ტყუილი

ტყუილი ჩვენი ერთგული თანამგზავრია. იტყუება ყველა, ყოველთვის და ყველგან, საჭიროების და მონაცემების მიხედვით. ხშირად მიფიქრია, რატომ. იმიტომ ხომ არა, რომ თავად ადამიანის შექმნა ერთი დიდი ტყუილია, მთელი თავისი ტალახიდან მოზელვა-ნეკნის გაზიარებით?ან იმიტომ ხომ არა, რომ მოცალეობის ჟამს ყველაზე დიდმა ფანტაზიორმა თავი მოიტყუა, რომ თავისი შემოქმედების გვირგვინს ქმნიდა? იმიტომ ხომ არა, რომ თავად ადამიანიც მოატყუა, სამყარო შენიაო, დააჯერა და ამ ტყუილში ამოზრდილი ისევ ტყუილის საკეთებლად გაუშვა დუნიაზე? არ ვიცი… და ალბათ, არც არავინ იცის ეს. ფაქტი ერთია- ადამიანებს უყვართ ტყუილი და მთელი ცხოვრებაც ამაზეა აგებული.
 აი დააკვირდით:

ყოველდღიურ ყოფაში რამდენჯერ მოგიტყუებიათ? მერე რა, რომ უმნიშვნელოა და ამით არავინ ზარალდება? მერე რა, რომ ეს ტყუილი საკუთარი თავის გამართლებას და სხვების გულისტკენის აცილებას, ან სიტუაციის განმუხტვას ემსახურება? თუმცა ესეცაა, ასეთი ტყუილი, ალბათ, არავის აზარალებს და ამიტომაც შეიძლება გავატაროთ და არ ჩავთვალოთ დანაშაულად.

მასშტაბური ტყუილები? რამდენიც გინდა! განსაკუთრებით, თუ გაგიმართლა და საქართველოში დაიბადე. ყოველ წამს, ყველგან გატყუებენ, თვალში ნაცარს გაყრიან შინ თუ გარეთ, სხვადასხვა ინსტანციასა თუ უბრალოდ ქუჩაში, «დიდი ძმა» ტყუილის ფეიერვერკით გაბრმავებს და ცდილობს დაგაჯეროს, რომ უნაკლო ქვეყანაში მოგიწია ცხოვრებამ, რომ ყველაფერი კარგადაა და კიდევ უფრო კარგად იქნება აწი. სკოლაში ატყუებენ ბავშვებს, რომ საყოველთაო განათლება საჩუქარია და ათასი სისულელით უჭედავენ თავს. მშობლები ატყუებენ ბავშვებს, რომ ოჯახი ბედნიერებაა, სინამდვილეში კი უმეტესობა თავბედს იწყევლის იმ ერთი სულელური ნაბიჯის გამო.შვილები ხვდებიან, რომ მშობლები ატყუებენ, მაგრამ არ იმჩნევენ და იქით ატყუებენ, რომ სჯერათ მათი ტყუილების და მთელი მონდომებით ცდილობენ ტოლი არ დაუდონ უფროსებს მოტყუებაში.

მოკლედ, ერთი დიდი წრეა და აქედან გამოსვლა შეუძლებელია. გინდა-არ გინდა, ჩაბმული ხარ და ვერ ცვლი ამას.მაგრამ ამას უკვე ისე მიეჩვიე, რომ ერთგვარი იმუნიტეტი გამოგიმუშავდა და ამიტომ შანსიცაა არ დაზარალდე, თუმცა გარანტია არავითარია ამის.

მაგრამ აქაც არის გამორჩეული კატეგორია, რომელიც დანაშაულთან იგივდება ჩემთვის, რაკი ის გაზარალებს მორალურად. ეს ტყუილით დაწყებული ადამიანური ურთიერთობებია. როცა თავიდანვე გამიზნულად გახვევენ თავს სიყალბეს და ამაზე გაწყობინებენ მთელ შემდგომ განწყობა-დამოკიდებულებას.მე არ ვიცი, ვინ გაზომა მისი ფეხის სიგრძე, მაგრამ ერთი ცხადია-ადრე თუ გვიან ყველა ტყუილი აშკარავდება და ამაზე აგებული ურთიერთობა განწირულია, ხოლო შენ, ვისაც მოგატყუეს, გარანტირებული გაქვს ემოციების კორიანტელი, ფიქრების ქაოსი, გულისტკენა, თვითშეფასების დაქვეითება, უნდობლობა ყველას მიმართ და საბოლოოდ ცინიზმი, როგორც უტყუარი იარაღი თავდაცვის…ცუდია, რომ ამას დანაშაულად არავინ თვლის. არადა, რა გინდა ამაზე მეტი- გრძნობებს აკარგვინებ სხვას და აიძულებ არავინ გაიკაროს გულთან ახლოს! თუ  ნიჭიერი ხარ, ეგებ შენც  ისწავლო ეს და დაემგვანო სხვებს. თუ არა და სულ მსხვერპლი იქნები, სანამ არ დაეჩვევი, არც ერთი სიტყვის არ გჯეროდეს.

მიკვირს, რომ არ ეზარებათ ამდენი ხლაფორთი და გამომგონებლობა.

დრო მიდის და მე ვერ ვიცვლები. ვერასდროს და არასდროს არ ვიწყებ ურთიერთობას ტყუილით. არასდროს არ ვიძლევი ტყუილ დაპირებებს. არასდროს არ ვიძლევი გარანტიებს და, ლოგიკურად, არასდროს არ ვარ მოგებული 🙂 . მაგრამ მაინცს ასე მირჩევნია. თუმცა ალბათ ესეც ტყუილია, სულაც არ მირჩევნია ასე, მაგრამ რაკი ვერ ვცვლი საკუთარ თავს, ისევ თავის მოტყუება მირჩევნია.

მოკლედ, ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია… დასაბამიდან დღემდე და მერეც…სამოთხე და ჯოჯოხეთიც ტყუილია და ისიც ტყუილია, რომ ვინმეს სჯერა ამის…

რა არ არის ტყუილი? რომ ხარ სიცრუის გარემოცვაში და რომ მთელი შენი ცხოვრებაც ერთი არშემდგარი ზღაპარია. ზღაპარი კი რომ გამონაგონია და არასდროს არაა მართალი, ეგ ყველამ ვიცით. ხოდა, ნურც ფინალს დაელოდები საუკეთესოს.

ეს პესიმიზმი არაა და არც დეპრესიული ყოფის შედეგად ჩამითვალოთ.სულაც არა. ვარ მშვიდად და ვბჭობ საკუთარ თავთან და ვცდილობ არ მოვიტყუო თავი 🙂

თქვენც ამას გირჩევთ…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

19 комментариев на «ტყუილი»

  1. Один «умный» профессор однажды в университете задал своим студентам такой вопрос: «Все, что существует, создано Богом?»
    Один студент смело ответил: «Да, создано Богом».
    «Бог создал все?», — спросил профессор.
    «Да, сэр,», — ответил студент.
    Профессор спросил: «Если Бог создал все, значит Бог создал зло, раз оно существует. И согласно тому принципу, что наши дела определяют нас самих, значит Бог есть зло.»

    Студент притих, услышав такой ответ.
    Профессор был очень доволен собой. Он похвалился студентам, что он еще раз доказал , что вера в Бога это миф.

    Еще один студент поднял руку и сказал: «Могу я задать вам вопрос, профессор?».
    «Конечно», — ответил профессор.
    Студент поднялся и спросил «Профессор, холод существует?»
    «Что за вопрос? Конечно, существует. Тебе никогда не было холодно?»
    Студенты засмеялись над вопросом молодого человека.

    Молодой человек ответил: «На самом деле, сэр, холода не существует. В соответствии с законами физики, то, что мы считаем холодом в действительности является отсутствием тепла. Человек или предмет можно изучить на предмет того, имеет ли он или передает энергию. Абсолютный ноль (-460 градусов по Фаренгейту) есть полное отсутствие тепла. Вся материя становится инертной и неспособной реагировать при этой температуре.
    Холода не существует. Мы создали это слово для описания того, что мы чувствуем при отсутствии тепла.»

    Студент продолжил: «Профессор, темнота существует?»
    Профессор ответил: «Конечно, существует.»
    Студент ответил: «Вы опять неправы, сэр. Темноты также не существует. Темнота в действительности есть отсутствие света. Мы можем изучить свет, но не темноту. Мы можем использовать призму Ньютона чтобы разложить белый свет на множество цветов и изучить различные длины волн каждого цвета. Вы не можете измерить темноту. Простой луч света может ворваться в мир темноты и осветить его. Как вы можете узнать насколько темным является какое-либо пространство? Вы измеряете какое количество света представлено. Не так ли? Темнота это понятие, которое человек использует чтобы описать что происходит при отсутствии света.»

    В конце концов, молодой человек спросил профессора: «Сэр, зло существует?»
    На этот раз неуверенно, профессор ответил: «Конечно, как я уже сказал. Мы видим его каждый день. Жестокость между людьми, множество преступлений и насилия по всему миру. Эти примеры являются не чем иным как проявлением зла.»

    На это студент ответил: «Зла не существует, сэр, или по крайней мере его не существует для него самого. Зло — это просто отсутствие Бога. Оно похоже на темноту и холод — слово, созданное человеком чтобы описать отсутствие Бога. Бог не создавал зла. Зло это не вера или любовь, которые существуют как свет и тепло. Зло это результат отсутствия в сердце человека Божественной любви. Это вроде холода, который наступает, когда нет тепла, или вроде темноты, которая наступает, когда нет света.»

    Имя молодого студента было — Альберт Эйнштейн

  2. თუმცა აინშტაინის თეორიაც ხომ შეირყა? 🙂 . არაფერია დაზუსტებული და საბოლოოდ გარკვეული, იმის გარდა, რომ ადამიანებს ევასებათ ტყუილი 🙂

  3. chemi axrit adamianta umravleso ityueba sakutar tavze imitom rom iyos sxvis tavshi iseti rogoric tviton surs. dzalian saintereso postia:)
    chemi blogis naxe.

  4. ვნახავ აუცილებლად 🙂 . კიდევ მეწვიე

  5. zura pirveli:

    dzalian momecona! didi madloba! gansakutrebit momecona:
    ან იმიტომ ხომ არა, რომ მოცალეობის ჟამს ყველაზე დიდმა ფანტაზიორმა თავი მოიტყუა, რომ თავისი შემოქმედების გვირგვინს ქმნიდა? იმიტომ ხომ არა, რომ თავად ადამიანიც მოატყუა, სამყარო შენიაო, დააჯერა და ამ ტყუილში ამოზრდილი ისევ ტყუილის საკეთებლად გაუშვა დუნიაზე?

    amashi ki ar getanxmebit:
    ფაქტი ერთია — ადამიანებს უყვართ ტყუილი და მთელი ცხოვრებაც ამაზეა აგებული.
    me ar mikvars tkuili — mejavreba da meshinia, magram xandaxan mec, ra tqma unda vtkuivar! 😦

  6. არც მე მიყვარს და არც ის მიყვარს, რომ მატყუებენ და არც ისინი, ვინც მატყუებს :), მაგრამ მეც ვტყუი იშვიათად, თუმცა ისე, ლაითად და არავის ვაზარალებ. ანუ გამოდის, რომ სწორი მითქვამს და არ მომიტყუებიხართ 🙂

  7. თუ ტყუილს ხედავ ურთიერთობაში, სიმართლე მხოლოდ საზარელი უნდა იყოს?

  8. საზარელი ცოტა გაზვიადებული ნათქვამია. ეს პოსტი იმაზეა, რომ დანაშაულის ტოლფასად მიმაჩნია ტყუილით დაწყებული და ტყუილზე აგებული ადამიანური ურთიერთობები.

  9. …. გაზვიადებული სიტყვები ხშირად თქვა, როცა ტყუილი(დანაშაული) სიმართლით იცვლება. მოტუებული ცინიზმით ივსება …

  10. zura pirveli:

    me shegekamatet mxolod imashi, gvikvars, tu ara tkuili. xom xshirad vaketebt imas, rac ar gvikvars?

  11. ზურა,კამათად არ მიმიღია მე ეგ 🙂 .ხო, სამწუხაროდ, გვიწევს იმის კეთება, რაც არ გვიყვარს

  12. zura pirveli:

    🙂 🙂 🙂 ara, kamatshi me chxubi ar migulisxmia!
    mokled, amdens imitom vlaparakob, rom es tkuili, rogorc tqventvis, chemtvisac dzalian problematuri sakitxia:
    mdzuls, mdzuls, mdzuls da mainc vtkuivar (dzaaaaaaalian ishviatad)…

  13. ცოდვა რომ არ იყოს, კაი რამეა ეს ოხერი : ))))) ტყუილი საჭიროა ბევრ მომენტში და ხშირად გამართლებული, მაგრამ მთავარია ამით ვინმეს არ ავნო, თორე საშინლად არ მესმის იმ ადამიანების კატეგორიულად რომ ამბობენ :»უიმეე, ვერ ვიტან ტყუილს!» ხოდა იმდენი მე შენ რა გითხარი ერთხელაც სულ რომ არ გაქვს ნათქვამი…

  14. ხო კიდევ დამავიწყდა, მთავარია საკუთარი თავი არ მოვატყოთ და ჩვენვე არ დავიჯეროთ ….

  15. რაც ცოდვად ითვლება, ყველაფერი ცუდი კი არაა 🙂 . მართალია, გააჩნია მიზანს და ხარისხს ტყუილისას. მორალისტები კი მეც ნერვებს მიშლიან. არა, ასე რომ ვთქვა, მეც ვერ ვიტან, რომ მატყუებენ, ან ვის უყვარს რო? 🙂 ამიტომ ვცდილობ იშვიათად მოვიტყუიო და თანაც «კეთილშობილურად» :). თავის მოტყუება ცუდია, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ საჭიროა თურმე…

  16. jana:

    როცა ადამიანი ხვდება, რომ მთელი ცხოვრება თითქმის ყველა რაღაცას ატყუებს, ცხოვრება საზარელი ხდება და თვითონაც იწყებს თაცდაცვის მექანიზმის შექმნას, ეგუება მატყუარა სამყაროს, ზოგი ადვილად, ზოგი ძნელად… და თვითონაც იმავე ენაზე იწყებს ლაპარაკს, ანუ მატყუარებს თვითონაც პატარ-პატარა ტყუილებით პასუხობს…რადგან ხვდება, რომ მისი სიმართლეს სხვებისთვის გაუგებარია, ან უბრალოდ არ აინტერესებთ სიმართლე სხვებს… სასამართლოშიც კი ძნელია სიმართლის დამტკიცება, მით უმეტეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ალბათ, ამიტომ ატყუებენ ადამიანები ასე ხშირად ერთმანეთს, იციან, რომ სიმართლეს მაინც არ დაუჯერებენ და ადვილ გამოსავალს პოულობენ კამათისგან თავის ასარიდებლად… ეს უკეთეს შემთხვევაში, ზოგი კი ბოროტი განზრახვით გვიხვევს თვალს და ეს ბოროტებაა, როცა შეგნებულად ცდილობენ, რომ ვინმეს გზა აურიონ და უფსკრულში გადაჩეხონ ადამიანები… მე უკვე აღარ მიკვირს , რომ უმრავლესობა იტყუება… მაგრამ თავიდან , როცა ამას მივხვდი, საშინელი სასოწარკვეთა დამეუფლა … არ მინდოდა ასეთ მატყუარა, კაგებეშნიკურ სამყაროში ცხოვრება… ზუსტად მახსოვს, რას ვფიქრობდი : ,,ამქვეყნად ჩემი ერთგული კენჭიც აღარსად არია» , — აღაზას სიტყვები. მახსენდებოდა….ჰოდა მეც აღაზასავით საბედისწერო ნაბი
    ჯი გადავდგი… რისთვის გამწირეს? ზუსტად იმ სიმართლისთვის, რომელიც არ აწყობდათ ძლიერთა ამა ქვეყნისათა. უბრალოდ, ლექსებში დავწერე სიმართლე აფხაზეთის ომზე, ხოლო ვინც დაწერა ტყუილები და ზვიადისტებს დააბრალა აფხაზეთის დაკარგვა, იმათ პრემიები და ქება— დიდება უწყალობეს… ტყუილებისთვის თურმე პრემიაც არსებობს… მაგრამ, მერე, როცა გადავრჩი, მივხვდი, რომ არ შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, რადგან ღმერთი არ გასწირავს კაცს ბედისგან განაწირსა, ცოტა რომ შევცვალოთ რუსთაველის სიტყვები… მოკლედ, უნდა შევეგუოთ ასეთ სამყაროს, ისევ აღაზას ამბავი რომ არ განმეორდეს… გვატყუებენ? არა უშავს, მთავარია, რომ ღმერთი ხედავს მტყუანს და მართალს… ყველამ თავისი სიმართლით იაროს!..

  17. სამწუხაროდ, პრემიები და ჯილდოები უმეტესად ტყუილებისთვის და სიყალბისთვისაა…წამაკითხე, თუ შეიძლება ეგ ლექსი ❤

  18. jana:

    ქეთი, ახლა ვნახე ეს კომენტარი, დაგვიანებით… ჩემი ლექსების წიგნი გუგლში რამდენიმე საიტზე დევს, თუ გინდა ნახო, ჩაწერე საძიებელში ,,ჟანა ოთხვანი» და რვა საიტს დაგიწერს, სადაც დაუდიათ ჩემი წიგნი ,,ჩაგრულთა ლოცვა» , სხვათა შორის, ჩემთვის არავის უკითხავს , შემთხვევით ვნახე მეც, ისე უბრალოდ ჩავწერე ჩემი სახელი გუგლის საძიებელში და ამოყარა რვა საიტის მისამართი, სადაც თურმე ჩემი წიგნი დევს, ფასიანია თანაც… ავტორს ვინ კითხავს! მოკლედ, იმ წიგნშია ეს ლექსი, ბეჭდური ვერსია 3 წლის წინ გამოსცა ,,ინტელექტმა» , მანამდე , 90-იან წლებში იყო ეს ცენზურის ამბები… მერე მოგიყვები უფრო მეტს… წიგნს ფეისბუქშიც გავაზიარებ. ისე, ალბათ, ჯობდა, არასოდეს არ დამეწერა ლექსები… ამ ქვეყანაში ისევ 1937 წლის ცენზურა მოქმედებდა 90- იან წლებში… აფხაზეთის ომზე დაწერილი ლექსები არ მოეწონათ და გადამემტერნენ, ამას მოჰყვა პროვოკაციები და მთელი ამბები… წავედი ასპირანტურიდან, სამსახურიდან და კინაღამ წუთისოფლიდანაც… მაგრამ… ღმერთმა არ გამწირა, ჯერჯერობით ცოცხალი ვარ… ამიტომ მენატრება სტუდენტობის დრო, როცა სიცოცხლე გვიხაროდა, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ბოროტების იმპერიაში ვცხოვრობდით… ომმა სხვანაირად დამანახა ეს ცხოვრება… ამაოება ამაოთა… მუხრანის არ იყოს,
    ,,ნაცნობები ვეღარ მცნობენ, რაც ცხოვრება ვიცანი»…

  19. 😦 არა, უნდა გეწერა და უნდა წერო კიდეც ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s