ჩემი ფავორიტები

რა რა და წამებულები ბლომად გვყავს ქართველებს მათი სახელების ხშირ-ხშირად ხსენებაც გვეხერხება, არის საჭირო თუ არა. ხანდახან ეს უკურეაქციასაც იწვევს. აკი კიდეც ვნახე იმ დღეს ფბ-ზე: წამებულები მაზოხისტები იყვნენ თუ არაო.

მე არ ვაპირებ მათი საქციელის განსჯას, არც გამართლებას შევუდგები და არც კვლევა- ძიებას დავიწყებ, რატომ დათმეს სიცოცხლე. ეს მათი უფლება იყო და მე, როგორც თავისუფალი არჩევანის მომხრე ადამიანი, პატივს ვცემ მათ არჩევანს.
თუმცა ერთი შემიძლია ვთქვა- ზოგჯერ ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რაღაც იდეისთვის, პრინციპისთვის მსხვერპლის გაღება და თავგანწირვა. ისინი ეწირებიან თავანთ საქმეს, მაგრამ ეს მათი დაწყებული საქმე რჩება და სხვები აგრძელებენ. ასეთი ადამიანები ცვლიან კაცობრიობას.კოცონზე ასულ ჯორდანო ბრუნოს რომ არ ეყვირა:”ის მაინც ბრუნავსო”, ეგებ მის შემდეგ არც სხვას გასჩენოდა ამის სურვილი და დღემდე ხარის რქებზე შემდგარი გვგონებოდა დედამიწა.

ახლა პირდაპირ სათქმელზე გადავალ-ჩემი ფავორიტები. ამჯერად მხოლოდ ქალებზე შევჩერდები: ქეთევანი და შუშანიკი- ორი ძლიერი ქალი, ორი პრინციპების და ღირსების დამცველი პიროვნება.

მოდი, ჯერ შუშანიკიდან დავიწყებ და ჩემს ქეთევანს ბოლოსთვის შემოვინახავ.

გული მტკივა, როცა ჩემს შროშანივით სუსტ და პატარა, მაგრამ სულიერად გამძლე და გაუტეხელ ქალს მხოლოდ ქრისტიანობისთვის წამებულად და ზოგჯერ ფანატიკოსადაც მოიხსენიებენ.

ის ამბოხდა, ამბოხდა სიყალბის, ღალატის, პიროვნული უფლებების დარღვევის წინააღმდეგ და ამ ამბოხში რწმენის დაცვაც მოიაზრებოდა, მაგრამ მხოლოდ ამაზე დაიყვანო მისი ბრძოლა, უსამართლობა იქნება.

სულაც არ მაღიზიანებს ის, რომ სარწმუნოების დაცვას იმიზეზებს ეს ადამიანი.ჯერ ერთი, იმ დროში იყო ეს მნიშვნელოვანი და 21-ე საუკუნის შეფასებებით და აზროვნებით თუ არ გვესმის ეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არასწორად მოიქცა. უყვარდა ეს რწმენა და ეწირებოდა. დანაშაულია? ყველა დიდი პიროვნება ხომ რაღაც ღირებულებას ეწირებოდა?თანაც აბა რა ექნა? ხომ ვერ იტყოდა, ვარსქენს იმიტომ განვუდექი, რომ მიღალატა და სხვა ქალი შეირთო ცოლადო? ხომ ვერ იტყოდა იმას, რომ რა უფლება აქვს ვინმეს მიკარნახოს, რაა სწორი და რა არაო, რა უფლება აქვს ვინმეს, ისე გადამიწყვიტოს რამე, რომ არც მკითხოს, მინდა ეს თუ არაო.ვინ გაიგებდა ამას, როცა ეს ბევრს დღესაც არ მიაჩნია პროტესტისთვის საკამრისად.

ჩემთვის შუშანიკი ძლიერი ნებისყოფის ქალია, რომელიც პირველი აუმხედრდა მამაკაცს და ღირსეულად შეძლო თავისი უფლებების დაცვა.ვისაც ის მაზოხისტი ჰგონია, გაიხსენოს მისი ცრემლიანი ფრაზა:”ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე”…, გაიხსენოს მისი საყვედური, რომ არავინ გამოჩნდა, ვინც გვერდით დაუდგებოდა და დაიცავდა და რომ ყველამ სასიკვდილოდ ჩაუგდო ვარსქენს ხელში, გაიხსენოს, როგორი იმედით ამბობს, რომ იმქვეყნად თანასწორები იქნებიან ვარსქენი და ის და მაშინ სწორად გასამართლდებიან, ანუ იქ იქნება გენდერული თანასწორობა…

მიყვარს მე ეს ქალი…

ახლა ჩემი ქეთევანი… მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ და ჯერ ერთი, იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი მოსახელეა. ახლა დანარჩენი.

კი, ისიც სარწმუნოებისთვის წამებულად ითვლება და ესეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აბა დააკვირდით: თვალწინ დაუსაჭურისეს შვილიშვილები, რომელთაგან ერთი მოკვდა და მეორე გაგიჟდა. მგონი, ეს უკვე კმარა იმისთვის, რომ არაფერი არ დათმო და თავიც შეაკლა იმას, ვინც ასე მოექცა იმათ, ყველაზე მეტად რომ გიყვარდა.

ახალგაზრდა(მერე რა, რომ შვილიშვილები ჰყავდა, მაშინ ხომ ნაადრევად აქორწინებდნენ და ეს სულაც არ ნიშნავს მის ხანდაზმულობას), ლამაზმა, ჭკვიანმა, პრინციპულმა ქალმა თავისი თვისებებით სხვანაირად აუჟუჟუნა სისხლი კაციჭამია შაჰს და მადაც აღუძრა. იმასაც ხომ ამბობენ, რომ ცოლობაც კი სთხოვაო. არა, ის რა იდიოტი იყო, რომ ეგონა იმ ყველაფრის მერე, რაც გააკეთა, დანებდებოდნენ და მის ჭკუაზე გაივლიდნენ!

ცოცხლად გლეჯდნენ სახალხოდ გაშიშვლებულ ქალს, დედოფალს, ამაყს,ლამაზს. ამ სცენის მნახველებს გული მისდიოდათ, ის ჩუმად იყო. განა არ სტკიოდა და ფანატიკოსი იყო?! სტკიოდა, მერე როგორ, მაგრამ ეს ფიზიკური ტკივილი ავიწყებდა იმ ბევრად უფრო დიდ ტკივილს სულში რომ ჰქონდა…მისი ფიზიკური კვდომა მისივე მკვლელის მორალური სიკვდილი იყო.

ქეთევანი ერთადერთი ქართველი წამებულია, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი და ის კათოლიკეებისთვისაც წმინდანია-წმინდა კატერინა დედოფალი. თუნდაც ამის გამო ღირს ამ ქალის სიყვარული.

ძალიან მინდა იყოს ერთი დიდი ტაძარი მისი სახელობის, სადაც კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც ერთად ივლიდნენ და ერთად მიაგებდნენ პატივს ამ საოცარ ადამიანს. ერთად იზეიმებდნენ შობას თუ აღდგომას და ამ დროს არავის წამოსცდებოდა ის სისულელე, რომ ქრისტიანობა მარტო მათლმადიდებლობაა… ეგებ ამისთვისაც იყო ის საშინელი სისხლიანი დღე, დედოფალს რომ წაართვა ლამაზი სიცოცხლე! ეგებ …

მიყვარს მე ჩემი სახელი და მიხარია, რომ ეს არჩევანი გააკეთეს ჩემმა მშობლებმა, რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე, რომ მანამდე კიდევ უფრო კარგი არჩევანი გააკეთეს და მე გამაკეთეს… Улыбка

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

14 комментариев на «ჩემი ფავორიტები»

  1. გილოცავ დღეობას 🙂

    ქეთევანი ჩემი უპირობო ფავორიტია და ვერავინ აჯობებს.

    თავის დროზე «გმირთა ვარამით» უფრო მომეწონა, ისტორიის სახელმძღვანელოებში მაინც მშრალად ეწერა. ჭკვიანი ქალი — პირველად ეს ეპითეტი მომდის თავში.მერე სხვა დანარჩენი…

    მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა საერთო ეკლესია ულამაზესი იდეაა… ხომ დადიან ჩვენთან ერთ მეჩეთში სუნიტები და შიიტები. არ შეიძლება, ერთი ეკლესია მაინც გვქონდეს საერთო ქრისტიანული?

    პ.ს. ფეისბუქზე უარეს სისულელებსაც ამბობენ ხოლმე.

  2. ჩემიც :). კი, მეც წიგნებიდან უფრო ვიცნობ და მგონი ასე უკეთესია. ხო, მეც მომწონს ეს იდეა, მაგრამ აბა?…

  3. არ გამოვა 😦 ეკუმენიზმი ჰქვია მაგას და არ გვეკადრება 😦 😦

  4. მეც გილოცავ!!! ყველაფერ კარგსა და გასახარს, ჭკვიან და კარგ ადამიანების გარემოცვასა და შემდგარ საზოგადოებას გისურვებს, სადაც ესეთი სიტყვები აღარ დაიწერება! 🙂 🙂 🙂

  5. ეჰ, ნეტავი ვინმე არკვევდეს, რაა საკადრისი და რა არა, რა კარგი იქნებოდა!

  6. ნეტა მართლა…ვიღას უნდა მერე სამოთხე? თუმცა არც ისე მაქვს მაგის ამბიცია, მარა მაინც 🙂

  7. მართლაც! 🙂 🙂 🙂

  8. makakuna:

    გილოცავ ქეთევანობას და შენთან ერთად ჩემს დას.
    კარგი ბლოგია,კარგად დანახული ორი წმინდანი.
    „მისი ფიზიკური სიკვდილი, მისივე მკვლელის მორალური სიკვდილი იყო.„მართლაც…

  9. მადლობა, მეც ვულოცავ შენს დას 🙂

  10. მართალია,მე არსად შემხვედრია, მაგრამ სამწუხაროა თუ წერენ,რომ წმინდანები მაზოხისტები იყვნენო —ყველაზე დიდი სისულელე და ძალიან გაუნათლებელი ადამიანის სიტყვები იქნებოდა.

    გილოცავ ქეთევანობას 🙂

  11. გაიხარე, ქეთუსი, მეც გილოცავ.

  12. კარგი პოსტია და გეთანხმები….. : ))

  13. მოგვიანებით გილოცავ :))
    ისე რაც შეეხება პოსტს რაღაცეებში გეთანხმები, მაგრამ არის საკითხები რაშიც ვერ დაგეთანხმები..
    მე შუშანიკს უფრო სკეპტიკურად ვუყურებ :დ

  14. სულაც არ არის საჭირო, ყველაფერში დამეთანხმო 🙂 და არც მიკვირს, შენც ტრავმა გაქვს სასკოლო პროგრამისეული :დდდდდ მეც მასე ვუყურებდი ზუსტად რაღაც მომენტამდე და როცა ისე შევხედე, როგორც ქალს და პერსონაჟს, მერე სხვა თვალით დავინახე რაღაც-რაღაცები 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s