love-წიგნ-story

* * *

პირველი იყავი-მეთქი არ გეტყვი, არ მოგატყუებ…ალბათ არც მეორე , მაგრამ შენამდე რაც იყო, ყველაფერი დამავიწყდა. მარტო შენთან მინდოდა
, მარტო შენი სიტყვების მოსმენა მანიჭებდა სიხარულს და სიამოვნებას. მარტო შენთან ვგრძნობდი თავს სრულყოფილად. ჩემი სუსტი და პატარა თითები მსუბუქად გეხებოდა. ნაზად გაყოლებდი ხელს და შენც ისე დამჯერედ მომყვებოდი, თითქოს მე ვიყავი შენზე დიდი,მე შენში ვიყავი, შენ- ჩემში და სამყარო იდეალური იყო თითქოს.

დავემშვიდობებოდით თუ არა ერთმანეთს, მაშინვე მენატრებოდი. გულს ვერაფერს ვუდებდი და ერთი სული მქონდა, როდის მოვქანდებოდი შენთან და როდის შეგეხებოდი, როდის ჩაგხედავდი თვალებში და ამოვიკითხავდი  შენს სათქმელს.

ბევრჯერ გაგიოცებივარ მოულოდნელობით. ხო ასეთი ხარ, არავინ იცის, რას მოიმოქმედებ. ყოველი მოსვლისას რაღაც ახალს ველოდებოდი შენგან.

მერე ერთხელაც მივხვდი, რომ შენ ყველა და ყველაფერი მიმავიწყე და შენს გარდა არაფერი მახსოვდა,  არავისთან  შემეძლო ყოფნა და ეს არ მომეწონა. მივხდი, რომ შენში ჩავიკეტე და მარტო შენი თვალებით ვუყურებდი სამყაროს. ხოდა წავედი… მიგატოვე… სხვაში გაგცვალე. ისიც შემიყვარდა. რაღაცით შენც გგავდა, მაგრამ ბევრ რამეში განსხვავებულიც იყო. მერე ისიც მივატოვე და სხვა შევიყვარე და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ.

ერთხელაც ისე დამაკლდი, ისე მომინდი, გულმა არ მომითმინა და ისევ მოვედი და ეს შეხვედრა მგონი იმ სულ პირველზე უფრო მძაფრი და ემოციური იყო. რამდენი ახალი დავინახე შენში, რაც ადრე გამომრჩენოდა. ახლა უფრო დინჯი, აუჩქარებელი, მონდომებული და დაკვირვებული ვიყავი შენთან…ვნებაც უფრო მძაფრი იყო… მაგრამ მაინც წავედი…ისევ სხვასთან და ისევ დიდი ხნით, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ ისევ დაგიბრუნდებოდი.მგონი, შენც იცოდი.

აგერ რამდენი წელია ასე გრძელდება და ამას ბოლო არ უჩანს. ალბათ არც დასრულდება, სანამ ვიქნები, სანამ მე ვიქნები, თორემ შენ სულ იქნები და ალბათ ბევრ ჩემნაირს შეაყვარებ თავს.

აი ახლაც მოვედი შენთან. ხელი მოგკიდე და შენც გამომყევი. ჩავჯექი ჩემს სავარძელში და გადაგფურცლე… შენ გაყვითლებულხარ, სიძველის სუნი დაგდებია… მე სათვალეს ვიშველიებ…მაგრამ მაინც მე მომემატა ასაკი, შენ არა. შენ ისევ ისეთი ხარ, ამოუწურავი, საინტერესო და დამაფიქრებელი… მე მიყვარხარ…

ისევ დავბრუნდები…

Запись опубликована в рубрике ჩანახატები, წიგნები. Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «love-წიგნ-story»

  1. შიოსიც კარგი იყო და იმიტომაც გამიჩნდა ეგ იდეა. მადლობა 🙂

  2. ხო შიოს პოსტიც წავიკიტხე და მომეწონა….

  3. აშკარად ,,ჟენსკაია» ვერსია უფრო ნაზია 🙂 კარგი იყო!


  4. ფოტომ დაგლიჯა!

  5. 🙂 ხო, მგონი გამოვიდა მთავარი, რაც მინდოდა, ანუ არა მარტო წიგნთან დამოკიდებულების ჩვენება, არამედ ქალური საწყისის და მისი ემოციურ-მგრძნობელობითი თავისებურების ჩვენება. პრინციპში, შენსაშიც ასე იყო, იმიტომაც მომეწონა. ისე ერთად ხომ არ დაგვედო ერთმანეთის ბლოგებზე? რას იტყვი?

  6. რატომაც არა?! 😉

  7. anna:

    როგორ მეთბილები კატერინა…:*:*:*:*

  8. დიდი ლაიქი ამ პოსტს!!!

  9. 🙂 და დიდი მადლობა ჩემგან

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s