გამოსვლა

ექსპერიმენტი მიღებული ხერხია რაიმეს გამოსაცდელად. ის ხან ახალ აღმოჩენას უდებს სათავეს, ხან ასაბუთებს ან აბათილებს რაიმეს.

თუმცა ექსპერიმენტი საკუთარ თავზეც შეიძლება ჩაატარო.
აი ასე, დიდხანს ფიქრის, კვლევა-ძიების, წარსულ-აწმყოს თვალიერებით, მომავლის ვერგანჭვრეტით ერთხელაც შენც დაგეცემა თავში საკრალური ვაშლი და იდეაც ჩნდება. რა თქმა უნდა, ამ იდეას არაფერი აქვს საერთო  გენიალურ აღმოჩენებთან,მაგრამ რაღაც კუთხით მაინც აქვს. აღმოჩენა ხომ მრავალგვარი შეიძლება იყოს? და სულაც არაა აუცილებელი ის მარტო მეცნიერების სფეროს მოიცავდეს. ან სულაც რატომ არაა მეცნიერება ის,რაზეც ახლა ვსაუბრობ?

აბა რითაა ნაკლები სკუთარი თავის გაცნობა-შეცნობა დიად აღმოჩენებზე? ისინიც ხომ ამით იწყებდნენ, ვინც ამ დიად აღმოჩენებს აკეთებდნენ? ჯერ ხომ შენში უნდა აღმოაჩინო დამალული თვისებები, უნარები და ასე შემდეგ და ამის მერე გადახვიდე დიდ საქმეებზე.

თუ საკუთარ თავს არ იცნობ კარგად, ალბათ ვერც დანარჩენს გაიგებ ბოლომდე. არაა ეს ადვილი საქმე. ადამიანების უმრავლესობა ისე მიდის ამქვეყნიდან, არც კი ფიქრდება ამაზე და ისე გამოდის, რომ საკუთარ თავს ემშვიდობება გაუცნობლად. ზოგი კი ცდილობს, მაგრამ იმის ნახევარსაც ვერ ასწრებს, რაც უნდა მოესწრო. და ისედაც, ალბათ ბოლომდე მაინც ვერავინ აითვისებს საკუთარ თავს და შესაძლებლობებს.ცოტა მაინც თუ შესძელი უკვე კარგია. თავისთავად სურვილი ამის გაკეთების არის კარგი და მცდელობა, თორემ აბა შედეგი წინასწარ როგორ შეიძლება განსაზღვრო?

მოკლედ რად მინდოდა ამხელა ბოდიალი? რომ ამეხსნა, რატომ დავიწყე ექსპერიმენტი საკუთარ თავზე( ეს პირველად არაა ისე, მაგრამ უკვე კაი ხანია, აღარ მიცდია).

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ძალიან მოსაწყენი მეჩვენა ის ყველაფერი, რასაც ჩემი ცხოვრება ჰქვია და დავიწყე უკვე არა წუწუნი, არამედ ქმედებები. ჯერ ერთი ვსინჯე და არ გამოვიდა(ამაზე უკვე დავწერე ერთ პოსტში), მწარედ დავეცი, მაგრამ წინა დაცემებისგან განსხვავებით მაშინვე წამოვხტი ფეხზე და იმ მომენტშივე ვიცოდი, არა, კი არ ვიცოდი, გადაწყვეტილი მქონდა, რომ კიდევ მოვიფიქრებდი რამეს და არ გავჩერდებოდი. ხოდა ასეც არის…

ჩემი ექსპერიმენტი ახლაც მიმდინარეობს. საბოლოო შედეგს არც ვუფიქრდები და დიდად არც მაღელვებს. მე პროცესი მომწონს ამ კვლევა-ძიების. სადღაც მეამაყება, რომ კიდევ მქონია გადამალული საინტერესო უნარი თუ თვისება, რაც აქამდე არ ვიცოდი. ანუ კიდევ მქონია რაღაც აღმოსაჩენი და  ვერ დავუზომბებივარ ცხოვრებას. მაგარია.

ხოდა ახლა ვარღვევ ყველა საზღვარს და მგონი საკუთარი თავიდან გარეთ გამოღწევას ვცდილობ…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

7 комментариев на «გამოსვლა»

  1. ლენგლიში, CIA-ს შტაბ-ბინის მთავარ ოფისს აწერია «შეიცან თავი შენიო».

    საკუთარ არაცნობიერში გარკვევაზე საინტერესო არაფერი მგონია მე.

    წარმატებები 🙂

  2. იჩქარე ნელა

  3. 🙂 არ ვჩქარობ, რადგან პროცესი უფრო საინტერესოა და აზარტული, ვიდრე შედეგი 🙂

  4. მგონი მკვლევარი დაიღუპა შენში :დ

  5. ნუ, გააჩნია რა კუთხით შეხედავ ამას :)))თავს ხომ ვიკვლევ? და ცოდვა გამხელილი სჯობს და სხვებსაც და ეგეც კვლევაა რაღაც პონტში 🙂

  6. ყველაზე მაგარი მუღამი საკუთარი თავის შეცნობას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მაინც ვერასდროს შეიცნობ. . .მოკლედ სწორედ მაგას აქვს მუღამი :))

  7. აი რა გავაკეთო? აქაც უნდა დაგეთანხმო, შანსსაც არ მაძლევ, რომ ასე არ იყოს 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s