთ 🙂

  8. :დ :დ გამოდის წესით არ უნდა დამელაიქებინა და არც აქ უნდა ვყოფილიყავი 🙂 მაგრამ მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, რომ სისულელეა ეს ყველაფერი და დიდი ბრიტანეთის მაგალითი ჩვენ არ გამოგვადგება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ დიდი ხარჯი ჯდება სამეფო ოჯახის შენახვა და კიდევ ერთი ისეთი ბრძოლა ატყდა არარსებული ტახტის გამო :დ :დ დავიჯერო ამ ხალხს გონია რომ ძალაუფლებას უბრუნებენ? :დ :დ :დ

  9. ხო, მართალია… მაგრამ რატომ გამოდის და რა წესით?:დდდდ ეგ რაღაც ვერ გავიგე.დანარჩენში შენთან ვარ 🙂

  10. „ითქვა თუ არა ამის შესახებ, მაშინვე აჟივჟივდნენ ცისფერსისხლიანობაზე პრეტენზიის მქონეები. იქ თავად-აზნაურთა ლიგაო, საგვარეულო გერბებიო, თავად-აზნაურთა სკოლაო… რა სასაცილოა!!! სულაც არ ვთვლი, რომ რამით უკეთესები არიან ჩემზე, მიუხედავად ჩემი გლეხური წარმოშობისა( ისე, მე უფრო მაქვს საამაყო, ჩემი გვარი არასდროს არავის ყმა არ ყოფილა, ყოველთვის აზატები იყვნენ, ალბათ თავისი ჯიუტი და რთული ხასიათის გამო, რაც მეც მაქვს და ერთობ მეამაყება კიდეც). სიმართლე თუ გინდათ, სწორედ ეგენი იყვნენ გამყიდველებიც და მოღალატეებიც, აბა გლეხს სად ეცალა ინტრიგებისთვის და მაიმუნობისთვის, ან რა ჰქონდა ისეთი ძვირფასი სამშობლოს გარდა, რომ იმისთვის ენაცვალებინა ღირსება და პატიოსნება? ასე რომ, ძალიანაც ნუ შემაწუხებენ.“

    თავადის გვარი მაქვს 🙂

  11. აააააა, სანამ სისხლს არ დამანახებ, არ დავიჯერებ :დდდდ ჩემი მეგობარია თავდი და ასე ვაშაყირებ ხოლმე, ცისფერი არ არის და თვითმარქვია ხარ-მეთქი. ისე ბებია აზნაური იყო ჩემი, მარა მაინც აზატი გლეხობა უფრო მხიბლავს :). გეპატიება მაგ შენ, ყველას კი არ ეთვლება ნაკლად :*

  12. 🙂 🙂 სისხლი იმდენჯერ გამომიშვეს რაც იყო ცისფერი სულ გათავდა და ეხლა ჩვეულებრივი სისხლისფერია 🙂

  13. გაპატიებ მაგ «ნაკლს» და ხელგაშლილი გიღებ ქეთლანდიაში 🙂

  14. მიხარია ჩემს მოსახელე მიწაზე თუ ბლოგზე ასე კეთილი მიღება 🙂 🙂

  15. მე კი მგონია რომ რუსულმა რეჟიმმა ყველა თაობაზე მშვენივრად იმუშავა და ახლა დგახართ და გაიძახით ეგღა მაკლია მეფე ვარჩინო,თავზე დავისვაო)) ან სად გაიგონეთ რომ უნდა აღდგეს თავად-აზნაურობა და ა.შ..? რა მნიშვნელობა აქვს მეფეს არჩენ თუ ერთპიროვნულ მმართველ პრეზიდენტს? არც აუცილებელი პირობაა მეფედ ეს მითქმა-მოთქმის პრედენდენტი გახდეს.მეფობა უბრალოდ პირველკაცობის სინდრომის მოსპობის საუკეთესო საშუალებაა და სწორედ სიმბოლური სახით,რომელსაც გადამწყვეტი სიტყვის უფლება ექნება ხალხის სასიკეთოდ.
    მე იმაზე მწყდება გული რომ ჩემ პოსტს ამ თემაზე უგულისყუროთ კითხულობენ და ვისაც საპარლამენტო მონარქია ურჩევნია ის ბეცად და გაუნათლებლად მიაჩნიათ.
    გადახედეთ ესპანეთს,ნორვეგიას და ა.შ.. და არ თქვათ რომ იქაური მოსახლეობა ბეცი და გაუნათლებელია.
    და კიდევ არ შეიძლება საკუთარი ქვეყნის მონარქებზე ამბობდე სამარცხვინოები იყვნენო,როცა ევროპის მონარქები ჩვენზე უარესები იყვნენ და სულ სისხლში,ინტრიგებში და სოდომურ ცოდვებში გასვრილი ჰყავდათ ქვეყნები,მაგრამ დღეს ჩვენზე უკეთესი პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება ჰყავთ იმიტომ რომ არ შეხებია რუსის დეზინფორმაციული აგიტაცია)
    სხვა დანარჩენზე აღარ ვიკამათებ,სისხლის აღრევაა თუ ამ ოჯახის შიდა პოლიტიკური სტრატეგია,მოდით ხალხო და საკუთარი ცუდიც დავიცვათ და სხვას არ ვათქმევინოთ ჩვენზე ძვირი,თორემ სხვებზე მეტად საკუთარს ჩვენთვითონვე ვსვრით ტალახით.
    პ.ს. არც მე ვარ თავადური გვარის წარმომადგენელი და არც არასოდეს არ ყოფილა ჩემი გვარი ვინმეს ყმა,უბატონო გლეხი იყო და შესაბამისად არანაირი პრივილეგიის იმედი არ მაქვს,მაგრამ სიბეცის და გაუნათლებლობის მიუხედავად მაინც მჯერა რომ საპარლამენტო მონარქია საუკეთესო გამოსავალი იქნება.

  16. რატომ ბრაზობ, ანგელოზო? 🙂 ნუ მეჩხუბები, ძალიან გთხოვ, საკუთარი აზრის ქონა არაა დანაშაული, მე ისე მგონია სწორი, როგორც დავწერე და არავის ვახვევ თავზე ჩემს აზრს. არ მეთანხმები? გაიხარე, გქონდეს შენი განსხვავებული აზრი. მგონი არაა აუცილებელი ყველა ერთნაირად ვფიქრობდეთ. კოლექტიური აზროვნებაც ხომ ძველი სისტემის გადმონაშთია.არც მენტორული ტონია საჭირო, მე საკმაოდ დიდი ვარ საიმისოდ, რომ ვინმემ ჭკუა დამარიგოს 🙂

  17. არა,ნუ ჩათვლი რომ მენტორული ტონით დავწერე კომენტარი ან ჩხუბი მსურს)) უბრალოდ არ მომწონს როდესაც არ ცდილობენ საპირისპირო მხარეში თუნდაც ერთი პატარა მარცვლით სიმართლის აღქმას.

  18. მაინცდამაინც ერთმანეთს თუ არ ეჩხუბეთ, სხვა არავინაა? მე მკითხეთ და ათ ისეთ გვარს ჩამოგითვლით, ალალად რომ შეერგება ჩხუბიც და უარესიც 🙂

    თემას რაც შეეხება, კატეგორიული რესპუბლიკელი ვარ, აბსოლუტურად არ მანაღვლებს, მეფსალმუნე და მეშურდულე დავითის შთამომავლები არიან ჩვენი ბაგრატიონები თუ კიდევ უფრო მაღალი წინაპრის, არც ეკლესიის წიაღში აღზრდილი მემკვიდრის იდეა მხიბლავს, მე სეკულარული და დემოკრატიული რესპუბლიკა მინდა ჩემი ქვეყნისთვის, აგერ, ტახტი არ აქვთ და დაჭამეს ერთმანეთი და ტახტი რომ ექნებათ, რას იზამენ… ეს მოკლედ.

  19. მეც მაგ აზრის ვარ, მოლი. ჩხუბი კი საჩემო საქმე არაა, მე მშვიდად მიყვარს ყველაფრის გარკვევა.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s