უხილავი ( თუ ხილული?!) ძაფები ზეციურთან

» მე ქართველი ვარ და, მაშასადამე, ვარ ევროპელი»-ეს აქსიომაა, აქსიომა კი მათემატიკაში ისაა, რაც დამტკიცებას არ საჭიროებს. აბა რა მტკიცება სჭირდება ამ დებულების სისწორეს? გაიხედ-გამოიხედეთ, გადახედეთ ერს, მის ტრადიციებს, ქცევებს, ცხოვრების წესს და მიხვდებით, რომ ეს ჭეშმარიტებაა!!!

«მე ქართველი ვარ და, მაშასადამე, პირდაპირი კავშირი მაქვს ზეციურ სამყოფელთან და თვით მამაზეციერთან,»-ეს თეორიაა, მგონი.მართალია, ზოგისთვის ესეც აქსიომაა და არც დასაბუთებაზე იკლავს თავს, მაგრამ მე მაინც თეორია მგონია და შევეცდები დავასაბუთო:

ერი გულმხურვალე მართლმადიდებელი და დღენიადაგ პირჯვრისმწერელი( პირობების და გარემოების მიუხედავად)

ქვეყანა, სადაც ღრმად სწამთ, რომ უფლისა და დედა ღვთისას წილხვედრ-კალთადაფარებულნი არიან და ამბიციაც აქვთ ამით ერთადერთობის.

წილხვედრობიდან გამომდინარე, ქალის სიწმინდე და მისი აპკის დაურღვევლობა ხელშეუხებელი და წმინდათაწმინდაა, როგორც  საზომი ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობისა

ქვეყანა, სადაც მუდმივად იჯერებ სასწაულებს და მითიც კი რეალობად გეჩვენება. ასე მაგალითად, დღემდე სკეპტიკურად ვუყურებდი ბაგრატოვანთა მესიანისტური წარმოშობის თეორიას, მაგრამ მას მერე, რაც ჩვენი მიშა ვიხილე წყალსა შინა( მართალია არა იორდანეში, მაგრამ მაინც, წყალი წყალია!) და მის ფერხთით დამხობილი მხევალი, დავფიქრდი…

ამ ვიდეოს მერე კი სრულად გამიქრა ეჭვი და ვირწმუნე…
სადაც ეს ხდება, რაა გასაკვირი, რომ მონარქისთვის მოეგონებინათ განღმრთობის ლეგენდა… თუმცა რა, ახლაც ხომ მონარქია გვაქვს?!.

«ღმერთი სიყვარულიაო,»-უთქვემს პავლე მოციქულს და ეს ისე გაუსისხლხორცებიათ ამ დალოცვილ ქვეყანაში, რომ უერთმანეთოდ ლუკმას არ იდებენ პირში

მუდმივი ძიება მოციქულის და ზეციდან გამოგზავნილი მხსნელის და პასუხად ამ მოლოდინისთვის ჯილდო ღვთიური და «ჟამის ჟამად» მოვლინება წმინდანების…და ეს დღესაც გრძელდება:
წმინდა შერონ ჰოლივუდელი და მისი ღვთიური მადლით გაბრწყინებული კურცხალი, დაბნეული მარგალიტისებრ ტანჯული ივერიის მიწაზე…ჭაბუკი ენრიკე, ღვთაებრივი სითხით და მისი ნერწყვ-მირონით განბანილი ქალწული ივერთა…ლუდოვიკოთა ქვეყნის წარგზავნილი სარკოზი ესე და შვების მომტანი ღიმილი და სიტყვები მისი…

ჩვენ, ჩვენ და არა სხვა ერი ვართ ასე განებივრებული ზეციური მხარდაჭერით!!!
ჩვენ, ჩვენ და არა სხვა ერი ვართ ასე გაბრწყინებული!!!
ჩვენთან და არა სადმე სხვაგან არ ქოთავს საკუთარი განავალი!!! ის კაშკაშებს და გვინათებს გზას სანუკვარი მომავლისაკენ!!!

აბა? იწამეთ თუ არა თქვენც ზეციური ძაფების არსებობის?!.

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

11 комментариев на «უხილავი ( თუ ხილული?!) ძაფები ზეციურთან»

  1. სიტყვა ვართ ცარიელი :(((

  2. ყალბი სიტყვა, თორემ თავისთავად სიტყვა არის ყველაფერის დასაწყისი… პირველად სიტყვა იყო…

  3. ვერ ვცდებით მაგ დასაწყისს

  4. ძნელია არ დაგეთანხმო 😦 დიადი გამყინვარებაა ქვეყანასა შინა და ამას არც გლობალური დათბობა არ შველის.

  5. ეჰ 😦

    ისე, სამეფო ტახტის მემკვიდრეც გვყავს. ღვთივკურთხეული და ყოვლად სათნო.

  6. აბა, ეგ აღარ დავწერე, მაინც ჯერ პატარაა და მის სრულწლოვნებამდე არსებულ მონარქზე შევჩერდი, ალბათ იქამდეც მივალთ.აქ ხომ პროგრესი რეგრესის სინონიმია

  7. დეპრესიაში ჩავვარდები მალე, ისე ვატყობ… პირველი ორი ვიდეო არ ვიცოდი :/

  8. უფ, მაგისთანები იმდენი მაქვს… ყველას ჩავსვამდი, მაგრამ ნამეტანი იქნებოდა 🙂

  9. zura pirveli:

    cota susti interneti maqvs axla da videoebs ver vnaxulob (mere vnaxav), magram ver movitmine, rom ar damecera (albat am postis pirdapir commentaradac ar chaitvleba):
    ar mesmis, ratomaa evropeloba saamako? chemi azrit, aziashi, tu upro meti, aranaklebi kulturaa da udaod beeeevrad magali suliereba.
    iqneb imitom, rom sitkva «aziati» aris sinonimi chamorchenilobisa da «goimobisa» (am sitkvas koveltvis gavurbivar).
    …da kidev: saqartvelo xom europisa da aziis sazgvarzea da sruliad amartlebs tavis mdebareobas — qartuli kultura aziuri kulturacaa da europuli kulturac — ratom unda uarvkot romelime? an ratom unda shegvrcxves? an ratom unda davmalot? rogor gaveqcevit chvens tavs?
    …da netav rogor xedaven qartul samzareulos europul samzareulod? qartuli musika europulia? chacmuloba europulia? ….anda ratom unda ikos europuli? ra aris amashi saamako?

    ox, ramdeni vilaparake! 🙂

  10. აზიური კულტურა ნამდვილადაა უძველესი და საინტერესოც, მაგრამ მე პირადად მაინც ევროპას ვარჩევდი.ეს ისე 🙂 … რაც შეეხება იმას, რომ რამე ქართული ჩაითვალოს ევროპულად, ეგ არაა საჭირო. ანუ მე ბარემ კი მირჩევნია დავიტოვო ჩემი კულტურა და თვითმყოფადობა და მერქვას ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვითომ ევროპელობაც ისეთივე დემაგოგიაა და სიყალბე, როგორვ ყველაფერი დანარჩენი დღეს საქართველოში…

  11. zura pirveli:

    diax, samcuxarod egrea: vinc dges saqartveloshi kulturul aminds hqmnis, aziuri kultura talaxshi cxovreba, akrolebuli quchebi da induri kinoebi hgonia 😦

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s