მე, ფული და ისინი

კიდევ ერთი ეპიზოდი ჩემი რეპეტიტორული საქმიანობიდან:

აგერ უკვე ორი კვირაა ტელეფონს მიფეთქებს ერთი მონდომებული მშობელი, რომელსაც სანდო წყაროებიდან გაუგია ჩემი შესაძლებლობების და შედეგების შესახებ და მთხოვს სახლში ვიარო მის ვაჟთან და ვამეცადინო. მე ვუარობ, რადგან დიდად არ მხიბლავს გუვერნანტობა და მირჩევნია ჩემს ტერიტორიაზე მივიღო მოსწავლე.
არ მეშვება. ჩემს კითხვაზე, რატომ არ უნდა, რომ აქ გამოუშვას შვილი, მიხსნის, რომ თავისებურია და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ნუ, მე ცოტა ვინტრიგდები, რადგან მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება და აზარტით ვაკეთებ «დაცემულთა» «აღდგინებას», არ ვიტრაბახებ, ხშირად ნაყოფიერადაც.თანაც არც იმას დავმალავ,  ფული ზედმეტი არავისთვისაა და შეთავაზებული თანხა საკმაოდ მიმზიდველი იყო ჩემი ბიუჯეტისთვის.მოკლედ, ვთანხმდები და მივდივარ გასაცნობად.

ვრეკავ ზარს. კარს მიღებს დედა, რომელიც, როგორც გაირკვა იქ, ზევით, მუშაობს რომელიღაც ინსტანციაში, რომელსაც ისეთი გრძელი და ჩემთვის რთული სახელი ჰქვია, რომ არც მიცდია დამახსოვრება.

შევდივართ მისაღებ ოთახში და რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლება: თავი რომელიღაც მუზეუმში ან ანტიკვარის მაღაზიაში მგონია და ვწუხდები, ცოტას კიდეც მაზიდებს… ქანდაკებები, ჭაღები, მოხატულ-მოოქროვილი ჯამ-ჭურჭელი მონდომებულად გამოწყობილი ვიტრინაში, რაღაც გაურკვეველი ცხოველისთავიანი სკამები, ჩუქურთმებიანი მაგიდა, ასეთივე კარადა დიდი შუშებით და უშველებელი სამეული(«ტროიკა» :დდდ), რომელიც რატომღაც ჩემს გონებაში თეირან-43-ის დიდი სამეულის ასოციაციას იწვევს. ზედ, რაღა თქმა უნდა, გამძლე და თვალისმომჭრელი გადასაფარებლებია, აბა ისტორიაზე პირდაპირ უკანალით ხომ არ დაჯდები?! მახსენდება ისევ ჩემი პალანიკი და ელენივით მინდა დავუარო ამ ნივთებს და დავკაწრო, მაგრამ ბრილიანტი არ მაქვს.

ვსვამთ ყავას. ვსაუბრობთ.

დედა აჟიტირებული მიყვება საკუთარი შვილის არაორდინალურობაზე. თურმე ინგლისური უფრო ეხერხება, ვიდრე ქართული. აქ მორიდებით დავინტერესდი გენეტიკით, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ბიჭი წმინდა წყლის ქართველია და არც უცხოეთში მოსწევია ყოფნა. ცოტა გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

თურმე მხოლოდ ფასიან სკოლებში ატარებდნენ, რადგან საჯარო სკოლა ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ამ სკოლებმაც არ მისცა ცოდნა და არაფერი იცის. აქ მეორედ გამიკვირდა.

თურმე საბოლოოდ მიხვდნენ მშობლები, რომ სკოლა ზედმეტი იყო და საერთოდაც აღარ ატარებენ. გადაახტუნეს მეთორმეტე კლასში და ატესტატს ისე ააღებინებენ, რომ არც ივლის და არც გამოცდებზე დასჭირდება გასვლა. აქ მესამედ გამიკვირდა.

დედას დიდი გეგმები აქვს. უნდა ასწავლოს ხატვა, მერე რა, რომ ჯერ ხელში ფანქარიც არ სჭერია და არც სურვილი ჰქონია ამის როდესმე. სამგიეროდ ჭკვიანურია. სამხატვრო აკადემიაში ხატვას ჩააბარებს. თუ ვერ დახატავს, არც ეგაა პრობლემა, ვინ შეამოწმებს? იქ კი რა დალევს ნაცნობს და დამხმარეს ასეთი მშობლის შვილისთვის. ხოდა, უკვე თავი ქუდში ექნება.დანარჩენში მარტო ბარიერიც რომ გადალახოს, მოხვდება. იქ კი მიეხმარებიან და რომ დაამთავრებს, მერე ეგებ იტალიაშიც გაუშვან( აქ შემეცოდა გაუდი).

მოკლედ კაი ხნის ბაასის  და დედის არაერთგზის მოხმობის შემდეგ ჩვენი უფლისწული გამოვიდა ოთახიდან, თვალებში უკმაყოფილების დაღით, რომ მოვწყვიტეთ დასვენებას.

მივესალმეთ ერთმანეთს, გავეცანით. დამაკვირდა.

უცებ მეკითხება:-და თქვენ აქამდე როდესმე გყოლიათ მოსწავლეები?

ააა, ეტყობა ჩემი იერსახე არ მოეწონა, ნაწნავით, გახეხილ-დაგლეჯილი ჯინსებით და კისერზე ყურსასმენებით.თუმცა რა ვიცი, საერთოდ, როგორც წესი, სწორედ ამით იხიბლებიან სხვები. ეს ეტყობა ტრადიციულ სტილს არჩევს: პენსიონრული ასაკით, პენსიონრულ-პედაგოგიური ჩაცმულობით და ასეთივე მსჯელობით.

მე წყნარად და ღიმილით ვპასუხობ,რომ მყოლია, იმიტომაც მომძებნა დედამისმა და მთხოვა მისი მომზადება.

-ნუ, მე იმდენი ცოდნა არ მაქვს, რომ თქვენი დონე შევამოწმო,-მგონი, არ მენდო ხო იცი?:)))

-დავაგროვოთ და მერე შეამოწმე,-ვეუბნები და ვგრძნობ, როგორ მინდა გავულაწუნო.

დროზე ვთანხმდებით. რაკი სკოლაში არ დადის და მისთვის გაისროლა «ავრორამ», ამიტომ  ვარჩევ დილის საათებს, კერძოდ 12 საათს.

-ადრეა!-მოჭრით ამბობს და თავს აქნევს.

-არ არის ადრე, თანაც კვირაში ორჯერ გაიჭირვე როგორმე. აქ აღარ ვეუბნები, რომ მისი საწყალი თანატოლები დილის ცხრიდან სამამდე გამოკეტილები არიან იმ ჯოჯოხეთში, სადაც ტყუილად აკარგვინებენ დროს და მერე იქიდან გადახლეწილები იწყებენ სიარულს და მეცადინეობას.

-ნუ კარგი!-დიდსულოვნად მთანხმდება.

უკვე ვხედავ, როგორ დავგორგლე ის შეპირებული ფული, რომელიც უნდა მომცენ და ნახევარი როგორ შევტენე დედას და ნახევარი შვილს, მაგრამ  გავიხსნე ჩემი ფინანსური მდგომარეობა, წამოკიდებული ვალები და წარმოსახვა მაშინვე განვაგდე.

მოკლედ მოლაპარაკება შედგა და წამოვედი იმ იმედით, რომ ამაზე უარესებიც შემხვედრია, მაგრამ დიდი მოთმინებით, ჩემი არაორდინალობით და ცოდნით დამიბოლებ-მომიხიბლავს და მომირჯულებია. მაგრამ აქ მთავარი გამომრჩა- ამ ყველაფერს მე ჩემს ტერიტორიაზე ვაკეთებ და დედიკო არსადაა, აქ კი…

დადგა გაკვეთილის დღე და მივედი.

ვრეკავ ზარს. კაციშვილი არ ჩანს. კიდევ ვრეკავ. კაი ხნის მერე შორტების ამარა და მთქნარებით მიღებს კარს ეს ჩვენი უფლისწული.

-აი, ხომ გითხარით, ადრეა-მეთქი,- და იზმორება.

თავს ვიკავებ და შევდივარ. ვჯდები. დამდო პატივი და ჩაიცვა.

-ახლა მე თუ ყავა არ დავლიე, ვერაფერს მოვისმენ, ჯერ უნდა გამოვფხიზლდე.

მე ვდგები, უხმოდ ვიცვამ და მოვდივარ. ვრეკავ დედასთან და ვეუბნები, რომ ვერ მოვახერხებ სიარულს და სხვა მასწავლებელი ეძებონ. პასუხად მეუბნება, რომ ალბათ ასე სჯობია და საერთოდაც, ბევრი რომ იფიქრა, მიხვდა, რომ რა საჭიროა ფულის გადაყრა და მზადება? მაინც ხომ მოხვდება სადმე და მერე ისედაც მიხედავს. მეც ვუწონებ გადაწყვეტილებას და აქვე მიჩნდება სურვილი დავაარსო მდიდარ-ფულიანთა დასახმარებელი ფონდი, სადაც ლარ-ლარობით მოვუგროვებთ მე და ჩემნაირები ამ გაჭირვებულ და მუდმივად ფულისვერმყოფნელ არსებებს თანხას და გადავცემთ. ეგებ ერთი უფასო სადილიც მოგვეწყო ჰა?

ახლა ვზივარ და ვფიქრობ. ეგებ არ მოვიქეცი სწორად და ეგებ ყველაზე მეტად სწორედ ამ სულელ ბავშვს სჭირდებოდა ჩემი თავი? ეგებ იყო შანსი მისი გაადამიანების? ვფიქრობ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სწორად მოვიქეცი.

ვალები დამრჩა, პრობლემებიც, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი თავის.

მეცოდება გაუდი :დდდდდ

Запись опубликована в рубрике რეპეტიტორული ამბები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

17 комментариев на «მე, ფული და ისინი»

  1. მე ის გრძელ და რთულსახელიანი ინსტანცია შემეცოდა ასეთი თანამშრომლის ხელში.

  2. ეჭვი მაქვს, იქ მარტო ეგ არაა მასეთი :)))

  3. აუ, რა მაგარი იყო. შეუძლებელია არ დაგეთანხმო, მოდი ბოლოდან დავიწყებ და გეტყვი, რომ სწორად მოიქეცი, ეგეთი ადაამინის შვილი ასეთი ხუშტურ, გათამამებული, ტვინგამორეცხილი, დედიკოს კალთას ამოფარებული და ასეთი ვიწრო რეალობის შემყურე არ (ვერ) გამოსწორდება. ბიბლიაშიც ხომ წერია, რომ ასეთებზე, ღორს მარგალიტს ნუ დაუყრიო, ან კიდევ იესოს სიტყვები, როცა საქადაგებლად აგზავნის მოწაფეებს, ასეთების ოჯახიდან გამოსვლისას დაიფერთხონ მტვერი. 🙂 საშინელებაა რა მართლაც ასეთი ხალხის არსებობა, მართლაც მე საჯარო სკოლიდან ამდენ რამეს ვიღებ, და კერძო სკოლაში სწავლის საშუალება, რომ მქონდეს კიდევ არ ვისწავლო?! და მშობლების ნაოფლარი წყალში გადავყარო და ქარს გავატანო?! მართალია, ჩვენ უკვე 9სთ-ზე ჯოჯეხეთში გამოკეტილებს სული გვეხუთება, ეს კიდე დედის ნებიერა — ხვრინავს და პრიმიტულ სიზმრისთვის თვალი ვერ მოუწყვიტავს. ფუუუ! საზიზღრობაა რა, ეს უსწავლელად უნდა მოხვდეს სადაც უნდა და მერე თავზე წამოგვაჯდეს, ჩემმა ზოგიერთმა მეგობარმა კი მხოლოდ იმიტომ თქვა უარი სწავლაზე რომ 100%იანი გრანტი ვერ მოიპოვა, არადა არაფერში არ ჩაჭრილან და მეტიც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს. რატომ უნდა დავიჩაგროთ, ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავნი ამათი ხუშტურებისა და წარმოქმნისთანავე გასანადგურებელი ოცნენბის გამო?! ისე მგონი ასე უფრო ჯობს, რომ გაუნათლებელი ასეთ «განათლებულად» დარჩეს, რადგანაც თუ კი რამე განათლებას მიიღებს სინდისისთვის მეცოდება, მგონია რომ ვერ გაუძლებს! 🙂 იმედია, სულ მალე ყველაფერი შეიცვლება! რას ქვია თვალში არ მოუხვედი?! ნეტა ჩემთან ასწავლიდნენ შენნაირი კარგი ადამიანები. 🙂 🙂 🙂 ძალაინ მაგარი პოსტია! იმედია ყველასთვის თუ არა რამედენიმესთვის მაინც იქნება ეს პოსტი სარკეში ჩახედვა და პირზე ცივი წყლის შესხმა. 🙂

  4. არა, მარტო ნამდვილად არ არის.

    12 წელია, გრძელ და რთულსახელიან ინსტანციებში ვმუშაობ და ჩემთვის ღრმად გაუგებარი მიზეზების გამო, ფართო საზოგადოებისთვის ეს ინსტანციები ასეთ თანამშრომლებთან ასოცირდება. ვისაც არ ვუსმენ, საქმის მცოდე და წესიერი თანამშრომელი წამლად არავის უნახავს — ყველას, რატომღაც, ასეთი იდიოტები ხვდება.

  5. eg ojaxi seriozulad Shemecoda.. shen ki vfiqrob swori gadawyvetileba miige…. : )

  6. ხო, რა ვიცი, ვერ დავიმსახურე მისი აღმატებულების კეთილგანწყობა :დდდდ. მეც არ ვიტყოდი უარს შენნაირ მოსწავლეზე :*. აბა, გგონია სწავლა და ჩემთან ურთიერთობა კი გაუღვიძებდა ადამიანობას? რა ვიცი აბა… გენეტიკაც რომ არის?!. თანაც სხვის მოედანზე ძნელია, ხო იცი?მეც ძალიან გავბრაზდი, აი ყველას მაგივრად. ყველა იმ აბიტურიენტის მაგივრად აგერ ჩემთან რომ მოდიან და წლის ბოლოს მოსასულიერებლები რომ არიან და ყოველ მათგანზე ისე ვნერვიულობ, ტაქიკარდია და უძილობა მეწყება. რას ვიზამთ, ეგეთები ყოველთვის იყვნენ და არიან.მე თვითონაც ბევრჯერ დავზარალდი მასეთების გამო,მაგრამ მაინც იმატზე კაი ტიპი ვარ :დდდდ.შენც ასე იქნები და სხვებიც, ვინც შენსავით წვალობს.ადამიანობა არ იყიდება.

  7. ალბატ წლების მერე მისი შვილიკოც მასეთ ინსტანციაში გაეძრობა. ნეტა ნარტო ეს იყოს და ვერ აასრულონ დიადი გეგმა არქიტექტორობის, თორე აზრზე ხარ, რა გველის? :დდდდ

  8. 🙂 შენც ხო? მეც შემეცოდნენ, რაღა დაგიმალო. ხო, მეც მგონია, რომ სწორად მოვიქეცი.

  9. gia:

    საერთოდაც მსგავს სამსახურებში ყველგან ეგეთი ხალხი მუშაობს,განათლებული,თავმდაბალი,პატიოსანი ადამიანების ადგილი სად არის ღმერთმა იცის

  10. ან ბლოგს გახსნის და მთავრობას გალანძღავს. ეგ ყოველთვის მოდური იქნება.

  11. ლოლ. აი, მეც ეგეთი ვარ.

  12. მართალია, ადამიანობა მართაც არ იყიდება. 🙂

  13. მზეთუნახავი ჭაბუკი–––აი ასე დავარქმევდი მე ამ პოსტს :დ

  14. მზეჭაბუკი ხო? :დდდდდ კი მასეა.

  15. ყოველთვის გეუბნებოდი , რომ ხარ ძალიან მყარი ფსიქიკის ადამიანი : ))

  16. და თან ზედმეტად თავმოყვარე 🙂 ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s